08 ივნისი, 2015
ნინა სუბლატის ''ევროვიზიული'' და პირადი ვნებები - „ხანდახან მიკვირს, როგორ მიძლებს პიტო...“
საკუთარ თავში იმდენად არის დარწმუნებული, რომ მისი ამბიციები ზოგჯერ საზოგადოების ნაწილს აღიზიანებს მიუხედავად იმისა, რომ ''ევროვიზიაზე'' წაგების შემდეგ მუდმივად ისმის შეკითხვა, ღირს თუ არა კონკურსში კვლავ მონაწილეობა, სადაც ყველაფერი ჩაწყობითაა და პოლიტიკაა მთავარი, ყოველ წელს მაინც მივემგზავრებით და რაც მთავარია, ყოველი წასვლის წინ ვიმუქრებით ევროპის გაოცებითა და ხუთეულში მოხვედრით.

წელს არჩევანი ''საქართველოს ვარსკვლავის'' გამარჯვებულ ნინა სუბლატზე შეაჩერეს. გოგონა, რომელიც თავისი იმიჯით საკმაოდ განსხვავდება შოუბიზნესის სხვა ქართველი ვარსკვლავებისგან, იმედისმომცემად გამოიყურებოდა. ამბიცია სუბლატს არც მანამდე აკლდა და
წინასაკონკურსოდ გამორჩეულად გააქტიურდა. სოციალური ქსელის საშუალებით რამდენიმეჯერ ქართველი ჟურნალისტები გალანძღა და როგორც კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში ახსენა, თურმე ისიც თქვა, რომ ქართულ შოუბიზნესს ის იწყებდა.

''ევროვიზიაზე'' მე-11 პოზიცია დავიმსახურეთ, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ნინას პერფორმანსი ათეულს იმსახურებდა. ქართველ მომღერალს არც ვოკალური მონაცემები აკლია, არც ქარიზმა და მის გამოსვლას დადებითი გამოხმაურებებიც არ აკლდა, თუმცა ''ევროვიზიის'' ლოგიკა ცოტა რთული გასაგებია. მეორე მხრივ, საყოველთაო ისტერიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპას არ ვუნდივართ და ამიტომაც არ გვაძლევენ ხმას, აშკარად გადამეტებული იყო. ქართველების ტემპერამენტი და მუსიკალური კონკურსებისადმი გან-საკუთრებული დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი, ამიტომაც სოციალურ ქსელებში მყისვე გაჩნდა სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ათეულში ვერ მოვხვდით.

1. საზიზღარი ევროპა რუსეთს ''შეუძვრა'' და მაღალი ქულები მისცეს.

2. მათზე საშინელი აღმოჩნდა ''ევროვიზიის'' ტექნიკური რეჟისორი, რომელმაც სიმღერის დროს სცენაზე გაშვებული ბოლით ნინა ისე ჩააბნელა, რომ ხალხმა ვერ დაინახა, ვისთვის დაემესიჯებინა.

3. წუწკმა ღარიბაშვილმა ფული ვერ გაიმეტა და დიასპორის მესიჯებმაც ვერ გადაგვარჩინა, რომ ხუთეულში მაინც შევსულიყავით.

თუმცა ''საზმაუწყებელი'' აშკარად არ აპირებს ამ კონკურსზე უარის თქმას, მომავალ წელს თავიდან დავიწყებთ ათვლას და ხუთეულში მოსახვედრად თავდაუზოგავად ვიმუშავებთ, თუნდაც ''ევროვიზიაზე'' ულვაშამოწვერილი კესარია აბრამიძის გაგზავნა დაგვჭირდეს, კონჩიტას კვალდაკვალ. თავადაც იხუმრა, დროა, წვერი მივიმაგრო და ''ევროვიზიაზე'' გავემგზავროო, თუმცა, ჩვენი აზრით, ულვაში უფრო ''ეროვნული'' იქნება. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

ნინას პერსონის გააქტიურებამ კი გაგვიჩინა იდეა, თვალი გადავავლოთ მის განვლილ გზას, როგორ მოვიდა აქამდე და ვინ დაეხმარა ყველაზე მეტად. სხვათა შორის, მის კარიერაში გადამწყვეტ როლს ასრულებს მომღერლის მეუღლე, რომელიც თავადაც მუსიკოსი გახლავთ, გიორგი შამანაური ნინა სუბლატისთვის შესანიშნავი პარტნიორია როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე მუსიკის კუთხითაც. გიორგისთან შეხვედრამდე ნინა თავის პირადულზე ძალიან გახსნილად ლაპარაკობდა, მათ შორის ''რეიტინგთანაც'', რომელსაც ''საქართველოს ვარსკვლავის'' მიმდინარეობისას მაშინდელ შეყვარებულ, ფიტნესინსტრუქტორ პიტო სეთურიძის შესახებ ინტერვიუ მისცა. აი, რას ამბობდა მაშინ ნინა:

- როგორი შეყვარებული ხარ?
- მე მგონი, ძალიან ცუდი (იცინის). ცუდი ხასიათი მაქვს, აუტანელი ვარ. ხანდახან მიკვირს, როგორ მიძლებს პიტო, მაგრამ ალბათ ზუსტად ის ადამიანი აღმოვაჩინე, ვისაც ამდენი წელი ვეძებდი. ყველაფერს ვაპროტესტებ, ჩემი აზრი მაქვს, რომელიც აუცილებლად რქებით უნდა გავიტანო, ბოლოს ისე ხდება, რომ მაინც ვთანხმდებით. არასოდეს გვქონია დაშორების პერიოდი.

Rating

- პიტო თუ განებივრებს?
- საჩუქრებს და სიურპრიზებს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, არც მიყვარს, შემდეგ ვალდებულად ვგრძნობ თავს. მანებივრებს, მაგრამ მთავარია, როგორი განწყობით მხვდება ყოველდღე და სიყვარულს როგორ გამოხატავს. პიტო ყველა კონცერტს ესწრება. ხანდახან ვხედავ, მაგრამ ვცდილობ, არ დავინახო, რომ ყურადღება მასზე არ გადავიტანო. პირველ კონცერტზე რომ დავინახე, ძალიან გამიხარდა და მას ვუმღერე ის სიმღერა.

პიტოსთან ერთად ნინა სტუმრობდა გადაცემა ''პროფილს'', მართავდა ფოტოსესიებს სხვადასხვა ჟურნალისთვის, მაგრამ პროექტის დასასრულს ''რეიტინგთან'' ინტერვიუში შეყვარებულთან დაშორების დეტალები გაგვიმხილა: - იმის გამო, რომ საკმარისი დრო არ მქონდა და პროექტს დიდი ნერვები და გაძლება სჭირდება, მე და პიტოს პრობლემები გვაქვს. ამის გამო ძალიან ცუდად ვარ, მაგრამ ჩემი საყვარელი საქმე სიმღერაა. რაღაცების გამო უთანხმოება მოგვივიდა. დეპრესია არ მაქვს, ვცდილობ, საქმეზე გადავერთო.
ნინა და პიტო აღარ შერიგებულან და ძალიან მალე ახალი ჭორი გავრცელდა, რომ ნინა სუბლატი 13 წლით უფროს მესაყვირე გიორგი შამანაურზე იყო შეყვარებული. თავიდან მომღერალი ამ ჭორს უარყოფდა, მაგრამ შემდეგ ''პროფილში'' საჯაროდ თქვა, რომ შეყვარებული იყო, ოღონდ გათხოვებას ჯერ არ აპირებდა, რის გამოც მაია ასათიანისგან აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. ამ გადაცემიდან ძალიან მალე, ოქტომბერში, სუბლატი გათხოვდა. ხელისმოწერის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მეჯვარეებად ნიკოლოზ რაჭველი, სოფო ტოროშელიძე და სოფია სებისკვერაძე წაიყვანა.

გათხოვების შემდეგ სუბლატმა პრესასთან ძველებურ ურთიერთობაზე უარი განაცხადა და იშვიათად მხოლოდ კარიერულ სიახლეებზე ლაპარაკობს. ყოველთვის თავს არიდებდა მეუღლეზე საუბარს, გიორგის ნინასადმი უსაზღვრო სიყვარულზე კი სხვები ჰყვებიან, ჭორებად.

რაც შეეხება ნინას ძველ შეყვარებულს, პიტოს, დავინტერესდით, აქვს თუ არა ახლა მას ნინასთან ურთიერთობა და როგორ აფასებს ''ევროვიზიაზე'' მის გამოსვლას. პიტოს სოციალური ქსელით ორიოდ შეკითხვა დავუსვით:

- პიტო, ორი წლის წინ საკმაოდ პოპულარული იყავი. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ შენ გვერდით ნინა სუბლატი იდგა. თქვენი დაშორების შემდეგ ის მალე გათხოვდა…...
- ვფიქრობ, ეგ თემა საკმაოდ მოძველებულია და აღარ არის განსახილველი.

- თავის დროზე ნინა ბევრს საუბრობდა შენზე. თქვენს თაობაში ხშირია, როდესაც შეყვარებულები მეგობრებად რჩებიან, უყურე ''ევროვიზიაზე'' მის გამოსვლას?
- ბოდიში, მაგრამ არ მინდა ამ თემაზე საუბარი და სტატიის დაწერა.

ფაქტია, რომ ნინა ძალიან შეცვალა გათხოვებამ. საკუთარ თავში იმდენად არის დარწმუნებული, რომ მისი ამბიციები ზოგჯერ საზოგადოების ნაწილს აღიზიანებს. თუნდაც ის, რომ შოუბიზნესის წევრი, რომელიც ''ფეისბუქზე'' საკმაოდ სკანდალურ განცხადებებს აკეთებს, პრესისადმი ნაკლებად კეთილგანწყობილია. ჯერ კიდევ ვენაში მყოფმა დაწერა, ჩამოვალ და ''ევროვიზიაზე'' ბევრ რამეს ვიტყვიო, თუმცა პირობა არ შეასრულა და არც ერთ გადაცემაში არ მიდის, არც ჟურნალ-გაზეთებს თანხმდება ინტერვიუზე, საინტერესო კი ნამდვილად იქნებოდა მისი აზრის მოსმენა, რამ შეუშალა ხელი ''ევროვიზიაზე'' კარგი პოზიციის დაკავებაში.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
მარიკა
მე მარტო ის მაღიზიანებს საიდან აქვს ხალხს ამდენი ერთმანეთის სიძულვილი. მეტი სიყვარული გვჭირდება ერთმანეთისთვის გასაცემად.
21:54 / 19-06-2015
გამოხმაურება / 0 /
3
თავის დროზე არცერთი ტელევიზია არ დაუდგა გვერდში რომ გაეპიარებინათ ეს გოგო და ეხლა თუ ქართულ ტელევიზიებს ექსკლუზივები და სკანდალები ნებავთ, ბოდიში მაგრამ არ არიან ღირსები.
11:09 / 11-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ბოროტია ეგ გოგო
თვალის ფერი კი ლამაზი აქვს მაგრამ ბოროტი და სატანური სხივენითაა გაჟღენტილი
07:44 / 10-06-2015
გამოხმაურება / 0 /
v
ამან და ამისმა ქმარმა თავი მოიჭრეს! გაუზრდელი, გაუნათლებელი, თავის თავზე დიდი წარმოდგენის ნაძირლები ყოფილან!
10:29 / 09-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინას კეთილისმსურველი..
არ უთქვია ამ ადამისნ არაფერი ამ შოუბიზნესძე საიდან მოიტანეთ, ადამიანმა არც კი მიფიქრიაო... და ადამიანის თავდაჯერება სხვებს რატო გაღიაზინებთ და გაკომპლესებთ ან რა რქებით მიდგებით ხოლმე აი დიიდი გულწრფელბით მაინტერსებს.. ნინას შემთხვევაში ჯანსღია, მაგრამ თუნდაც ჯანსაღი არ იყოს ეს ამბიცია.. ვერ გავიგე ადამიანი მანდამაინც მაჩანჩალად უნდა გრძნობდეს თაავს? ჯურნალისტებს რაც შეგეხებათ, ისეთებს წერთ სკანდალებს, და ზოგჯერ ამბავს ისე შემოაბრუნებთ ხოლმე ნახევარ საქართველოს ამტერებთ ერთმანეთს და რა გიკივირთ ვერ გავიგე...თან კაი რამე მოიძიეთ რაღა ისეთ ეძებთ ხოლმე ვინმეს ვინმე რომ გაალანძღინოთ... სხვა გზა რომ აღარ ექნებათ ამასაც წაიკითხავენ.. არა კაი მაი დამოკიდებულება.. იმედია გამოაქვეყნებთ.
13:50 / 08-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS