14 აგვისტო, 2013
რა ურთიერთობა ჰქონდა ზალიკო ბერგერს ჯაბა იოსელიანთან
ბატონი ჯაბა ძალიან კარგი ადამიანი იყო. მე პოლიტიკას არ ვეხები და ჩვენც ყველაფერი არ ვიცით ალბათ, მაგრამ დიდ პატივს ვცემდი ამ ადამიანს ზალიკო ბერგერის ''ფეისბუქის'' გვერდზე იმდენი საინტერესო და ისტორიული ფოტო აღ-მოვაჩინე, გამიჭირდა კიდეც ერთის ამორჩევა ამ რუბრიკისთვის, ამიტომ დიზაინერს რამდენიმე ფოტოს ისტორიის მოყოლა ვთხოვეთ.
''
- ზალიკო, შენს ''ფეისბუქის'' გვერდზე მაკა ასათიანთან ერთად გადაღებული ფოტო აღმოვაჩინე, დიდი ხნის წინ უნდა იყოს გადაღებული...
- დაახლოებით 12 წლის წინ. კლუბ ''ტროპიკანაშია'' გადაღებული, ვაკის პარკთან იყო ეს
კლუბი, ახლა აღარ არსებობს. ამ დღეს მაკა ასათიანის ჩვენება იყო ''საზოგადოებრივი მაუწყებლის'' დიდ პავილიონში, მაშინდელი ''პირველი არხის'' უკან. ჩვენებას მუსიკალურად ცოცხალი ორკესტრი აფორმებდა დათო ოძელაშვილის ხელმძღვანელობით. მაშინ ჩაცმას დიდ ყურადღებას ვაქცევდით და დიდხანს ვემზადებოდით ჩვენებაზე წასასვლელად, დღესასწაული იყო ჩვენთვის. საკუთარი კოლექციიდან ბისერებითა და თვლებით გაფორმებული ჯინსი ამოვარჩიე. პერანგი, რომელიც მაცვია, ბესო რაზმაძემ დაჭრა და გააფორმა სპეციალურად ჩემთვის (იცინის). ჩვენება გრანდიოზული გამოვიდა. საღამოს კლუბ ''ტროპიკანაში'' გადავი-ნაცვლეთ მაკას მეგობრებმა, ბომონდმა და ჟურნალისტებმა. სპეციალურად ამ დღისთვის სტუმრად იყო ჩამოსული სო-მეხი მოდელიერი ნანა კაზარი. ძალიან კარგად მახსენდება ეს დღეს თავისი ''ტუსოვკით'' დილამდე. მაშინ ასეთი ღონისძიებები დღევანდელ მოდის კვირეულებზე უკეთ ტარდებოდა.
- მაშინ უკვე მოდელიერი იყავი?
- კი, ხომ გითხარი, ჩემი კოლექციიდან ამოვარჩიე ჯინსი, გარდა თვლებისა და ბრჭყვიალა ფირფიტებისა, ბეწვით იყო გაფორმებული. დათო გომართელმა ეს ჯინსი რომ ნახა, თავისი ''არმანის'' ჯინსი მომიტანა, საკონცერტოდ მეც ასე გამიფორმეო (იცინის).
- დღეს რომ მაგ ჯინსით გახვიდე ქალაქში, წარმოგიდგენია რა მოხდება?
- (იცინის) არადა, რა უცნაურია, რამდენი წელი გავიდა, თითქოს უფრო გახსნილი და თავისუფალი გახდა საზოგადოება. მაშინ უფრო უცნაური არ უნდა ყოფილიყო, ნახევრად ჩაბნელებულ ქალაქში?
- მაკასთან დიდი ხნის მეგობრობა გაკავშირებს ალბათ...
- ჰო, მაკა ყოველთვის ულამაზესი და გემოვნებიანი იყო. ყველასგან გამოირჩეოდა თბილისში. მისი ჩვენებები ნამდვილი ზეიმი იყო თავისი ''ავთერფართებით'' .
- ერთნაირი ვარცხნილობები რომ გაქვთ ამ ფოტოზე, ეს დამთხვევაა თუ?
- ნამდვილად დამთხვევაა. არც ვიცოდი, მაკას მოკლედ რომ ჰქონდა თმა შეჭრილი. ამ ჩვენებისთვის შევიჭერი მეც. ეს ის დროა, ფირებს რომ ამჟღავნებდნენ ფოტოგრაფები (იცინის).
- პაპარაცული ფოტოები თუ გადაუღიათ შენთვის?
- იმდენად, რამდენადაც ჩვენთან არ არსებობენ პაპარაცები, არა.
- აბა, ის ფოტო აბაზანაში ვინ გადაგიღო?
- (იცინის) აჰა, იპოვე მაინც, ხო?! მეგობრებმა გამიმეტეს. დუბაიში ვისვენებდით ერთად, ჩემმა მეგობრებმა ხურდა ფულით გააღეს აბაზანის კარი მზაკვრულად, ხმაური მომესმა და რომ გამოვიხედე ფარდიდან, გადამიღეს. მეგობრები მართლა მწირავენ. ერთხელ სასტუმროს ნომერში მთვრალს გადამიღეს, ნახევრად იატაკზე და ნახევრად ლოგინში მეძინა. თან მეორე დღეს ბედნიერმა წარმომიდგინა მეგობარმა ნამუშევარი. გავბრაზდი და დავხიე. მის მერე ასეთი ფოტოს გადაღება აღარ უცდია.
Rating
- ცნობილია შენი ფოტოსესიისთვის მზადების ფორმა, ზემოთ ატყორცნილი და გაბუშტული ტუჩები როდის დაამუღამე?
- (იცინის) ჰო, ეგ მართალია, ფოტოგრაფის დანახვა და ტუჩები თავისით იბერებიან. ერთხელ მე და ნინო ორდენიძე კლუბში ვიყავით, განათება რომ ჩართეს კლუბში, ორივემ პოზები მივიღეთ და ტუჩები დავბერეთ, ''ვსპიშკა'' გვეგონა. მერე თვითონ ვღადაობდით საკუთარ თავებზე.
- კიდევ ერთი საინტერესო ფოტო აღმოვაჩინე შენს ''ფეისბუქზე'' , ჯაბა იოსელიანთან ერთად ხარ გადაღებული. ამ ფოტოს ისტორიაც გვიამბე.
- ჯაბა იოსელიანის წიგნის პრეცენტაციაზე ვიყავით მოსკოვში, 2001 წელს ზურაბ წერეთელმა გააფორმა მისი წიგნი. მისი ოჯახის წევრებთან ერთად მეც მიმიწვიეს პრეზენტაციაზე, ბატონი ჯაბა ძალიან კარგი ადამიანი იყო. მე პოლიტიკას არ ვეხები და ჩვენც ყველაფერი არ ვიცით ალბათ, მაგრამ დიდ პატივს ვცემდი ამ ადამიანს. ძალიან კარგი საღამო იყო, პრეზენტაციას რუსეთის პოლიტიკური და კულტურული ელიტა ესწრებოდა.
- რა ურთიერთობა გქონდა ჯაბა იოსელიანთან და ეს გოგონა ვინ არის?
- ეს გოგონა, მარიკა ქაჩიბაია, ბატონი ჯაბას, ასე ვთქვათ, შვილობილი იყო. მისი ოჯახის ახლობელი ვიყავი მეც. მოსკოვში გახლდით საახალწლოდ და მიმიპატიჟეს.
Rating
- ოჯახის ახლობელი? მაინც როგორი ახლობელი?
- ნათესავები არ ვყოფილვართ ნამდვილად. უბრალოდ ოჯახებით ვახლობლობდით.
- ზალიკო, დასვენება თუ მოახერხე წელს?
- იტალიაში ვიყავი, რამდენიმე ქალაქი დავათვალიერე, ბოლოს ზღვის პირას გავატარე მთელი თვე. თუმცა დასვენების, ზღვისა და რუჯის მიღების სეზონი არ დასრულებულა, იმედი მაქვს, წელს კიდევ ერთხელ მოვხვდები ზღვის სანაპიროზე. იტალიიდან ძალიან კარგი მასალა ჩამოვიტანე ახალი კოლექციისთვის. აქსესუარებზე უკვე ვმუშაობ და რამდენიმემ უკვე მოწონებაც დაიმსახურა.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
მარინა
ზალიკო არის ხეცურიანი , მაკა არის ასათიანი და ჯაბა იოსელიანი. სამივე ლეჩხუმელია და ლეჩხუმელებს განსაკუთრებული ნათესაობა არ ჭირდებათ ისედაც იზიდავენ ერთმანეთს
09:52 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ზალიკო
ლუკა მაინც არ გერქვას,სიტყვა ზრდილობა გაგიგია საერტოდ?
03:49 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლუკას-ბობის
ზალიკო ყველას უყვარს ამ ქალაქში და ყველა ოჯახში და გამოჩენილ თბილისელებში მიღებულია,შენნაირი ნიუდაჩნიკები ტანგების ჩამცმელები კი აქ ბლატაობთ!
01:01 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
maqs
sad poulombt am samarcxvino mesajdomeebs.egeni arian tbilisis da eris sircxvili.
13:19 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ბობი ბრაუნი
ამის ფირმის ელასტიკებითა და ტანგებით დატასაობს ნახევარი თბილისის სექსუალური უმცირესობები ტო...ვინმეში არ შეგეშალოთ ტო...გამოჩენილი დიზაინერია,მსოფლიო აალაპარაკა სიმონ,ისეთ ტანგებს აწარმოებს.....არსად დაგეკარგოთ.ინტერვიუები ხშირ ხშირად ჩამოართვით ხოლმე და დადეთ საიტზე.რა კარგია რომ არსებობთ,და ამგვარი სტატიებით ქართველ ხალხს ცხოვრებას ულამაზებთ...დიდი მადლობა ავტორს....
10:10 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ვითომ კაცებო,ეს კაცობა გგონიათ რა კომენტარებსაც თქვენ დებთ
08:37 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ხიხო
ჯაბას ,,პეტუხები" არ ევასებოდა!
08:23 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
სვანებს 2 სამარცხვინო ,,გეი" გვყავს, ეს ზალიკო და 1-არხის გენ.დირექტორის მოადგილე გოგა ჩართოლანი!უნამუსოები არიან ეს ,,ყურნები"!!!
08:21 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლოლო
ნასმი ხარ ჯიგრი?
00:57 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალო
ოე, ლუკაააა
20:07 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS