19 ივლისი, 2013
ჟანეტ ქერდიყოშვილი ოჯახის შექმნაზე დაფიქრდა

ბავშვობიდან დახატული მქონდა ჩემი გემოვნების შესაფერისი კაბა, ჰოდა, ქეით მიდლტონი რომ გათხოვდა, ზუსტად მას ეცვა ის, რაც მე დავხატე ''მის საქართველო 2011'' ჟანეტ ქერდიყოშვილი მგონი ერთადერთია ქართველ ''მისებს'' შორის, რომელიც გამარჯვებიდან უმოკლეს პერიოდში არ გათხოვდა. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ჟანეტი სწავლითაა დაკავებული და ოჯახის შექმნას იმდენად სერიოზულად უყურებს, რომ ჯერ შეყვარებულიც კი არასდროს ჰყოლია. მეტიც, ამბობს, რომ ის ადამიანი შეუყვარდება, ვინც მისი შვილების მამა გახდება, არ სჭირდება ერთი-ორთვიანი ურთიერთობები, რომლებიც არ სრულდება ოჯახის შექმნით. მიუხედავად
იმისა, რომ მამა მარტოს თითქმის არსად უშვებს, თავს შეზღუდულად მაინც არ გრძნობს, რადგან არსებობს მამაკაცი, ვისთან ერთადაც წასვლა ჟანეტს ყველგან შეუძლია.

როგორც იცით, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ, წელს უნივერსიტეტს ვამთავრებ და მაქვს გარკვეული გეგმები, თუმცა ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ. შეიძლება მუშაობა საქართველოში რომელიმე ტელევიზიაში დავიწყო, ასევე შესაძლებელია, წავიდე საზღვარგარეთ და მაგისტრატურაში გავაგრძელო სწავლა, ოღონდ ცოტა სხვა განხრით აერთაშორისო ურთიერთობების ან მარკეტინგისა და მენეჯმენტის კუთხით მინდა განათლების მიღება. ვთვლი, რომ ქალს უნდა ჰქონდეს სამსახური და უნდა ისწრაფოდეს სიახლისკენ, ამიტომაც გადავწყვიტე შემეცვალა პროფესია. გამოვცადე ჟურნალისტობა, რაღაცები მომეწონა, რაღაცები არა, ამიტომაც ახლა მინდა, თავი სხვა სფეროში გამოვცადო.
- პროფესიული გამოცდილება სად მიიღე?
- სანამ დაიწყებოდა პროექტი ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' , მანამდე ''იმედში'' ერთი თვის განმავლობაში სტაჟიორად ვიყავი, დავყვებოდი სხვადასხვა თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს, მაგრამ უფრო ხშირად კულტურაზე მომუშავე კორესპონდენტთან მიწევდა ყოფნა. როგორც უკვე გითხარით, ამ დროის განმავლობაში გავეცანი ჟურნალისტიკის შიდა სამზარეულოს, ვერ ვიტყვი, რომ დიდად მომხიბლა ამ საქმემ, რადგან სულ ქაოსში გიწევს ყოფნა, რაც ადვილი არ არის. შექმნილმა ვითარებამ ცოტა გაურკვევლობაში ჩამაგდო, მაგრამ ცოტა ხანში შემომთავაზეს ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობა და დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, ცეკვასთან ერთად დამატებით რაიმეს კეთება შეუძლებელია, რადგან ეს დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ამიტომაც ძირითადად ამ საქმეზე გადავერთე.
Rating
- ''მის საქართველოს'' შემდეგ როგორ წარიმართა შენი კარიერა სამოდელო ბიზნესში? რატომღაც მოდის კვი-რეულებში არ ჩანხარ...
- სიმართლე გითხრათ, მოდელობა არასდროს მომწონდა, ჩემთვის ეს ჰობის დონეზე უფრო იყო. სხვათა შორის, არც ის მხიბლავს, როცა ჩემს მოდელობას მიხსენებენ... მე არ ვარ მოდელი, მაქვს ჩემი პროფესია და მირჩევნია ხალხმა იქიდან გამიცნოს. მიმაჩნია, რომ მოდელობა საქართველოში არაპერსპექტიულია. როდესაც ამ საქმეს
მიჰყვები, ასაკობრივი შეზღუდვა გაქვს, 15-იდან 25 წლამდე თუ ვერაფერს მიაღწიე, მერე საერთოდ დაიკარგები. გასაგებია, რომ მსოფლიოში არსებობენ 35-40 წლის მოდელები, ჟიზელი ავიღოთ თუნდაც, მაგრამ მათ სერიოზული განაცხადი პატარა ასაკში გაკეთეს და ის წარმატება დღემდე მოჰყვებათ. იმავდროულად, როცა მოდელი ხარ, სხვა არაფრისთვის გცალია, არც ოჯახისთვის, არც პირადისთვის, არც სწავლისთვის. ცნობილია, რომ მოდელების უმრავლეობას უმაღლესი განათლება მიღებული არ აქვს, სკოლა თუ აქვთ დამთავრებული, ეგეც კარგია. თუ ხედავ, რომ სხვა პერსპექტივა არ გაქვს, არ გაინტერესებს სხვა სფერო, რატომაც არ უნდა გაჰყვე სამოდელო გზას? ეს ადამიანის არჩევანია. რაც შეეხება მოდის კვირეულებს, შემოთავაზებებს ვიღებ ხოლმე, მაგრამ ძირითადად უარს ვამბობ, არ მაქვს სურვილი, ესაა და ეს.
Rating
- როგორც ამბობ, მოდელობას სერიოზულად არ უყურებ, მაშინ რატომ მიიღე მონაწილეობა ''მის საქართველოში'' ?
- ''მის საქართველო'' სხვაა და მოდელის კარიერა - სხვა. ამ შემთხვევაში ქვეყნის სახე ხდები, ამ კონკურსში სხვა სტანდარტებით არჩევენ მონაწილეებს, არაა აუცილებელი, მოდელი იყო. თუმცა ამის შემდეგ მქონდა შემოთავაზებები საფრანგეთიდან, იტალიიდან, მაგრამ ოჯახიდან გამომდინარე, უარი ვთქვი. ძალიან ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი, მამაჩემი გახლავთ ჭეშმარიტი ქართველი მამაკაცი და დიდად არც მოსწონს სამოდელო სფერო, ალბათ რომც მომენდომებინა მოდელის კარიერის გაკეთება, მისგან წინააღმდეგობა შემხვდებოდა.
- ''მის საქართველოში'' შენს მონაწილეობაზე რა აზრის იყო?
- ძალიან კარგის, ამაყობდა იმით, რომ ქვეყნის სახე ვიყავი. როდესაც ვთქვი, კონკურსში მონაწილეობა შემომთავაზეს-მეთქი, დამთანხმდა, სამწუხაროდ, კონკურსის მიმდინარეობის დროს რუსეთში იყო და ვერ დაესწრო ფინალურ შოუს, თუმცა მირეკავდა, აქტიურად მგულშემატკივრობდა, სანამ ხუთეულს დაასახელებდნენ, დამირეკა, გული ამიჩუყდა და ორივე ავტირდით, საბოლოოდ კი ჩემმა გამარჯვებამ ძალიან გაახარა.
- უნივერსიტეტს ამთავრებ, გამოცდები გაქვს, როგორ აპირებ დასვენებას, რას გეგმავ?
- წელს მექნება ისეთი ზაფხული, როცა ვერაფერს დავგეგმავ, ალბათ ფიზიკურად არ მეცლება ზღვაზე წასასვლელადაც კი. სექტემბრიდან უნდა დავიწყო ახალი საქმე, რომლის შესახებაც ვერაფერს გეტყვით, ჯერ უფლება არ მაქვს, ახლა წი ნამოსამზადებელი პერიოდი გვაქვს. არადა, ძალიან მინდა საბერძნეთში ცოტა ხნით წასვლა, ვიცი, რომ ულამაზესია, მამაჩემი ბევრჯერაა ნამყოფი და ემოციებს მიზიარებს ხოლმე, მეც მინდა ვნახო, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მარტო არ გამიშვებს, როგორც წესი, ყველგან ძმასთან ერთად დავდივარ. საბედიეროდ, ჩემს ძმასთან, ჯეკოსთან, კარგი ურთიერთობა მაქვს, მართალია, 19 წლისაა, მაგრამ დიდივით აზროვნებს.
Rating
- მამა დასასვენებლად მარტო არ გიშვებს?
- არა მარტო დასასვენებლად, ბევრ ადგილას ვერ დავდივარ მარტო. ისე ნუ გაიგებთ, თითქოს შეზღუდული ვარ, დავდივარ სადაც მინდა, მაგრამ ძმასთან ერთად. მისი ასეთი დამოკიდებულება ჩემ მიმართ უნდობლობასთან არაა დაკავშირებული, შენ გენდობი, სხვას არაო - ასე მიხსნის ამ საკითხს. ვერ ვიტყვი, რომ სასწაულად მკაცრი, ძველებურად მოაზროვნე ან ჩამორჩენილი მამა მყავს, არ მიშლის არაფერს, გაერთე, რაც გინდა, ის გააკეთე ნორმის ფარგლებში, მაგრამ ძმასთან ერთადო (იცინის).
- თაყვანისმცემლები ალბათ განაწყენებული გყავს, შენთან დალაპარაკების საშუალება არ ეძლევათ, როგორც ამბობ, ყველგან ძმასთან ერთად დადიხარ...
- ვინც ნორმალურად აზროვნებს, იმას მოეწონება, რომ ყველგან ძმასთან ერთად დავდივარ, შედარებით პატარა ასაკის ბიჭები ამას ალბათ ვერ მიხვდებიან და დადებითადაც არ შეხედავენ.
- ჟანეტ, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
- ეჰ, არაფერი (იცინის). პირველი ''მის საქართველო ვარ'' , რომელიც გამარჯვებიდან დიდი დროის განმავლობაში არ გათხოვდა. როგორც წესი, კონკურსის გამარჯვებულები მალევე თხოვდებოდნენ, მე კი ჯერ არ ვჩქარობ. ერთი პერიოდი დავფიქრდი ოჯახზე, ოღონდ კონკრეტული პიროვნება არ არსებობდა, ვისთანაც ოჯახს შევქმნიდი, უბრალოდ, როგორც ყველა გოგონა, მეც დავფიქრდი ოჯახზე, ქორწილზე, საქორწინო კაბაზე, კაბა ახლაც შერჩეული მაქვს, ბიჭიღა მაკლია, თორემ დანარჩენი ყველაფერი დალაგებული მაქვს (იცინის).
- როგორ ქორწილზე ოცნებობ, გაგვიმხილე..
- ძალიან მიყვარს ბუნება, მინდა, ჩემი ქორწილი მწვანე მინდორზე, ბუნებაში გაიმართოს, თეთრი ხალიჩის გავლით მამამ საქმროსთან მიმიყვანოს. რაც შეეხება კაბას, არ მომწონს ღია, კორსეტის ტიპის კაბები, უფრო დახურული საპატარძლო კაბები მომწონს, რომლებიც შეკერილია გიპიურის ნაჭრით. სხვათა შორის, ბავშვობიდან დახატული მქონდა ჩემი გემოვნების შესაფერისი კაბა, ჰოდა, ქეით მიდლტონი რომ გათხოვდა, ზუსტად მას ეცვა ის, რაც მე დავხატე (იცინის). შეიძლება ითქვას, რომ ჩემი საოცნებო კაბა ეცვა.
- თითქმის ყველაფრით მზად ხარ ოჯახის შესაქმნელად, გვითხარი, შეყვარებული არასდროს ყოფილხარ?
- არა, საბედნიეროდ, ჩემ გარშემო არსებობენ კარგი ბიჭები, მაგრამ ზოგს რაღაც აკლია, ზოგს ერთი რამ აქვს, მაგრამ მეორე - არა, შეიძლება, იდეალს ვხატავ, მაგრამ რომ არ ჯდება იმ სტანდარტებში, ვბრაზდები და ესაა იმის მიზეზი, რომ ჯერ შეყვარებული არ მყოლია. ალბათ შემიყვარდება ის, ვინც გახდება ჩემი შვილების მამა, არ მივეკუთვნები იმ გოგონების კატეგორიას, რამდენიმე შეყვარებული რომ ჰყავთ ოჯახის შექმნამდე, თბილისში ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს შეყვარებული ვყოფილვარ. არ მჭირდება ერთი-ორთვიანი ურთიერთობები, რომლებიც არ სრულდება ოჯახის შექმნით. პატარა ქალაქში ვცხოვრობთ და არ მინდა ვინმემ ჩემს ქმარს უთხრას, ჟანეტი ჩემი შეყვარებული იყოო. მომწონს ჩემი ასეთი აზროვნება, ბოლო წლების განმავლობაში კი არ ვფიქრობ ასე, სულ მსგავსი დამოკიდებულება მქონდა ამ საკითხის მიმართ. არ მჯერა ცალმხრივი სიყვარულის, როგორ უნდა გიყვარდეს ის ადამიანი, ვისგანაც არაფერი მოდის, არც სითბო, არც ყურადღება... სიყვარული არის ორმხრივი.

- დარწმუნებული ვარ, თაყვანისმცემლებისგან საჩუქრები არ გაკლია, გაიხსენე რაიმე ორიგნალური..
- საკმაოდ ყურადღებიანი თაყვანისმცემლები მხვდებიან, უამრავი რამ უჩუქებიათ. ერთხელ საქართველოში ჩამოვფრინდი, აეროპორტში პასპორტის კონტროლი გავიარე თუ არა, მეძახის დაცვა, შემეშინდა, რაიმე პრობლემა ხომ არ არის-მეთქი, ჩემი ორმაგი მოქალაქეობის გამო ხშირად ვხვდები გაუგებრობაში, მაგრამ მოვიდა ის პიროვნება და მომცა რაღაც ყუთი, ეს თქვენია, წერილით ყველაფერს მიხვდებითო. გავხსენი ყუთი და შიგნით დამხვდა ბოქლომიანი ზარდახშა, იქვე იყო წერილი შემდეგი შინაარსით: გაიხსენე ჩვენი შეხვედრის თარიღი, ისაა კოდი, რომლითაც გახსნი ზარდახშასო. გავგიჟდი, ვფიქრობ, ვინ გამომიგზავნა, როდის შევხვდი, ბოლოს გონება მაგრად დავძაბე და მივხვდი, ვის-განაც შეიძლებოდა ყოფილიყო, ავკრიფე კოდი და შიგნით დამხვდა უგემრიელესი, გულის ფორმის ფრანგული კანფეტები. ერთხელ ყვავილები მაჩუქეს ძალიან ორიგინალურად, ღამე კარზე ზარი გაისმა, გავაღე, დამხვდა კურიერი უამრავი ვარდით, ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ ასზე მეტი იყო, წერილში კი ეწერა ''05.05.2012 + თითო ვარდი = 05.05.2013'' ანუ, ყოველდღე ერთ ვარდს ვერ გაჩუქებდი, მაგრამ ერთიანად გიგზავნიო, და 365 ვარდი მაჩუქა.
- აბეზარი თაყვანისმცემელი არ გყოლია?
- თუ გოგონას არ უნდა, ზედმეტად არავინ შეაწუხებს. როცა დაგირეკავენ, არ უპასუხო, მოგწერენ - დააიგნორე, მაქ-სიმუმ ერთ კვირაში დაიღლებიან და თავს დაგანებებენ. უამრავი ადამიანი მწერს, თუნდაც ''ფეისბუქში'' , მაგრამ არ ვეკონტაქტები, ზოგი მსაყვედურობს, რატომ არ მპასუხობო, მაგრამ რეაქცია არ მაქვს, ზოგადად სოციალური ქსელი ჩემთვის არაა უცნობ ბიჭებთან საკონტაქტო საშუალება, ვურთიერთობ მათთან, ვისაც ვიცნობ და ვდებ ფოტოებს.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 50 /
კონსერვატორი XXI-ს
რასაც ეს გოგო ამბობს ყველაფერი მომწონს, რადგან იდეალური ზღაპარია. ამას რომ სოფელში გაზრდილი გოგონა ამბობდეს, რომელიც თავის სოფელს და სასახლიკაცოს არ გასცდენოა, უფრო დავიჯერებდი.მაგრამ აქ საქმე გვაქვს ძალიან ხმამაღალ თვითპიართან. თუმცა ისედაც არ შეინიშნება, რომ ჟანეტის მიმართ არა-დადებით აზრს ვინმე აფიქსირებდეს. და საერთოდ რამეს აფიქსირებდეს.
10:24 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ბლეფი
ბლეფია.
10:14 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
და თუ არავის ხვდებოდი, როგორ დაასკვენი, რომ ,,ზოგს რაღაც აკლია, ზოგს ერთი რამ აქვს, მაგრამ მეორე - არა"" ? საკუთარ ნათქვამთან წინააღმდეგობაში ხარ.თუ ლექციებზე აკვირდებოდი ბიჭებს და ასე კარგად ამდენი ბიჭი ასე შეისწავლე, შენ ყოფილხარ ტელეპატი და გვიმალავ.არ გრცხვენია, ლექციებზე ბიჭებზე რომ ფიქრობდი და სალექციო თემას წყდებოდი?... მაგრად დატანჯულხარ!
10:09 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
სახარბიელო ვარიანტია მაგრამ მარტო არ უნდა დატოვო.
09:50 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კახა
როგორც წესი, პატიოსნებით არ კეკლუცობენ.
09:43 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
რაც ,,მის საქართველო'' გახდი და ,,ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მიიღე მონაწილეობა, მას მერე აღარ ენდობიან სხვებს და მარტო აღარ გიშვებენ? და ეს რამ განაპირობა?
09:38 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
უცნობი დეიდა
ლამაზო ჟანეტ. როცა მარტო ივლი ყვალგან ძმის და მამის გარეშე, ყველა იერიშს ღირსეულად მოიგერიებ და არავის ახლოს არ გაიკარებ, ტრადიციულობაზე თავის დადების უფლება მაშინ გექნება. თუ თან ძმა დაგყვება და შენს პატიოსნებას ეს განაპირობებს,სატრაბახო აქ რა არის. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავს ამ კუთხით არც კი იცნობ. მამის აზრს რომ უწევ ანგარიშს, კარგია, მაგრამ შიშით გემართება თუ გულის სიღრმეში ეთანხმები, რომ მარტო გასაშვები არ ხარ? კეთილად კი ვარ შენს მიმართ განწყობილი და ყოველივე კარგს გისურვებ.
09:31 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კონსერვატორი-XXI
თუ ეს პიარი არაა და ჟანეტი მართლა ეგეთი ტრადიციული გოგონაა, ჯერ ერთი, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა კეთილ საქმეში. და მეორე, დიდი პატივისცემა მის მამას, რომ კაცი ყოფილა და შვილი გაუზრდია. დღეს გოგოს გაზრდა ქართველად და ქრისტიანად და პატიოსნად უკვე გმირობაა. ხოლო ვისაც არ მოსწონთ ის, რასაც ჟანეტი ამბობს და ვინც თვლის, რომ გელფრენდ-ბოიფრენდის ინსტიტუტი პანაცეაა და ქალი სანამ კარგად არ მოერგება და სექსუალურად არ შეუთავსდება თავის მამრს, მანამდე არც უნდა გათხოვდეს, ასეთ ადამიანებს შემიძლია რჩევა მივცე - საკუთარი შვილები გვარიანი გამოცდილების შესაძენად თურქეთში გაუშვან.
01:41 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მცინარი რუბაშვილი
ყოჩაღ, ჟანეტ ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს უჭკვიანესი და საყვარელი ადამიანი ყოფილხარ , ღირსი ხარ უსაზღვრო ბედნიერების, დაგლოცოს გამჩენმა, წარმატებას გისურვებ. ვისაც შენი აზროვნება ეჩვენება, ჩამორჩენად ძალიან მწარედ ცდება, ვერ გაფასებენ იმ დონეზე და არც მიკვირს მათთვის შენი გაგება ცოტა ძნელია.
01:32 / 21-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კრისტი
არ მესმის ასეთი დიდი გოგო 13 წლის ბავშვივით რატომ აზროვნებს.ყოველი სიტყვის მერე მამას ახსენებს.მესმის რომ პატივს სცემს და უყვარს მაგრამ ზედმეტობა არასოდეს არ არის კარგი.მაშინ ძმას გაყვეს ცოლად ან მამას.ცუდად ჯღერს მაგრამ ასეა. მისი აზრით შეყვარებულის ყოლა ბოზობაა? არა ეს გამოცდილებაა რომელიც შემდგომში გამოადგება ყველას. მე სეკსი არ მიგულისხმია უბრალოდ ურტიერტობა გოგოსა და ბიღს შორის. ასე მგონია ვინ ასეთი "ანგელოზია" უფრო უარესს შჩადის ვიდრე ის ვინც არ ასაღებს თავს წმინდანად. თუ ასე არც უნდა გამოსულიყო კუპალნიკით ამხელა მაშტაბებით ეს რა ნაკლები სირცხვილი გგონია? ან მინიმუმ მამასთან და ძმასთან უნდა გამოსულიყო :D
18:11 / 20-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS