- ერთი მხრივ, იყო ძალიან საინტერესო იმით, რომ ლატვიას მიუღია კანონი ფონოგრამებით სიმღერის აკრძალვის შესახებ. შესაბამისად, თუ შეამჩნიეთ, არ იყო
- გახდა ცნობილი, რომ საშა რევზინს არ უნდოდა ქართული ბაიათი და სთავაზობდა სიმღერას ''ვარდები არ არიან'' .
- რევზინმა მითხრა, რომ სთხოვა სალომესა და დუეტ ''ჯორჯიას'' , ემღერათ ბაბაჯანიანის ''ნოქტიურნი'' და უარი მითხრესო. დეტალებს ვეღარ ვკითხავდი რევზინს, რადგან არ ვიყავი საქმის კურსში. მივხვდი, რომ პროდიუსერებმა თქვეს უარი, საერთოდ ვერ გავიგე, ვინ იყო სალომეს პროდიუსერი, რადგან სალომეს ქმარი ვნახე და ისიც უკმაყოფილო იყო მეორე ტურის სიმღერით.
- რამდენადაც ცნობილია, რუსა მორჩილაძე გახლდათ პროდიუსერი.
- ე.ი. მას უთქვამს უარი. მისი ნება იყო და რაც უნდოდა, იმას გადაწყვეტდა, როგორც პროდიუსერი. ამ რვიანმა ძალიან დახია უკან სალომე, მაგრამ მაინც წარმატება მოიპოვა. ერთი ქულა იყო განსხვავება. ჩემთვის სალომე იქ პირველი იყო და არა მხოლოდ ჩემთვის.
- რატომ მოუბოდიშეს სალომეს ჟიურის წევრებმა და რამ გამოიწვია მათი ასეთი დაბნეულობა?
- ჩემი აზრით, დაბნეულობა გამოიწვია ჟღერადობამ. ორჯერ ვუყურე ტელევიზიით მეორე დღის გამოსვლას და სიმართლე გითხრათ, არც ერთის ნამღერი არ მომეწონა. სამივეს ეტყობოდა, რომ მღეროდნენ უცხო სიმღერას, ძალით. ეს არ იყო მათი სიმღერა. რუსებმა რომ 11 ქულა ასწიეს, ესეც კი გამიკვირდა, რადგან რეპეტიციის მერე ძალიან ვიყავი შეშინებული.
- სალომე ამ რვიანის შემდეგ ალბათ დათრგუნვილი იქნებოდა.
- იყო დათრგუნვილი, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ მეორე დღეს როგორც გამოვიდა, შექებას იმსახურებდა. მეორე დღეს, როგორც კი სალომეს ნაბიჯები დავინახე, მივხვდი, რომ საბრძოლველად იყო გამოსული და ამისთვის ყველაფერს გააკეთებდა. სალომე კონკურსებისთვის არის დაბადებული, მას მე ''ევროვიზიაზეც'' გავუშვებდი.
მე ვესაუბრე აგუტინს, რომელმაც სალომეს ათიანი დაუწერა. ნაციონალურ ტურზე კი 11 დაწერა და შემდეგ მაკასა და რატის უთხრა, ეს 11 ქულა თქვენ დაგიწერეთ, რადგან სალომეს არ ეკუთვნოდაო. კი, ძალიან კარგი ვოკალისტია, მაგრამ მე ჩემი შეხედულებები და ჩემი პრეტენზიები მაქვს, ძალიან ყვირის და ეს რაღაცები რომ მოვხსნათ, ფანტასტიკური ვოკალისტი იქნებაო. ჩემი მოსაზრებით კი, სალომე ვოკალურად ამ კონკურსისთვის აბსოლუტურად მზად იყო. მით უმეტეს, თუკი შეურჩევენ ისეთ სიმღერას, რომელიც მისია, ყველა კონკურსისთვის მზად იქნება, რადგან, სამწუხაროდ, ის ყველაფერს ვერ მღერის.
- დუეტ ''ჯორჯიაზე'' რას გვეტყვით? შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდათ.
- ჩემი მიზანია რატისა და მაკას რუსულ ბაზარზე გაყვანა, თვითონაც ძალიან სურთ, ახლა დიდი იმედები ჩაგვესახა, იგორ იაკოვლევსაც ველაპარაკეთ და ბევრ სხვასაც. სამწუხაროდ, ყველაფერი რუსულ-ქართულ ურთიერთობებზეა მიბმული, მაგრამ იმედები ნამდვილად გაგვიჩნდა.
კიდევ ერთი რამის თქმა მინდა - ძალიან გამიკვირდა, როდესაც იურმალაში ჩასულმა ვნახე, რომ სალომე მარტო იყო... ამ ორი კვირის განმავლობაში რეპეტიციები, იმიჯის შეცვლა და ყველაფერი ამ გოგონამ მარტო გაიარა და მისით აღფრთოვანებული ვარ!.
- არავინ კურირებდა ამ ყველაფერს?
- არ ვიცი, რა მოხდა. მეც ხომ ვიყავი მომღერლების წარმომადგენელი და მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ კონკურსანტი ერთი საათითაც არ ყოფილიყო ჩვენი მეურვეობის გარეშე. ვერ გეტყვით, იქ რა და როგორ მოხდა.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''