17 აგვისტო, 2015
წითელი ამულეტი - ბედნიერების ნიშანი თუ კაბალისტური თილისმა, რომელსაც ქართველი ვარსკვლავებიც ირგებენ
წითელი ძაფის, როგორც ავგაროზის გამოყენებას თავისებური ახსნა აქვს ჩემი მეგობარი თამარი რამდენიმე წლის წინ უკრაინაში სასწავლებლად გაემგზავრა. დაბრუ-ნებული ისიც წითელ თილისმას ატარებდა. მთელი უკრაინა ავი თვალის შიშს აუტანია და მოსახლეობის დიდი ნაწილი წითელ ძაფს შეჰფარებია. ჩემმა აღმოჩენამ სხვებზეც დამაკვირვა. სიმართლე გითხრათ, მშობლიურ ქალაქ ბათუმში, უნივერსიტეტში ან სადმე სხვაგან არავისზე შემინიშნავს.

მერე თვალსაწიერი გავაფართოვე და მსოფლიო რუკას გადავხედე - ჰოლივუდის ვარსკვლავები, მსახიობები, მომღერლები თუ სხვა პოპულარული ადამიანების უმრავლესობა წითელი ძაფით აღმოვაჩინე. ამერიკული თუ რუსული შოუბიზნესის წამყვანი
ვარსკვლავები, უბრალო შალის ძაფს სჯერდებიან. მოდამ თუ ავი თვალის შიშმა ქართველი ცნობილებიც - ნინა სუბლატი, სოფო შევარდნაძე, მირანდა მირიანაშვილი - მოიცვა...

Rating

ბოლო დროს კაბალისტური მიმდინარეობა ამერიკაში ძალიან პოპულარული და მოდური გახდა.

პირველ ადგილზე ამერიკელი მომღერალი მადონაა. ის სწორედ ამ მიმდინარეობის წევრია და წი-თელ ძაფს შურისა და ავი თვალისგან დასაცავად ატარებს.

ჰოლივუდის წითელძაფიან ვარსკვლავებს შორის ასევე არიან: ბრიტნი სპირსი, კაილი მინოუგი, შარლიზ ტერონი, დემი მური, ეშტონ კატჩერი, ვიქტორია ბექჰემი, პერის ჰილტონი, გვინეტ პელ-ტროუ, ლუსი ლუ და ა.შ. წითელ ძაფს ელიზაბეტ ტეილორიც ატარებდა.

მოსკოვიდან ყოველ წელს ჩემი ნათესავი ლინეტი გვსტუმრობდა. ბოლოს რამდენიმე წლის წინ გერმანიიდან ქმარსა და შვილთან ერთად გვეწვია. მაჯაზე მასაც და ბავშვსაც წითელი ძაფი ეკეთათ. როდესაც დავინტერესდი, რა იყო, მითხრა, რომ ავი თვალისგან იცავდა, თუმცა ზოგიერთი წარმატების სიმბოლოდ მიიჩნევსო. დააყოლა, შეგიძლია, შალის ძაფი დაიმაგრო, რასაც სახლში იპოვიო.

ლეგენდა კაბალაზე, მის  მიმდინარეობასა და წითელ ძაფამდე მისულ მსოფლიოზე

წითელი ძაფი – კაბალისტური თილისმა (ამულეტი).

კაბალა იუდაიზმის ერთ-ერთი განშტოებაა. ეს ეზოტერიკული მიმდინარეობა შუა საუკუნეებში გაჩნდა და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიჩნეულია, რომ წითელი ძაფი იცავს ავი თვალის, შურის, ბოროტი სულების, ჯადოს, წყევლისა და ავადმყოფობებისგან. ამისთვის მას მარცხენა ხელის მაჯაზე, გულთან ახლოს იკეთებენ.

ძაფი უნდა იყოს შალის და წითელი, რადგან სწორედ ეს ფერია საშიშროების გამომხატველი და თვითონვე უკუაგდებს მას.

წითელი ძაფის, როგორც ავგაროზის გამოყენებას თავისებური ახსნა აქვს.

Rating

მოგიყვებით უძველეს ლეგენდას ლილიტის შესახებ. ებრაული ლეგენდის თანახმად, ადამის პირველი ცოლი, ლილიტი, ბოროტ ჯადოქრად გადაქცეულა. მეუღლის მიტოვების შემდეგ, წითელ ზღვაზე გადაფრენისას, ლილიტს სამი ანგელოზი დაედევნა.

ღვთის მაცნეებმა ლილიტის დაბრუნება ვერ შეძლეს, თუმცა პირობა გამოსტყუეს, რომ ახალ-შობილთა მკვლელობისას იმ პატარებს შეიწყალებდა, რომელთაც ეს სამი ანგელოზი მფარველობდა ან მათ სახელებს ატარებდნენ.

Rating

მიიჩნევა, რომ ლილიტსა და სხვა დემონებს აშინებთ წითელი ფერი, ამიტომ გამოიყენება წითელი ძაფი დემონებისგან თავდასაცავად. ასე წარმოიშვა კაბალას თილისმა ბავშვების დასაცავად, რომელიც დღეს მოზრდილებშიც საკმაოდ აქტუალურია.

კრძალავს თუ არა წითელი ძაფის შებმას ქრისტიანული რელიგია?

მართალი გითხრათ, თავიდან, როცა ძაფი შევიბი, არ მიფიქრია, რომ ის ჩემს რელიგიას ეწინააღმ-დეგებოდა. მასალის მომზადებისას კი ამ საკითხზე დავფიქრდი.

Rating

მამა პეტრე კვარაცხელია:

- ეს ცრურწმენაა. ქრისტიანს მხოლოდ ყელზე უნდა ეკიდოს ძაფი, ჯვრისთვის. ადამიანები ვერ გამოდიან დამატებითი რელიგიებიდან. ისეთი წარმოდგენა აქვთ, თუ ერთი ღმერთი ვერ უშველით, მეორე მაინც გამოადგებათ. ძაფზე კი არა, რწმენაზეა დამოკიდებული ჩვენი სულიერი სიმშვიდე. რაც სახარებისა და წმინდა მამათა სწავლებისთვის მიუღებელია, ის არასდროს არის ღვთისთვის სათნო.

ანა ვერძაძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
თამრო
ჰოლივუდის ვარსკვლავებს ერტი ებრაელი რაბაი ჰყავტ დზალიან სიმპატიურია სახელი არ მახსოვსს მაგრამ გავრუ გოლდბერგია ცისპერი ტვალებიტ .მან გაუბურღა ტვინი მეტ წარმატებაში დაგეხმარებატ და ცბობილი გახდებიტო ტანაც ვიტომ ავი ტვალისგანაც დაგიცავტო 2004დნ 2006 წლამდე ყველა ატარებდა .მაგრა გაამდიდრეს რაბაი.კაბალა თეთრი მაგიასავიტაა . ებრაული სექტაა .ამ წიტელ დზაპსს კი სჰელოცვიტ ატარებენ და არა მხოლოდ სურვილია საჭირო. ასეტ დზაპებსს ინდოელებიც ატარებენ როცა მატი პანდიტები ე.ი მღვდლები ლოცულობენ მატზე მანამდე არ იხსნიან სანამ არ გაწყდება ტავად
07:50 / 16-11-2015
გამოხმაურება / 0 /
gio
Amatgan umetesobam arts itsis kabala da misi mnishvneloba.
09:14 / 20-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS