- შენი სამსახიობო გამოცდილება''კლინიკიდან'' გვახსოვს.
- ნამდვილად პირველი იყო სერიალი''კლინიკა'', მაშინაც რეჟისორი გიორგი ლიფონავა გახლდათ, სცენარისტი- ირაკლი საღინაძე. მას მერე იყო წვრილ-წვრილი სამსახიობო გამოცდილება, სერიალი, მცირე როლები კინოში, მაგრამ ცალსახად მინდა ვთქვა, რომ''ჩემი ცოლის დაქალების'' მსგავსი პოპულ
- აპოგეა ძალიან განსხვავდება შენგან, ვინც გიცნობს, აუცილებლად მიხვდებოდა. ამას როგორ მიაღწიე?
- ისეთი ტექსტები აქვს პერსონაჟს, რომ ნუკი ამას ვერასდროს იტყოდა. ამანაც გამოიწვია და თანაც, პერსონაჟს რომ განასახიერებ, ვიღაცები წარმოგიდგენია. მართლა ვამბობ, ძალიან ვეცადე, მთელი ჩემი შინაგანი მე ჩავდე ამ როლში, არ მინდოდა შერცხვენა. განვიცდიდი და სულ ვეკითხებოდი რეჟისორს, ეს როგორ გავაკეთო და ის როგორ გავაკეთო-მეთქი. მიუხედავად შენი ნათქვამისა, არიან ადამიანები, რომლებმაც აპოგეასთან გამაიგივეს. მაგარია, რომ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ვფიქრობ, ეს ჩემთვის უდავოდ ძალიან დიდი გამოცდილებაა.
გამიხარდა შემოთავაზება და დიდი ენთუზიაზმით ჩავერთე, მთელი გრაფიკი გადავაწყვე, რომ ამ სერიალში მიმეღო მონაწილეობა. მე მსახიობი არ ვარ. არა მგონია, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ტყუილად სწავლობენ ოთხი წელი, მაგრამ იმედი მაქვს, ჩემმა მცდელობამ უშედეგოდ არ ჩაიარა და ხალხს მოეწონა. ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემით ამ სერიალს არაფერი დააკლდებოდა, ცუდადაც რომ მეთამაშა, მას მაინც ვერ გავაფუჭებდი.
- აპოგეას გამოჩენამ დიდი გამოხმაურება იმიტომაც გამოიწვია, რომ ზოგმა რამდენიმე მომღერალთან გააიგივა. შენ ვინ წარმოიდგინე პროტოტიპად?
- ასეთი ადამიანები არსებობენ, ეს პერსონაჟი ციდან ვერ მოვიდოდა. ქეთი დევდარიანი არასდროს ქმნის ისეთ პერსონაჟს, რომელიც ჩვენ გვერდით არ ცხოვრობს. მე რომ ვინმემ მკითხოს, როგორია პრემიერ-მინისტრის ძმის საყვარელი მომღერალი, სწორედ აპოგეას წარმოვიდგენდი. ალბათ, ამ პერსონაჟში გარკვეული ქვეტექსტი არსებობდა და ვიღაცას წარმოიდგენდნენ, ტყუილად ხომ არ შექმნიდნენ, ან გარკვეული სოციუმის სახეა. მე თამაშისას ერთი-ორი ადამიანი წარმომედგინა. ეს ჩემი აზრია და სცენარისტებმა შესაძლოა, სხვა რამ ჩადეს. არ მინდა, დავასახელო მათი ვინაობა, ვინც წარმომედგინა როლზე მუშაობისას.
- შენი სიმღერა უკვე ჰიტია.
- ძალიან ვიხალისე სიმღერის ჩაწერისას. ჩემი დის მეგობრებს ზარად დაუყენებიათ.''ჩემი სხეული გადარეული, გელოდება შენ, შენ, შენ, შენ…''... სიმღერა, როგორც ვიცი, მიშა მშვილდაძემ დაწერა. ძალიან სასაცილო იყო, როცა სტუდიაში შევედი მის ჩასაწერად. დაწყების წინ ვიკითხე, ცუდად ვიმღერო-მეთქი? და მიპასუხეს, როგორც მღერი, ისე და საკმარისი იქნებაო (იცინის). რამდენიმე მომღერალი შემხვდა დღეს და მითხრეს, რა კარგად მღერი ცუდადო (იღიმის). მთელი ჩემი სული და გული ჩავდე ამ სიმღერაში. რაც არის, ეგ არის მთელი ჩემი სასიმღერო ნიჭი. ქრისტინე იმედაძემ მითხრა, ასე ცუდადაც არ მღერიო. არადა, მაქსიმუმი გავაკეთე.
- შოუბიზნესის წევრებმა დაცინვად არ აღიქვეს?
- არ ვიცი, რამდენად აღიქვეს დაცინვად, ქრისტინემ მითხრა, ძალიან ბევრი ვიცინეო. ვანო ჯავახიშვილი მომიყვა, როგორ იხარხარა ოჯახთან ერთად. ის ფაქტი, რომ მათ მიყურეს და შემაფასეს, ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხის აზრთან ერთად. ბუმი ატყდა ამ სიმღერაზე და არ იცი, რა სასიამოვნო შეგრძნებაა. თანაც, ვხვდები, რომ ჩემი დამსახურება არ არის, მე რომ სიმღერა სერიალის გარეთ ჩამეწერა, კაციშვილი არ მოუსმენდა. პატარა ბავშვივით მიხარია ყოველი ახალი რამ.
- ამიტომაც ხდება შენთან სულ სიახლეები.
- გეგონება, პირველად ვაკეთებ რაღაცას, ყველაფერს ძალიან სერიოზულად ვუყურებ. გულში ყველანაირი კატა მპორჭყნის, როცა რაიმე ახალს ვაკეთებ, ისე მაინტერესებს, მოეწონება თუ არა ხალხს.
- განსხვავება ბევრია და შენ და აპოგეას რა გაქვთ საერთო?
- საერთოა ის, რომ ვერც ერთი ვერ ვმღერით.
- და წითელი ფეხსაცმელი.
- რა ვქნა, მიყვარს ეს ფეხსაცმელი. ნუკის არასდროს უხდებოდა და აპოგეას დააკვდა. საერთო სხვა არაფერია. არ მყავს საყვარელი, მით უმეტეს, გავლენიანი. გავლენიანი საყვარელი რომ მყავდეს, ალბათ, შევირგებდი, მაგრამ არასდროს მყოლია გავლენიანი შეყვარებული, რომელიც, ასე ვთქვათ,''მკრიშავდა''. კევს ისე არ ვაღლაჭუნებ, როგორც ჩემი გმირი, არ ვარ უზრდელი, ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ დედამ და მამამ ასეთად არ გამზარდეს. თუმცა აპოგეა ბოროტი არ არის, უბრალოდ, სულელია. ვცდილობ, რომ ბოლომდე სულელი არ ვიყო (იღიმის). მოკლედ, არანაირი საერთო არ მაქვს.
- შენი გმირი დიდხანს იქნება სერიალში?
- ნებისმიერ მსახიობს აქვს სურვილი, რომ მისი პერსონაჟი განვითარდეს, მით უმეტეს, როცა ასეთი ბუმი მოჰყვება. სცენარი ფეხდაფეხ იწერება და ეს დამოკიდებულია სცენარისტებზე. მე უკვე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ სერიალში გამონათების პატარა შანსი მომეცა.
- სულ სიახლეებს ეძებ და რაიმე საინტერესო ნაბიჯს ხომ არ გვიმზადებ?
- სამწუხაროდ, განსაკუთრებულად საინტერესოს ჯერჯერობით არაფერს. თავისით მოდის სიახლეები, სულ ტონუსში ვარ, ვცდილობ, დასასვენებლადაც არ წავიდე, რომ რაღაც შემოთავაზება არ გამომეპაროს. ახლახან ვიყავი ერევანში, კონცერტი რუსულ-ინგლისურად წავიყვანე. უკვე მეორედ გახლდით ერევანში. ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს იქ სიარული. თბილად შემხვდნენ. სხვათა შორის, საინტერესო რამ მოხდა. ვიცი, რომ პურიტანული საზოგადოებაა და ძალიან გრძელი კაბა ჩავიცვი, მაგრამ როგორც კი პროჟექტორმა მომანათა, აბსოლუტურად გამჭვირვალე აღმოჩნდა. ასეთი გამჭვირვალე კაბა ჩემი კარიერის განმავლობაში არასდროს მცმია. მთელი ჩემი გათვლა, რომ ვიქნებოდი ქართლის დედა, ფუჭი გამოდგა. საბედნიეროდ, ამას ცუდი გამოხმაურება არ მოჰყოლია (იღიმის).
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''