09 ივლისი, 2015
მილიონერ თემურ უგულავას ახალი სიყვარული 19 წლის მოდელი ნინი ნებიერიძეა – დაქორწინდება თუ არა ცნობილი მექალთანე მესამედ
ქართველი ბიზნესმენის სასიყვარულო ამბავი წლების წინ დაიწყო „თემურ უგულავა ბაია დავითაიას დაშორდა და ახალი რჩეული ჰყავს, 19 წლის მოდელი ნინი ნებიერიძე, თვითონ კი 48 წლისაა...“ - ასე დაიწყო საუბარი ადამიანმა, რომელიც გასულ კვირას რედაქციაში დაგვიკავშირდა. ბიზნესმენ თემურ უგულავას შესახებ ადრეც ხში-რად დაგვიწერია, რადგან მისი ბობოქარი პირადი ცხოვრების შესახებ ყველამ იცის.

ის არასოდეს ჩნდება პრესისა თუ ტელევიზიის წინაშე, მაგრამ ყველგანაა, რადგან მისი მექალთანეობის შესახებ მთელი საქართველო ლაპარაკობს. ქალები, რომლებიც მის გვერდით ჩნდებიან, ან უკვე ძალიან პოპულარულები
არიან, ან შემდეგ ხდებიან. დაშორების მიუხედავად, იმასაც ამბობენ, რომ მილიონერ თემურ უგულავაზე გაბრაზებულ ქალს ნაკლებად ნახავთ, რადგან მათ ცხოვრებას უწყობს და ფინანსურად უზრუნველყოფს.

ქართველი ბიზნესმენის სასიყვარულო ამბავი წლების წინ დაიწყო. მისი პირველი ცოლი გახლდათ თეო ფერაძე, რომელმაც წლების განმავლობაში შენარჩუნებული დუმილი ახლახან დაარღვია და პრესასა თუ ტელევიზიაში გულახდილად იხსენებს იმ წლებს, როდესაც უგულავასთან ერთად ცხოვრობდა.

Rating

ჯერ კიდევ ერთად იყვნენ, როდესაც უგულავამ ჯაზკლუბში მსახიობი ეკა ნიჟარაძე გაიცნო. მაშინ თეო მეორე შვილს ელოდებოდა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა მის ზურგს უკან. ბავშვი ერთი თვის იყო, როცა უგულავას პირველმა ცოლმა ქმრის ახალი ურ-თიერთობის შესახებ გაიგო და ოჯახი დაინგრა.
Rating
შესარიგებლად მამაკაცმა ყველაფერი გააკეთა და ცოლ-ქმარი ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. იმ პერიოდში ეკა ნიჟარაძე უგულავასგან უკვე ბავშვს ელოდებოდა, მაგრამ თეოს ეს ამბავი ყველამ დაუმალა.

ოჯახი მაინც დაინგრა, ბიზნესმენის ცხოვრებაში კი ახალი ლამაზმანი გამოჩნდა ბაია დავითაიას სახით. ბაიასა და ეკასთან შეძენილი შვილების თაობაზე პირველმა ცოლმა ერთდროულად შეიტყო, რასაც ერთწლიანი დეპრესია და მძიმე პერიოდი მოჰყვა.
Rating
უგულავას მეორე ოფიციალური ცოლი ბაია დავითაია გახდა. ერთად რამდენიმე წელი იცხოვრეს და ერთი ვაჟი შეეძინათ. ბავშვი აუტისტია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წლებია, ბაია შვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს.

მართალია, ისინი დღემდე ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებიან და გაყრის პროცესი ცოტა გაიწელა, მაგრამ უგულავამ კიდევ მოასწრო ეკას გარდა რამდენიმე ცნობილ სახესთან რომანის გაბმა, რამაც მისი მეორე ქორწინება შეიწირა.

დიზაინერ იკა ბობოხიძესთან სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ რამდენიმე წლის წინ მთელი თბილისი ლაპარაკობდა. ამბობდნენ, რომ იკა თავის დროზე ბაიასთან მეგობრობდა, ეს დავითაიამ არ დაადასტურა, თუმცა ფაქტია, ბევრი საერთო ნაცნობი და მეგობარი ჰყავთ.

უგულავას ცხოვრებაში შემდეგ კიდევ იყო რამდენიმე ქალბატონი, რომელთა შესახებაც მხოლოდ თბილისურ ბომონდში ჭორაობდნენ, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის წინ გავრცელდა ხმა, რომ ბიზნესმენი კიდევ ერთ ცნობილ სახეზე აპირებდა დაქორწინებას, თუმცა გადაიფიქრა.

მაშინ ამბობდნენ, რომ ბაია დავითაიასთან განქორწინების პროცესი იმიტომ წამოიწყო, რომ სხვა ქალი მოეყვანა ცოლად. განქორწინების პროცესი დღემდე გრძელდება და საკმაოდ გაიწელა. მიზეზი კი, როგორც ამბობენ, ქონებრივი დავაა, რომელიც წყვილს შორის მიმდინარეობს.

საერთოდ ცნობილია, რომ მამაკაცები ქალებზე ნადირობენ, უგულავას შემთხვევაში კი პირიქითაა, მასზე უამრავი ქალი ნადირობს, რადგან, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ყოფილ ქალბატონებს ფინანსურად უზრუნველყოფილს ტოვებს.

მასზე სოციალურ ქსელში უკვე ხუმრობებიც ვრცელდება. ერთი კვირის წინ, „ფეისბუქზე“ წერდნენ: „გოგონებო, დღეს „რუმსში“ არ წახვიდეთ, უგულავა ქალაქიდანაა გასული“ . ამბობენ, რომ რამდენიმე ადგილს, სადაც უგულავა ხშირად დადის, ახალგაზრდა გოგონები სპეციალურად სტუმრობენ მის გასაცნობად და მოსახიბლად, თუმცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამას აზრი აღარ აქვს, რადგან ყველას 19 წლის მოდელმა ნინი ნებიერიძემ აჯობა.

Rating

მისი თქმით, ნინის იმედი აქვს, რომ უგულავა ცოლად მოიყვანს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ შეიძლება, ეს ბიზნესმენისთვის მორიგი სასიყვარულო ისტორია იყოს.

ნინი წარსულში მომღერლისა და მოდელის, ნათია ნებიერიძის დაა. თავად ძირითადად პოდიუმზე ჩნდებოდა, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობდა. სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, ნინი ერთადერთია, რომელმაც ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა. ფინალში არ გასულა, მაგრამ თავი ყველას დაამახსოვრა. მოგვიანებით მისი საკმაოდ თამამი ვიდეოც გავრცელდა, სადაც წელს ზევით შიშვლდებოდა, თუმცა ჟურნალისტებთან კომენტარი კვლავ არ გააკეთა.

სავარაუდოდ, მოდელი ინტერვიუებს პირადი ცხოვრების გამო არიდებს თავს. უბრალოდ, არ სურს, რომ კითხვები თემურ უგულავას შესახებ დაუსვან. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როდესაც გადავწყვიტეთ, მისგან ამ თემაზე კომენტარი მოგვეპოვებინა. ნინის ჯერ სოციალური ქსელის საშუალებით შევეხმიანეთ.

კითხვები: თუ აქვს სასიყვარულო ურთიერთობა უგულავასთან და აპირებს თუ არა მასზე დაქორწინებას ბიზნესმენი მეორე ცოლთან დაშორების შემდეგ, წაიკითხა, მაგრამ უპასუხოდ დატოვა.

მეორე დღეს პირად ნომერზეც დავურეკეთ და როდესაც არ გვიპასუხა, იგივე კითხვა მესიჯის სახით მივწერეთ, მაგრამ ნებიერიძე არც ამჯერად გამოგვეხმაურა.

პ.ს. ნინი ნებიერიძის პირველი ფოტო, რომელიც მასალაშია გამოყენებული 
გადაღებულია ფოტოგრაფ დავით ჭალიძის მიერ.

ქეთი მელაძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
dato
Neta visi ra saqmea?motslilebi xart.
18:08 / 11-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მსქროლავი ტროლი
ნამეტანი ნაყვარება ნებიერიძეს ნებივრობა....
17:26 / 11-07-2015
გამოხმაურება / 0 /
Megi
ეს უგულავა ცუდად დაამთავრებს თავის ცხოვრებას, დაიმახსოვრეთ!
22:05 / 10-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნონა
აბა გამოიცანით, რამ მოხიბლა ნინი ნებიერიძე? შესაძლო პასუხებია: 1) უგულავას გარეგნობამ; 2) უგულავას განათლებამ და ერუდიციამ; 3) უგულავას ფულმა. გთხოვთ მოგვწეროთ სწორი პასუხი. გამარჯვებული დასაჩუქრდება.
18:24 / 10-07-2015
გამოხმაურება / 0 /
თI KO
ვაიმე ტუ კი დარცჰა კაცი ამ ქვეკანაზე ,რომელსაც ქალები უკვარს დაანებეთ რა თავი ამრავლოს ქართველები და უზრუნველყოს ამ საცოდავი ქალების ცხოვრებათუკი შეეუძლია მატერიალურად. გმეტმა გაუმარჯოს.
17:59 / 10-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ლამაზი ქალი
ბევრი ფული, ბევრი საყვარელი, მაგრამ თუ კაცი ისე გადაწონა საყვარელმა, რომ ოჯახი დატოვა ესე იგი ამ კაცთან არ ღირდა ცხოვრება. თორე ისე ვენაცვალე ისეთ კაცს, ეს მონადირე ქალები რო დააჯდებიან და ესეც რო წაიბალახებს.
15:22 / 10-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა -ს
რა უნდა და ფულები
23:02 / 09-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
დარწმუნებული ვარ რომ ცორია რა უნდა ნინის ამხელა ასაკის მამაკაცი
18:28 / 09-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ელე
დანარჩენები არ ვიცი მაგრამ ბაია დავითაიას პირადად ვინც იცნობს ყველა საოცრად დადებითად ახასიათებს. აუტიზმით დაავადებული ბავშვებისთვისაც ბევრს აკეთებს და საერთოდაც ძალიან ღირსეული ქალია. ნებიერიძეს ნამდვილად არ გავს და ბაბუისტოლა კაცს არ გაყოლია თავის დროზე ამისგან განსხვავებით. ასე რომ უგულავას ყველა ქალს ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ...
17:21 / 09-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ia
Kvelaze popularuli qaluri propesiebi-modèli,momgerali an vigatsis da.sasatsiloa.
17:04 / 09-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS