09 აგვისტო, 2013
კაბუ შეყვარებულია?!
ამ სიახლეს ორივეს მეგობრები ალაიქებდნენ და წყვილს ულოცავდნენ. ნინკას მეგობარმა ისიც კი დაუწერა კაბუს, აქამდე ვერავინ წამართვა ნინკა და შენ უნდა წამართვაო ''ჩემიცოლის დაქალებში'' ბაბულიკების ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენლის - კაბუს, იმავე კახა აბუაშვილის გამოჩენამ საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა მის ცხოვრებაზე.

მსახიობმა თავისი ცხოვრების შესახებ საჯაროდ არაერთგზის თქვა, თუ როგორ დაკარგა წამლის გამო ოჯახი, მეგობრები, როლები და როგორ მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა.

პირველი ქორწინებიდან კაბუს 2 შვილი, გიორგი და კესანო ჰყავს. ღირსეულ მამობას რომ
ვერ უწევს შვილებს, ამაზეც არაერთგზის მოუყოლია ჟურნალისტებისთვის. მეუღლეს დიდი ხნის წინ გაშორდა.
Rating
მას მერე მისი სასიყვარულო ამბების შესახებ თითქმის არაფერი გვსმენია, ამიტომაც მივაქციე ყურადღება ახალ ინფორმაციას ''ფეისბუქის'' მის გვერდზე - კახა აბუაშვილი ურთიერთობაშია ნინკა კვაჭაძესთან.

ამ სიახლეს ორივეს მეგობრები ალაიქებდნენ და წყვილს ულოცავდნენ. ნინკას მეგობარმა ისიც კი დაუწერა კაბუს, აქამდე ვერავინ წამართვა ნინკა და შენ უნდა წამართვაო.

მსახიობის ფოტოს ნინკას გვერდზეც მრავლად ნახავთ. ნინკა კაბუს იმასაც უწერს, რომ მასზე გიჟდება, რომ კაბუს ყველა სიმღერა მას ეკუთვნის.

ნინკა წარმოშობით ბათუმელია. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი დაამთავრა. ახლა თბილისში ცხოვრობს.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
ანა
რახან კაბუ შეყვარებულია, ამაღამ კარგად დამეძინება:)))
02:01 / 11-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მერცხალი
მე მაქ დანებებული პირადად და არა ისეთს როგორც კაბუს(რომელსაც ხან ქონდა და ხან არა):))) მე სულ მქონდა მარა ავიღე და დავიკიდე გადავაგდე იმენა...
21:56 / 10-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგიუს
ერთი წამალზე თავი დაენებებინოს ვინმე მანხეთ და რაღაც არმგონია...
20:51 / 10-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალა
მოსალოცია 5 ჯერ გათხოვება ;)
18:39 / 10-08-2013
გამოხმაურება / 0 /
კუდიანი
და ეს გოგო არასრულწლოვანს რომ ჰგავს არაუშავს? აჰ ,თუ არასრულწლოვნების ბებრებზე დაქორწინება მოდაშია?!
17:20 / 10-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლევამ
ქუთაისელი როგორ არის? ეგ არის კასპელი. სანზონელია და მერე გადავიდა დიდ დიღომში. ქუტაისური სული მაგას არა აქვს. ერთი რაც კარგად გამოსდის,ანეგდოტებია.
16:25 / 10-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ქუთაისელი
კაბუ არის ქუთაისელი კაცი. ქიციც იცის და ქიცმაცურიც. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იგი კარგ ოჯახს შექმნის და სცენაზეც იტყვის თავის სათქმელს.ბრწყინვალე ნიჭი და დიდი ნებისყოფა ყველაფერს დააძლევინებს. წარმატებებს ვუსურვებ.(პრინციპულად არ ვეთანხმები ლევანს).
15:55 / 10-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლევან
კაბუ არის მაგარი ქაჯი და გოიმი. უნახავმა რა ნახაო, მაგას ეგრე მოუვიდა. დიდი ხანია ვიცნობ. თავში აუვარდა პოპულარობა, ადრე კაი ბიჭი იყო, მერე გამოავლინა ნამდვილი სახე.
14:07 / 10-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ელენე
არადა, მახსოვს ერთ რაღაც გადაცემაში დაახლოებით 8 წლის წინ კაბუ თავის ცოლთან, ძალიან ლამაზ გოგონასთან, ისეთი კარგები იყვნენ, შეგშურდებოდა ადამიანს. გულდასაწყვეტია, რომ მათი ოჯახი დაინგრა..
12:30 / 10-08-2013
გამოხმაურება / 0 /
alan's psychedelic breakfast
კაბუზე რადიკალურად შემეცვალა წარმოდგენა რაც თეატრში ვნახე! მართლა არ ველოდი თუ ესეთი მაგარი მსახიობი იქნებოდა სცენაზე!
10:33 / 10-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS