11 ივნისი, 2015
ივანა მელაის გურამ ლომიძის ცოლობაზე უარი არ უთქვამს
აუცილებლად უნდა წავიდე უკრაინაში, სადაც სამი წელია, არ ვყოფილვარ ივანა მელაი პროექტ ''ერთი ერთშის'' ერთადერთი არაქართველი მონაწილეა. მას ჟიური ჯერჯერობით ყველაზე ნაკლებ ქულებს უწ-ერს, თუმცა ამის გამო გული არ სწყდება და ამბობს, რომ პროექტში მონაწილეობის მიზანი გამარჯვება არაა.

- ივანა, მოგწონს პროექტ ''ერთი ერთში'' შესრულებული შენი ნომრები?
- რა თქმა უნდა, ყველა ყურადღებას აქცევს ქულებს და მეკითხებიან, რას ვფიქრობ შეფასებებ-ზე. გეტყვი, რომ ამ პროექტში იმიტომ არ ვარ, ვინ-მემ შემაფასოს და თუ ვინმემ უნდა შემაფასოს, ეს
ჩემი მსმენელი და ჩემი მაყურებელია. ისინი კი ძალიან კარგად არიან განწყობილი ჩემი გამოსვლების მიმართ. ბევრ თბილ სიტყვას მწერენ სოციალურ ქსელში. მეუბნებიან, რომ მათთვის მე ყველაზე კარგი ვარ, გული სწყდებათ, რომ დაბალ შეფასებებს ვიღებ. მინდა, მთელ საქართველოს და მათ, ვინც ჩემ გამო ნერვიულობს და მგულშემატკივრო-ბს, დიდი მადლობა გადავუხადო და ვუთხრა, ნუ განიცდიან ამ ამბავს. ჩემთვის ჟიურის შეფასე-ბებს მნიშვნელობა არ აქვს. ჩემს ცხოვრებას ამ პროექტს არ ვუძღვნი. ჩემს ცხოვრებას სცენასა და სიმღერას ვუძღვნი. ეს ყველაზე მთავარია. ხალხისთვის გამოვდივარ ამ პროექტში და არა ჟიურისთვის. მე პროექტს, როგორც კონკურსს, ისე არ ვუყურებ.

- როდესაც ფარელის სიმღერას ასრულებდი, ვასიკო ოდიშვილმა თქვა, რომ ბედნიერი არ იყო სიმღერის მოსმენისას, მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ბედ-ნიერებაზეა. ამ დროს შოუში სიტუაცია დაიძაბა, შენი პასუხით აშკარად ჩანდა, რომ მისი შეფასება არ მოგეწონა.
- ვუპასუხე, რომ შოუში უკვე კარგ განწყობაზე უნდა მოსულიყო. შოუშიM მე გამოვხატავ ჩემს აზრს და ჟიურის რომელიმე წევრთან კამათს არ ვაპირებ. ისინი იმიტომაც არიან ჟიურის წევრები, რომ თავიანთი აზრი დააფიქსირონ. მე კი ჩემს აზრს გამოვთქვამ. არავისთან არ მექნება კონფლიქტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ძალიან შეეცდებიან. ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია, რა ქუ-ლას დამიწერენ. შოუში მონაწილეობას დავთანხმდი, რადგან საკუთარი თავის სხვადასხვა როლში ნახვა მაინტერესებდა.

- თუმცა სასიამოვნოა, როდესაც ჟიური კარგ ქულებს წერს.
- ბავშვობაში ძალიან ბევრ კონკურსში ვმონაწილეობდი. მთელი უკრაინა და ევროპა მოვიარე. განსხვავებულ კონკურსებზე ვიყავი. ვიცი, რაცაა კონკურსები. იქ ყოველთვის უსამართლობა ხდება და ყოველთვის არის სცენარები, რომლებიც წინასწარაა მომზადებული. იციან, ვინ უნდა გაიმარჯვოს.

- ამ კონკურსშიც უკვე წინასწარ იციან, ვინ გაიმარჯვებს?
- ამ შოუზე ისე არ ვფიქრობ, როგორც კონკურსზე. საქართველოში რაიმე კონკურსში არ მივიღებდი მონაწილეობას. ეს არ მჭირდება. ამ ქვეყანაში მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რაც მჭირდებოდა და ვაგრძელებ მუშაობას, ახალ სიმღერებს ვწერ.

- შენი რომელი გამოსვლა მოგეწონა ყველაზე მეტად?
- ყველა მომეწონა, მაგრამ შაკირას გამოვყოფდი, თუმცა ჩემი მეგობრებიდან ზოგს აგილერა მოეწონა ყველაზე მეტად. უკრაინელი მეგობრები პირველივე ნომრით აღფრთოვანდნენ. დამირეკა კიევის ერთ-ერთი მუსიკალური არხის დირექტორმა და მითხრა, 100%-ით გარდაისახეო.

Rating

- რომელი მონაწილე მოგწონს ყველაზე მეტად? როგორ ფიქრობ, ვინ გაიმარჯვებს?
- ორი სხვადასხვა თემაა, ვინ მომწონს და ვინ - გაიმარჯვებს. ძალიან მომწონს თიელი. ძალიან ნიჭიერია და მგონია, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს. ლევანს შეუძლია, ბევრ რამეს მიაღწიოს, მაგრამ ჯერჯერობით რისი გაკეთებაც შეუძლია, არ უჩვენებია. ქულების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ პროექტს ვერ მოიგებს, მაგრამ მე გამიხარდებოდა. ცოტა ხნის წინ დაქორწინდა, ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს. მგონია, რომ მოგება მისთვის კარგი ბიძგი იქნებოდა კარიერის დაწყებისთვის. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ნიჭიერი მონაწილეა და გამარჯვებას ყველა იმსახურებს.

- ყველაფრის მიუხედავად, როგორც ვხვდები, შოუ ძალიან მოგწონს.
- მომწონს ამ შოუში ყოფნა, რადგან ეს ქართველ ხალხთან ურთიერთობის კიდევ ერთი საშუალებაა. ძალიან მინდა, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს ბევრი კონცერტი, რათა ყველამ შეძლოს ბილეთის ყიდვა. კიდევ მინდა, პოლიტიკა შემოქმედ ადამიანებს არასდროს შეეხოს.

- პროექტის შემდეგ რა გეგმები გაქვს?
- მსურს, საქართველოსა და უკრაინაში გამოვცე ალბომი. უკრაინაში რთული სიტუაციაა, მაგრამ ჩემს ამ გეგმაზე უარს არ ვიტყვი. საქართველო და უკრაინა უკვე ჩემი ორი სამშობლოა. დისკის დასახელება იქნება ''მეიდ ინ ჯორჯია''. აუცილებლად უნდა წავიდე უკრაინაში, სადაც სამი წელია, არ ვყოფილვარ. მინდა, შევხვდე ჩემს მეგობრებს, უკრაინაში გეგმებიც მაქვს, რომელთა განხორციელების შემდეგ სხვა ქვეყანაში გადავინაცვლებ, იმისთვის, რომ ცხოვრებასა და კარიერაში აბსოლუტურად განსხვავებული რამ გავაკეთო.

- ამბობენ, გურამ ლომიძეს ცოლობაზე უარი უთხარი.
- ეს ტყუილი და მოგონილი ჭორია. უბრალოდ, მე არ მოვინდომე, მესაუბრა ჩემს პირად ცხოვრებაზე და დაიწერა, რომ გურამს ცოლობაზე უარი ვუთხარი. ასეთ მოგონილ ამბებს მე და ჩემი ოჯახის წევრები ყურადღებას რომ ვაქცევდეთ, მშვიდად ვერ ვიცხოვრებდით. გულახდილად გეტყვით, მომბეზრდა, რომ ყველა ჩემს პირად ცხოვრებაზეა კონცენტრირებული. ყოველთვის ვცდილობ, თავი ავარიდო ასეთ კითხვებს, რადგან პირად ურთიერთობებს ვუფრთხილდები.

- გურამი რას ფიქრობს შენს პროექტში მონაწილეობაზე?
- რა თქმა უნდა, მოსწონს და მგულშემატკივრობს, ისევე, როგორც მისი ახლობლები.M მას კარგად ესმის, რა რთულია სხვადასხვა სახის შექმნა სცენაზე.

Rating

- ცოტა ხნის წინ თმა შავად შეიღებე. ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღე?
- შავი თმა ერთ-ერთი პროექტისთვის მჭირდებოდა. გარდა ამისა, ჩემი დიდი ხნის ოცნება ავისრულე. როდესაც ბუნებრივად ქერა ხარ, მთელი ცხოვრება ოცნებობ, რომ შავი თმა გქონდეს. იგივე ემართებათ შავთმიანებს, უნდათ, ქერა იყვნენ.

- მოგეწონა საკუთარი თავი შავ თმაში?
- ძალიან მომეწონა, მაგრამ თითქმის ორი თვე საკუთარ თავს ვერ ვცნობდი, სარკეში რომ ვიყურებოდი, და მივხვდი, შავი თმა ჩემი არ იყო. გარდა ამისა, არ მეგონა, რომ ჩემი მეგობრები ჩემს ცვლილებას ძალიან სერიოზულად მიიღებდნენ. ერთმა მეგობარმა, რომელიც მილანში ცხოვრობს, შეწყვიტა ჩემთან ურთიერთობა და მითხრა, რომ არ დამელაპარაკებოდა, სანამ ძველი ივანა არ ვიქნებოდი. როდესაც ჩემი თმის ფერი დავიბრუნე, დამირეკა და მკითხა, როგორ ვიყავი.

- გურამს მოსწონდი შავ თმაში?
- მითხრა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცისფერი ან წითელი თმა მექნებოდა, მაინც ყველაზე ლამაზი ვიქნებოდი. მიყვარს ექსპერიმენტები და არ მეშინია ცვლილებების. ასე რომ, შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს წითელ ან სხვა ფერის თმაში მიხილოთ.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ოპა
მოღუნულიცხვირიანი მორჩილაძე აიტანს ულამაზეს ივანას როგორ ფიქრობთ????
18:57 / 19-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ბოღმებს
რაც არ უნდა აკრიტიკოთ ფაქტია ძალიან ლამაზია და გურამიკოს ძალინ უყვარს.
17:33 / 16-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნია
კარგით რა, მორჩილაძის თვალებში იმენა ზიზღი იხატებახოლმე ივანას შEფასებისას, ეგ არ იყო უსმენო ჟOრდანიას რომ აქებდა და ადიდებდა ორ ვარსკვლავში? თუ მაინცდამაინც დაქალი უნდა იყოს, რომ დადებითად შეაფასოს. სხვებსაც არ გამოსდითხოლმე ყოველთვის ერთი ერთში, მაგრამ ასეთ შეფასებებს არ აძლევენ ზიზღით სავსეს.
00:17 / 13-06-2015
გამოხმაურება / 0 /
kaxa
Ra uazro interviua.
22:06 / 12-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მარა -ს
არ იმტებს არა ვერ Mრერის და იმას ეუბნებიან რასაც იმსახურებს,ძალიან დიდი წარმოდეგნა აქვს საკუტარ თავზე და ძაან ლამაზი რომ გონია თავი,როცა კიევში მაგაზე 100 ჯერ მაგარი გოგოები დადიან.
15:08 / 12-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მარა
ძალიან საყვარელი გოგო ხარ ივანა, მე გგულშემატკივრობ. ჟიური აშკარად არ იმეტებს სასიამოვნო კომენტარებს შენთვის, ეს აშკარაა, მაგრამ გული არ დაგწყდეს. ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებ.
05:17 / 12-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS