03 ივნისი, 2015
რას ჰყვება ნინი ონიანი გიორგი ვარდოსანიძესთან ურთიერთობაზე: ''ველოდი, რომ ბოზს დამიძახებდნენ''
მაშინ მის შესახებ ბევრმა ვერ გაიგო ნინი ონიანი ''კომედი არხზე'' სერიალში თამაშობს, სადაც საცურაო კოსტიუმშია გამოწყობილი. ამბობს, რომ სხეულის გამოჩენის პრობლემა არ აქვს, რადგან იცის, რომ ლამაზია.
პირველად ეკრანზე სერიალ ''დეტექტივებში'' თამამ სცენებში გამოჩნდა, თუმცა მაშინ მის შესახებ ბევრმა ვერ გაიგო. პოპულარული რამდენიმე თვის წინ გახდა, რასაც მისი და გიორგი ვარდოსანიძის შესახებ გავრცელებული ჭორიც დაემატა.

- ნინი, პროფესიით ფარმაცევტი ხარ. გული არ გწყდება, რომ ამ პროფესიის შესწავლაში დრო უქმად დაკარგე?
- არ მწყდება, რადგან სტუდენტობისას
მივხვდი, რომ ჩემი საქმე არ იყო და სწავლას თავი დავანებე. ბავშვობიდან ხელოვნება და შემოქმედება მიზიდავდა და საბოლოოდ აქ ვიპოვე ჩემი თავი.

- მსახიობობის პროფესიულად დაუფლებას გეგმავ?
- რა თქმა უნდა. უცხოეთში მინდა სწავლა. ამერიკაში თუ გამომივიდა წასვლა, ყველაზე კარგი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ევროპაშიც ძალიან კარგი სამსახიობო სკოლებია და იქაც დიდი სიამოვნებით ჩავაბარებ. არ ვიცი, ეს როდის მოხდება, მაგრამ მსახიობობას პროფესიულად აუცილებლად დავეუფლები.

ახლა ვარ თვითნასწავლი მსახიობი, არავის არც კამერის წინ პოზირება უსწავლებია და არც მეტყველება. ნიჭი რომ გაქვს, კარგია, მაგრამ პროფესიულ დონეზე აუცილებლად უნდა შეისწავლო საქმე, რომელიც გიყვარს.

- პოპულარობა შენთან მალევე მოვიდა. ალბათ იმიტომ, რომ შიშველს თამაში არ გიჭირს.
- ვერ ვიტყოდი, რომ მალე მოვიდა. პოპულარული ბოლო ერთი წელია, რაც გავხდი. სერიალ ''დეტექტივებში'' ვთამაშობდი აბსოლუტურად შიშველი. იყო სცენები ქალთანაც და მამაკაცთანაც.  მას მერე ასეთი გულახდილი არც ფოტოები გადამიღია და არც როლი მითამაშია. სერიალში თამაშს სკანდალი არ მოჰყოლია. ყველაფერმა მშვიდად და წყნარად ჩაიარა, რაც ძალიან გამიხარდა. ველოდი, რომ, როგორც წესი, 2000 კაცი მოვარდებოდა ჩემს სახლთან და წამეჩხუბებოდნენ, ჩათლახსა და ბოზს დამიძახებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. მას შემდეგ პატარა როლები შევასრულე, მაგრამ პოპულარობა მოვიდა ახლა, არ ვიცი, რატომ მოხდა ასე.

Rating

- არ იყო რთული პირველივე ჯერზე ეროტიკული როლის შესრულება?
- ძალიან რთულია, ბევრს ვკითხულობდი კინოსა და მსახიობებზე. ასეთ როლებში თამაში მსოფლიო დონის მსახიობებსაც უჭირთ. ნიკოლ კიდმანი არ იხდის და ანჯელინა ჯოლის გაუჭირდა თავის დროზე მკერდის გამოჩენა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოსა და იმ გუნდს, სადაც მუშაობ. გამიმართლა, რომ შემხვდა ძალიან კარგი რეჟისორი და კარგი გუნდი. არც ერთი წამით არ მიგრძნია მათგან, კასტინგიდან მისული არაპროფესიონალი მსახიობი რომ ვიყავი, რომელმაც უბრალოდ გაიხადა. პირველი ნაბიჯები იყო რთული, მერე კომპლექსები მომეხსნა.

- როგორც ვიცი, რეპეტიციებიც ბევრჯერ გაიარე, რომ გადაღებებზე ყველაფერს კარგად ჩაევლო.
- ვისთანაც ეროტიკული სცენები უნდა მეთამაშა, გავიცანი და მანამდე რეპეტიციებიც გვქონდა. ვთამაშობდით რეალურ ამბავს და რეალურ პერსონაჟებს და ეს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე გამოგონილი პერსონაჟების თამაში.

- ხანდახან სერიალის გმირებს რეალურ ცხოვრებაშიც უყვარდებათ ერთმანეთი...
- ზურა ფიროსმანიშვილი პროფესიონალი მსახიობია. ''დეტექტივების'' გადაღებებზე გავიცანი. ახლა კასტინგზე შემთხვევით თუ შევხვდებით ხოლმე ერთმანეთს. არაჩვეულებრივი ცოლი და შვილი ჰყავს.

Rating

- რას იტყვი შენს პირად ცხოვრებაზე?
- ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი საინტერესო არ ხდება.

- ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს...
- თაყვანისმცემლების სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩივი, მაგრამ მომაბეზრებელი ადამიანებიც ხომ არსებობენ. ზოგადად მე ძალიან მეგობრული ვარ, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ ადამიანი ცდილობს, რაღაც ზღვარს გადმოვიდეს, იქვე ვაჩერებ. არ მიყვარს, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ზედმეტად იჭრებიან. არ აქვს მნიშვნელობა, ქალი იქნება თუ კაცი.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენ და გიორგი ვარდოსანიძე ერთად ხართ. ბევრი უარყოფითი კომენტარი დაიწერა შენი მისამართით. წერდნენ, რომ ორი ადამიანის შუაში ჩადექი.
- ჯერ ერთი, როცა გიორგი გავიცანი, ის და სალომე ჭაჭუა ერთად უკვე აღარ იყვნენ. გიორგის დაახლოებით ორი თვის წინ შევხვდი პირველად. ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს. დავმეგობრდით და ერთი-ორჯერ მეგობრებთან ერთად გასართობად წავედით, რასაც მოჰყვა ჭორები. მეგობრობის გარდა ჩვენ შორის არაფერი ხდება. რომც ხდებოდეს, ხმამაღლა მაინც არაფერს ვიტყვი. მერე ბევრი იჭრება პირად ცხოვრებაში და ურთიერთობებს აფუჭებენ. მე და გიორგი ახალი დამეგობრებულები ვართ და ჭორი, რომ ვინმეს შორის ჩავდექი, აბსურდულია. მსგავსი რამ არასოდეს გამიკეთებია. სხვისი კაცი და ქალი კი არა, ცხვირსახოცი არ მჭირდება.

- როგორ მიიღე ეს ჭორი?
- დამირეკეს შოუებიდან და მითხრეს, მოდი და მოგვიყევი, რა ხდებაო. უსიამოვნოა, რომ არაფრისგან ხანდახან დიდ რაღაცას ქმნიან. როდესაც ამ სფეროში ვაპირებდი შემოსვლას, ვიცოდი, რომ ბევრი არასასიამოვნო რამ შეიძლება დაწერილიყო ჩემზე. რაღაც სიმართლე იქნებოდა, რასაც ჩემზე იტყოდნენ და უმეტესობა შეიძლება ტყუილი ყოფილიყო, მაგრამ ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ჭორები არ მაღიზიანებს, რადგან ყველაზე წერენ. ერთადერთი, რაც ძალიან არ მომწონს, ისაა, როდესაც ჩემი ოჯახის წევრს ან ჩემს მეგობარს ეხებიან. დედაჩემზე რომ ცუდი რამ თქვას ვინმემ, მძაფრი რეაქცია მექნება.

- რას გულისხმობ?
- ვიღაცამ ჩემზე დაწერა, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალია, რაშიც დედამისი უწყობს ხელსო. ასეთ რამეს რომ წერ, ვინც უნდა იყო, ჯერ საკუთარ თავს უნდა სცე პატივი. შურიანი და ბოღმა ხარ, გასაგებია და ჩემზე დაწერე, მაგრამ დედაჩემსა და ჩემს მეგობრებს სიბინძურეში ნურავინ გახვევს.

- ჭორების თავიდან ასარიდებლად შენ და გიორგი მეგობრებთან ერთად დროის გატარებას თავს ხომ არ არიდებთ?
- არა, ასე რატომ უნდა მოვიქცეთ? თუ ისე მოხდა, რომ ჩვენი მეგობრები დასასვენებლად და გასართობად ერთად წავლენ, მე და გიორგიც წავალთ.

- გიორგის როგორი რეაქცია ჰქონდა?
- გიორგის დავურეკე და ვუთხარი, რასაც ამბობდნენ და წერდნენ. მითხრა, ბოდიში და დაიკიდე, მეგობრები ვართ და რაც უნდათ, ის უთქვამთო.

Rating

- როგორც ვიცი, დედამ მარტომ გაგზარდა.
- ხუთი წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები დაშორდნენ და მას შემდეგ დედა და ბებია მზრდიდნენ. ისინი ჩემი ორი გმირი ქალია.

- მამას არ იცნობ?
- რამდენჯერმე შევხვედრივართ ერთმანეთს, მაქსიმუმ ხუთჯერ. ამას ცნობა არ ჰქვია.

- მამის გვარი გაქვს?
- მამის გვარი მაქვს, რომელიც, სიმართლე გითხრათ, ძალიან მაწუხებს. ერთი პერიოდი ატეხილი ვიყავი, გვარი უნდა შევიცვალო-მეთქი და დედამ გადამაფიქრებინა.

- დედა რა გვარია?
- ბიბილაშვილია გვარად. მამა არის ადამიანი, რომელთანაც არ მინდა, რაიმე სახის ურთიერთობა მქონდეს. რაც უფრო მემატება ასაკი, გვარი მით უფრო მაღიზიანებს, მაგრამ ჯერჯერობით იყოს, როდესაც ოჯახს შევქმნი, აუცილებლად შევიცვლი.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
დოდო
გიორგის დიდ პატივს ვცემ, ძალიან მინდა რომ ცხოვრებაში გაუმართლდეს, მაგრამ რაღაც ......
14:11 / 12-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ვარდოსანიძე გულისამრევია , სალომეს ღირსი ნამდვილად არ იყო
19:12 / 11-06-2015
გამოხმაურება / 0 /
სუპერ პოპულარული მმაგალი ხმიტ არის დალიან ნატქვამი.რა გააკეტა საიმისო გიომ დდ ლანდგვის მეტი არაპერი იწერება ამ ბიჯზე..ამ მტაცებელმაც იპოვა სუსტი ნებისყოფის.ესეტი ხალხი გამოჯერაზე არიან.რაც შეეხება..ეს გოგო გამოდის რესტორნის სკეჩში ბექასტან ერტად და ამის ვიზუალი იქ ჩანს.აქამდე მსგავსი ვერ იპოვა ალბატ...
10:22 / 06-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მოკვდავი
ნინაჩკა შენ როგორც ჩანს ძალიან მაგრად მოგწონს სტატიების ქვეშ კომენტების გადაკითხვა და რაშია იცი საქმე?!.. "კრივანოშკობა" მართლაც სისულელეა შენზე თქვას ადამიანმა.ფოტოშოპები კი აკეთებენ თავის საქმეს მაგრამ ცალსახად კარგი,ვიტყოდი გამორჩეული გარეგნობა გაქვს.განსაკუთრებით სხეული ( უსამართლობა არ მიყვარს ძალიან)! საქმე სულ სხვა რამეშია,რასაც შენ ვერ ჩაწვდი როგორც ჩანს სამწუხაროდ:( ეს ბიჭი(გიორგი) არის დღევანდელ საქართველოში ძალიან,სუპერ პოპულარული,ასევე ხალხისთვის საყვარელი მსახიობი და წამყვანი! მისი მეუღლე ასევე ძალიან პოპულარულია (შენგან განსხვავებით რასაც ქვია მხოლოდ თავის ნიჭით და შრომით გაპოპულარულებული)... ხოდა ჩემო გოგონი, მე თუ წავიკითხე ბოლო დროს რამოდენიმე ჟურნალში,რასაც ეს კაცი წერდა,შენ რა ვეღარ ნახე მისი ინტერვიუები თუ რაც არ გაწყობს არ კითხულობ ??! გიორგი ხაზს უსვამდა ყველგან,რომ მათ აქვთ კრიზისი,რომ ძალიან რთული პერიოდი აქვთ,რომ ესაუბრა თავის მოძღვარს ამ რთული პერიოდის შესახებ და რომ მათ ჯერ წერტილი არ დაუსვამთ!!! შენ კიდევ,ადექი და იმ მოტივით რო როგორმე სადმე შენი ფოტოები გამოაჭენონ და სარფიანად გაპიარდე საყვარელო, მართლაც ბაბეტაზე ამაზრზენად მოიქეცი და ცეცხლზე ნავთი დაუსხი ამ ადამიანს!!! ახლა გასაგებიააააააააააააააააააააააა ნინიკო რატომაც ხარ რბილად რომ ვთქვა უწესო ადამიანი??? თორემ შენი გარეგნობა ღმერთმა შეგარგოს! შე ქალო, ვისთანაც ბალახში თუ ბორდიულზე იბურჯღალავებ,ყველას ფოტო კი არ უნდა მიაწოდო ჟურნალისტებს "კომპრომატებად"!
21:33 / 05-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ვარდოსანიდეს და ამის შორის დადგმოლი სპექტაკლია გიოს ჯერ ერტი ვერ მოუნელებია გიჯს გავს.სიფატი შეერყა.სხვისი კაცი არ მინდაო იდახის და მეორეს აკეტებს. ამისტანებს რას გაუგებ.რა შეუმდგარიააა ეს ქალი ყველაპერში
08:37 / 05-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS