14 ივლისი, 2015
მსახიობები, რომლებსაც პირველი ოჯახი დაენგრათ
ბოლო მეუღლესთან ორი შვილი ჰყავს და ამბობენ, რომ მსახიობს ოჯახი ძალიან უყვარს ჰოლივუდის ვარსკვლავების ცხოვრებას თუ გადავავლებთ თვალს, ადვილად დავინახავთ ერთ კანონზომიერებას- ყველაზე არამყარი პირადი ურთიერთობები მაინც მსახიობებს აქვთ.
გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა. არიან მსახიობები, რომლებიც ორ-სამჯერ და მეოთხედაც კი დაოჯახდნენ. მაგალითად, მიშა გომიაშვილი და გიორგი გურგულია. წარმოგიდგენთ მსახიობებს, რომელთაც პირველი ოჯახი დაენგრათ.

სალომე არშბა და  კახა მიქიაშვილი

ქორწინება კი არა, ისიც კი ყველას გაუკვირდა, როდესაც გაიგეს, რომ მიქიაშვილსა და არშბას ერთმანეთი უყვარდათ. მიზეზი
ალბათ ის იყო, რომ სალომე საკმაოდ ჩაკეტილი გახლდათ ჟურნალისტებთან და მისი პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი. მიუხედავად ამისა, ერთხელ ჭორების მსხვერპლი მაინც გახდა.

კახა კი გულახდილად და ყოველთვის ღიად ლაპარაკობდა საკუთარ პირადზე. გოგონას შეძენის შემდეგ წყვილი მალე დაშორდა. მათ ამაზე არ ულაპარაკიათ, მაგრამ ამბობდნენ, რომ კახა ოჯახს დიდ დროს ვერ უთმობდა.

სანდრო მიკუჩაძე და ლიზა სტურუა

სანდრო უკვე წლებია, რუსთაველის თეატრის დასის წევრია, მაგრამ პოპულარობა ''ჩემი ცოლის დაქალებით'' მოიპოვა. ახლა ყველამ იცის, რომ ჟურნალისტ თამუნა მუსერიძეზეა შეყვარებული.

Rating

მეუღლე ლიზა სტურუას მაშინ დაშორდა, როცა მათი გოგონა პატარა იყო, ელენე ახლა 4 წლისაა. მსახიობი ამბობს, რომ ყოფილ მეუღლესთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს და ბავშვიც მიჰყავს სახლში.

მაკა შალიკაშვილი და რატი გოგუაძე

მაკა უკვე შემდგარი მსახიობი იყო, რატი მაშინ იწყებდა. ერთმანეთი თეატრალურ სარდაფში შეუყვარდათ და დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ერთად გადაწყვიტეს ცხოვრება. მაკა ქმარზე გიჟდებოდა, ყველა ინტერვიუში სიყვარულით ლაპარაკობდა მასზე.
გოგონას შეძენის შემდეგ თითქოს მათი ბედნიერების შესახებ მათაც კი დაიჯერეს, ვინც ამ ქორწინების სიმყარეს ეჭვქვეშ აყენებდა, მაგრამ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მიზეზი მესამე ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც რატის ცხოვრებაში გამოჩნდა და მოგვიანებით მასზე იქორწინა.

ბესო ზანგური და ნინუცა მაყაშვილი

ნინუცასთვის ბესო ზანგურთან ქორწინება პირველი იყო, ბესოსთვის- მეორე. ორი მსახიობი ერთმანეთს მალე და სკანდალურად დაშორდა.
ნინუცა და დედამისი ყოფილ ქმარსა და სიძეს ინტერვიუებში არც ისე კარგად მოიხსენიებდნენ. წყვილს საერთო ბიჭი ჰყავთ. ნინუცა ჯერჯერობით არ გათხოვილა, ზანგურმა კი მას შემდეგ კიდევ ორჯერ მოასწრო დაოჯახება. ბოლო მეუღლესთან ორი შვილი ჰყავს და ამბობენ, რომ მსახიობს ოჯახი ძალიან უყვარს.

ანრი ბიბინეიშვილი და მარიამ ახობაძე

სანამ ანრის გაჰყვებოდა ცოლად, მარიამი მალხაზ ქვრივიშვილის მესამე ცოლი იყო. წყვილს შვილიც შეეძინა, მაგრამ ერთმანეთს დაშორდნენ და მარიამი ანრის გაჰყვა ცოლად, რომელსაც ისე დაშორდა, რომ ხალხს მალხაზთან დანგრეული ოჯახის შესახებაც არ გაეგო.
მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი ბოჰემური ცხოვრებით გამოირჩევა. რთულია გაარკვიო, რა ხდება მის პირადში ან რა ურთიერთობა აქვს დღეს ყოფილ ცოლქმარს. ამბობენ, რომ დაშორებული არიან და თან, მოურიდებლად კოცნიან ერთმანეთს ტუჩებში კამერების წინ.

როლანდ ოქროპირიძე და სოფო გორელაშვილი

ერთმანეთი წლების წინ შეუყვარდათ და იქორწინეს. მალე ბიჭიც შეეძინათ. როლანდი სხვადასხვა შოუში უამრავ სიურპრიზზე ჰყვებოდა, ამბობდა, რომ ძალიან უყვარდა ცოლი და მის გარეშე არ შეეძლო.
Rating
ერთმანეთს წელიწადზე მეტია დაშორდნენ. მსახიობს ამ თემაზე ლაპარაკი უჭირდა, თუმცა ამბობდა, რომ სურვილის შემთხვევაში ცოლს შეურიგდებოდა. სოფოც მსახიობია, როცა გათხოვდა, თეატრალურში სწავლობდა.

თამუნა ნიკოლაძე და ამირან ქაჩიბაია

თამუნა ნიკოლაძემ ძალიან მძიმედ გადაიტანა განქორწინება, დიდი ხანი ამის გამო დეპრესიაც ჰქონდა, რადგან მეუღლე ძალიან უყვარდა. მსახიობს დღემდე უჭირს ამ თემაზე ლაპარაკი. ამირანი კი მალე საზოგადოების წინაშე ახალ შეყვარებულ ნინი ბარჯაძესთან ერთად გამოჩნდა და წყვილმა იქორწინა კიდეც. დღეს უკვე პატარა გოგონას, თეკლას ზრდიან. თამუნა ჯერჯერობით არ დაოჯახებულა. რამდენიმე თვის წინ ოჯახის დანგრევაზე ეკა ხოფერიას შოუში კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
მიაუ
თქვენი ბრძნული აზრები და თქვენი ყლექალა დედებიც მოვტყან წოვეთ ყლე და ხმას ნუ იღებთ ქართველო მეძავებო
05:19 / 22-09-2020
გამოხმაურება / 0 /
ნი-ნია
აუცილებელია ქორწინება? ბოიფრენდობა და გეელფრენდობა მაგისთვის არსებობს,რომ დარწმუნდე ხარ თუ არა მზად ქორწინებისთვის და ნამდვილად გინდა თუ არა შენს პარტნიორთან გაატარო მთელი ცხოვრება?! ეს ხშირი ქორწინებაც დაბალი "კულტურის "მანიშნებელია", ზუსტად არ იციან რა უნდათ და გონიათ ,რომ ახალი ემოცია გადაარჩენს ყოველდღიური მოწყენილობისგან!
16:24 / 19-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ლლლლ
რა თქმა უნდა ოჯახის დანგრევა საშინელებაა, მით უმეტეს თუ შვილი არსებობს,მაგრამ ოჯახის შენარჩუნება მაშინ როცა სიყვარული დამთავრდა და მოვალეობისთვის ცხოვრობენ დანაშაულია, ასეთი ოჯახი სრულყოფილ შვილს ვერ გაზრდის, ამიტომ გაცილება სჯობს.მსახიობები უფრო ადვილად აცნობიერებენ და ტრაგედიას ვერ ხედავენ ამაში, ვიდრე სხვები, ამიტომაც ეძებენ ახალ მეწყვილეს და რამდენიმე წრეზეც მიდის ზოგიერთი.ისინი ცხოვრებაშიც ისე ადვილად თამაშობენ, როგორც როლებში.
11:41 / 08-03-2016
გამოხმაურება / 0 /
?
Zogierti mshobels tavs rom sheikavebdes shvilebis ojaxebshi charevaze uketesi iqneboda,tumtsa dges sikvaruli da sikvdili ise gaiapda xeltatmanebivit itsvlian ertmanets.
00:46 / 19-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ანი
მე მგონი ცოლ-ქმრობა ისე გაუფერულდა აზრი აღარ აქვს ამ სტატუსს!!! ნასკებივით იცვლიან ცოლებს, კი ბატონო ერთი ცოლი გამოიცვალე , მაგრამ 2 და 3რომ იცვლი ეს უკვე ნორმალური არაა, ან რის იმედად ენდობა მესამე ცოლი მას, რა ოქროსქოჩრიან შვილს გაუჩენს თუ ოქროსი აბია, უტვინო ქალების და კაცების ბუმია საქართველო!!!! ჩნდებიან ბავშვები და იზრდებიან ეგოისტებად,დაჩაგრულებად, უხალისოდ და უღიმღამოდ გაყრილ შეყრილი მშობლების ხელში! კანონი ისე ამ თემაზეც რომ გამკაცრდეს არ იქნება ურიგო, თორემ ხალხის უნამუსობას საღვარი არ აქვს უკვე! უყვარდა, აღარ უყვარს რა კარგი მიზეზია არაა?!....
20:44 / 10-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ასეა და...
მოკლედ, მსახიობების უმეტესობა არის ცანცარა, ვნებებს და ემოციებს აყოლილი, ოლღას ბებიის სიტყვებით, მრავალცოლიანი ხალხი, რომელთაც, ვხედავთ, ძალიან ხშირად საკუთარი ოჯახის საქმე ვერ აუწყვიათ, "სამაგიერო" დიდი პრეტენზია აქვთ გაცილებით დიდი ოჯახის - მთელი ქვეყნის საქმის "ამწყობლობაზე"!
09:35 / 16-07-2015
გამოხმაურება / 0 /
M / M
კაცი კაცია მაგრამ მსახიობს რომ ბევრად მეტი ცდუნება ექნება ყოველთვის ეს ორჯერ ორია.პიროვნებაზეა ძალიან ბევრი დამოკიდებული რა სულის ადამიანია თორემ "რამენაირად" მიკუჩაძეზე და ოქროპირიძეზე მაგარი მსახიობი იყო ლეგენდარული ლუი დე ფიუნესი რომელსაც არ გაუმართლა პირველ ქორწინებაში მაგრამ სამაგალითო ქმარი აღმოჩნდა მეორე ქორწინებისთვის 40 წელიწადი
18:53 / 15-07-2015
გამოხმაურება / 0 /
zangur afrikeli
ზანგური "მაგარია"! რამდენი ქალთან გაიარა, ყველა ცოლად მოჰყავს! ისე, თუ ისეთივე კაცია, როგორიც მსახიობი?.. :) პ.ს.რუსთავში ვინმეს რეცეპტი თუ დასჭირდება რომელიმე წამალზე - ნებისმიერზე, 50 თეთრად გაგიკეთებთ. დედა ექიმი ჰყავს...
12:11 / 15-07-2015
გამოხმაურება / 0 /
M / M
მოკლედ სახტად დავრჩი გაოგნებული! კარგა ხანია ასე არაფერი გამკვირვებია. ეს როლანდი რაღამ გადარია უბრალოდ პირი დავაღე სტატიას რომ ჩავყევი რადგან ჩემი ნაცნობი გოგონას მეგობარია ეს უმშვენიერესი სოფიკო.ვიცოდი რომ ძაან მყარი ოჯახი იყო ქმარს ისე უყვარს ყველას 2 თვის შეყვარებულები ჰგონიაო. შარშან ამბობდა კაცი რომელიღაც შოუში ჩემზე ბედნიერი ქვეყანაზე არ დადისო... ბავშვი ოჯახის გასამყარებელი "იარაღი" გონიატ უფროსი თაობის ხალხს რომ შეეკითხო და გამოდის პირიქით ყოფილა ჩვენს რეალობაში(: მოკლედ მტერმა დაიჭირა საქმე მსახიობტან ეგენი ისე მარტივად შედიან სხვადასხვა როლებში ვეღარც გამოდიან შემდეგ
18:54 / 14-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS