02 აგვისტო, 2013
გაშიშვლდება თუ არა ჯანეტ ქერდიყოშვილი რუსული პროექტისთვის
მე და ჩემი ოჯახი არ მივიჩნევთ, რომ ეს კატასტროფაა. პირიქით, მიხარია, რომ ყველანაირი ჩარევის გარეშე ჩემით მივაღწიე ამას. ეს რომ ცუდი იყოს, არ მივიღებდი მონაწილეობას ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანეტ ქერდიყოშვილი ჯგუფ ''ვია-გრას'' ახალი წევრი გახდა, თუმცა თავად ჯანეტისგან გავიგეთ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჯანეტი მონაწილეობას მიიღებს ახალ რუსულ რეალურ შოუში, რომლის მიზანია სამწევრიანი გოგონათა ჯგუფის ჩამოყალიბება. ''ვია-გრასთან'' ამ პროექტს მხოლოდ სახელწოდება აქვს საერთო და ჰქვია ''მინდა ვია-გრაში'', თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ
გამარჯვებული ტრიო ამ სახელწოდებით შეაბიჯებს შოუბიზნესში. ჯანეტს აქვს შანსი, რუსული ესტრადის წევრი გახდეს, თუმცა მანამდე დიდი გზა აქვს გასავლელი.

- ჯანეტ, შენს ცხოვრებაში ძალიან კარგი სიახლეა. როგორ მოხვდი კონსტანტინე მელაძის ტელეპროექტში?
- 2012 წლის დეკემბერში გავემგზავრე პეტერბურგში, ასე ვთქვათ, ჩემს ქალაქში. რაღაც პერიოდები ვცხოვრობდი ხოლმე რუსეთში, ხან - საქართველოში. დეკემბრის შუა რიცხვებში ჩავედი პეტერბურგში, შემდეგ მოსკოვში გავემგზავრე ერთი კვირით. უკან რომ უნდა დავბრუნებულიყავი, 21 დეკემბერს ჩემი დაქალის დამ მითხრა, კონსტანტინე მელაძე კასტინგს აწყობს ახალი ჯგუფის შესაქმნელად და ხომ არ გაქვს სურვილი, ბედი სცადოო. ამ წინადადებაზე დავფიქრდი, რადგან მაინტე-რესებდა, რის გაკეთებას შევძლებდი საკუთარი ძალებით რუსეთში. საქართველოში რისი შესაძლებლობაც მქონდა, ყველაფერი გავაკეთე და სადაც შეიძლებოდა, მონაწილეობა მივიღე. არავისთვის მითქვამს, რომ კასტინგზე გავდიოდი, მივედი და რამდენიმე პატარა ტური გავიარე. ვიმღერე ალა პუგაჩოვას ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც ძალიან მოეწონათ. თანაც, ალბათ, ცოტათი ისიც წამეხმარა, ანკეტაში ჩავწერე ''მის საქართველო'' რომ ვიყავი და ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მქონდა მონაწილეობა მიღებული. დაინტერესდნენ ჩემით. ყველა ტური რომ გავიარე, ბედნიერი ვიყავი და გადავურეკე ყველას, რომ მეცნობებინა ამ კასტინგის ამბავი. მითხრეს, რომ იანვარში დამირეკავდნენ და მეტყოდნენ, გავედი თუ არა სატელევიზიო კასტინგზე, რომელიც ზაფხულში კიევში უნდა გამართულიყო. იანვარ-თებერვალი ისე გავიდა, რომ არ დაურეკავთ. მეც დამავიწყდა კასტინგის ამბავი, ვიფიქრე, აღარ მირეკავენ და შემდეგ ტურებზე ვერ გავედი-მეთქი. აღსანიშნავია, რომ ზამთრის კასტინგებს არ ესწრებოდა კონსტანტინე მელაძე, ყველაფერს ვიდეოზე იღებდნენ და შემდეგ მას უნდა ენახა ყველა მონაწილე. დამირეკეს აპრილში და მითხრეს, რომ შემდეგ ეტაპზე გადავედი და მელოდებოდნენ კიევში 17 ივლისს. მოვამზადე ალსუს ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც თავად მირჩიეს, ნაზი სიმღერა მოგიხდებაო. ორი თვის განმავლობაში ვოკალის პედაგოგ რუსიკო ბახტაძესთან დავდიოდი. ისეთ ტემბრზე დავაყენე ხმა, როგორიც საჭირო იყო, რადგან 12 წლიდან არსად მიმღერია.
- საქართველოში არ ვიცოდით, თუ მღერი...
- მე და ჩემს ძმას რუსეთში მუსიკალური სკოლა გვაქვს დამთავრებული, ვოკალის პედაგოგთანაც დავდიოდი, მუსიკალურ კონკურსებზე გავდიოდი, რამდენიმე მათგანში გავიმარჯვე კიდეც. საქართველოში ცხოვრების პერიოდშიც დავდიოდი სტუდიებში, მქონდა კონცერტები. ბავშვობაში იყო ეს ყველაფერი, დავდიოდი საბავშვო სტუდიებში და ხმაც მქონდა, შემდეგ კი 12 წლის ასაკიდან დავანებე თავი და არც მეცალა ამისთვის. აქამდე ვმღეროდი მხოლოდ კარაოკეზე, დაბადების დღეებზე, მაგრამ სერიოზულად მომღერლის კარიერაზე არასდროს მიფიქრია. ალბათ ამიტომაც დამაინტერესა, შევძლებდი თუ არა ტელე-პროექტში მოხვედრას, რომელიც სიმღერას უკავშირდება. მოკლედ, მოვამზადე ალსუს სიმღერა, შევკერეთ ულამაზესი კაბა მანანა მანიასთან და გავემგზავრე კიევში, სადაც დამხვდა 300 გოგონა, რომელთაგანაც პირველი ტური მხოლოდ 60-მა გაიარა და მათ შორის გახლდით მეც.
როდესაც პირველ ტურზე გავედი, ჩემზე წინასწარ მომზადებული რეპორტაჟი გაუშვეს, ვიმღერე ჩემი მომზადებული სიმღერა. ჟიურიში სამი ადამიანი იჯდა, კონსტანტინე მელაძე, ალბინა ჯანაბაევა და იგორ ვერნიკი. ამ უკანასკნელმა მითხრა, თვალებზე გეტყობა, როგორი პიროვნება ხარო, კონსტანტინემაც აღნიშნა, რომ ძალიან მოვეწონე და მეტყობოდა, როგორი ოჯახიდან ვიყავი. მითხრა, არ იცი, წინ რა გელის, უშუალო ადამიანი ხარ და აქ რთული პერიოდის გატარება მოგიწევსო. მეორე ტურში გადაგიყვანთ, მაგრამ უნდა დაფიქრდე, გჭირდება თუ არაო. დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ვარ ძალიან ნაზი, სახლის გოგო, რომელიც ასეთ რთულ რეჟიმს ვერ გაუძლებდა.
Rating
- ჯანეტ, რამდენადაც ვიცი, ''ვია-გრას'' სოლისტი არ გამხდარხარ.
- არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. 2012 წლიდან ჯგუფი ''ვია-გრა'' საბოლოოდ დაიშალა. 2012 წლამდე ეს ჯგუფი არსებობდა და სხვადასხვა მომღერალი მღეროდა, მაგრამ მელაძემ 2012-ში თავისი ნებით დაშალა. რამდენიმე თვეში გამოაცხადა, რომ იწყებს ახალ პროექტს, თუმცა ვინც მისი მონაწილე გახდება და გაიმარჯვებს, ის არ იქნება ''ვია-გრას'' წევრი, რადგან ახალ ჯგუფს ახალი სახელწოდება ექნება. ეს არის რეალური შოუ, რომელსაც ჰქვია ''მინდა ვია-გრაში''. ეს სახელწოდება მხოლოდ სწორ პიარნაბიჯს უკავშირდება. ''ვია-გრა'' ბრენდია, რომელიც კონსტანტინე მელაძემ კარგად გამოიყენა ახალი პროექტის პოპულარიზაციისთვის.
ტელეკასტინგის პირველი ტურის შემდეგ იყო კიდევ ტურები, რომლის შედეგადაც 60-დან დარჩა 24 გოგონა, მელაძემ დაგვყო რვა ჯგუფად, სადაც სამ-სამი წევრი შედიოდა. ერთ დღეში ვისწავლეთ ''ვია-გრას'' ერთ-ერთი სიმღერა, მოვამზადეთ ცეკვა და შევასრულეთ. აღმოჩნდა, რომ კონკურსში იბრძვი არა როგორც ერთი პიროვნება, არამედ როგორც ჯგუფი, სამი გოგონას სახელით. უნდა გააკეთო ყველაფერი, რომ გახდე პროექტის გამარჯვებული - ისწავლო სწორად სიმღერა, ცეკვა, მაყურებელთან ურ-თიერთობა. პროექტის გამარჯვებული სამი გოგონა შექმნის ახალ ჯგუფს ახალი სახელწოდებით. გადაღებები უკვე დაიწყო. ოთხ ქვეყანაში გავა შოუ, რუსეთში ''ენტევეზე'', უკრაინაში, ბელორუსსა და ყაზახეთში. შოუ გაგრძელდება რვა კვირა და ყოველკვირა თითო ჯგუფი გავარდება. ეს გამოდის არა რეალური შოუ ''სახლი-2'', რომელიც ამაზრზენი და მიუღებელია ჩემთვის, არამედ ''ვარსკვლავების ფაბრიკის'' მსგავსი. უკვე ვისმენ ჭორებს ჩემთან დაკავშირებით, ოჯახის გოგოა და ამ პროექტში როგორ მონაწილეობსო. ხომ ამბობდა, რომ ძალიან მკაცრი მამიკო ჰყავს და როგორ გაუშვაო. ხალხმა ვერ შეიგნო, რომ ეს არ არის გარყვნილი და ჩემთვის შეუფერებელი პროექტი, სადაც კონკურსანტები არასწორად მოიქცევიან. კასტინგზე ბევრი ვულგარული გარეგნობის გოგონა იყო, რომელიც მელაძემ პირველივე ტურიდან გაუშვა. მას არ სჭირდება ხელოვნური, სექსუალური გარეგნობის გოგონები, ეს არის რეალური შოუ, სადაც ხალხი თავის ჯგუფს აირჩევს მესიჯების საშუალებით.
Rating
მე და ჩემი ოჯახი არ მივიჩნევთ, რომ ეს კატასტროფაა. პირიქით, მიხარია, რომ ყველანაირი ჩარევის გარეშე ჩემით მივაღწიე ამას. ეს რომ ცუდი იყოს, არ მივიღებდი მონაწილეობას. თუკი სადმე რაიმე არასწორი ხდება, იქიდან პირველი გამოვრბივარ, რადგან ჩემი ცხოვრების სტილი სხვაა. ერთ თვეში ვერ გადავწყვეტ, რომ არასწორად ვიცხოვრო.
- ანუ გაშიშვლება რომ მოგთხოვონ, არ დათანხმდები? მაინც ქალების ჯგუფია და შესაძლოა, მოითხოვონ მსგავსი რამ...
- მესმის, რასაც მეკითხებით, მაგრამ ჩვენ თავიდანვე გვითხრეს, რომ მსგავსი არაფერი იქნება. თანაც, იციან, ვის რა უნდა მოსთხოვონ და ჩემთვის არაფერი მოუთხოვიათ. ზოგ გოგონას უთხრეს, იქნებ, მაისურის ქვეშ ლიფი არ ჩაიცვაო, ჩემთვის და კიდევ ბევრი სხვა მონაწილისთვის ასეთი რამ არ შემოუთავაზებიათ. იციან, რომ საქართველოდან ვარ და ასეთი რამ არ მეკადრება. რომ ეთქვათ, ეს არის შოუ, სადაც ყველაფერი უნდა გააკეთო და კამერების წინ უნდა გა-შიშვლდე, რაღაცნაირად მოიქცეო, პირველი წამოვიდოდი იქიდან.
- სად იცხოვრებთ იმ რვა კვირის განმავლობაში?
- ჯერ დეტალებს არ გვეუბნებიან. ალბათ ვიცხოვრებთ სასტუმროში ან სახლში. გვეყოლებიან ვიზაჟისტები, სტილისტები, ფიტნეს-მასწავლებლები, ქორეოგრაფები, ვოკალის მასწავლებლები. ჩვენზე ძალიან დიდი ჯგუფი იმუშავებს.
- ჯანეტ, არის თუ არა რაიმე პირობები თქვენ წინაშე. მაგალითად, შოუს საკუთარი ნებით დატოვების შემთხვევაში რა ხდება?
- კონტრაქტზე ხელი არ მომიწერია. როცა მოვაწერ, მაშინ გავიგებ. რა თქმა უნდა, თუკი შოუში მონაწილეობ და უცბად მოგინდება წამოსვლა, მარტივი არ იქნება, რადგან შენში ხომ ბევრ რამეს ჩადებენ და ერთ დღეს არ უნდა გამოაცხადო, რომ აღარ გინდა მონაწილეობა.
- სომხური ჟურნალ ''ლაქშერის'' ვერსიით, ყველაზე ლამაზ ქართველ ქალად გაღიარეს.
- ეს ინტერნეტიდან გავიგე (იღიმის). ამ ჟურნალის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მაქვს. მერე დავინტერესდი და წავიკითხე, რა კრიტერიუმით მაღიარეს, რადგან შეიძლება, ისეთ ჟურნალში იყო, რომელიც არ არის შესაფერისი, მაგრამ ამ ჟურნალის აღიარება ძალიან მესიამოვნა.
- ისეთ ცნობილ ქართველ ქალებს გადაასწარი, როგორებიც არიან შორენა ბეგაშვილი და ქეთა თოფურია, არადა, შენ ახლა გამოჩნდი შოუბიზნესში.
- დიახ, გეთანხმები. შესაძლოა, გული უგრძნობთ, რომ მალე ისეთივე პოპულარული გავხდები (იღიმის). დღეს ისეთი ცნობილი სახე არ ვარ, მაგრამ ამ პროექტის მეშვეობით, სადაც ახლა ვაპირებ მონაწილეობას, შესაძლოა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ძალიან პოპულარული გავხდე (იღიმის).
- ისევ ტელეკონკურსს დავუბრუნდეთ. რომ გაიმარჯვო, რუსულ შოუბიზნესში საკუთარი კარიერა წარმოგიდგენია?
- ისეთი აჟიტირებული ვარ, წინასწარ ფიქრი, რა მოხდება მომავალში, ჯერ არ შემიძლია. არც ვიცი, როგორია რუსულ შოუბიზნესში არსებობა. ქართული შოუბიზნესი ასე თუ ისე ვიცი და რაღაცები მომწონს, რაღაცები - არა. არ მინდა, ახლა დავჯდე და ამაზე ვიფიქრო. უბრალოდ, დინებას მივყვები და რაც მოხდება, ე.ი. საჭირო იყო, მომხდარიყო.
- დაბოლოს, კონსტანტინე მელაძის შესახებ გკითხავ. როგორც ქართველს, განსაკუთრებული ყურადღება არ მოგაქცია?
- სცენაზე ქართულად რამდენიმე ფრაზა მითხრა. მეც სულ აღვნიშნავ, რომ ქართველი ვარ. 12 წლის განმავლობაში მაკლდა ქართული სითბო, არც მონაწილე შემხვედრია კონკურსებში ქართველი და არც თანაშემწე მყოლიაო, ამიტომაც აინტერესებს, რა გამოვა ჩემი მონაწილეობიდან ამ ტელეპროექტში. მას დიდ პატივს ვცემ და ჩემი აზრით, რუსულ შოუბიზნესში ერთ-ერთი პირველია, ვინც შედევრებს ქმნის.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ანა
არა ბიჭოს არ მოგთხოვენ გაშიშვლებას. შენი ვოკალით მაგათ ვერ აგდარევ, რა თქმა უნდა გარეგნობის მიხედვით აგირჩევენ. იციან ვის რა მოტხოვონო, არა შენს გამო შეცვლიან პროექტს. მოკლედ მაგარი სისულელეები ილააპრაკა ამ გოგომ.
01:46 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მეგი
ძალიან ლამაზი და კეთილი ადამიანი ჩანხარ..ღმერთმა ხელი მოგიმართოს ყველაფერში და იცოდე რომ ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც შენი წარმატება გაუხარდება.
10:37 / 07-08-2013
გამოხმაურება / 0 /
აზა
წარმატებებს გისურვებ! ბოღმიანებს კი ბოღმისგან თავის დაღწევას და სხვისი წარმატებით სიხარულის განცდას ვუსურვებ.
11:20 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატა
მამამისმა ცნობილ გ ო გ ო ნ ე ბ თ ა ნ, პრეზიდენტთან და მის სტუმართან ერთად გაუშვა ბათუმში იმიტომ რომ გამოჩენილიყო, ტრამპთან მოიწონებდა თავს და არ დაუშალა. მაღაზიაში შეიძლება არ გაუშვას რადგან იქ გამოჩენილი ხალხი არ შეხვდებააააა
11:13 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თინათინი
წარმატებას გისურვებ, შენ ისეთი ლამაზი, ნაზი, საყვარელი და ნიჭიერი გოგონა ხარ, რომ კიდევ ბევრჯერ სასიამოვნოდ გააკვირვებ კეთილ ადამიანებს. რას იზამ ბოროტ და შურიან ადამიანებსაც მისცემ შანსს ბოღმა გადმოანთხიონ, მაგრამ ამის არ უნდა შეგეშინდეს,მათ ამბიციასაც ჭირდება დაკმაყოფილება.
11:09 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS