29 ივნისი, 2015
ალანა გაგლოევას პირადი ბედნიერება : ''მეუღლეს მშობიარობაზე ერთი წუთითაც არ დავუტოვებივარ...''
სიგრილე იყოს და ბავშვებმა თავისუფლად ისუნთქონ, თორემ თბილისში ძალიან ცხელა სულ რაღაც სამი თვის წინ ალანა გაგლოევა დედა გახდა, მისმა გათხოვებამ და ორსულობამ საკმაოდ ''ჩუმად'' ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ ალანას პერსონის მიმართ ინტერესი ყოველთვის არსებობდა.

ექსკლუზიურად ''რეიტინგის'' მკითხველს თავად ალანა უამბობს, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება დაოჯახებისა და შვილის შეძენის შემდეგ.

- ალანა, საუბარი შვილით დავიწყოთ. როდის დაიბადა?
- დაიბადა 26 მარტს, 4 კილო და 100გრ., 51 სმ. ბუნებრივად ვიმშობიარე, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამიჭირდა. სხვათა
შორის, ჩემი მეუღლე მშობიარობას დაესწრო. თავიდან ჩემს მხარდასაჭერად იყო შემოსული, მაგრამ საბოლოოდ მთელ პროცესს დაესწრო და ერთი წუთით არ დავუტოვებივარ.

- როგორი იყო მისი ემოცია ბავშვის პირველად დანახვისას?
- ვერ აგიხსნი, ყველანაირი ემოცია ეწერა სახეზე. სიხარული, ბედნიერება, გაოცება – ყველაფერს ერთად განიცდიდა, ხელში პირველად მას დააჭერინეს და ისეთი გახარებული იყო, მგონი, არც უნდოდა, რომ ჩემთვის გადმოეცა (იღიმის).

- ბავშვს სახელი ვინ შეურჩია?
- ჩემს შვილს ბიძის, ჩემი მაზლის სახელი ჰქვია – გუგა. ბავშვობაში ძმებმა, ჩემმა ქმარმა და მაზლმა, ერთმანეთს პირობა მისცეს, თუ ბიჭები ეყოლებოდათ, ერთმანეთის სახელებს დაარქმევდნენ, ბავშვობის დანაპირები ორივემ შეასრულა.

- შვილს მარტო ზრდი, თუ გყავს ძიძა ან დამხმარე?
- არ მყავს ძიძა, მარტო ვზრდი, მაგრამ მოდის ბებიაჩემი, დედაჩემი სამსახურის მერე და შაბათ-კვირასაც მეხმარება. მთელ დღეს მე და ბავშვი ერთად ვატარებთ.

- როგორი გასაზრდელია გუგა?
- ზოგადად მშვიდი, კეთილი და მოღიმარი ბიჭია, ზედმეტად არ ჭირვეულობს, თუ რამე არ აწუხებს. მგონია, რომ ჭკვიანი ბავშვია (იღიმის).

- როგორი ორსულობა გქონდა?
- შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი, საერთოდ არაფერი მიგრძნია, არ შევუწუხებივარ ტოქსიკოზს, არანაირი გართულება არ მქონია რაიმე სუნზე და ა.შ. ხასიათიც არ შემცვლია.

- ჩვენს ქალაქში ჭორაობა უყვართ, მაგრამ შენმა ორსულობამ ჩუმად ჩაიარა.
- ვერ ვიტყვი, რომ ვმალავდი და არ მინდოდა ვინმეს გაეგო, ბუნებრივად ასე მოხდა. მუცელი მეექვსე თვის ბოლოს დამეტყო, ხუთ თვემდე საერთოდ არ მეტყობოდა, კარგ ნაჭამს ვგავდი. თან, მე და ნიკას ძალიან გვიყვარს მოგზაურობა, ვინაიდან ჯანმრთელობა ხელს მიწყობ-და, აქეთ-იქით დავდიოდით, ალბათ, უფრო ამის გამო არ გასაჯაროვდა ეს ამბავი.

Rating

- ორსულობის შემდეგ ქალებს ფორმაში ჩადგომის პრობლემა გვაქვს ხოლმე...
- მომატებული წონის ნახევარი კი დავიკელი, მაგრამ დანარჩენი დასაკლები მაქვს. ცოტა ხანში აქტიურად დავიწყებ ვარჯიშს და ვეცდები, ძველ ფორმას დავუბრუნდე.

- შენი მეუღლის შესახებ მოგვიყევი.
- ჩემი მეუღლე გახლავთ ნიკა გუგეშაშვილი. პროფესიით იურისტია, მაგრამ მისი საქმიანობის სფერო საკუთარი ბიზნესია. ერთმანეთს 5 წელია ვიცნობთ, ჩემმა ბავშვობის მეგობარმა გამაცნო და 4 წელია, ერთად ვართ და ერთად ვცხოვრობთ.

- როგორია ალანა ცოლისა და დედის ამპლუაში?
- შეიძლება ითქვას, რომ საჭმლის მომზადება კარგად მეხერხება, ერთადერთი, რაც არ მიყვარს, უთოობაა. საოჯახო საქმეებიდან ყველაფერს ვაკეთებ, ისე, როგორც სხვა დიასახლისები. რაც შეეხება იმას, როგორი დედა ვარ, მიჭირს პასუხის გაცემა, როგორც ნიკა ამბობს, კარგი დედა ვარ.

- ოჯახმა რა შეცვალა ალანაში?
- ბევრი რამ, მაგრამ ჩამოთვლა გამიჭირდება. ალბათ ის, რომ უფრო მზრუნველი გავხდი, სიტყვა ოჯახის აზრი და არსი უფრო სხვანაირი და ახლობელი გახდა ჩემთვის, ბავშვის დაბადების შემდეგ უფრო სრულყოფილი გახდა ჩემი და ნიკას ურთიერთობა და ოჯახი, ბევრად უფრო ბედნიერი ვარ ახლა და უფრო ხშირად ვიღიმი, განსაკუთრებით მაშინ, როცა გუგას ვეფერები.

- მამა რამდენადაა ჩართული შვილის აღზრდაში?
- რამდენადაც შესაძლებელია, ჩართულია, ძალიან მოსწონს ბავშვთან ურთერთობა, ერთად-ერთი არ აჭმევს, თორემ სხვა მხრივ ყველაფერში მეხმარება.

- პატარას დაბადებამ თუ გაგრძნობინა, რომ ახლა უწინდებურად თავისუფალი აღარ ხარ?
_ არანაირად ბავშვზე გადავერთე. შვილის შეძენის შემდეგ გართობის წესიც შემეცვალა. ჩემს რამდენიმე მეგობარს შეეძინა შვილი, თითქმის ყველანი ტოლები ვართ, ამიტომ ახლა ჩვენს პატარებთან ერთად ერთმანეთს ვსტუმრობთ. პალატაში რომ შემომიყვანეს, მაშინვე გავაცნობიერე, რომ დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ასეთი თემები მეორეხარისხოვანია ამ პატარა არსებასთან შედარებით. სამშობიაროში ყოფნისას უკვე სხვა რაღაცებზე დავიწყე ფიქრი, ყველათობა არ მოგვკლებია, უბრალოდ, წესი შეგვეცვალა (იღიმის).

- საქმიანობის თვალსაზრი-სით რაიმე გეგმები თუ გაქვს?
- შესაძლოა, სექტემბრიდან ვიფიქრო რაიმეს დაწყებაზე, მაგრამ ჯერჯერობით ბავშვიც მეცო-დება და საკუთარი თავიც. მანამდე ვფიქრობდი, რომ ბავშვის გაჩენიდან სამი თვე სრულიად საკმარისი იყო და ამ პერიოდის შემდეგ დედა სამ-სახურში უნდა გასულიყო, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ სამი თვე ცოტაა და ბავშვის დატოვება ძალიან გამი ჭირდება, როგორც ჩანს, დედობრივი ინსტინქტი და ემოციები მძაფრად მაქვს ''ჩართული''. ბავშვი ცოტა რომ წამოიზრდება, მოძლიერდება, მერე უფრო თამამად ვიფიქრებ ამ თემაზე. ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია, სად გავაგრძელებ საქმიანობას. რამდენიმე პროფესია მაქვს, ჟურნალისტის გარდა ვარ სოციოლოგი, პიარის სპეციალისტი და პედაგოგი, ოღონდ პედაგოგობას რამდენად მივყოფ ხელს, არ ვიცი, დანარჩენი სფეროებიდან რომელიმეში დავსაქმდები. თან, დოქტორანტურაშიც ვსწავლობ, ოღონდ წელს აკადემიური მაქვს აღებული, რომ დავამთავრებ, შეიძლება, ლექციებიც წავიკითხო. ვნახოთ, რო-გორ განვითარდება მოვლენები.

- შენ და შენს მეუღლეს ერთმანეთთან ურთიერთობისთვის გაქვთ დრო?
- ისე არ გამოგვდის, როგორც ადრე, მაგრამ ნიკა ცდილობს, სადაც მე ვერ მივდივარ, იქაურობა ჩემთან ''მოიტანოს''. ყველაფერს აკეთებს, რომ სახლშიც შემიქმნას კომფორტი, გააკეთოს ისეთი რამ, რითაც მასიამოვნებს.

- უკვე ცხელი სეზონია, თუ გაქვს დაგეგმილი, როგორ გაატარებ ზაფხულს?
- მე და ჩემი დაქალი დედები ვფიქრობთ სადმე ერთად წასვლაზე, უფრო მთაზე შევაჩერებთ არჩევანს, რომ სიგრილე იყოს და ბავშვებმა თავისუფლად ისუნთქონ, თორემ თბილისში ძალიან ცხელა.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ნინი
ეეეეეჰ, სათქმელი არ მაქვს, ალბათ ყველაფერს მიხვდით...
14:05 / 08-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ალანა,დიდ ბედნიერებას გისურვებთ!!! საოცრად დადებითი აურა მოდის თქვენგან...დადებითი და ლამაზი.....
15:17 / 04-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ანუკა
ალანა, გილოცავ, ბედნიერი დედა და მეუღლე ყოფილიკავი. ძალიან ლამაზი ხარ.
01:40 / 03-07-2015
გამოხმაურება / 0 /
უცხო
ალანა რა ლამაზი ხარ, ეს გოჭიც რა მაგარი ვინმე გყავს, ბედნიერებას გისურვებ.
01:38 / 30-06-2015
გამოხმაურება / 0 /
დიტო
მაგარი ქალია....
00:58 / 30-06-2015
გამოხმაურება / 0 /
megobari
Dzalian dadebiti adamiania,am gogom imdeni gadaitana daimsaxura bednieri iko tavis lamaz ojaxtan ertad,rasats usurveb.
21:02 / 29-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS