10 ივნისი, 2015
რატომ ჩამოართვა ხელისუფლებამ საკოლექციო ''მერსედესი'' დალი ჩიტალაძეს
ემი ქმარი სულ მეჩხუბება და მემუქრება, ჩამოგსვამ მანქანიდანო დალი ჩიტალაძის ავტომობილი ალბათ ბევრისთვის საოცნებოა. ეს გახლავთ საკოლექციო ''მერსედესი'', რომელიც იმ კონკრეტულ წელს ქარხანამ მხოლოდ 8 ცალი გამოუშვა, ერთ-ერთი კი ჩვენი რესპონდენტის მფლობელობაშია. დალი მას ტრასის დედოფალს უწოდებს.

- მანქანის მართვა მამამ დაახლოებით 12-13 წლის ასაკში მასწავლა, მაგრამ მე მყავდა ძმა და ჩვენს დროს ასე იყო, ჯერ ბიჭს ყიდულობდნენ მანქანას და მერე გოგოს, ბიჭი იყო პრიორიტეტული. 17-18 წლისანი ვიყავით, ჩემს ძმას რომ მანქანა უყიდეს და მე
ჩუმად ვპარავდი გასაღებს. ძმა გარდაცვლილი მყავს და ამ ყველაფერს დიდი სითბოთი ვიგონებ.
ერთ ღამეს გაიღვიძა ჩემმა ძმამ, გადახედა თავის მანქანას და ვერსად მოჰკრა თვალი. არ დგას არსად. გადაირია, არადა, იმ პერიოდში მანქანის მოპარვა იშვიათი იყო. მაშინვე გადაა-მოწმეს, ვიყავი თუ არა სახლში, ვერსად რომ ვერ მნახეს, მიხვდნენ, ჩემი მოპარული იყო…

- და როგორ გადაურჩით?
- ძალიან საყვარელი ძმა მყავდა და არ გამბრაზებია. საჭე მიყვარს და კარგი მძღოლი ვარ. ჩემი პირველი მანქანა იყო ''მოსკვიჩი'', ოღონდ ''რენო მოსკვიჩი'', ჩემს ძმას ჰყავდა ''06''. მერე თანდათან ვცვლიდით მანქანებს, შემდეგ ამერიკაში გავემგზავრე და რომ დავბრუნდი, უკვე კომფორტული ავტომობილი შევიძინე. მართვა, რასაკვირველია, მექანიკაზე ვისწავლე, მაგრამ ახლა მყავს ძალიან მაგარი მანქანა - ''მერსედესი'', 5.5 ძრავით, AMG კომპრესორით, მძღოლები მიხვდებიან, რას ნიშნავს და რამხელა სიამოვნებაა ეს. ფეხს ოდნავ რომ მიაჭერ, რაკეტასავით მიფრინავს, ვერავინ დაგეწევა. ეს მანქანა საკოლექციოა, კაბრიოლეტია, იმ წელს სულ 6 ცალი გამოვიდა და ერთ-ერთი მე მყავს. ჩემი მეუღლე მეუბნება, გამოგიცვლიო, მაგრამ უარზე ვარ, ამას არ გავყიდი, კარგად მოვუვლი და მეყოლება, თუ გინდა, სხვა მიყიდე-მეთქი (იღიმის).

- მანქანა კი გიწყობთ ხელს, მაგრამ სწრაფად სიარული გიყვართ?
- კი, მიყვარს და როგორც თქვი, მანქანაც ყველანაირად მიწყობს ხელს. თავიდან რომ გაკეთდა ავტობანი, ჯერ კამერები არც იყო დამონტაჟებული, უსწრაფესად, 250-ით მივდიოდი, თურმე უკან პატრული მომდევდა და ვერ მეწეოდა. ჩემს ძმისშვილთან ერთად ვიყავი, ცუდად გახდა და ხაშურში ცოტა ხნით გავჩერდით, წყალი დავლიეთ, დავისვენეთ. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა ის პატრული და მეუბნება, ქალბატონო, რა ხდება, თავის მოკვლას ხომ არ ცდილობთო, ვერც მივხვდი, რა დავაშავე, მაგრამ საქმის კურსში ჩამაყენეს და ჯარიმაც გამომიწერეს.

- ავტოსაგზაო შემთხვევა გქონიათ?
- როგორც ასეთი, ავარია არ მომსვლია, მაგრამ ერთი სასაცილო შემთხვევა კი გადამხდა თავს. მე და კრისტი ყიფშიძე მოვდივართ ბათუმიდან, ცოტა ხანს გრიგოლეთში გა-ვჩერდით, სენაკიდან ჩემმა მეუღლემ ჩამოგვაკითხა და ასე ორი მანქანით გადავაადგილდებოდით. ჩემი მანქანა ორკაციანია, მე და კრისტი ვსხედვართ ჩემთან, ჩემი მეუღლე თავისი მძღო-ლით უკან მოგვყვება. სწრაფად სიარულის გამო ჩემი ქმარი სულ მეჩხუბება და მემუქრება, ჩამოგსვამ მანქანიდანო (იცინის). 100-ით დავდივარ და ეს იცი, რას ნიშნავს ამ მანქანისთვის? გგონია, ტრამვაიში ზიხარ. მივდივარ ასე მშვი-დად, სავალი ნაწილის გვერდულზე კი ძროხები მოძრაობენ. მე ჩემს მხარეს ვარ და არც ვღელავ მათ გამო, თან არაა დატვირთული მოძრაობა, გზა თავისუფალია. უცებ ერთმა ძროხამ მეორეს ურქინა, გადმოვიდა ჩემს გზა-ზე და გავიტანე საცოდავი. ძალიან შე-მეშინდა, მაშინვე კრისტის მოვკიდე ხელი, ხომ არაფერი დაგემართა-მეთქი ვეკითხებოდი, მანქანის საქარე მინა გაფუჭდა და ძროხა ვიმსხვერპლე, თორემ გადავრჩით. სხვათა შორის, მას შემდეგ კრისტი ყიფშიძე ხორცს არ ჭამს. გამოვარდა ხალხი, ატყდა წივილ-კივილი, ჩემი მეწველი ძროხაო ყვიროდნენ. ჩემმა მეუღლემ დაამშვიდა ყველა და ფულიც გადაუხადა. არადა, თურმე, პატრული რომ გამომეძახა, იმას უნდა აენაზღაურებინა ზარალი ჩემთვის, 500 ლარი ყოფილა ჯარიმა სავალ ნაწილზე უმეთვალყურეოდ გაშვებულ ცხოველებზე.

- კრისტი თქვენი წყალობით გამხდარა ვეგეტარიანელი.
- დიახ. მე და კრისტის ძალიან გვიყვარს ერთად სიარული, კარ-გი შტურმანი მყავს, ამბობს ხოლმე, ჩვენ ვართ ''ტრასავშიცებიო'' (იცინის). თან, ეს ჩემი მანქანა ზაფხულში ხომ საერთოდ გადასარევია, გადახდი და მიდიხარ, ტრასის დედოფალია.

- რამდენი წელია, რაც გყავთ?
- 9 წელი, მაგრამ აქედან ორი წელი დაპატიმრებული ჰყავდათ. წინა ხელისუფლების დროს მანქანებს რომ ართმევდნენ ხალხს ყოველგვარი შეთანხმებისა და გაფრთხილების გარეშე, მაშინ ჩემი ''მერსედესიც'' წაიყვანეს. ასეთი ძვირად ღირებული რომ იყო, დაინტერესდნენ, რამდენად კანონიერად გვყავდა ჩამოყვანილი და ორი წელი დააპატიმრეს. მივტიროდი, მაგრამ რას ვიზამდი, რომ დაგვიბრუნეს, გაგვიკვირდა, იმიტომ რომ ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდებოდა. ეს იმიტომ მოგიყევი, რომ უნდა აღმენიშნა, იმ 9 წლიდან, რაც ჩემს მფლო-ბელობაშია ეს მანქანა, ორი წელი ნატარები არ მყავდა. ზემოხსენებული პატიმრობის პერიოდში ''ოპელის'' ცენტრში შემოიყვანეს ერთადერთი კაბრიოლეტი ''ოპელ ტიგრა'', ვინაიდან ჩემს მეუღლეს კაბრიოლეტი ძალიან მოსწონს და თან, ჩემი ''მერსედესი'' გაურკვევლად იყო წაყვანილი, მიყიდა ''ოპელის'' კაბრიოლეტი, რომელიც მანქანის დაბრუნების შემდეგ ჩემი ქმრის ქალიშვილს ვაჩუქე. საშუალება თუ მექნება, მინდა, ერთი ჯიპი შევიძინო, სურვილი მაქვს, მიწა ვიყიდო აგარაკისთვის. იქ სასიარუ-ლოდ ჩემი მანქანა მეცოდება, არ მინდა გავაფუჭო. ზოგადად, ეს მანქანა ჩვენი გზე-ბისთვის არაა გათვალისწინებული, დაბალი ''პასატკა'' აქვს და ამ მხრივ პრობლემურია, ჩემი ქმარი სულ სა-ბურავებისა და დისკების ცვლაშია და ყოველთვის ამის გამო მსაყვედურობს. იმდენჯერ შემექმნა მსგავსი პრობლემა, უკვე ჩაწერილი მაქვს იმ ადამიანის ნომერი, რომელიც ასეთ სიტუაციაში დამეხმარება, ისიც მიცნობს უკვე, ვურეკავ და მიგვარებს პრობლემას.

- მანქანა, რომელიც ასე გიყვართ, ''სითი პარკს'' ოდესმე წაუყვანია?
- როგორ არა. ვერ ვიტან ''სითი პარკს''!!! არ იყო დასაყენებელი ად-გილი, მანქანა ისე ჩავაყენე, ნახევა-რი დახაზულ ზოლში იდგა, ნახევარი გადაცილებული იყო, მაგრამ მაინც წაიყვანეს. არ ვიცი, როგორ აგიხსნა, რა საშინელებაა, რომ გამოდიხარ და მანქანა არ გხვდება, მაგას ჯობია, დიდი ჯარიმები დააწესონ, ოღონდ ნუ წაიყვანენ. აიყვანე, გადაიყვანე – ამით ხომ მანქანაც ფუჭდება. ''დანკრატის'' დასადებ ადგილას ჩემს მანქანას პატარა პლასტმასი აქვს, რომელიც უნდა მოაცალო და შემდეგ დაუმაგრო, ''სითი პარკმა'' კი ეს დამიკარგა, საიდან უნდა დავუმტკიცო, მანამდე მქონდა თუ არა?! ღმერთის წყალობით, ასეთი რაღაცები ხშირად არ ხდება, მა-გრამ მაინც. ძალიან მძიმე პერიოდი იყო, მანქანებს რომ იპარავდნენ.

- დასასრულ, სანომრე ნიშნებზე მინდა გკითხოთ, უკავშირდება რამეს თქვენი მანქანის ნომერი ან სერია?
- ჩემს მანქანას აქვს სერია ''INA'', რომელიც არაფერს არ უკავშირდება, მაგრამ რატომღაც სერიას სახელთან აიგივებენ და ეს არ მომწონს, შეცვლა მინდა. მართალია, ოთხასოიანი სე-რიები შემოვიდა, მაგრამ DALI-ს არ ავიღებ.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
თამაზინო
250-ით სიარულს არ გირჩევნიათ, ცოტა ქართულ ენასაც მიხედოთ? "ჯერ ბიჭს ყიდულობდნენ მანქანასძანდებით,უდავოა, მაგრამ ამ ინტერვიუს რა დატვირთვა აქვს, გაუგებარია. ქალბატონმა ომანაძემ მაინც არ იცის იმდენი ქართული?
09:01 / 11-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ირა
"ავარია" რომ არ მოგსვლია იმიტომაც ვერ ათვითცნობიერებ თუ რას ნიშნავს ეს და ჯობს ფრთხილად იარო და ენით ზურგს ნუ იფხან, რადგან ჩვენ ე.წ. ავტობანზე 250 კმ სიარული არამგონია უმნიშვნელო დარჩეს. იარეთ წყნარად და უსაფრთხოდ.
15:14 / 10-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS