მსახიობმა თავისი ცხოვრების შესახებ საჯაროდ არაერთგზის თქვა, თუ როგორ დაკარგა წამლის გამო ოჯახი, მეგობრები, როლები და როგორ მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა.
პირველი ქორწინებიდან კაბუს 2 შვილი, გიორგი და კესანო ჰყავს. ღირსეულ მამობას რომ
მას მერე მისი სასიყვარულო ამბების შესახებ თითქმის არაფერი გვსმენია, ამიტომაც მივაქციე ყურადღება ახალ ინფორმაციას ''ფეისბუქის'' მის გვერდზე - კახა აბუაშვილი ურთიერთობაშია ნინკა კვაჭაძესთან.
ამ სიახლეს ორივეს მეგობრები ალაიქებდნენ და წყვილს ულოცავდნენ. ნინკას მეგობარმა ისიც კი დაუწერა კაბუს, აქამდე ვერავინ წამართვა ნინკა და შენ უნდა წამართვაო.
მსახიობის ფოტოს ნინკას გვერდზეც მრავლად ნახავთ. ნინკა კაბუს იმასაც უწერს, რომ მასზე გიჟდება, რომ კაბუს ყველა სიმღერა მას ეკუთვნის.
ნინკა წარმოშობით ბათუმელია. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი დაამთავრა. ახლა თბილისში ცხოვრობს.
ჟურნალი ''რეიტინგი''