03 აგვისტო, 2013
ვის გადაუღო პაპარაცული ფოტოები ლალი მოროშკინამ
დავურეკე ექსპრეზიდენტის მდივანს და ავუხსენი სიტუაციის დელიკატურობა. მეგონა ედუარდი უარს მეტყოდა. დამთანხმდა, თან მითხრა, სანდრო ჩაგანავა მოიყვანე, გამაცანიო. გამიკვირდა, საიდან ახსოვდა ჩემი უფროსი შვილის გვარ-სახელი პაპარაცი ფოტოგრაფების ობიექტივში არაერთგზის მოხვედრილა: ლალი მოროშკინა ჩანგლით ხელში, ლალი ცეკვის დროს, ლალი სტრიპტიზბარში, ლალი დეკოლტეთი თუ მოკლე კაბით. მისი „ფეისბუქი“ არაერთ ისტორიულ ფოტოს ინახავს. ჩვენ ექსპრეზიდენტთან გადაღებული ფოტო ამოვარჩიეთ და სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველს ამ ფოტოს ისტორიის მოყოლა ვთხოვეთ.

- ლალი, რა დამოკიდებულება გაქვს ფოტოსესიასთან?
- ეს პროცესი ნებისმიერ ადამიანს სჭირდება,
თანაც მინიმუმ ხუთ წელიწადში ერთხელ, თორემ ისე გამოვა, 100 წლის გარდაცვლილს 25 წლის ასაკში გადაღებულ ფოტოს რომ უდებენ ხოლმე თავთან. შინაგანი კულტურის ნაწილია, რომ ყო-ველ ხუთწლეულს ნახო, რა შეიცვალა შენში და გარე სამყაროში.
- ბევრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი პროფილით გადაიღებს ფოტოს. შენ შემთხვევაში როგორ არის?
- მე ნაკლებად ვიღლი თავს რაკურსებზე ფიქრით. რა ვქნა, რაც ვარ, ეს ვარ, ნებისმიერ რაკურსში.
- თავად თუ გიყვარს ფოტოების გადაღება, ფოტოხელოვნება?
- ძალიან მიყვარს, ოღონდ ადამიანების მონაწილეობით და არა მხოლოდ ლამაზი ხედები. სულიერი ყოველთვის უფრო ამძაფრებს ნებისმიერ პეიზაჟს.
- პაპარაცული ფოტოებიც მოიძებნება შენს არქივში?
- კი. ერთ-ერთი მაღალჩინოსნის რესტორნული ღრეობა გადავიღე, ახლა ციხეშია ის მაღალჩინოსანი. რა ვქნა, ჟურნალისტი ვარ მაინც.
- ვანო მერაბიშვილს ხომ არ გულისხმობ?
- ამ შეკითხვას უკომენტაროდ დავტოვებ.
- შენთვისაც არაერთგზის გადაუღიათ პაპარაცული ფოტოები, რომელი გახსენდება ყველაზე მწარედ?
- უამრავი, მაგრამ მწარედ არც ერთი არ მახსენდება, ყოველთვის ბუნებრივი ვარ, ვცეკვავ, ვჩხუბობ, ვტირი თუ ვიცინი. და თუ ვიცინი და 33 კბილი მიჩანს პლუს გლანდები, რა მოხდა მერე?.. მიღებენ, ესე იგი აქტუალური ვარ, მჭორავენ - ე.ი. ცოცხალი ვარ, ძალიან ბევრს ლაპარაკობენ - ე.ი. შურთ ჩემი.
- შენ არავინ გაგიჭორავს?
- არასდროს.
- არ მჯერა...
- თუ რამეს ვიტყვი ვინმეზე, აუცილებლად გამართლების ფორმით. მიყვარს უკუღმართები, დინების საწინააღმდეგოდ მოცურავენი. ვერ ვიტან ვალოდია ჯინჭარაძეებს. ცხოვრებას კრეატივი სჭირდება და არა თეთრი, სტერილური ხელთათმანები.
- ეს ფოტო ედუარდ შევარდნაძესთან შენი კარიერის რა ეტაპს უკავშირდება, სად მუშაობდი იმ დროს?
- ეს საკმაოდ ავანტიურული ფოტოა. როდესაც დავწერე ავტობიოგრაფიული წიგნი, - „მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი“ ბოლოში დავასურათე ჩემი ავტობიოგრაფიული ფოტოებით 2 წლიდან დღემდე. არ მქონდა ის სურათი, როცა ედუარდ შევარდნაძე მინისტრის მოადგილედ მნიშნავდა. 2009 წელი იყო. დავურეკე ექსპრეზიდენტის მდივანს და ავუხსენი სიტუაციის დელიკატურობა. მეგონა ედუარდი უარს მეტყოდა. დამთანხმდა, თან მითხრა, სანდრო ჩაგანავა მოიყვანე, გამაცანიო. გამიკვირდა, საიდან ახსოვდა ჩემი უფროსი შვილის გვარ-სახელი.
- წაიყვანე სანდრო?
- რა თქმა უნდა. საუცხოოდ მიგვიღო, ჩაით გაგვიმასპინძლდა და სანდროს მოხიბვლაც შეძლო. მერე ფოტოსესიასაც დათანხმდა. სხვათა შორის, „კვირის პალიტრის“ ფოტოგრაფი ფრიდონ გეგეშიძე იღებდა ფოტოებს.
- საქართველოს პრეზიდენტებს, პირველს თუ არ ჩავთვლით, კარგად იცნობდი. სააკაშვილიც ასეთივე უშუალო იყო მასპინძლობისას?
- ჩემთვის კი, როგორც სიყრმის მეგობრისთვის.
- ბოლო დროს შენს სასიყვარულო ამბებზე აღარ ვწერთ ჟურნალისტები. პაუზა გაქვს თუ სამსახური არ გაძლევს ფრთების გაშლის საშუალებას?
- ერთიც და მეორეც. აღარც დროა და აღარც ნერვები. აი, დავისვენებ მალე და იქნებ, რამე შევცვალო.
- წელს სად ისვენებ?
- ჯერ არსად. იქნებ, ზამთარში მოვახერხო. მე ხომ ციმბირული ჯიშის ვარ, რად მინდა ზღვა და მზე. პირველ თოვლამდე შვებულებაც არ მეკუთვნის.
- ახალ სამსახურს როგორ შეეგუე, მკაცრია სვანი მინისტრი?
- რაღა ახალია, ცხრა თვე გავიდა. ძალიან სამართლიანია, როგორიც უნდა იყოს მთის ყველა შვილი.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
კახა
ამ ფოტოზე არ ვარგა ლალი.მელოტი კაცს გავს.პრიჩოსკა აქვს ძალიან ცუდი.
10:49 / 11-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლევან
ცოტა უბერავს, მაგრამ კაი ქალია. მიყვარს ლალი.
18:31 / 03-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
მიყვარს ნიჭიერი და უკოპლექსო ადამიანები!!!ზუსტად ვიცი ბევრს მართლაც შურს თქვენი...
18:19 / 03-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
გეთანხმები მარინე. მაგარი ქალია. ვინც მაგას ლანძღავს ზუსტად ვიცი ძალიანაც სურთ იყვნონ ეგეთები. ტქვენ ზუსტად დაახასიათეტ.
13:27 / 03-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინე
მიყვარს ეს ქალი. თავისი არაორდინალურობით, შინაგანი თავისუფლებით,პირდაპირულობით. მოკლედ ყველა დადებითი და უარყოფითი თვისებებით. ვუსურვებ წარმატებებს.
13:20 / 03-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS