10 აგვისტო, 2013
რა უამბო პრეზიდენტს ყვარელში ქართლოს ნატროშვილმა
მაგ დროს პრეზიდენტის ოჯახი ყვარელში არ ყოფილა... ის ამბავი ვუამბე პრეზიდენტს, მისი ხმით სინათლე რომ ჩავართვევინე ერთ-ერთ სოფელში სეზონის დახურვამდე ნანუკა ჟორჟოლიანმა პრეზიდენტთან დაპირებული ინტერვიუ შემოგვთავაზა. ყვარელში, პრეზიდენტის აგარაკზე, მისი პაროდისტი ქართლოს ნატროშვილი მიიპატიჟა და ორი "პრეზიდენტის" სახალისო დიალოგი გვანახვა. საქართველოს პრეზიდენტი თავის პაროდისტს ამა თუ იმ პრობლემაზე პასუხს სთხოვდა, ისიც არ იზარებდა და მისი ხმით თავს იცავდა.

ქართლოს ნატროშვილი:
- მანამდე პრეზიდენტი ერთხელ მყავდა ნანახი "ლაივში" "კომედი ჯგუფის" კორპორატიულ საღამოზე. ნანუკამ მეორედ მომცა ამის შანსი
და მადლობა მას.
- როგორ შეგხვდა პრეზიდენტი, როგორ გაგიმასპინძლდათ?
- არაჩვეულებრივად. მიშა ძალიან გახსნილი და დინამიკურია, იუმორის გრძნობით სავსე.
- რა დარჩა კადრს მიღმა?
- საინტერესო ყველაფერი კადრში მოხვდა. განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, ვისხედით, ვსაუბრობდით. კომპლიმენტი მითხრა, ზუსტად არტყამ ჩემს ხმას, ყოჩაღო.
- სახლი დაგათვალიერებინათ?
- კი, მერე გადაცემის ჩაწერა გაგრძელდა, ეს იყო და ეს. ცოტა დავლიეთ.
- კარგი ღვინო აქვს პრეზიდენტს?
- უმაგრესი.
- რა სადღეგრძელოები შემოგთავაზათ პრეზიდენტმა?
- საქართველოს სადღეგრძელო დავლიეთ.
- პირველი ლედი და ბავშვები არ იყვნენ სახლში?
- არა, მაგ დროს პრეზიდენტის ოჯახი ყვარელში არ ყოფილა... ის ამბავი ვუამბე პრეზიდენტს, მისი ხმით სინათლე რომ ჩავართვევინე ერთ-ერთ სოფელში. ეს იყო და ეს.
- სად ატარებ შვებულებას?
- დედულეთში, სენაკის რაიონის სოფელი ნოსირში. ისეთი წყალდიდობა იყო აქ ცოტა ხნის წინ, თავი ვენე­ციაში მეგონა.

ჟურნალი „რეიტინგი“



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS