20 ივნისი, 2015
ქართული ტელევიზიების ყველაზე ლამაზი ჟურნალისტების ათეული
წარმოგიდგენთ ტელევიზიების ყველაზე ლამაზ ჟურნალისტებს საბედნიეროდ, ქართულ ტელევიზიებს ლამაზი ტელეწამყვანები არ აკლია და ხშირად ისიც გაგვიგია, რომ რომელიმე კონკრეტულ გადაცემას წამყვანის გამო უყურებენ. ეს ალბათ უფრო მამაკაცების შემთხვევაში ხდება, რომლებსაც განსაკუთრებულად მოსწონთ, როდესაც ეკრანიდან ლამაზი ქალბატონი უყვება ამბავს. წარმოგიდგენთ ტელევიზიების ყველაზე ლამაზ ჟურნალისტებს.

ეკატერინე ტოგონიძე პირველად ''საზოგადოებრივ მაუწყებელზე'' გამოჩნდა. გამორჩეული გარეგნობის გამო მაყურებლის ყურადღება მალე მიიქცია, თუმცა პოლიტიკოს რატი სამყურაშვილზე გათხოვების შემდეგ ნელნელა ტელევიზიას ჩამოშორდა და ახლა სხვას ასწავლის, რასაც წლები თავად აკეთებდა. პაუზის პერიოდში
მისი, როგორ მწერლის დებიუტიც შედგა და საკმაოდ წარმატებულადაც.

ნინო თოლორდავას კარიერაც ''საზოგადოებრივი მაუწყებლიდან'' დაიწყო, თუმცა ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ ''მაესტროს'' გუნდს შეუერთდა. ჰქონდა თოქშოუს წაყვანის მცდელობაც, თუმცა ბოლოს ისევ საინფორმაციოს დაუბრუნდა.

Rating

მაკა ცინცაძე ტელეეთერით მაყურებელმა ''საზოგადოებრივი მაუწყებლიდან'' გაიცნო, თუმცა მანამდე უკვე ჰქონდა ჟურნალისტობის გამოცდილება რადიოეთერში. მალე ყველა ტელევიზიისთვის სასურველი წამყვანი გახდა, თუმცა წლების განმავლობაში, არხის გაჭირვების დროსაც კი, ''მაესტროს'' უერთგულა, ახლა კი ''ჯიდიეს''-ზე გადაცემა ''2030'' მიჰყავს.

Rating

ნინო კურატაშვილი ჯერ კიდევ წლების წინ ''საზოგადოებრივი მაუწყებლის'' ერთერთი სახე იყო, შემდეგ პირადი პრობლემების გამო ეკრანიდან დიდი ხნით გაუჩინარდა და რამდენიმე წლის წინ ისევ მშობლიურ არხს დაუბრუნდა, თუმცა საინფორმაციოს შედარებით მსუბუქი გადაცემა ამჯობინა და ახლა ''სამოთხის ვაშლების'' ერთერთი წამყვანია.

Rating

ნინო შუბლაძე ერთერთი ვეტერანი ჟურნალისტია. მის გარეგნობაზე მეტად ყველაზე ხშირად პროფესიონალიზმზე აკეთებდნენ აქცენტს. სამწუხაროდ, ამჯერად სატელევიზიო პაუზა აქვს და ეს გადაწყვეტილება ''რუსთავი 2''ში დამონტაჟებული ფარული კამერების აღმოჩენის შემდეგ მიიღო.

Rating

დილის გადაცემის ჟურნალისტობით დაიწყო თაკო ჩორგოლაშვილმაც ''იმედზე''. შემდეგ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა, როდესაც ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობდა და მეორე ადგილზე გავიდა. პოპულარობამ თაკოს ოჯახი შეიწირა, მაგრამ კარიერის მხრივ წარმატებული გახდა. დღეს დილის გადაცემა მიჰყავს და უკვე გამოცდილ ტელეწამყვანად მიიჩნევა.

Rating

ლამაზი წამყვანებით არის გამორჩეული ''საზოგადოებრივი მაუწყებელი'' და ამის ერთერთი მაგალითია მარიამ ვაშაძე, რომლის კარიერაც პირდაპირ საინფორმაციოს წამყვანობით დაიწყო, დღემდე არაჩვეულებრივად ართმევს თავს და ერთერთი გამორჩეული სახეა.

Rating

თამთა ასათიანის კარიერა მუსიკით დაიწყო. მაშინ ქართულ შოუბიზნესში პოპულარულ მომღერალ გიგა კვენეტაძესთან ჩაწერილი დუეტით ლამაზთვალება გოგონამ ყურადღება ადვილად მიიქცია. წლების შემდეგ, უკვე გაზრდილი ''პალიტრა TV''ს ეთერში განსხვავებულ ამპლუაში წარდგა მაყურებლის წინაშე და დღეს არხის ერთერთი წამყვანი ჟურნალისტია.

Rating

დილის გადაცემაში სიუჟეტების კეთებით დაიწყო ეკა სამხარაძის კარიერა ''რუსთავი 2''ზე, თუმცა გამორჩეული გარეგნობის გოგონა, როგორც ჩანს, მალე შეამჩნიეს და ''დილა მშვიდობისა საქართველოს'' წამყვანად გადაიყვანეს. წლების განმავლობაში რამდენჯერმე ვარცხნილობაც შეიცვალა, დაიხვეწა როგორც ჟურნალისტი და დღეს დილის გადაცემების ერთ ერთი გამორჩეული წამყვანია.

Rating

გვანცა დარასელია, კოლეგებისგან განსხვავებით, მაყურებელმა გაიცნო, როგორც ''მის საქართველოს'' მონაწილე. მალევე შედგა მისი დებიუტი ''რუსთავი 2''ზე დილის გადაცემაში, რაც პროფესიით ჟურნალისტს არ გასჭირვებია. როგორც ჩანს, არხის ხელმძღვანელობამ მისი მონდომება დააფასა და ''შუადღის'' ერთერთ წამყვანად გადაიყვანა.

Rating

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 47 /
ვაიმე?
ქვეყანაში დიანა ჯოჯუა გყავდეთ და თქვენ კიდევ ამათზე წერდეთ, გაუგებარია?
13:07 / 09-04-2019
გამოხმაურება / 0 /
ჭ მ
ნინო ჭანტურაია დაგავიწყდათ
07:43 / 26-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო
თაკო კორინთელი ულამაზესია.დახვეწილი და ჭკვიანი
20:38 / 06-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ნიკა დოქ
თაკო კორინთელი
05:11 / 01-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ანა
ერთდ აღებული ყველას გადასწონის ქეთი მითაიშვილი, რომელიც ახლაც კი არაჩვეულებრივ ფორმაშია. თუმცა გამოცდილი და დახვეწილი წამყვანები ახლანდელ ტელევიზიებს აღარ სჭირდებათ, მატრაკვეცა და უნიჭო სახეები უფრო ,,ფასობს,,. დარასელიას ერთი გამონათქვამი: -აუცილებელი არაა ყველას ყავდეს მანაქანაო- საკმარისია, რომ არ მუშაობდეს ტელევიზიაში, ასეთი უზრდელური გამონათქვამის გამო.
21:09 / 11-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS