ეკატერინე ტოგონიძე პირველად ''საზოგადოებრივ მაუწყებელზე'' გამოჩნდა. გამორჩეული გარეგნობის გამო მაყურებლის ყურადღება მალე მიიქცია, თუმცა პოლიტიკოს რატი სამყურაშვილზე გათხოვების შემდეგ ნელნელა ტელევიზიას ჩამოშორდა და ახლა სხვას ასწავლის, რასაც წლები თავად აკეთებდა. პაუზის პერიოდში
ნინო თოლორდავას კარიერაც ''საზოგადოებრივი მაუწყებლიდან'' დაიწყო, თუმცა ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ ''მაესტროს'' გუნდს შეუერთდა. ჰქონდა თოქშოუს წაყვანის მცდელობაც, თუმცა ბოლოს ისევ საინფორმაციოს დაუბრუნდა.
მაკა ცინცაძე ტელეეთერით მაყურებელმა ''საზოგადოებრივი მაუწყებლიდან'' გაიცნო, თუმცა მანამდე უკვე ჰქონდა ჟურნალისტობის გამოცდილება რადიოეთერში. მალე ყველა ტელევიზიისთვის სასურველი წამყვანი გახდა, თუმცა წლების განმავლობაში, არხის გაჭირვების დროსაც კი, ''მაესტროს'' უერთგულა, ახლა კი ''ჯიდიეს''-ზე გადაცემა ''2030'' მიჰყავს.
ნინო კურატაშვილი ჯერ კიდევ წლების წინ ''საზოგადოებრივი მაუწყებლის'' ერთერთი სახე იყო, შემდეგ პირადი პრობლემების გამო ეკრანიდან დიდი ხნით გაუჩინარდა და რამდენიმე წლის წინ ისევ მშობლიურ არხს დაუბრუნდა, თუმცა საინფორმაციოს შედარებით მსუბუქი გადაცემა ამჯობინა და ახლა ''სამოთხის ვაშლების'' ერთერთი წამყვანია.
ნინო შუბლაძე ერთერთი ვეტერანი ჟურნალისტია. მის გარეგნობაზე მეტად ყველაზე ხშირად პროფესიონალიზმზე აკეთებდნენ აქცენტს. სამწუხაროდ, ამჯერად სატელევიზიო პაუზა აქვს და ეს გადაწყვეტილება ''რუსთავი 2''ში დამონტაჟებული ფარული კამერების აღმოჩენის შემდეგ მიიღო.
დილის გადაცემის ჟურნალისტობით დაიწყო თაკო ჩორგოლაშვილმაც ''იმედზე''. შემდეგ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა, როდესაც ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობდა და მეორე ადგილზე გავიდა. პოპულარობამ თაკოს ოჯახი შეიწირა, მაგრამ კარიერის მხრივ წარმატებული გახდა. დღეს დილის გადაცემა მიჰყავს და უკვე გამოცდილ ტელეწამყვანად მიიჩნევა.
ლამაზი წამყვანებით არის გამორჩეული ''საზოგადოებრივი მაუწყებელი'' და ამის ერთერთი მაგალითია მარიამ ვაშაძე, რომლის კარიერაც პირდაპირ საინფორმაციოს წამყვანობით დაიწყო, დღემდე არაჩვეულებრივად ართმევს თავს და ერთერთი გამორჩეული სახეა.
თამთა ასათიანის კარიერა მუსიკით დაიწყო. მაშინ ქართულ შოუბიზნესში პოპულარულ მომღერალ გიგა კვენეტაძესთან ჩაწერილი დუეტით ლამაზთვალება გოგონამ ყურადღება ადვილად მიიქცია. წლების შემდეგ, უკვე გაზრდილი ''პალიტრა TV''ს ეთერში განსხვავებულ ამპლუაში წარდგა მაყურებლის წინაშე და დღეს არხის ერთერთი წამყვანი ჟურნალისტია.
დილის გადაცემაში სიუჟეტების კეთებით დაიწყო ეკა სამხარაძის კარიერა ''რუსთავი 2''ზე, თუმცა გამორჩეული გარეგნობის გოგონა, როგორც ჩანს, მალე შეამჩნიეს და ''დილა მშვიდობისა საქართველოს'' წამყვანად გადაიყვანეს. წლების განმავლობაში რამდენჯერმე ვარცხნილობაც შეიცვალა, დაიხვეწა როგორც ჟურნალისტი და დღეს დილის გადაცემების ერთ ერთი გამორჩეული წამყვანია.
გვანცა დარასელია, კოლეგებისგან განსხვავებით, მაყურებელმა გაიცნო, როგორც ''მის საქართველოს'' მონაწილე. მალევე შედგა მისი დებიუტი ''რუსთავი 2''ზე დილის გადაცემაში, რაც პროფესიით ჟურნალისტს არ გასჭირვებია. როგორც ჩანს, არხის ხელმძღვანელობამ მისი მონდომება დააფასა და ''შუადღის'' ერთერთ წამყვანად გადაიყვანა.
ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''