04 ივლისი, 2015
''მე რომ მამაკაცი ვყოფილიყავი, სურვილი მექნებოდა, ჩემი მეუღლე ქალიშვილი ყოფილიყო''
მამაკაცის ფუნქციები თითქოს ცოტათი შესუსტდა რატომღაც ქართველებს გაჭირვებაში უფრო გვჩვევია ერთმანეთის გვერდით დგომა, ვიდრე ლხინში. რატომ ხდება ასე, ძნელი სათქმელია, თუმცა თამუნა მუსერიძეს ამ თემაზე შემდეგი მოსაზრება აქვს: ''ზოგადად, შენი კარგი ბევრს არ უხარია, თუ კარგად ხარ, ბევრი ადამიანი არ გყავს გვერდით, რადგან შურთ შენი, თუ ცუდად ხარ, სანუგეშოდ მოდიან. საზოგადოება სამ რამეს არ გაპატიებს: ბედნიერებას, წარმატებასა და სიყვარულს''.

ბევრია ისეთი ტრადიცია, რომელიც ჩემთვის მიუღებელია, მეტიც, ზოგიერთი რაც შეიძლება მალე მინდა გაქრეს. მაგალითად, ქელეხის, პანაშვიდების,
სუფრის უაზრო ღრეობად ქცევის ტრადიცია.

- თამადა, განსხვავებულები რამდენად მისაღებია შენთვის?
- ქართველები ვართ და, გვინდა არ გვინდა, თამადის კულტი შემორჩენილია. რატომღაც ყველა სუფრას სჭირდება ადამიანი, რომელიც იქნება წამყვანი, როგორც კონცერტს სჭირდება წამყვანი, ასევეა – სუფრის შემთხვევაშიც, ამიტომაც თამადას დიდად არ ვერჩი, მაგრამ ეს განსხვავებულები, გადააწოდე-გადმოაწოდე სასმისი და ალავერდის გადასვლები არ მესმის.

- როგორ ფიქრობ, რამდენად აუცილებელია წყვილისთვის ქორწინებამდე თანაცხოვრება?
- ადამიანი თანაცხოვრების პერიოდში შეიცნობა, ამიტომ აუცილებელია. თუ მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ არ გაიღვიძე და არ გაიგე, დილით ახალგაღვიძებულზე როგორ ხასიათზეა, მერე გაგიჭირდება ყველაფერთან ერთიანად შეგუება. მე რომ მქონოდა იმის საშუალება, ჩემს მეუღლესთან მანამდე მეცხოვრა, შეიძლება, არც შეგვექმნა ოჯახი, ან პირიქით, თავიდანვე ვიქნებოდი შეგუებული მის დადებით და უარყოფით თვისებებს და უფრო მყარად გადავდგამდი ამ ნაბიჯს.

- აქ ვის გულისხმობ, აჩი ფურცელაძეს?
- ორივეს. თანაცხოვრების დროს უფრო კარგად იცნობენ ერთმანეთს, აქ მხოლოდ სექსუალურ ცხოვრებას არ ვგულისხმობ. ერთს შეიძლება ღამის 4 საათზე მუსიკის მოსმენა და ცეკვა მოსწონდეს, მეორეს კი – აღიზიანებდეს, ამიტომაც წყვილმა თავი
დანვე კარგად უნდა გაითავისოს ერთმანეთი იმისთვის, რომ სერიოზული ნაბიჯი გადადგან, თუმცა, ჩემი აზრით, ცალკე საცხოვრებლად გადასვლა უკვე სერიოზული ნაბიჯია, ფაქტობრივად, ნახევარი ნაბიჯი რჩება ხელის მოწერამდე.

- ქალიშვილობის ინსტიტუტის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
- მე რომ მამაკაცი ვყოფილიყავი, სურვილი მექნებოდა, ჩემი მეუღლე ქალიშვილი ყოფილიყო, რადგან ამ ტრადიციის მომხრე ვარ. უარყოფითი მხარე ისაა, რომ არსებობს ბევრი გოგო, რომელიც სხვა რაღაცების ხარჯზე ინარჩუნებს ქალიშვილობას, იქნება ეს ანალური სექსი, ორალური სექსი თუ სხვა. თუ ხარ დაკავებული იმით, რომ მიიღო და მიანიჭო სიამოვნება შენს პარტნიორს, ჯობს, დაკარგო ქალიშვილობა, ვიდრე შეინარჩუნო აპკი, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ქალისთვის. ძალიან დიდი უბედურებაა, როცა კუჭში გასვლის პრობლემა გაქვს, იმიტომ რომ ქალიშვილი ხარ.

Rating

- ასეთ გოგონას ბევრს იცნობ?
- ჩემდა სამწუხაროდ, ვიცნობ ბევრ ისეთ ადამიანს, რომელიც ამ ყველაფერზე წამსვლელია იმის გამო, რომ ქალიშვილობა არ დაკარგოს და ამის მოყოლისაც არ ერიდება.

- ტრადიციულად ოჯახის უფროსი კაცია, ეთანხმები ამ მოსაზრებას?
- გაგიკვირდებათ და, ვეთანხმები და მისაღებია კიდეც ჩემთვის ის, რომ მამაკაცი არის ოჯახის უფროსი, იმიტომ, რომ კაცი მაინც კაცია და ოჯახში მთავარი სიტყვა მას უნდა ეთქმოდეს. ამაში იმას არ ვგულისხმობ, რომ ქალი სამზარეულოში უნდა დარბოდეს და ქმარს ფეხებს ბანდეს, თუმცა კაცის ხელი უნდა იგრძნობოდეს.

- კაცს ღალატიც ეპატიება?
- მგონია, რომ ასეთი მიდგომა მაშინ ჰქონდათ, როცა ქმართან დაშორება სირცხვილი იყო და ქალები ყველაფერს იტანდნენ, ოღონდ ოჯახი არ დანგრეოდათ. ჩემ ირგვლივ არ გამიგია, ოღონდ ქმარი მყავდეს და ღალატზე თვალს დავხუჭავო. ამას ძირითადად ის გოგონები ამბობენ, რომლებიც ანგარებით არიან ქმართან, ღალატზე თვალს მარტო იმიტომ ხუჭავენ, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ.

- ანგარებიან სიყვარულსა და მამაკაცების შესუსტებაზე რას იტყვი?
- არიან გამონაკლისებიც, თუმცა კაცების შესუსტება გამოვიწვიეთ ჩვენ – ქალებმა, ამაში კაცები დამნაშავეები არ არიან. ქალებმა მოვინდომეთ დამოუკიდებლობა, გავიქეცით სამსახუ-რებში, ვცდილობთ, საკუთარი თავი წინ წამოვწიოთ და დავამტკიცოთ, რომ მამაკაცის გარეშეც შეგვიძლია ყველაფრის გაკეთება. ამიტომაც მამაკაცის ფუნქციები თითქოს ცოტათი შესუსტდა, აღარ არიან აქტიურები ურთიერთობებში, ცოლქმრობაში. სამწუხაროდ, ბევრ ოჯახში მამაკაცი არის სახლში და უვლის ბავშვს, ცოლი კი სამსახურშია.

- ეს რამდენად მისაღებია შენთვის?
- დროებით, თუ კაცი უმუშევარი დარჩა, რა მოხდა მერე, ასე რომ იყოს და ხელი შეუწყოს მეორე ნახევარს, მაგრამ რამდენი ქალია საზღვარგარეთ ისეთი, რომელიც სისხლისა და ოფლის ფასად შრომობს იქ და საქართველოში ფეხი-ფეხზე გადადებულ ქმარს უგზავნის ფულს, არჩენს.

Rating

- - რძალდედამთილობაზე მინდა გკითხო, ვისი დამსახურებაა მათ შორის კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება?
- იმ შემთხვევაში, თუ რძალი გიჟი არაა, დედამთილის დამსახურებაა, როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდება მათ შორის. როცა ოჯახში შედიხარ, მთავარია, როგორ გხვდებიან, როგორ მიგიღებენ, როცა ხარ გამოუცდელი და არ იცი საოჯახო საქმეები, იმ მამაკაცთან მოქცევა, რომელიც შენმა დედამთილმა გაზარდა და რომელიც შენი საყვარელი კაცია. შესაბამისად, ეს ურთიერთობა უფრო დედამთილზეა დაფუძნებული, ვიდრე რძალზე.

- ბოლოს, არატრადიციული ორიენტაციის მიმართ მაინტერესებს შენი პოზიცია.
- არატრადიციული ორიენტაციის ბევრი მეგობარი მყავს, ცხვირში არ ტენიან საკუთარ ორიენტაციას სხვას, იქცევიან ღირსეულად, როგორც შეეფერებათ ქართველ ადამიანებს, მერე რა მოხდა, თუ ასეთი ცხოვრებით ცხოვრობენ. ჩემი არატრადიციული ორიენტაციის მეგობარი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ვარ, არანაირად არ მინდა, ჩემი შვილი ჩემნაირი ორიენტაციის გაიზარდოსო. არ სურს, რომ მისმა შვილმა გამოიაროს ის შეურაცხყოფა და ტკივილი, რასაც ქართველები არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს ვაყენებთ.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
რეზი
გაუმართლა მის ქმარს, ასეთი ქალი მამაკაცის ოცნებაა
18:17 / 13-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ზუკა
Mე ამგოგოში სისულელე არ დამინახია კარგად აზროვნებს
15:13 / 13-07-2015
გამოხმაურება / 0 /
q.q.
სისულელე რა გამოვიდა დაა თანაცხოვრებაზე რომ ამბობს აუცილებელიაო და ქალისჰვილობა რომ მოწონს..... იმ დეგენარატულ ვარიანტზე კი ვეთანხმები ქალიშვილობის შენარჩუნებაზე რომ ამბობს!!!! მაგრამ ყველას თუ ქალიშვილი უნდაა დაა თან ქორწინებამდე თანაცხოვრება... რაგაც არ გამოდის ხომ? :)))
16:33 / 07-07-2015
გამოხმაურება / 0 /
kaxeli
ნუ ინერვიულებ თამო შენ ჩვენთვის ისედაც ნამდვილი მამაკაცი ხარ
19:01 / 06-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
მშვენივრად აზროვნებს ეს გოგონა. )))))
09:30 / 05-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS