02 აგვისტო, 2013
თანამედროვე ქართველი მოძღვარი აღსარებას ''ფეისბუქით'' იბარებს
ტაძარს მივაშურებდი, ჯვარცმის უკან გამათბობელს დავემხობოდი და მოვითქვამდი სულს. ეს იყო ჩემთვის რომანტიკაც, პოეზიაც, მისტიკაც, ბავშვობაც, სიყვარულიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი, ერისკაცობაში პაატა კვარაცხელია, წარმოშობით წალენჯიხიდან გახლავთ. ტერენტი გრანელზე შეყვარებულ პოეტს 15-მდე წიგნი აქვს გამოცემული. აქედან 12 ლექსების კრებულია, ერთი - პუბლიცისტიკა, ერთი-სამეცნიერო ნაშრომი და ერთიც- ტერენტი გრანელზე დაწერილი წიგნი, რომლის წინასიტყვაობის ავტორი და რედაქტორი თავადაა. ახლა რომანზე მუშაობს, რომელსაც საკმაოდ სკანდალური სახელწოდება ექნება,-''აღსარება ''ფეისბუქით'' . პეტრე კოლხს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- ხშირად
მსმენია მეგობრებისგან, რომ უდარდელი ბავშვობა ჰქონდათ, ამას საკუთარ თავზე ვერ ვიტყვი. ჩემი ბავშვობა არც შემდგარა. ვფიქრობ, ბავშვი ახლა უფრო ვარ. ჩემს შვილებთან ერთად გავდივარ ამ წლებს ხელახლა. მაკლდა ეს წლები ნამდვილად, ეს კარგიც არის და ცუდიც. როგორც მაცხოვარი ბრძანებს, თუ არ იქნები ბავშვი, ვერ შეხვალ ცათა სა-სუფეველში. არ შეიძლება მისტიროდე იმას, რაც არასდროს გქონია და შეიძლება არც არასდროს გქონდეს.
- რა არ გქონიათ, რა გაკლდათ?
- განა რამე მაკლდა, უბრალოდ, ყოველთვის მაქსიმალისტი ვიყავი. ან ყველაფერი უნდა მქონოდა, ან არაფერი. ეს ხასიათი გამომყვა დღემდე. ჩემი ბავშვობის წლები არაფრით ყო-ფილა გამორჩეული. დედა დაწყებითი კლასების პედაგოგი იყო, მამა- სატყეო მეურნეობის ხელმძღვანელი. წალენჯიხის რაიონში დავიბადე და გავიზარდე, ყოველთვის ვამაყობ ჩემი რაიონით. თუკი რამ კარგი არის ჩემში, იმ კუთხის დამსახურებაა. თქვენ რასაც ბავშვობას უწოდებთ, იმ ასაკში გავეცანი ტერენტი გრანელის ცხოვრებას. დღემდე აჩრდილივით დამყვება მისი შემოქმედება. ტერენტი წალენჯიხიდან იყო. ის მისტიკოსი პოეტი გახლდათ და იმ ადამიანებთან იყო ახლოს, რომლებიც მისტიკით შეპყრობილნი და მუდმივად უკმაყოფილონი არიან. ახლა ვაჟა-ფშაველას სიტყვები მახსენდება: ''მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ვარ შეწუხებული'' . აი, ასეთი ბავშვობა მქონდა, მუდმივად შეწუხებული, მუდმივად უკმაყოფილო, რაღაცის ძიებაში ვიყავი. ამ ძიებაში ტერენტი გრანელი მეხმარებოდა. ''მე მინდა გაფრენა, მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი'' ან ''არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა'' . ეს ''რაღაც სხვა'' ჩემთვის იყო საკრალური, ცხოვრების მამოძრავებელი ღერძი, რის გამოც დაავადებული ვიყავი. ამ პოეტმა დამაავადა. ამისთვის მას დიდი მადლობა. ბევრისთვის ტერენტი პესიმისტი, ღმერთის მგმობელი, სევდის, მელანქოლიის, სიკვდილის მომცემი პოეტი იყო, მაგრამ ეს მათთვის, ვინც ზედაპირულად იცნობს მის პოეზიას. ჩემთვის ტერენტი არის პოეტი, რომელმაც ღვთის გზაზე დამაყენა, შემაძლებინა მეფიქრა ღმერთზე, ჭეშმარიტებაზე, სულის ცხონებაზე.
- მშობლებზე რას გვეტყვით?
- მამასთან არასდროს მქონია ახლო ურთიერთობა. მკაცრი, კოლხური გარეგნობისა და ბუნების ადამიანი გახლდათ. არასდროს მიგრძნია მამის სითბო, მკაცრად და ასკეტურად გავიზარდე. ვერც ვეფერებოდი და ვერც მისგან ვგრძნობდი სიყვარულს. ეს უკვე დიდი სასჯელი იყო ჩემთვის. ვფიქრობ, ამან დადებითად იმოქმედა ჩემზე. თუ ვინმე იტყოდა ჩემზე, ნიჭიერი, წიგნიერი და ყოჩაღიაო, გულში ალბათ ამაყობდა, მაგრამ საჯაროდ ამას არ შეიმჩნევდა. შეეძლო სხვების თანდასწრებით შეურაცხყოფაც კი მოეყენებინა. დედამ წიგნი შემაყვარა. თავადაც უყვარს კითხვა. ღამეებს ათენებდა ბუხართან წიგნის კითხვაში. სარკმლიდან მზის პირველი სხივი რომ შემოიჭრებოდა, მერეღა ხვდებოდა, რომ ალიონი იყო, საქმე იწყებოდა. მისგან ვსწავლობდი, რა წიგნი უნდა წამეკითხა და შემდეგ ერთად ვარჩევდით ამა თუ იმ წაკითხულ წიგნს.
- როგორ ცხოვრობდით, გაჭირვება გინახავთ?
- არც გვიჭირდა და არც გვილხინდა. ერთი ჩვეულებრივი ოჯახი ვიყავით, არაფრით გამორჩეული. არც მე მქონდა დიდი მოთხოვნები. მას მერე, რაც ტერენტის ვეზიარე, რომელმაც სიცოცხლე დალია იმის გამო, რომ ლუკმაპური ენატრებოდა, რა მოთხოვნები უნდა მქონოდა.
- იმ ასაკშიც იცნობდით ტერენტის შემოქმედებას?
- ვიცნობდი და არა მხოლოდ ვიცნობდი. ვგრძნობდი, რომ ჩემში ტერენტი შემოვიდა... 10 წლიდან ქალაქში ვიზრდებოდი, შესაბამისად, მიწასთან მუშაობაც არ ვიცოდი. მამაჩემი ამბობდა, ეს არ შემოიყვანოთ ყანაში, ბალახის ნაცვლად სიმინდს ან ლობიოს მოგლეჯსო.
- თბილისში რატომ ცხოვრობდით მშობლების გარეშე?
- აქ ბიძასთან ვიყავი. ბავშვობიდან ასთმა მქონდა და იქაური ჰაერი სიკვდილი იყო ჩემთვის. იმდენად მიყვარს თბილისი, არასდროს გამიჩნდება სურვილი, მისგან შორს ვიყო, ერთი კვირაც კი ნოსტალგიას იწვევს ჩემში. თბილისში წიგნებს ვკითხულობდი, ეკლესიაში დავდიოდი. მერე ჩავდიოდი წალენჯიხაში და ექსტერნად ვაბარებდი კლასიდან კლასში გადასასვლელ გამოცდებს.
- ალბათ რთული იყო ქალაქთან შეგუება, ახალი მეგობრები, მეზობლები...
- არასდროს ვყოფილვარ განებივრებული მეგობრებით. ჩაკეტილი ვიყავი, მხოლოდ წიგნებთან და ტერენტისთან ვმეგობრობდი. მისი ნებისმიერ წელს გამოცემული წიგნი რომ გადაშალოთ და ლექსის სათაური მითხრათ, ზეპირად გეტყვით. დავდიოდი პეტრე-პავლეს ეკლესიის ეზოში, სადაც ტერენტი დაკრძალეს. ის საფლავი დღემდე პირღიაა. ამაზე ვხუმრობდი, საფლავშიც კი არ დარჩა, იქიდანაც გაიქცა-მეთქი. ეს ხუმრობა იყო, სინამდვილეში კი იქიდან დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. იქაც დავდიოდი.
- პროფესია როგორ აირჩიეთ? ალბათ ტერენტი გინდოდათ გამხდარიყავით...
- (იღიმება) სასულიერო აკადემიაში მინდოდა ჩამებარებინა, მაგრამ მშობლებმა ამის ნება არ მომცეს. ჯერ ერთი, არაეკლესიურად ცხოვრობდნენ თვითონ და მეორეც, დედა მეუბნებოდა, ასეთი სიმპათიური, ნასწავლი, ნიჭიერი ხარ, რატომ უნდა გახდე პაპაო. სამეგრელოში მღვდელს პაპას ეძახიან. მერე თეატრალურში გადავწყვიტე ჩაბარება, არც ეს უნდოდათ ჩემს მშობლებს, ოჯახი დაგენგრევაო, მეუბნებოდნენ. ოპტიმალური გამოსავალი ვიპოვე, უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ჩავაბარე.
- რა უცნაურია, სასულიერო აკადემიიდან თეატრალურისკენ როგორ გადაიხარეთ?
- ასეთი კონტრასტული ვარ. ალოგიკურია, მაგრამ ამაში ძალიან დიდი ლოგიკაა. უნივერსიტეტიდან სხვა სამყარო დაიწყო ჩემთვის. იქ მეგობარი უნდა გყავდეს, გინდა თუ არა.
- გაიხსენით?
- გახსნა არასდროს მიჭირდა. უბრალოდ, არ მინდოდა. მერე მომინდა, უამრავი მეგობარი მყავდა. აუდიტორიებში პოეზიის საღამოებს ვმართავდით, გვქონდა შეხვედრები.
- პირველი ლექსი ალბათ ტერენტის მიუძღვენით.
- რა თქმა უნდა, 12 წლის ვიყავი მაშინ. მას მერე ასამდე ლექსი მაქვს მისთვის მიძღვნილი და არც ერთი არ ჰგავს ერთმანეთს. წიგნი გამოვეცი ტერენტის შესახებ, მის შთა-მომავლებსაც ვიცნობ. წინადადებით გამოვდივარ, რომ ეს პოეტი წმინდანად შეირაცხოს.
- ტერენტი და პოეზია გასაგებია, რომანტიკა როდის დაიწყო თქვენს ცხოვრებაში?
- რომანტიკა და მისტიკა ერთმანეთის დაუძინებელი მტრები არიან, წლების შემდეგ ჩემზე ალბათ იტყვიან, რომ რომანტიკოსი პოეტი ვიყავი. არასდროს ვყოფილვარ რომანტიკოსი. თხემით ტერფამდე მისტიკოსი პოეტი ვარ. მიყვარდა ბუნება, ყვავილებიც, პროცესიც, როცა გოგონას ყვავილებს ვჩუქნიდი, მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის მთავარი. კომფორტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა სუსხიანი ზამთრის მოწყენილ საღამოს სიონის საკათედრო ტაძარს მივაშურებდი, ჯვარცმის უკან გამათბობელს დავემხობოდი და მოვითქვამდი სულს. ეს იყო ჩემთვის რომანტიკაც, პოეზიაც, მისტიკაც, ბავშვობაც, სიყვარულიც და ყველაფერი საერთოდ.
- არავინ გყვარებიათ?
- ჩემი მეუღლე, რომელიც სტუდენტობისას შემიყვარდა. უამრავი ლექსი მაქვს დაწერილი მისთვის.
- რთულია თქვენი ცოლობა?
- ძალიან. მეუღლე ყოველთვის მისვამდა კითხვას, შორენა თუ სვეტიცხოველი? ''შორენასთვის სული არ დარჩენია მას, რამეთუ სვეტიცხოვლისთვის შეუწირავს იგი'' . სულ მეუ-ბნება ნინო- ''ერთ მშვენიერ დღეს შენ მაინც პოეზია გაგიტაცებს, თეთრი მარხილებით ცაში'' ... ექვსი შვილი გვყავს.
- სასულიერო ცხოვრებას როდის შეუდექით?
- ღვთისთვის და ეკლესიისთვის ზურგი არასდროს შემიქცევია, მეგობრები რომ ვიკრიბებოდით, პოეზიის საღამოების მერე სუფრებს ვშლიდით, ჩემზე ყველა ამბობდა, ეს მარხვაზე იქნება, იმიტომაა ასე მდუმარედო. უკვირდათ, ასეთი გარეგნობისა და ბუნების ადამიანი მარხვას როგორ იცავო. იმდენად მძაფრი იყო ჩემში სურვილი უფალთან ყოფნის... როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, გვერდით უფალი მედგა, როგორ შემეძლო ზურგი მექცია?! ეს ანგარებითი დამოკიდებულება იქნებოდა. მე მივდიე მას. ის მარადიული სატრფოა ჩემთვის. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა ჟურნალისტად. პირველი სიუჟეტი ეკლესია-მონასტრებზე მოვამზადე. 60 ლარი მომცეს პირველი ჰონორარი. წიგნები ვიყიდე მთელი ფულით, მაშინ ''მერანში'' ფასდაკლება იყო. სულხან-საბას ლექსიკონი 60 თეთრად ვიყიდე. 22 წლის ასაკში სკოლაში ''ფესვები'' ისტორიის პედაგოგად ვმუშაობდი. ოთხი წელი ვიმუშავე, ბავშვებთან ერთად ვიზრდებოდი მეც. ამის შემდეგ გამოვაცხადე, რომ სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი და მაინც ჩავაბარე. 24 წლის ვიყავი, ცოლი უკვე მყავდა. ნინოს არ გაჰკვირვებია, ჩემგან არაფერი უკვირს. იცის, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. ორი წელი ვისწავლე, ერთ მშვენიერ დღეს სახლში კაბით- ჩოხით მივედი.
Rating
- ნინო რა პროფესიის არის?
- ძალიან განათლებული მეუღლე მყავს, ნიჭიერი, ფილოლოგი გახლავთ. ჩვენ სკოლა გვაქვს ბოლნისში. მე სკოლის დირექტორი ვარ, ნინო პედაგოგი გახლავთ.
- დიდი მრევლი გყავთ, არაერთ აღსარებას იბარებთ, საკუთარ შეცდომებზე რას გვეტყვით, რას ნანობთ?
- ყველა შეცდომას დღემდე ვნანობ. ჩემი სტატუსი, მღვდლობა და სასულიერო პირობა რომ მომწონდეს, ძალიან სასაცილო იქნებოდა. არ მომწონს. დაღვინება, გამოცდილება მაკლია. ძალიან პრეტენზიული ვარ ყველაფრის მიმართ და პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. ერთად-ერთი, რაც ჩემს თავში ამ სტატუსით მომწონს, ის არის, რომ ძალიან უანგარო ვარ, ერთგული, მოსიყვარულე და მიმტევებელი. ეს ყველა ჩემმა სულიერმა შვილმა იცის. სწორედ ამიტომაც მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება. ამის გამო ზოგჯერ განკითხვაში ვარ. როგორი უშუალოა მრევლთან, როგორი თამამები არიან მოძღვართანო- ჩვენზე ამბობენ. განგვიკითხონ, რაღაცით მაინც ხომ უნდა ვცხონდეთ.
- უშუალობაში რას გულისხმობენ?
- თუნდაც იმას, ''ფეისბუქით'' რომ ვურთიერთობ ჩემს სულიერ შვილებთან. სხვათა შორის, ვწერ რომანს ''აღსარება ''ფეისბუქით'' , ძალიან სკანდალური იქნება.
- აღსარება ჩაგაბარეს ''ფეისბუქით'' ?
- არაერთმა და ამან რომანის დაწერა შთამაგონა. რა თქმა უნდა, კონკრეტულ ისტორიებს არ მოვყვები წიგნში, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან საინტერესო იქნება. ხომ არ შეიძლება, ყველაფერში ეშმაკის ხელი დავინახოთ. ''ფეისბუქიც'' შეიძლება სასიკეთოდ გამოვიყენოთ. თუ ადამიანის სულისთვის მანუგეშებელი იქნება აღსარება, რა მოხდა მერე, იყოს ''ფეისბუქით'' . სულის სიმშვიდისთვის ყველა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ. კონსტანტინე გამსახურდია ამბობს,- ''სიმართლისა და რწმენისათვის ადი კოცონზე, იარე შენი გზით, დაე, ხალხმა ილაპარაკოს, რაც უნდა'' .

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 78 /
გიორგი
აქვე მინდა შეგახსენოთ,რომ აღსარება ერთ-ერთი იმ შვიდი საეკლესიო საიდუმლოთაგანია რაც დადგენილია ღვთისგან და მისი რამე სახით შეცვლა და შენ ჭკუაზე მორგება,ღვთის გმობაა! ამიტომ აღსარება,ზიარება და ყველა საიდუმლო ეკლესიაში ხდება,გარდა იმ გამოუვალი მდგომარეობისა,როცა ადამიანი უძლურია,ავადაა და თავის ფეხით მისვლა არ შეუძლია ტაძარში და სიზარმაცით ან მოუცლელობით არ მისვლა ეკლესიაში და მაგით თავის მართლება,ეგ კიდე ცოდვაა. მეოთხე მცნება: მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა. ყველა ქრისტიანის მოვალეობაა ერთმანეთი გამოაფხიზლონ,როცა ხედავს, რომ რაღაცაში ცდება შენი მოძმე,თორემ ფეისბუქით და ვირტუალური სამყაროთი ადამიანი ვერ ცხონდება!
01:20 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ჩემო თამარ,მამა პეტრე იქნება თუ მამა პავლე,სჯულის კანონი ყველასთვის ერთია და ვინც გადაუხვევს ამ კანონს რაც წმიდა მამებმა დაადგინეს 7 მსოფლიო საეკლესიო კრებებზე იმას უნდა მიყვეს ყველა მოძღვარი,თორემ ვინც თავის ჭკუაზე წაიყვანს მრევლს, თავსაც დაიღუპავს და სხვებსაც დაღუპავს! აქ არავინ არავის არ განიკითხავს,ჩვენ ჩვენ აზრს ვაფიქსირებთ მართლმადიდებელი მრევლი და ყველას,თუნდაც მოძღვარი იყოს ის შევახსენებთ რომ თავის მოძღვრებით ხიბლში არ ჩავარდნენ და თავი თვისი და სხვებიც არ დაღუპონ! კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვების მოშველიება (რომელიც ათეისტი იყო და დიდოსტატის მარჯვენაშიც საკმაოდ მოიძებნება ციტატები,სადაც ის პირდაპირ გმობს ღმერთს) დიდი ვერაფერი საბუთია იმისა რომ ამით ხალხმა და მრევლმა დაგაფასონ.ამიტომ მიყევით იმ სჯულს და აღთქმას რაც დადგენილია საუკუნეების წინ.სახარებაში ისიც წერია,რომ ბოლო ჟამს გამრავლდება ქვეყანაზე ცრუ წინასწარმეტყველები და ცრუ მქადაგებლები და მრავალი ცხვრის ტყავში გახვეული მგელი მოვა ქრისტეს სახელით და ეტყვის ხალხს აი აქ არის ქრისტე და თქვენც აქ უნდა იყოთ. მამა პეტრე აქ არაფერ შუაშია,მაგრამ სიფხიზლე ყველა ქრისტიანს მართებს,როცა საქმე ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას ეხება!
01:05 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ვისაც ბევრი კითხვა გაწუხებთ დაესწარით მამა პეტრეს ქადაგებებს სვეტიცხოვლის ტაძარში და მერე განიკითხეთ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! თქვენს სულს უშველოს და დანარჩენი არავის საქმე არაა რააა,თქვენ ნუ ჩააბარებთ თქვენს მოძღვრებს აღსარებებს ფეისბუქით და სხვა რას იზამს ეს მხოლოდ უფლის გასარჩევია!ამ ქვეყანაში ყველა თავის თავს რომ უყურებდეს ასეთ დღეში არ ვიქნებოდით!!!
23:01 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გაბრიელი
ამ კაცმა ტუ იცის მღვდლობა და მისტიციზმი, ღმეთი და ეშმაკის არჩევანია?
19:41 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
მაია რომელ საეკლესიო კანონებზე ლაპარაკობ არ ირღვევაო,როცა გეტყობა,რომ ერთიც არ გაქვს წაკითხული.შენ ძალიან იოლ გზებს ეძებ და კიდევ გეუბნები,უფლისკენ მიმავალი გზა ეკლიანია და ვინც გოლგოთის გზას არ გაივლის როგორც მაცხოვარი,ის ვერ ცხონდება! ამას ამბობენ წმიდა მამები. წადი მოიძიე,გამოიკითხე და მერე უქადაგე აქ ხალხს რა არის დასაშვები და რა არა! მაშინ ეკლესია რაღა საჭიროა? ფეისბუქი გვქონია და რაღა გვინდა ტაძარში?! დაჯდნენ მამაოები კომპიუტერთან და იქიდან იბარონ აღსარებები, აი ზიარება კი როგორ მოხერხდება ფეისბუქით ეგ აღარ ვიცი,იქნებ შენ იცი? ღმერთმა შეუნდოს ყველას უგუნურება!
17:42 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლენკა
ხოო ფეისბუკიი კიი, როგორ არა, ფეისბუკზე ხალხო?ერთი კარგი ჰაკერი უნდა და მერე ნახეთ თქვენ თქვენს "ნაბჟუტურევს" რომ იხილავთ იუთუბზე "პროკოლებში"მღვდელი ვიცი მე ეკლესიაში და არა ფეისბუკზე!ესეც კაი მაიმუნია!
10:54 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
IPONE აქვს აპლიკაცია _ აღსარებას იბარებს, ისე მიტევებაც შეუძლია თურმე))) მაცხოვარი ამბობს სადაც ორნი არიან და ლოცულობენ იქ მეც ვარო. ვითომ მაცხოვარმა ეს ინტერნეტ კომუნიკაციებსეც თქვა?))) მდუმარება - ოქროა რჩეული. ჯერ თვითონ მოძღვარი უნდა იყოს დაბრძენებული და გამობრძნედილი, რომ მერე მრევლსაც უმწყესოს. ცოდოა მრევლი როცა მისი მოძღვარი მისტიკის ძიებაშია
10:52 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
სჯულის კანონი როცა დიწერა კომპიუტერები სად იყო .ყველაფრის სასარგებლოდ გამოყენებაა შესაძლებელი.
08:31 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
გიორგი, ღმერთს არ უთქვამს ძალით გაირთულე ცხოვრებაო,ისედაც ბევრი განსაცდელი აქვს ადამინს,ზოგჯერ ადამიანს უნდა მისვლა ეკლესიაში მგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ფიზიურად ვერ ხერხდება,ასე რომ სიკეთეს აკეთებს ეს მამაო და ღმერთი შეეწიოს...
08:21 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
რას მიედ-მოედებით? გონს მოდით! არაერთი თვითმარქვია ზის ფეისბუქზე იბრალებს მღვდლობას და ხალხს ალაპარაკებს და აღსარებებს იბარებს ვითომ!სოდის და კუდი.სულ ნუ გაბრიყვდებით და გამოშტერდებით! რამ დაგაბრმავათ ხალხო? ფეისბუქით არა სმსებით და ფაქსებით გაუგზავნეთ აღსარებები თქვენს მოძღვრებს! ღმერთმა ეკლესია დაადგინა მაგისთვის და არსებობს რჯულის კანონი,გადაშალეთ და წაიკითხეთ! თქვენ იოლ გზებს ეძებთ სულის საცხონებლათ და უფალი ამბობს წმიდა მამემის პირით,ვინც გოლგოთას არ გაივლის,ის არ ცხონდებაო! სინანული თუ არ გაქვთ და ეკლესიაში თუ არ დადიხართ,არაფერი თქვენ არ გიშველით! გამოფხიზლდით სანამ დროა!
04:37 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS