20 ივნისი, 2015
ია ფარულავას ტარიელი ახალმა ხელისუფლებამ ჩარეცხა - გიტარისტის გულახდილი პასუხები გავრცელებულ ჭორებზე
მთელ ჩემს ცხოვრებას და თუ დასჭირდა, სიცოხლესაც მივუძღვნი ტარიელ სუარისა და ია ფარულავას სიყვარულის ამბავს ყველა დიდი ინტერესით ადევნებს თვალს. წყვილზე ბევრს ჭორაობენ, თუმცა ეს მათ დიდად არ აღელვებთ. როგორც ტარიელმა ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, მისი მიზანი დიდი ხანია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.

- რამდენიმე ხნის წინ მე და ია ვიყავით ჩვენს პატრიარქთან და ''შერეკილი გიტარის'' რეპერტუარიდან რამდენიმე მინიატიურა დავუკარი. უწმიდესმა ეს პროგრამა შეაფასა, როგორც უდახვეწილესად არანჟირებული და შესრულებული და მომცა კურთხევა, რომ ჩემი ყველა ღონისძიება
ქართველების, აფხაზებისა და ოსების მიმართ კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას და ურთიერთსიყვარულს მივუძღვნა. იმ დღიდან ეს თემა ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ ამას მხოლოდ კონცერტებს კი არა, მთელ ჩემს ცხოვრებას და თუ დასჭირდა, სიცოხლესაც მივუძღვნი.

უწმინდესის სიტყვებმა დამაფიქრა და მიმახვედრა, რომ სამშობლოზე ძვირფასი არაფერი გვაქვს. ჩვენ ყველა გავქრებით ოდესმე, მაგრამ ჩვენი საქმეები საუკუნოდ დარჩება. ამიტომაც მაქვს განწყობა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება და ჩემი პროფესია ისე დავუკავშირო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რომ პოლიტიკაში ფეხი არ შევდგა, მაგრამ თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია გვერდში დამიდგება, იქნება ეს ''ქართული ოცნება''თუ სხვა რომელიმე, რა თქმა უნდა, მათი მადლიერი ვიქნები და არც დავმალავ ამ ფაქტს.

გაინტერესებთ, ალბათ, რა ფორმით ვაპირებ პირველი ნაბიჯების გადადგმას? მე და ია გადამღებ ჯგუფთან ერთად ყოველწლიურად 50 ქალაქში ჩავდივართ. ვუკრავ კონცერტს, რომელსაც ვუკავშირებთ ქართველების, ოსებისა და აფხაზების საერთო ღირებულებებს, შემდეგ კი ვხვდებით ადგილობრივ კოლორიტ ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ ქართველების, ოსებისა და აფხაზების ერთობლივ ღირებულებებზე, ჩვენს ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრების აუცილებლობაზე და რომ ჩვენ, ქართველებს, გვიყვარს ეს ხალხი და ასე შემდეგ.

ამ ყველაფერს სერიალის სახით ვიღებთ კამერაზე და გავუშვებთ ტელევიზიით.
ეს პროექტი იქნება იმ არხზე, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გულგრილი არ არის. ეს შესაძლებელია იყოს ნებისმიერი არხი, ამ წუთში წარმოდგენა არ მაქვს, რომელი.

- როგორ გგონიათ, უყურებს ხალხი ამ გადაცემას?
- რა თქმა უნდა, უყურებს, ჩემი და იას კონფლიქტების გამო. ჩვენი კონფლიქტები იმდენად სახალისოა, რომ შეუძლებელია, ხალხი ტელევიზორს არ მიაჯაჭვოს.
როდესაც კულტურის სამინისტროში პროექტის შეტანა დავაპირე, მეგობრებმა მითხრეს, საყდრისის შემდეგ მათგან რაიმე სახელმწიფოებრივად ღირებულის დაფინანსების იმედი არ უნდა მქონოდა, რადგან მათ ინტერესებში მხოლოდ ერთჯერადი ამერიკული უცხოური პროექტები შედის. რთულია დაჯერება, რომ დღევანდელი კულტურის სამინისტროს არანაირი ეროვნული ღირებულებები არ აინტერესებს, ამიტომ პროექტი მაინც შევიტანე.

თან, ისიც გავიგე, რომ ისინი თურმე ისეთ კლასიკური გიტარის პროექტებს აფინანსებენ, რომლისკენაც 100-ჯერ მეტბიუჯეტიანი გერმანიის კულტურის სამინისტროც კი არ გაიხედავდა. გავუგზავნე პროექტი კულტურის სამინისტროს. როგორც ვიცი, მოეწონათ, მაგრამ როდესაც პრეზენტაციაზე არამც თუ მათი რიგითი წარმომადგენელი, არამედ დამლაგებელიც კი არ მოსულა, ახლობლებში ვიკითხე მიზეზი. ვარაუდის დონეზე მომივიდა ხმები, რომ მიუხედავად პროექტის მოწონებისა, პირადად შენ მათ მიერ ჩარეცხილად ითვლები და მათი იმედიც ნუ გექნებაო.
ოქტომბერში ვნახავთ, ვარ თუ არა პირველი ახალი ჩარეცხილი. ერთი კი დანამდვილებით ვიცი, ვინც ამ პროექტს გვერდში დაუდგება, სამუდამოდ ჩაიწერება ისტორიაში.

- კონცერტზე გია ყანჩელის ნაწარმოებები შეასრულეთ. მოეწონა კომპოზიტორს თქვენი ნამუშევარი?
- ჩვენ ერთად ვიმუშავეთ ამ პროექტზე.

- თქვენს კონცერტს დაესწრო მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია. შესაძლოა, ბევრმა იფიქროს, რომ თქვენი პოლიტიკური სიმპათიები ნაციონალებისკენ იხრება.
- ყველა იბრძვის საქართველოსთვის. ვიცი, რომ ორივე მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო გადარჩეს. იამ ჩემს კონცერტზე ნაციონალური მოძრაობიდან დაპატიჟა ხალხი, მე - ოცნებიდან. სამწუხაროდ, კულტურის სამინისტრომ დამლაგებელიც კი არ გამოუშვა.

- სერიალში თქვენი სკანდალები წინასწარ დაგეგმილი ხომ არაა?
- ეს ჩვენი ცხოვრების სტილი არაა. ხალხი, როგორც ჩანს, ერთობა ჩვენი კონფლიქტების მოსმენით და გადავწყვიტეთ, ჩვენით მივაწოდოთ სერიალის სახით. ეს სახალისოც იქნება (იცინის).

- ასეთ რისკზე რომ მიდიხართ, შესაძლოა, ბევრმა იფიქროს, რომ მართლა ბევრი კონფლიქტია თქვენს ოჯახში.
- ეს უკვე ნაკლებად მადარდებს. ჩემთვის ამ შემთხვევაში მთავარია, რომ აფხაზების, ქართველებისა და ოსების კეთილ დამოკიდებულებას უყუროს ხალხმა. ჩვენთვის მთავარია, საქართველოს სულ პატარა სარგებელი მაინც მოვუტანოთ. ია არაა პოპულარობას მოწყურებული ადამიანი. მგონი, ბავშვობიდან ყურადღების ცენტრშია და მე უსარგებლო პოპულარობა ყელში მაქვს ამოსული. ხალისი დამეკარგა, რომელიმე გადაცემაში მივიდე, რადგან იმ თემებს, რომლებიც საქართველოს კეთილდღეობას ეხება, გადაცემიდან მიჭრიან და მხოლოდ ჩემს პირადს აშუქებენ.

- მას შემდეგ, რაც პოპულარული გახდით, ვირტუოზი გიტარისტი შეგარქვეს. ზოგი ამას სერიოზულად და ზოგიც ხუმრობით ამბობს, თავად ასეთ შეფასებას როგორ აღიქვამთ?
- საკუთარ თავზე ვერც გენიოსს ვიტყვი და ვერც ვირტუოზს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საქართველოში ჩემზე ათჯერ და ასჯერ ნიჭიერი კლასიკოსი გიტარისტები არიან, მაგრამ მათ ევროპული განათლება არ აქვთ მიღებული.

საქართველოში ერთადერთი კლასიკოსი გიტარისტი ვარ, ვისაც ევროპული განათლება აქვს. არიან ქართველი გიტარისტები, რომლებმაც განათლება უცხოეთში მიიღეს, მაგრამ საქართველოში დაბრუნებას არავინ აპირებს. მე დავბრუნდი, შეიძლება ითქვას, იამ დამაბრუნა.

- ხომ არ ნანობთ, რომ დაბრუნდით და ია არ წაიყვანეთ გერმანიაში?
- ჩვენი წასვლა საქართველოს კარგს არაფერს მოუტანდა, ამიტომ არანაირად არ ვნანობ. მირჩევნია, საქართველოში ვიყო ჯვარცმული, ვიდრე ევროპაში ამაღლებული.

- გულდაწყვეტილი მგონიხართ უარყოფითი კომენტარების გამო.
- კომენტარებს დიდი ინტერესით ვეცნობი. ეს ყველაფერი მეხმარება, უკეთესი გავხდე. ასე რომ არ მოვიქცე, შინაგან ზრდას შევწყვეტ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა ვთქვა, უნიკალური ვარ და მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ-მეთქი. მაგრამ კრიტიკასაც გააჩნია, როდესაც წერენ, რომ ტარიელი არ უკრავს ფანდურს კარგად, რა უნდა ვუპასუხო? ე.ი. ჩემი გიტარა ისეთი პატარა გამოჩნდა ეკრანზე, რომ ფანდურს მიამსგავსეს. მეორედ ვეცდები, გიტარა უფრო დიდი გამოვაჩენინო ოპერატორს ეკრანზე. კრიტიკიდან ყველა უნდა ვეცადოთ სარგებლის ნახვას.
ჩემი მუსიკა დახვეწილი მსმენელისთვისაა. ტაშ-ფანდურა მუსიკის მოყვარულებს ვთხოვ, არ მოვიდნენ ჩემს კონცერტზე. ვურჩევ, მოვიდნენ ის ადამიანები, რომელთაც აქვთ ფაქიზი და დახვეწილი გემოვნება და შემოქმედებით ძიებაში არიან. ვინც ტაშ-ფანდურის განწყობაზე ხართ, წადით რესტორანში და იქ მოუსმინეთ მუსიკას. ძალიან ბევრი ფანოღისტი გვყავს და ღმერთმა გვიმრავლოს.

- თქვენზე მართლაც ბევრი ჭორი დაიწერა. ამბობენ, რომ ცხოველები არ გიყვართ და განსაკუთრებით ერჩით კატებს.
- ძნელია, ადამიანს ვინმე ან რამე არ გიყვარდეს. უბრალოდ, ჩემთვის ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია. კატამ კი უნდა იაროს და იყოს თავისუფალი.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
ექსპერტო
შენ თუ კლასიკოსს გიტარისტს ელექტრო გიტარისტს ადარებ გავჩუმდები. ხოლო თუ კლასიკოს გიტარისტს დამისახელებ ვინმეს მასზე უკეთესს. აქეთ მოგიხდი მადლობას.
21:58 / 24-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გიტარის ექსპერტი
ბაზარი არაა ტარიელი ძაან ნიჭიერი და კარგი მუსიკანტია, მაგრამ თემური ყვითელაშვილი, და გიო გოდერძიშვილთან ვერ მოვა...
21:38 / 24-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ოსი
ტარიელი ნახევრად ოსი საიდანაა მამა ხოსროშვილია,დედა ასლამაზიშვილი....ვინ ჰყავს ოსი ოჯახიდან?????ერტი ვიცი რომ მყოფილი ცოლი ირმა ოსია და ტარიელის შვილიც ნახევრად ოსი გამოდის.მაგრამ თავად ტარიელი ქართველია მთიული.
20:02 / 24-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ტარიელის გვერდის ადმინისტრატორი
ბატონი გია ყანჩელს არასოდეს ვინმე ერთ მუსიკოსთან ერთი ერთზე. იგი ან ორკესტრთან ერთად ან დირიჟორთან ერთად მუშაობს მხოლოდ. ტარიელი პირველი შემთხვევაა, როდესაც ყანჩელმა ერთი ერთზე იმუშავა მასთან. როგორ გგონიათ ყანჩელი რომელიც ხშირ შემთხვევაში უკრძალავს მუსიკოსებს მისი ნაწარმოებების დაკვრას, ტარიელთან დაიჭერდა საქმეს? ტარიელი უმაგრესი რომ არ იყოს გია ზანჩელი არასოდეს დაიჭერდა საქმეს მასთან? მათ ერთობლივი მუშაობით, პირველად გაამდიდრეს მსოფლიო კლასიკური საგიტარო რეპერტუარი ქართული ნაწარმოებებით.
17:13 / 24-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ოსი
ტარიელი ნახევრად ოსია ამიტომაც აწუხებს ეს თემა.
17:05 / 24-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ფაქტი
თუ არ წაგიკითხავთ რას წერენ საზღვარგარეთ ტარიელის შესახებ. მისი ფანპეიჯის გვერდზე ნახავთ ამას. დარწმუნებული ვარ ამის შემდეგ იტზვით ჰოდა წავიდეს საყღვარგარეთ და მოგვშორდესო
17:04 / 24-06-2015
გამოხმაურება / 0 /
უვიცებო
ხვიჩა მაღლაკელიძემ ტარიელს ბგერების მესაიდუმლე უწოდა. იქნებ მაღლაკელიძეც არ მოგწონთ?
17:01 / 24-06-2015
გამოხმაურება / 0 /
კეთილი სურვილი
მეზობელი, გივი, ოტარი48, პრავდა და სხვა კომენტატორებს: წარმოგიდგინეთ... ზიხართ კომპიუტერის ეკრანებთან კარაქიანი პურით... სხვა საქმე არ გაქვთ, რამდენიმე დღეა არ გიბანავიათ და გაქონილი თითებით ამ საზიზღარ კომენტარებს წერთ.
14:23 / 24-06-2015
გამოხმაურება / 0 /
კეთილი სურვილი
ძვირფასო ადმინ! ობიექტური იქნება თუ კომენტარების რეიტინგისთვის "მოწონების" გვერდით "არმოწონებაც" დაემტება, რომ ზედმეტად არაკეთილ მოსურნე კომენტარებიც შეფასდეს, თორემ ქართული საზოგადოება სავალალო მდგომარეობაშია, რაც აქ, მათ კომენტარებშიც ჩანს. რატომ ხალხო, საიდან ამდენი ნეგატივი? რა გჭირთ? მაგრამ, ხვდებით კი, რო გჭირთ?
14:16 / 24-06-2015
გამოხმაურება / 0 /
x
Orive magari shoumenia da xaxsac aboleben tan pulic undat ishovon is xelis txovnac scenaze spektakli iyo rustavi2 istvis rom eamebinat. Chemi azria ra me arapers vamtkiceb .
23:45 / 23-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS