01 ივლისი, 2015
ეკა კვალიაშვილის ექსმეუღლის გულახდილი ინტერვიუ - ''არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, ეკა იტყუებაო''
ბესიკი დედის გვარზე მხოლოდ იმიტომაა, რომ სვანიძეების გვარი ნინოთი მთავრდებოდა სუხიშვილების მოცეკვავე ბესო ბაკურაძე ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როდესაც ის ეკა კვალიაშვილის მეუღლე გახდა. მათ ერთად კლიპიც გადაიღეს - ''სოფელო''. სიყვარულის ქალაქ სიღნაღში გადაღებულ კლიპში თავად ბესოც მონაწილეობდა. ორივე ამბობდა, რომ დიდი სიყვარული ეწვიათ, თუმცა მათი ურთიერთობა მალე დასრულდა.

- ჩემს თავს ქორეოგრაფს ვერ ვუწოდებ. ბავშვებთან მუშაობა ასე ადვილი არაა. მე ვარ კარგი რეპეტიტორი. ზუსტად ვიცი, ქართული ცეკვის დედაენა როგორ უნდა ასწავლო. ცეკვა
ანსამბლ ''რუსთავში'' 15 წლისამ დავიწყე, სადაც1981 წლამდე ვიმუშავე და მერე მივედი სუხიშვილებში. ჩემი პირველი ცეკვის მასწავლებელი რობერტ დარახველიძე გახლდათ, შემდეგ - ფრიდონ სულაბერიძე, რეზო ჭოხონელიძე, ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი. ასეთი კორიფეები რომ იყვნენ ჩემი მასწავლებლები, ესეც ხვედრია, რისთვისაც ღმერთის მადლობელი ვარ.

- დღემდე ვარჯიშობთ?
- რასაკვირველია. რამდენი წლის ვარ, არ ვიტყვი, თუმცა ასაკთან შედარებით თავს კარგად ვგრძნობ.

- სუხიშვილების ანსამბლი ბევრს მოგზაურობდა. მოცეკვავეებს ძალიან ბევრი თაყვანისმცემლი გყავდათ.
- ამის აღიარება არანაირი პრობლემა არაა. მყავდა თაყვანისმცემლები, ყველას ვენაცვალე, მადლობას ვუხდი ყველა იმ წუთისთვის, რაც მათთან გავატარე.

- ასეთ სიტუაციაში მოახერხეთ პირადი ცხოვრების აწყობა?
- მყავს სამი შვილი, უფროსი გოგონაა - ანა ბაკურაძე, მერე დაიბადა ლუკა ბაკურაძე, მესამე კი ბესიკ სვანიძეა, ის ნინო სვანიძისგან მყავს, რომელთან ერთადაც სუხიშვილების ანსამბლში ვცეკვავდი. ნინო ბესიკ სვანიძის შვილია, რომელმაც ანსამბლი ''გორდა'' შექმნა. ბესიკი დედის გვარზე მხოლოდ იმიტომაა, რომ სვანიძეების გვარი ნინოთი მთავრდებოდა. სხვა შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ იყო, რომ ბავშვისთვის გვარი მიმეცა.
სამივე შვილთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ეკა კვალიაშვილი თუ გაინტერესებთ, მასთან შვილი არ მყოლია. ყოფილ მეუღლეებთან სოციალური ქსელითაც ვკონტაქტობ
და ტელეფონითაც ვურთიერთობთ. ადვილი საურთიერთო ვარ. არავისგან არასდროს არაფერი მქონია დამალული. ყველას დიდ პატივს ვცემ და მინდა, უპირველეს ყოვლისა ჯანმრთელები იყვნენ.

- სულ რამდენი ცოლი გყავდათ?
- პირველი მეუღლისგან მყავს ორი შვილი, მეორესთან - ერთი და დანარჩენებთან შვილები არ მყოლია, ყველას თავისი შვილები ჰყავდა.

- დღეს რა ხდება თქვენს ცხოვრებაში?
- მყავს მეგობარი ქალი, რომელთანაც ნორმალური ურთიერთობა მაქვს. ძალიან წესიერი და კარგი გოგოა. კარგი ექიმია. ოფიციალურ ურთიერთობაზე არც გვიფიქრია და მომავალში რა იქნება, არ ვიცი.

- მაინც ვერ მივხვდი, რამდენი ცოლი გყავდათ.
- ორი, ვისთანაც შვილები მყავს.

- მათ გარდა ხომ სხვებიც ჩამოთვალეთ, და ეკაც ხომ იყო თქვენი მეუღლე?
- არც ეკა ყოფილა ოფიციალური მეუღლე. ჩვენ არც ჯვარი დაგვიწერია და არც ხელი მოგვიწერია. ქართველი ქალები სხვანაირად აზროვნებენ, ბოლო დროს ცოტა მოვიდნენ აზრზე. არაა აუცილებელი, ხელი მოაწერო და ჯვარი დაიწერო, ვისთანაც ხარ. მესმის, რომ ქრისტიანულად ოფიციალური მხარე უნდა მისცე ურთიერთობას, მაგრამ მე და ეკას არ გვქონდა იმდენი დრო, ამაზე გვეფიქრა. სულ ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ერთმანეთს 14 წლის წინ დავშორდით.

Rating

- ეკასთან ახლაც გაქვთ ურთიერთობა?
- ავად რომ იყო და ფილარმონიაში საქველმოქმედო საღამო ჩატარდა, ჩემი ძმა - ბაკური იყო რეჟისორი. მეც მივედი და გვერდში დავუდექი ეკას.

- არასდროს გინანიათ, რომ თქვენი შვილების გაზრდაში მონაწილეობა არ მიგიღიათ?
- მთელი ჩემი ცხოვრება ჩემოდანზე ვიჯექი. საფრანგეთში რომ წავედი 1983 წელს, მეუღლე ექვსი თვის ფეხმძიმე დავტოვე, რომ დავბრუნდი, ბავშვი სამი თვის დამხვდა, მერე კიდევ წავედი, ჩამოვედი და სკოლაში იყო. წადიმოდიში რომაა მამაკაცი, ამას ქართველი ქალები ძალიან რთულად იგებენ და პრობლემები ჩნდება.

- ეჭვიანი მეუღლეები გყავდათ?
- მათ რომ ჰკითხო, არც ერთი არ იყო ეჭვიანი, მაგრამ ცნობიერებაში ხომ მაინც არსებობს ეს მომენტი, თუ ზედმეტად დაგიკრა ვინმემ ტაში.

- ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ ეკა სინამდვილეში ავად არაა. თქვენ ამაზე რა აზრის ხართ?
- ჩემთან ურთიერთობის პერიოდში ეკა არაფერს არ იტყუებოდა და გარდა ამისა, ხომ არიან ადამიანები, რომელთაც შეატყობ, რომ შეუძლიათ, რაღაც მოიტყუონ. როგორ შეიძლება, ადამიანების ემოციაზე ითამაშო, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. მე არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, ეკა იტყუებაო. ახლაც ოპერაცია გაუკეთებია, როგორ შეიძლება, ავადმყოფობა რაიმეს გამო მოიგონო? თუცა არიან ისეთებიც, რომლებიც ასეთი რაღაცებით ვაჭრობენ.

- გივი სიხარულიძეს ჰგავხართ ძალიან. საუბრის მანერაც კი ერთნაირი გაქვთ..
- ჩემთვის ეს არავის უთქვამს. გივი დედაჩემის კლასელი იყო. ზოგადად, მოცეკვავეებს სიარულისა და მოყოლის განსხვავებული მანერა აქვთ. ხელოვანი ხალხი სხვანაირად გამოვხატავთ ჩვენს დადებით თუ უარყოფით ემოციებს. როცა სუხიშვილების ანსამბლში მივედი, გივი მაშინ წავიდა. ნავარჯიშები რომ ხარ, ''ასანკა'' და სიარული სხვანაირი გაქვს. მე არც ვიცი, ჩემთან ერთად რომელმა ქალმა უნდა იაროს. ჩქარა დავდივარ. უკან რომ მოვიხედავ, დაღლილები მომყვებიან ხოლმე.

Rating

ყველა თაობას თავისი ტაშის დამკვრელი ჰყავდა. გივი ჰყვებოდა ამას წინათ შოუში ქალებზე და გამახსენდა, ჩვენს თაობასაც უამრავი რამ აქვს გასახსენებელი. ერთხელ სოჭში სანაპიროზე ჩვენ გვერდით გოგონები წიგნს კითხულობდნენ და ბიჭები რაღაცებს ქართულად ვმაიმუნობდით. ბოლოს ზღვაში შევიდნენ და გვითხრეს, ჩვენს ნივთებს მიაქციეთ ყურადღებაო. რომ წავიდნენ, დავინტერესდი, რა წიგნით ერთობოდნენ და აღმოჩნდა, რომ ''დიდ მოურავს'' ქართულად კითხულობდნენ. თურმე ქართველები ყოფილან. პრინციპში, ცუდი არც არაფერი გვითქვამს. მერე ის გოგონები კონცერტზე დავპატიჟეთ და ბოდიში მოვუხადეთ.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ნანა
ერთ წუთში აღმოაჩენ ადამიანს კაცში, გაიხარე კარგი კაცი ხარ
18:47 / 11-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
გივის ბიჭია :)))) კოპიო..
12:12 / 05-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
კარგი ადამიანი სჩანს! არცერთ სტიქონში არ იკითხება მისი უპატვცემულო და აგდებული საუბარი ყოფილი ცოლების,ან სხვა მისი მეგობარი ქალების მიმართ! ეს ნამდვილად დასაფასებელია.ვინც იყვნენ მის გვერდით,იმ ქალებს არ შეიძლებოდა, არ სცოდნოდათ მისი ეს ,,ცელქობა" სუსტი სქესის მიმართ,მაგრამ ალბათ, უღირდათ მასთან ყოფნა და იყვენენ კიდეც. არცერთ მათგანს არ ვამტყუნებ,რადგან როგორც გარეგნობით,ისე საუბრით, ერთობ მომხიბვლელი და მიმზიდველი მამაკაცია,თან იმავდროულად შეგნებული,ჭკვიანი,ნამდვილი კაცი!
19:48 / 02-07-2015
გამოხმაურება / 0 /
თინათინი
ბესო, არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ, უფრო მეტად შემიყვარდი
12:12 / 02-07-2015
გამოხმაურება / 0 /
nana
ღმერთმა გაუმარჯოს და დალოცოს!კაცური კაცის საუბარია,თან ეკასაც გვერდში დადგომია ავადმყოფობის დროს.
19:54 / 01-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS