გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა. არიან მსახიობები, რომლებიც ორ-სამჯერ და მეოთხედაც კი დაოჯახდნენ. მაგალითად, მიშა გომიაშვილი და გიორგი გურგულია. წარმოგიდგენთ მსახიობებს, რომელთაც პირველი ოჯახი დაენგრათ.
სალომე არშბა და კახა მიქიაშვილი
ქორწინება კი არა, ისიც კი ყველას გაუკვირდა, როდესაც გაიგეს, რომ მიქიაშვილსა და არშბას ერთმანეთი უყვარდათ. მიზეზი
კახა კი გულახდილად და ყოველთვის ღიად ლაპარაკობდა საკუთარ პირადზე. გოგონას შეძენის შემდეგ წყვილი მალე დაშორდა. მათ ამაზე არ ულაპარაკიათ, მაგრამ ამბობდნენ, რომ კახა ოჯახს დიდ დროს ვერ უთმობდა.
სანდრო მიკუჩაძე და ლიზა სტურუა
სანდრო უკვე წლებია, რუსთაველის თეატრის დასის წევრია, მაგრამ პოპულარობა ''ჩემი ცოლის დაქალებით'' მოიპოვა. ახლა ყველამ იცის, რომ ჟურნალისტ თამუნა მუსერიძეზეა შეყვარებული.
მეუღლე ლიზა სტურუას მაშინ დაშორდა, როცა მათი გოგონა პატარა იყო, ელენე ახლა 4 წლისაა. მსახიობი ამბობს, რომ ყოფილ მეუღლესთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს და ბავშვიც მიჰყავს სახლში.
მაკა შალიკაშვილი და რატი გოგუაძე
მაკა უკვე შემდგარი მსახიობი იყო, რატი მაშინ იწყებდა. ერთმანეთი თეატრალურ სარდაფში შეუყვარდათ და დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ერთად გადაწყვიტეს ცხოვრება. მაკა ქმარზე გიჟდებოდა, ყველა ინტერვიუში სიყვარულით ლაპარაკობდა მასზე.
გოგონას შეძენის შემდეგ თითქოს მათი ბედნიერების შესახებ მათაც კი დაიჯერეს, ვინც ამ ქორწინების სიმყარეს ეჭვქვეშ აყენებდა, მაგრამ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მიზეზი მესამე ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც რატის ცხოვრებაში გამოჩნდა და მოგვიანებით მასზე იქორწინა.
ბესო ზანგური და ნინუცა მაყაშვილი
ნინუცასთვის ბესო ზანგურთან ქორწინება პირველი იყო, ბესოსთვის- მეორე. ორი მსახიობი ერთმანეთს მალე და სკანდალურად დაშორდა.
ნინუცა და დედამისი ყოფილ ქმარსა და სიძეს ინტერვიუებში არც ისე კარგად მოიხსენიებდნენ. წყვილს საერთო ბიჭი ჰყავთ. ნინუცა ჯერჯერობით არ გათხოვილა, ზანგურმა კი მას შემდეგ კიდევ ორჯერ მოასწრო დაოჯახება. ბოლო მეუღლესთან ორი შვილი ჰყავს და ამბობენ, რომ მსახიობს ოჯახი ძალიან უყვარს.
ანრი ბიბინეიშვილი და მარიამ ახობაძე
სანამ ანრის გაჰყვებოდა ცოლად, მარიამი მალხაზ ქვრივიშვილის მესამე ცოლი იყო. წყვილს შვილიც შეეძინა, მაგრამ ერთმანეთს დაშორდნენ და მარიამი ანრის გაჰყვა ცოლად, რომელსაც ისე დაშორდა, რომ ხალხს მალხაზთან დანგრეული ოჯახის შესახებაც არ გაეგო.
მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი ბოჰემური ცხოვრებით გამოირჩევა. რთულია გაარკვიო, რა ხდება მის პირადში ან რა ურთიერთობა აქვს დღეს ყოფილ ცოლქმარს. ამბობენ, რომ დაშორებული არიან და თან, მოურიდებლად კოცნიან ერთმანეთს ტუჩებში კამერების წინ.
როლანდ ოქროპირიძე და სოფო გორელაშვილი
ერთმანეთი წლების წინ შეუყვარდათ და იქორწინეს. მალე ბიჭიც შეეძინათ. როლანდი სხვადასხვა შოუში უამრავ სიურპრიზზე ჰყვებოდა, ამბობდა, რომ ძალიან უყვარდა ცოლი და მის გარეშე არ შეეძლო.
ერთმანეთს წელიწადზე მეტია დაშორდნენ. მსახიობს ამ თემაზე ლაპარაკი უჭირდა, თუმცა ამბობდა, რომ სურვილის შემთხვევაში ცოლს შეურიგდებოდა. სოფოც მსახიობია, როცა გათხოვდა, თეატრალურში სწავლობდა.
თამუნა ნიკოლაძე და ამირან ქაჩიბაია
თამუნა ნიკოლაძემ ძალიან მძიმედ გადაიტანა განქორწინება, დიდი ხანი ამის გამო დეპრესიაც ჰქონდა, რადგან მეუღლე ძალიან უყვარდა. მსახიობს დღემდე უჭირს ამ თემაზე ლაპარაკი. ამირანი კი მალე საზოგადოების წინაშე ახალ შეყვარებულ ნინი ბარჯაძესთან ერთად გამოჩნდა და წყვილმა იქორწინა კიდეც. დღეს უკვე პატარა გოგონას, თეკლას ზრდიან. თამუნა ჯერჯერობით არ დაოჯახებულა. რამდენიმე თვის წინ ოჯახის დანგრევაზე ეკა ხოფერიას შოუში კიდევ ერთხელ ისაუბრა.
ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''