07 აგვისტო, 2013
რა აკავშირებს დიზაინერ ირაკლი აგირბას ნინო ქათამაძესთან და რატომ გადაიღო შიშველი ფოტოები
ათასი შეძახილი, კომენტარი გამიგია. მესმის, რომ საქართველოა, მაგრამ ყველას თავისი ცხოვრება და სტილი აქვს, რის გამოც ერთმანეთს არ უნდა ლანძღავდნენ. პატარა პრობლემები მქონია, შელაპარაკებაც ირაკლი აგირბას სკანდალური ფოტოები ერთ დღეს სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე სოციალურ ქსელში. სიმართლე გითხრათ, მის შესახებ არაფერი გამეგო და არც ის ვიცოდი, რომ ბიჭი, რომელიც თავის ნახატებს აცოცხლებდა, დიზაინერი გახლდათ. ექსტრავაგანტური იმიჯით თავის დროზე მშობლიურ ბათუმს აოცებდა, თუმცა ახლა ალბათ მიეჩვივნენ. ხელოვანების ოჯახში დაიბადა და მშობლები არასოდეს ზღუდავდნენ. მისი გვარი აფხაზური წარმოშობისაა,
იქ არასოდეს ყოფილა, თუმცა იმედი აქვს, რომ შემოდგომაზე ჩვენებას გამართავს.

ირაკლი:
- 1993 წლის 21 დეკემბერს ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. ახლაც აქ ვცხოვრობ. წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ, გვარიც იქაურია, მაგრამ ჩემი წინაპრები მუხაჯირობის დროს ბათუმში გადმოასახლეს. მშობლები მხატვრები მყავს, მეც ბავშვობიდან ვხატავ, დაახლოებით ორი წლის ასაკიდან.
- რა გახსენდება განსაკუთრებულად ბავშვობიდან, რას ხატავდი ყველაზე ხშირად?
- ბავშვობაში ძირითადად სპექტაკლებს ვდგამდი. ხშირად დავყვებოდი ბაბუას სანადიროდ. ძალიან მიყვარს ცხოველები, ფრინველები. ბუნებაში ჩანახატებს ვწერდი, ვხატავდი პეიზაჟებს, ნატურმორტებს. ძალიან მიყვარდა კაქტუსების ხატვა. პირველად კაქტუსი ორი წლის ასაკში დავხატე.
- დედმამიშვილები თუ გყავს, მეზობლის ბავშვებთან საერთოს ადვილად პოულობდი?
- ტყუპი ძმა მყავს, ჩემზე უმცროსები. მახსოვს, პატარები რომ იყვნენ, სათამაშო უთო გვქონდა, სულ უკან დავდევდი და ვეუბნებოდი, რომ გაუთოებას ვუპირებდი (იღიმება). რაც შეეხება მეზობლებს, საერთოდ კონტაქტური ვარ, მაგრამ უფრო გოგონებთან ვმეგობრობდი.
- ირაკლი, აფხაზური წარმოშობის გვარი გაქვს. ოდესმე ყოფილხარ საქართველოს ამ კუთხეში?
- მამა ომამდე იქ სწავლობდა. დედაც ბევრჯერ ყოფილა აფხაზეთში. იქ ნათესავები მყავს, მათთან ვკონტაქტობ, მაგრამ მე, სამწუხაროდ, არასოდეს ვყოფილვარ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩავიდე და ვნახო.
- შენზე გავაგრძელოთ საუბარი, ბავშვობაში რა პროფესიაზე ოცნებობდი?
- არ ვიცი რატომ, მაგრამ გინეკოლოგობაზე ვოცნებობდი (იცინის). შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიული არჩევანი ტანსაცმლის დიზაინს უკავშირდებოდა. ახლა ამ ოცნების რეალიზებას მეტ-ნაკლებად ვახდენ.
Rating
- პირველად რა შეკერე და ვისთვის?
- დაახლოებით 7 წლის წინ ტელევიზიით სერიალი ''იუდას ქალი'' გადიოდა და ამ გმირის ერთ-ერთი კოსტიუმი შევკერე. სადედოფლო კაბა იყო, მარგალიტებით გაფორმებული. თავისი ნიღაბი ჰქონდა, რომელიც პურის ფქვილის საშუალებით შევქმენი. ბავშვი ვიყავი და კარგად ვერ ვაცნობიერებდი, რა გავაკეთე. მახსოვს, ბევრი შეშინდა, რომ ნახა. ჩავაცმევდი მეგობრებს და ვერთობოდით. პატარა ფილმებიც გვაქვს იმ დროს გადაღებული.
- სკოლის პერიოდს როგორ გაიხსენებ?
- ძალიან არ მიყვარდა სკოლა, პედაგოგებს ვამწარებდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველას ვუყვარდი და დღემდე ასეა. საგნებიდან მხოლოდ ქართული ენა და ლიტერატურა მიყვარდა.
- როდესაც მომავალზე ფიქრობდი, ბათუმში საკუთარი ნიჭის რეალიზება როგორ წარმოგედგინა?
- საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც რამეს ადვილად მიაღწევ. ამის მიუხედავად, ჩემი ოჯახისა და მეგობრების დახმარებით ვცდილობ, ჩემი საქმიანობით დავკავდე.
- შენი განსხავებული ჩაცმულობა, ვარცხნილობის სტილი როგორ მიიღო ბათუმმა?
- ბავშვობიდან განსხვავებული იმიჯი მქონდა, რაც ბევრისთვის მისაღები იყო, ბევრისთვის - არა, მაგრამ ეს ხელს არაფერში მიშლის. ათასი შეძახილი, კომენტარი გამიგია. მესმის, რომ საქართველოა, მაგრამ ყველას თავისი ცხოვრება და სტილი აქვს, რის გამოც ერთმანეთს არ უნდა ლანძღავდნენ. პატარა პრობლემები მქონია, შელაპარაკებაც...
Rating
- მშობლებისგან თუ შეგხვედრია წინააღმდეგობა?
- არასოდეს... პირიქით, ძალიან მოსწონთ ჩემი ჩაცმულობა. დედა ხშირად მეუბნება, გაშალე ფრთები ბოლომდე, ნუ იქნები ჩაკეტილი, რაც გინდა, ის გააკეთეო. გაგებული ხალხია, ორივე ხელოვანია და ალბათ ამიტომ.
- სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სად გააგრძელე?
- ბათუმში სამხატვრო ტექნიკუმში ვსწავლობ ტიხრულ მინანქარსა და ტანსაცმლის დიზაინს.
- პირველი სერიოზული დიზაინერული ნამუშევარი რა ასაკში შექმენი?
- ბავშვობაში, ალბათ 7-8 წლის ვიქნებოდი. მაშინ აქსესუარებს ვაკეთებდი და ყელსაბამი შევქმენი. 14 წლის ვიყავი, პირველად ჩემი კოსტიუმების ჩვენება რომ გავმართე ბათუმის ერთ-ერთ კლუბში. ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრს მოეწონა და ჩვენებიდან ერთ კვირაში ყველაფრის რეალიზება შევძელი.
- ამის შემდეგ როგორ გაგრძელდა შენი კარიერა?
- ისევ ესკიზები, ჩანახატები... შემდეგ ისევ ჩვენებები. დაახლოებითY 5-6 სხვადასხვა სახის კოლექცია მაქვს შექმნილი ამ წლების განმავლობაში. ბათუმში ჩატარებულ საახალწლო ჩვენებას ხელსახოცებით ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და შემდეგ თბილისშიც გავაკეთე, შარდენზე ერთ-ერთ კლუბში.
- კოლეგა დიზაინერებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- ყველასთან კარგი, კრიტიკა მიყვარს, რადგან ისევ ჩემთვის არის უკეთესი. დიზაინერებიდან პირადად ვიცნობ თაკო მექვაბიძეს, გოგა ნიქაბაძესა და ზალიკო ბერგერს.
- ძირითადად რა თემებზე მუშაობ?
- თექის მატერიას ვაკეთებ და შემდეგ კოსტიუმებს ვქმნი... ახლახან დავამთავრე შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, 27 ივლისს ღია ცის ქვეშ უნდა გამემართა ჩვენება, მაგრამ, სამწუხაროდ, უამინდობის გამო აგვისტოსთვის გადაიდო.
Rating
- ''ფეისბუქის'' შენს გვერდზე საინტერესო ფოტოსესიები ვნახე. ერთ-ერთში შიშვლად პოზირებ.
- საერთოდ, ძალიან ბევრი იდეა მომდის თავში, რაც შეეხება ამ ფოტოსესიას, იდეა ჩემი ერთ-ერთი ნახატიდან ავიღე. იმ ნახატზე სხვა გმირი მყავს ანალოგიურ მდგომარეობაში დახატული და დრო რომ გავიდა, საკუთარი თავი დავინახე და ნახატის გაცოცხლება გადავწყვიტე. სურათები მახინჯაურის ბოტანიკურ ბაღში გადავიღე, ერთ-ერთ დაშლილ შენობაში და მხოლოდ ფოტოგამოფენაზე იყო გატანილი.
- ალბათ დიდი რეზონანსი მოჰყვა?
- დედას ძალიან მოეწონა სურათები, მაგრამ მამას, სანამ მე ვაჩვენებდი, ტყუპმა ძმამ დამასწრო და ცუდად წარუდგინეს. უბრალოდ მითხრა, რად გინდოდაო. სხვა არაფერი უთქვამს. ქალაქში ცუდი გამოხმაურება მოჰყვა. ცუდი მესიჯები და კომენტარები. ზოგს მოეწონა, მაგრამ შენთვის შეინახეო. რადგან გადავიღე, დამალვას არ ვაპირებდი. ათას კომენტარს წერენ, ლანძღვა-გინებას (იცინის).
- ერთ-ერთ ფოტოსესიაში თავზე რქები გადგას... ეს იდეაც ნახატიდან გადმოიტანე?
- არა, ეგ რქები ზღვაზე ვიპოვე და მას შემდეგ საშანდლედ ვიყენებ. ერთხელ თავზე დავიდგი, მომეწონა და შემდეგ ფოტოები გადავიღე.
Rating
- ''ფეისბუქზე'' უამრავ კითხვას გისვამენ წარბების ფორმის გამო?
- კი, ბევრი მეკითხება და უმეტესად გოგონები. ათას იდიოტობას მეკითხებიან, სად იკეთებთ, ვინ გიკეთებთ, თქვენით იკეთებთ? ასანთის ღერებია, წარბები ჰაერში, მამაკაცი - წარბი და ასე შემდეგ (იღიმება).
- არავის უმხელ შენი წარბების საიდუმლოს?
- გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ და ვინ იქნება.
- ქართული შოუბიზნესიდან ვინმეს თუ შეუძენია შენი რომელიმე ნამუშევარი?
- არა, მათ უსასყიდლოდ ვჩუქნი. მაგალითად, ნინო ქათამაძეს, რომელიც ბავშვობიდან დედაჩემის მეგობარია. როდესაც ნინომ სიმღერა `ახ, ტურფავ, ტურფავ~ შექმნა, მეც ვესწრებოდი და ვუსმენდი. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი.
- ირაკლი, თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ კარიერის შექმნაზე არ გიფიქრია?
- ისევ ჩემს მხარეს, ალბათ, სოხუმში... ან კიევში გავაკეთებ ჩვენებას.
- როგორ ფიქრობ, სოხუმში ჩვენების გამართვის შესაძლებლობა მოგეცემა?
- დიახ, როგორ არა. არის უკვე მაგაზე საუბარი და შეიძლება, შემოდგომაზე ჩვენება გავმართო.
- შეყვარებული გყავს? თუ იმდენად ხარ საქმეზე გადართული, რომ გრძნობებისთვის დრო არ გრჩება?..
- საქმეზე ვარ ძალიან შეყვარებული. მეორე ნახევარი არ მყავს (იღიმება).
- რთულია, იცხოვრო საქართველოში განსხვავებული იმიჯით, ალბათ, შენზე უამრავი საშინელი ჭორი მოუგონიათ.
- ჩემთვის რთული არ არის, რადგან არანაირი პრობლემა არ მექმნება და ყურადღებას არ ვაქცევ. რაც შეეხება ჭორს, ერთხელ გავიგე, რომ აგირბა გათხოვდა...
- ვისზე გაგათხოვეს?
- ერთ-ერთ პიროვნებაზე (იცინის)...

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
თქვენ ხუმრობის ხასიათზე ხართ, მაგრამ ერთი მხრივ დამეთანხმეთ, გმირული საქციელია ამ პატარა ქალაქში საჯარო გახადო შენი არატრადიციულობა
00:13 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
მე მაგალითად ამ ბიჭის შესახებ პირველად გავიგე ამ სტატიიდან. ჩემი შთაბეჭდილებაა ნეგატიური, იმიტომ კი არა რომ შედარებით არატრადიციულად აცვია, ვიდრე სხვა მამაკაებს, უბრალოდ მე ვერ ვგრძნობ აქ ვერც ხელკოვანის ინტერვიუს და ვერც ეს სურათები არის ხელოვნება. სხვა მხრივ წარმატებები და წინსხვლა
10:51 / 11-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნოშრევანი (ისევ ის)
კეთილო ხალხო აი თქვენ დიდი ასპარეზი ქება დიდების შესასხმელად, აბა შემერკინეთ და უფრო ადიდეთ თუ შეგილიათ ჩვენი ირაკლი! შეძლებთ კი? აბა ვნახოთ...ვნახოთ ვის მეტი შეგიძლიათ . . წავიდააააააა
19:44 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნოშრევანი
შენ ბუმბერაზო დიდო ირაკლი! ხარ საქართველოს სიამაყე, წრფელი იმედი, ხარ მონუმენტი ჩვენ სამშობლოის, დიადო კაცო, სხივო სინათლის, სიდარბაისლის და შემართების. შენ ხარ მშვენება, ეტალონი მამაკაცობის, შენ ხარ კლდე, სალი და მიუვალი, შენ ამ მიწა წყლის დიდო კოლოსო, მიუწვდომელო ცათამბჟენო, მზის ელვარებავ, მთვარის ინტიმო, შენ გაიხარე და იდიადე ამ სამყაროში!
19:42 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ცანცი
დაე ყველამ აკეთოს ის რაც სიამოვნებს, გარისკოს და მიაღწევს კიდეც, იკა ყოველთვის განსხვავებული იყავი და იქნები რასაც ყოველთვის კრიტიკა მოYვება, ეს კრიტიკა კი როგორიც არ უნდა იყოს მაინც პიარია.... წარმატებები :**
15:28 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
არსენა
ხალხო თქვენ არ მაგწონთ, ზატო მე მამაწონს. ის თქვენი საქმეა, ეს ჩამი საქმეა. მამწონს და თქვენ რა გინდათ ტო. რა ყო რა გოლი მუჟიკი არ გინახამთ? ამაშიც არის კრასატა და ჟიზნენი მUღამი, გაგიმარჯოს ირაკლი, ჯანი მოგეცეს და ამათი გაძლება
13:16 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
იფიიიიფიიიიიიფ
ოხ რა ხარ, სიცოცხლევ - როგორ შემიძლია შენი უშუალოდ ნახვა, აუ იმდენი რამე მინდა გითხრა, იმდენი გელაპარაკო, იმდენი ..... რომ უშუალოდ უნდა გნახო და ...... გელოდები, გამომეხმაურე სიცოცხლევ!
12:18 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათუნას და ანეს
გოგონებო არ გრჩცვენიათ? სად არის თქვენი მანდილოსნური სათნოება და სულგრძელობა? ნუთუ ვერ ხედავთ რა გრაციოზული და ნარნარი, რა შოლტივით არის და ტაკენარი. აააა, მივხვდი, ხომ არ შეგშურდათ მისი? აი დიაცნო, ეს არის მამრის დიადი ეტალონი და თქვენ არ მოგეცათ ნიჭი ამის აღქმისა, ძალიან კი ვწუხვარ
12:13 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანე
"განსხვავებულები" არიან ჟირაფებიც, ზებრებიც,მარტორქებიც, სირაქლემებიც,მაგრამ მათი ადგილი იცით, სადაცაა, რას აიჩემეთ ეს "განსხვავებული" განსხვავებული კი არა "გადახრილია" სერიოზულად და ვისაც მოსწონს გიმრავლოთ ღმერთმა ასეთები ოჯახში და საახლობლოში---ნიჭიერები და გრაციოძულები:))))))))))ჰუმანოიდებს ნუ თამაშობთ...
08:04 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ოჰოოოჰოოოჰ
ოხ რა ხარ, სიცოცხლევ - ბევრი შენისთანა ამ საიტზე! წინ საქართველოვ!
23:18 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS