14 აგვისტო, 2013
''ფეისბუქის'' ყალბი გვერდები - ახალი თავსატეხი ქართველი ვარსკვლავებისთვის
სამუშაო ადგილად ''ქართული ოცნება'' უწერია, ამას წინათ კი სტატუსად ჰქონდა დადებული, ''მიშა, არ წახვიდე, მესამედ დარჩი'' მცირე ხნის წინ ნინი ბადურაშვილმა თავისი ''ფეისბუქის'' გვერდზე დადო სტატუსი, სადაც იუწყებოდა, რომ ერთ-ერთ ჟურნალში ქეთა თოფურიასთან გამოქვეყნებული ინტერვიუს არც ერთი სიტყვა თავად ქეთას არ ეკუთვნოდა, რომ ''ფეისბუქით'' გაგზავნილ შეკითხვებს რეალურად პოპულარული მომღერლის სახელს ამოფარებული სხვა ადამიანი პასუხობდა.

ინტერვიუში ქეთამ საკუთარ მეგობარზე, ნინი ბადურაშვილზე და მის ოჯახურ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არც ირაკლის უყვარდა ნინი და არც ნინის
ირაკლი და შესაბამისად, ეს ოჯახი ამიტომაც ვერ შედგა.

მოგვიანებით, ნინის სტატუსს თავად ქეთაც გამოეხმაურა ვიდეომიმართვით, სადაც თქვა, რომ თავად ''ფეისბუქის'' გვერდი არ აქვს და ის ინტერვიუც, აქედან გამომდინარე, მასთან ჩაწერილი ვერანაირად ვერ იქნებოდა.

სანამ ეს ყოველივე გამჟღავნდებოდა, თქვენმა მონა-მორჩილმა გადაწყვიტა, ქეთასთან თავადაც ჩაეწერა ინტერვიუ და მიემართა ''ფეისბუქის'' იმ გვერდისთვის, რომელიც წლებია, ქეთას პირად გვერდად მიიჩნევა, ვინაიდან მე და მას 56 საერთო მეგობარი გვყავდა, მათ შორის, უამრავი ცნობილი ადამიანი და ეს გვერდი საოცარი ოპერატიულობით აქვეყნებდა ქეთას ფოტოებს შესაბამისი წარწერებით, მეც გადავწყვიტე, ქეთასთვის ამ გვერდზე მიმეწერა.

ინტერვიუზე შევუთანხმდი, თუმცა ჩვენი ვირტუალური ურთიერთობა საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც ''ქეთამ'' ჩემ მიერ მიწერილ შეკითხვებზე პასუხები გამცა და ვერ ჩამოაყალიბა, მაგალითად, სად აპირებს დასვენებას, არ იცის, როგორია ჯგუფის უახლოესი გეგმები და ა.შ.
Rating
ნინის ცნობილი სტატუსის შემდეგ ამ გვერდზე ისევ მივწერე და ვუთხარი, რომ ინტერვიუს ვერ გამოვაქვეყნებდი, თუკი ''სკაიპით'' ერთი წუთით მაინც არ დამენახვებოდა. ამაზე უკვე ''ყალბი'' ქეთა აღარ გამომხმაურებია და პირველი, რაც გააკეთა, ის გახლავთ, რომ ეს პროფილი სახელად Keti Topi წაშალა.

ამ თემით ჩვენი ჟურნალი ძალიან დაინტერესდა და ჩამოვუარეთ ''ფეისბუქს'' იმისთვის, რათა გაგვეგო, რამდენი რატი დურგლიშვილი, ნინო ჩხეიძე, ნოდიკო ტატიშვილი და სხვა ცნობილი სახეები არიან ამ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული.

საინტერესოა, რომ მაგალითად, ლელა წურწუმიას ''ფეისბუქის'' საკუთარი გვერდი საერთოდ არ აქვს, მაგრამ სოციალურ ქსელში არსებობს მისი გვერდი, სადაც სამუშაო ადგილად ''ქართული ოცნება'' უწერია, ამას წინათ კი სტატუსად ჰქონდა დადებული, ''მიშა, არ წახვიდე, მესამედ დარჩი''.

ამის შესახებ მოსაზრება მის მეუღლეს, პროდიუსერ კახა მამულაშვილს ვკითხეთ, რომელმაც დიდი წუხილი გამოთქვა ყალბი ''ფეისბუქის'' გვერდებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ლელას ამ სოციალურ ქსელში გვერდი არ აქვს და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მომღერლის სახელით ვიღაც ბოროტად სარგებლობს.

''აუცილებლად გავივლით კონსულტაციას იურისტებთან, უკვე ყელში ამოვიდა ასეთი საქციელი'', ამბობს ჩვენთან საუბრისას ცნობილი პროდიუსერი. ნინო ჩხეიძის სახელით ასევე სარგებლობენ და მისი აზრითაც დავინტერესდით. 

- არ ვაქცევ ყურადღებას. ხალხი ხვდება მაინც, რომელია ნამდვილი და რომელი ყალბი ''ფეისბუქის'' გვერდი. ასეთ გვერდებს დიდი დრო არ უწერია. მოსწყინდებათ და გააუქმებენ. ისიც არ არის ცუდი, რადგან ასეთი ბევრი გვერდია, ე.ი. ხალხს უყვარხარ და რეიტინგული ხარ.

როგორც შევიტყვეთ, მსახიობ ლელა მებურიშვილსაც იგივე პრობლემა აქვს. როგორც ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავდა, ის პროფილი, რომელიც მისი სახელით არის შექმნილი ''ფეისბუქზე'' ყალბია და მისი არ არის. ცნობილი ადამიანებიდან ბევრი სარგებლობს ამ სოციალური ქსელით, თუმცა ყალბი გვერდების პრობლემა მხოლოდ შოუბიზნესის წარმომადგენლებს არ ეხებათ.

საკმარისია გავიხსენოთ ის განცხადებები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენლის მხრიდან ვრცელდებოდა ''ფეისბუქის'' საშუალებით და შემდეგ აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ეს არ იყო მათი ნამდვილი გვერდები.
Rating
იმის გასარკვევად, სხვისი სახელით მანიპულირების შემთხვევაში რა შეიძლება დაეკისროს ადამიანს, ადვოკატ ირაკლი ყანდაშვილს დავუკავშირდით.

- საქართველოში ინტერნეტთან დაკავშირებული თავდაცვის მექანიზმები ჯერ კარგად არ არის განვითარებული, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ სხვისი სახელით ადამიანებთან ურთიერთობაში შესვლა და სხვისი სახელით მანიპულირება კანონით ისჯება. სისხლის სამართლის კუთხით ეს შესაძლოა, ჯარიმას ან პატიმრობას ითვალისწინებდეს.  

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ბერნარდ
გაიხარე ულამაზესო ლელა ულამაზეს ქმარ შვილთან.შურიანებო იმკურნალეთ
12:23 / 25-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ბეტონჩიკ
king dimond -ბეტონს არ ვზიდავ რომც ვზიდავდე და სოფლელი ვიყო ვიამაყებდი პატიოსანი სრომით.შენი სულის სიმდაბლე მაქედან ჩანს სოფლელს და მშრომელს დასცინი.ბეტ-(ბეტი)ქალის სახელია და ონჩიკ -კაცის სახელია რაც მეომარს ნისნავს.უცხო ლიტერატურა წაიკითხე იქნებ გაიგო რამე ამ ქვეყნად,იქ შეგხვდება ბეტონჩიკ სიტყვა.შენისთანა სატანები ბეტონის ქვეშ უნდა მოყვეს და ჩაძაღლდენენ.
08:31 / 20-08-2013
გამოხმაურება / 0 /
king diamond
ბეტონჩიკ ბრიყვო, სიმართლე მწარეა და ცუდი მოსასმენია მაგრამ რეალობა დგეს ესეთია. კიდევ სიმართლეს და შურს რო ვერ გაარჩევ რა უნდა გელაპარაკო . შენ რა იცი მე შურიანი ვარ თუ კუდიანი, როდის იყო წიგნი გარეკანით ფასდებოდა, თვითონ კი ერთი უბრალო კლავიატურის ბიჯი ხარ სიმონი
22:14 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
king diamond
ბეტონჩიკ : წადი სოფელში ბეტონი ზიდე , ესეთ სირულ და უაზრო კომენტარების წერას, ვიგაც მადლობას მაინც გეტყვი.
22:03 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ბეტონჩიკ
king dimond ვირის ხმიანი ბოღმა ხარ ნაღდია,რომლებიც დიდხანს ვერ ცოცხლობენ სხვისი შურით.ნავთის ლამპა და ვარსკვლავი რა იცი შენ რა არის?მახინჯ სხეულში მახინჯი სულიაო შენზეა ნათქვამი.
12:55 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
king diamond
ერთი ვერ გამიგია ლელაც ვარსკვლავია და ფრედი მერკურიც? საქართველოში შოუ ბიზნესი ვაფშე სუნთთქავს მაინც? ვარსვკვლავს კი არა და ნავთის ლამპას ვერ შევადერებდი, მარტო მას კიარა ყველა ქართულ "მოვარსვკვლავო" სიფათს .
23:02 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანზორ კაკაბაძე
მაგარად მომწონს ლელა.ყველა ეპოქის მანდილოსნის ტიპია.არისტოკრატიულიცაა და თანამედროვე გოგოს ტიპაჟიც.ულამაზესი ქალბატონია
16:20 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თემო
ნატა შენნაირი ბოღმები დიდხანს ვერ ცოცხლობენ ეს ისე ინფორმაციისთვის.ლელა უმაგრესი და ულამაზესი მომღერალია თავისი ლამაზი ოჯახით.გაიხაროს...
10:28 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გურამი
ლელა რომ ლამაზია და ულამაზესი თვალები უბრწყინავს ,ამაზე ორი აზრი აქ არსებობს.ტუჩები აქვს ორიგინალური და კარგი.ხმა ხომ უბადლო.გაიხარე ლელი მამულიჩასთან ერთად.ეგ გვანცა შურიანი დედაკაცია ნაღდია.საღებავებიო...მაშინვე დაახეთქა.
10:09 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატას
დაბოღმილი ხარ გეტყობა.ერთი კილო საღებავი თვალების ფერს არ ცვლის.მაშინ შავთვალებაც დაიდებდა საღებავებს და ცისფერ-მწვანე თვალები გაუკეთდებოდა.შურიანი ქალების....
09:35 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS