08 აგვისტო, 2013
ვინ დატოვა სალომე ქათამაძე იურმალაში უყურადღებოდ და რატომ დაიწუნა ლეონიდ აგუტინმა
მეც ხომ ვიყავი მომღერლების წარმომადგენელი და მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ კონკურსანტი ერთი საათითაც არ ყოფილიყო ჩვენი მეურვეობის გარეშე. ვერ გეტყვით, იქ რა და როგორ მოხდა პროდიუსერი მაია ყიფიანი ''ახალი ტალღის'' კულუარებში საკმაოდ კარგად არის ჩახედული. მას მიჰყავდა წლების განმავლობაში ქართველი კონკურსანტები ნინი შერმადინი, სოფო ხალვაში, დუეტი ''ჯორჯია'' . მაია წელსაც იმყოფებოდა იურმალაში და კულუარულ ამბებსაც მოგვიყვა.

- ერთი მხრივ, იყო ძალიან საინტერესო იმით, რომ ლატვიას მიუღია კანონი ფონოგრამებით სიმღერის აკრძალვის შესახებ. შესაბამისად, თუ შეამჩნიეთ, არ იყო
ბევრი ისეთი ვარსკვლავი, რომელიც ადრე ჩანდა. წელს მომეჩვენა, რომ ცოტა ხალხი იყო, გახსნაც უღიმღამო გახლდათ. ''ძინტერის'' დარბაზში რემონტი იყო და პირობებიც არ გახლდათ კარგი. კონკურსანტებს თუ შევაფასებთ, ჩემი აზრით, მონაწილეები არ იყვნენ ძლიერები. პირველ დღეს გამოიკვეთა კუბელი შემსრულებელი, პირველ ტურზე პუბლიკას მართლაც შესთავაზა სიახლე, მაგრამ მგონი, იქვე გაიყინა. გასალანძღი ვოკალისტი ნამდვილად არ გახლავთ, მაგრამ შემდეგ ტურებზე მეტი ვერაფერი აჩვენა. სალომესადმი კარგი განწყობა მქონდა და მეგონა, პირველ ადგილს აიღებდა არა მხოლოდ ვოკალიდან გამომდინარე. საოცრად შრომისმოყვარეა, ძალიან თამამი და თავისუფალია, საკუთარ თავში დარწმუნებული, რაც უხდება სცენას. ძალიან ბევრი წინაპირობა იყო, რომ სალომეს პირველი პოზიცია დაეკავებინა, მაგრამ იყო ბევრი დეტალი. მე გეტყვით, იქ რას ლაპარაკობდნენ. პირველი - შეფუთვა იყო ცოტა სუსტი, მაგალითად, არ ვარგოდა ფონოგრამები. ფონოგრამა დარბაზში კარგად უნდა ჟღერდეს. მომეჩვენა, რომ სალომეს იმიჯი არ იყო მომზადებული. იქ ეცადნენ, რომ რაღაც მოემზადებინათ, თითქოს პირველ და ბოლო დღეს არ იყო ცუდი, მაგრამ მეორე ტურზე მე არ მომეწონა, ეს ალბათ, გემოვნების ამბავია. ნაციონალურ ტურს რაც შეეხება, როცა სალომემ რვიანი მიიღო, რა გითხრათ. ფაქტია, რომ ეს ქულა არ უნდა მიეღო. მას სამივე დღეს შესრულებაში დაუწერეს ქულები. სხვებს სხვა რაღაცების გამო უწერდნენ, მაგალითად, რუს გოგონას, რომელიც ძალიან კარგი ''შეფუთული'' იყო და ამან ''გაქაჩა'' . ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ თუკი სალომემ რაიმეს მიაღწია, ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა!..
Rating
- გახდა ცნობილი, რომ საშა რევზინს არ უნდოდა ქართული ბაიათი და სთავაზობდა სიმღერას ''ვარდები არ არიან'' .
- რევზინმა მითხრა, რომ სთხოვა სალომესა და დუეტ ''ჯორჯიას'' , ემღერათ ბაბაჯანიანის ''ნოქტიურნი'' და უარი მითხრესო. დეტალებს ვეღარ ვკითხავდი რევზინს, რადგან არ ვიყავი საქმის კურსში. მივხვდი, რომ პროდიუსერებმა თქვეს უარი, საერთოდ ვერ გავიგე, ვინ იყო სალომეს პროდიუსერი, რადგან სალომეს ქმარი ვნახე და ისიც უკმაყოფილო იყო მეორე ტურის სიმღერით.
- რამდენადაც ცნობილია, რუსა მორჩილაძე გახლდათ პროდიუსერი.
- ე.ი. მას უთქვამს უარი. მისი ნება იყო და რაც უნდოდა, იმას გადაწყვეტდა, როგორც პროდიუსერი. ამ რვიანმა ძალიან დახია უკან სალომე, მაგრამ მაინც წარმატება მოიპოვა. ერთი ქულა იყო განსხვავება. ჩემთვის სალომე იქ პირველი იყო და არა მხოლოდ ჩემთვის.
- რატომ მოუბოდიშეს სალომეს ჟიურის წევრებმა და რამ გამოიწვია მათი ასეთი დაბნეულობა?
- ჩემი აზრით, დაბნეულობა გამოიწვია ჟღერადობამ. ორჯერ ვუყურე ტელევიზიით მეორე დღის გამოსვლას და სიმართლე გითხრათ, არც ერთის ნამღერი არ მომეწონა. სამივეს ეტყობოდა, რომ მღეროდნენ უცხო სიმღერას, ძალით. ეს არ იყო მათი სიმღერა. რუსებმა რომ 11 ქულა ასწიეს, ესეც კი გამიკვირდა, რადგან რეპეტიციის მერე ძალიან ვიყავი შეშინებული.
- სალომე ამ რვიანის შემდეგ ალბათ დათრგუნვილი იქნებოდა.
- იყო დათრგუნვილი, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ მეორე დღეს როგორც გამოვიდა, შექებას იმსახურებდა. მეორე დღეს, როგორც კი სალომეს ნაბიჯები დავინახე, მივხვდი, რომ საბრძოლველად იყო გამოსული და ამისთვის ყველაფერს გააკეთებდა. სალომე კონკურსებისთვის არის დაბადებული, მას მე ''ევროვიზიაზეც'' გავუშვებდი.
მე ვესაუბრე აგუტინს, რომელმაც სალომეს ათიანი დაუწერა. ნაციონალურ ტურზე კი 11 დაწერა და შემდეგ მაკასა და რატის უთხრა, ეს 11 ქულა თქვენ დაგიწერეთ, რადგან სალომეს არ ეკუთვნოდაო. კი, ძალიან კარგი ვოკალისტია, მაგრამ მე ჩემი შეხედულებები და ჩემი პრეტენზიები მაქვს, ძალიან ყვირის და ეს რაღაცები რომ მოვხსნათ, ფანტასტიკური ვოკალისტი იქნებაო. ჩემი მოსაზრებით კი, სალომე ვოკალურად ამ კონკურსისთვის აბსოლუტურად მზად იყო. მით უმეტეს, თუკი შეურჩევენ ისეთ სიმღერას, რომელიც მისია, ყველა კონკურსისთვის მზად იქნება, რადგან, სამწუხაროდ, ის ყველაფერს ვერ მღერის.
- დუეტ ''ჯორჯიაზე'' რას გვეტყვით? შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდათ.
- ჩემი მიზანია რატისა და მაკას რუსულ ბაზარზე გაყვანა, თვითონაც ძალიან სურთ, ახლა დიდი იმედები ჩაგვესახა, იგორ იაკოვლევსაც ველაპარაკეთ და ბევრ სხვასაც. სამწუხაროდ, ყველაფერი რუსულ-ქართულ ურთიერთობებზეა მიბმული, მაგრამ იმედები ნამდვილად გაგვიჩნდა.
კიდევ ერთი რამის თქმა მინდა - ძალიან გამიკვირდა, როდესაც იურმალაში ჩასულმა ვნახე, რომ სალომე მარტო იყო... ამ ორი კვირის განმავლობაში რეპეტიციები, იმიჯის შეცვლა და ყველაფერი ამ გოგონამ მარტო გაიარა და მისით აღფრთოვანებული ვარ!.
- არავინ კურირებდა ამ ყველაფერს?
- არ ვიცი, რა მოხდა. მეც ხომ ვიყავი მომღერლების წარმომადგენელი და მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ კონკურსანტი ერთი საათითაც არ ყოფილიყო ჩვენი მეურვეობის გარეშე. ვერ გეტყვით, იქ რა და როგორ მოხდა.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
გოგა
სალომეა თუ სოლომონი გაჰკივის თანაც კაცის მანერებით
09:16 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარკოტა
აუ არაააა რა.ქალად ვერ აღვიქვამ ამ სალომეს.
12:06 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გენო
ცოტა ვიტომ ქალის იიერი მიუღია სალომეს.მაგრამ მაინც კაცური ტიპაჟია.
18:47 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მირა
სხვა სიმღერა უნდა ემღერა, რა იყო ეს სომხური შალახო, ვერ გავიგე. თვითონ სალომე ძაან მომწონს.მაგრამ პროდიუსერი არ უვარგოდა ან ეს ერთიდაიგივე კაბა რა უბედურებაა, სხვა ფანტაზია არ გვაქვს ხო ეჰჰჰჰჰჰჰ
11:50 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
alan's psychedelic breakfast
აგუტინმა თქვა 100% სიმართლე! ეს გოგო ყვირის! ამას ვამბობდი მაშნ როცა ახალ ხმაში გამოდიოდა და ეხლაც ვიტყვი! ნუ გიყვართ ყველაფრის გაფეტიშება! სალომე არის ერთი კარგი მომღერალი და არა ისეთი თქვენ როგორც აქებთ! ასე რომ ნუ ბოღმიანობთ! მეორე ადგილიც ძალიან კარგი შზ213ედეგია მისთვის!
11:20 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS