19 ივლისი, 2013
ჟანეტ ქერდიყოშვილი ოჯახის შექმნაზე დაფიქრდა

ბავშვობიდან დახატული მქონდა ჩემი გემოვნების შესაფერისი კაბა, ჰოდა, ქეით მიდლტონი რომ გათხოვდა, ზუსტად მას ეცვა ის, რაც მე დავხატე ''მის საქართველო 2011'' ჟანეტ ქერდიყოშვილი მგონი ერთადერთია ქართველ ''მისებს'' შორის, რომელიც გამარჯვებიდან უმოკლეს პერიოდში არ გათხოვდა. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ჟანეტი სწავლითაა დაკავებული და ოჯახის შექმნას იმდენად სერიოზულად უყურებს, რომ ჯერ შეყვარებულიც კი არასდროს ჰყოლია. მეტიც, ამბობს, რომ ის ადამიანი შეუყვარდება, ვინც მისი შვილების მამა გახდება, არ სჭირდება ერთი-ორთვიანი ურთიერთობები, რომლებიც არ სრულდება ოჯახის შექმნით. მიუხედავად
იმისა, რომ მამა მარტოს თითქმის არსად უშვებს, თავს შეზღუდულად მაინც არ გრძნობს, რადგან არსებობს მამაკაცი, ვისთან ერთადაც წასვლა ჟანეტს ყველგან შეუძლია.

როგორც იცით, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ, წელს უნივერსიტეტს ვამთავრებ და მაქვს გარკვეული გეგმები, თუმცა ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ. შეიძლება მუშაობა საქართველოში რომელიმე ტელევიზიაში დავიწყო, ასევე შესაძლებელია, წავიდე საზღვარგარეთ და მაგისტრატურაში გავაგრძელო სწავლა, ოღონდ ცოტა სხვა განხრით აერთაშორისო ურთიერთობების ან მარკეტინგისა და მენეჯმენტის კუთხით მინდა განათლების მიღება. ვთვლი, რომ ქალს უნდა ჰქონდეს სამსახური და უნდა ისწრაფოდეს სიახლისკენ, ამიტომაც გადავწყვიტე შემეცვალა პროფესია. გამოვცადე ჟურნალისტობა, რაღაცები მომეწონა, რაღაცები არა, ამიტომაც ახლა მინდა, თავი სხვა სფეროში გამოვცადო.
- პროფესიული გამოცდილება სად მიიღე?
- სანამ დაიწყებოდა პროექტი ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' , მანამდე ''იმედში'' ერთი თვის განმავლობაში სტაჟიორად ვიყავი, დავყვებოდი სხვადასხვა თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს, მაგრამ უფრო ხშირად კულტურაზე მომუშავე კორესპონდენტთან მიწევდა ყოფნა. როგორც უკვე გითხარით, ამ დროის განმავლობაში გავეცანი ჟურნალისტიკის შიდა სამზარეულოს, ვერ ვიტყვი, რომ დიდად მომხიბლა ამ საქმემ, რადგან სულ ქაოსში გიწევს ყოფნა, რაც ადვილი არ არის. შექმნილმა ვითარებამ ცოტა გაურკვევლობაში ჩამაგდო, მაგრამ ცოტა ხანში შემომთავაზეს ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობა და დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, ცეკვასთან ერთად დამატებით რაიმეს კეთება შეუძლებელია, რადგან ეს დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ამიტომაც ძირითადად ამ საქმეზე გადავერთე.
Rating
- ''მის საქართველოს'' შემდეგ როგორ წარიმართა შენი კარიერა სამოდელო ბიზნესში? რატომღაც მოდის კვი-რეულებში არ ჩანხარ...
- სიმართლე გითხრათ, მოდელობა არასდროს მომწონდა, ჩემთვის ეს ჰობის დონეზე უფრო იყო. სხვათა შორის, არც ის მხიბლავს, როცა ჩემს მოდელობას მიხსენებენ... მე არ ვარ მოდელი, მაქვს ჩემი პროფესია და მირჩევნია ხალხმა იქიდან გამიცნოს. მიმაჩნია, რომ მოდელობა საქართველოში არაპერსპექტიულია. როდესაც ამ საქმეს
მიჰყვები, ასაკობრივი შეზღუდვა გაქვს, 15-იდან 25 წლამდე თუ ვერაფერს მიაღწიე, მერე საერთოდ დაიკარგები. გასაგებია, რომ მსოფლიოში არსებობენ 35-40 წლის მოდელები, ჟიზელი ავიღოთ თუნდაც, მაგრამ მათ სერიოზული განაცხადი პატარა ასაკში გაკეთეს და ის წარმატება დღემდე მოჰყვებათ. იმავდროულად, როცა მოდელი ხარ, სხვა არაფრისთვის გცალია, არც ოჯახისთვის, არც პირადისთვის, არც სწავლისთვის. ცნობილია, რომ მოდელების უმრავლეობას უმაღლესი განათლება მიღებული არ აქვს, სკოლა თუ აქვთ დამთავრებული, ეგეც კარგია. თუ ხედავ, რომ სხვა პერსპექტივა არ გაქვს, არ გაინტერესებს სხვა სფერო, რატომაც არ უნდა გაჰყვე სამოდელო გზას? ეს ადამიანის არჩევანია. რაც შეეხება მოდის კვირეულებს, შემოთავაზებებს ვიღებ ხოლმე, მაგრამ ძირითადად უარს ვამბობ, არ მაქვს სურვილი, ესაა და ეს.
Rating
- როგორც ამბობ, მოდელობას სერიოზულად არ უყურებ, მაშინ რატომ მიიღე მონაწილეობა ''მის საქართველოში'' ?
- ''მის საქართველო'' სხვაა და მოდელის კარიერა - სხვა. ამ შემთხვევაში ქვეყნის სახე ხდები, ამ კონკურსში სხვა სტანდარტებით არჩევენ მონაწილეებს, არაა აუცილებელი, მოდელი იყო. თუმცა ამის შემდეგ მქონდა შემოთავაზებები საფრანგეთიდან, იტალიიდან, მაგრამ ოჯახიდან გამომდინარე, უარი ვთქვი. ძალიან ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი, მამაჩემი გახლავთ ჭეშმარიტი ქართველი მამაკაცი და დიდად არც მოსწონს სამოდელო სფერო, ალბათ რომც მომენდომებინა მოდელის კარიერის გაკეთება, მისგან წინააღმდეგობა შემხვდებოდა.
- ''მის საქართველოში'' შენს მონაწილეობაზე რა აზრის იყო?
- ძალიან კარგის, ამაყობდა იმით, რომ ქვეყნის სახე ვიყავი. როდესაც ვთქვი, კონკურსში მონაწილეობა შემომთავაზეს-მეთქი, დამთანხმდა, სამწუხაროდ, კონკურსის მიმდინარეობის დროს რუსეთში იყო და ვერ დაესწრო ფინალურ შოუს, თუმცა მირეკავდა, აქტიურად მგულშემატკივრობდა, სანამ ხუთეულს დაასახელებდნენ, დამირეკა, გული ამიჩუყდა და ორივე ავტირდით, საბოლოოდ კი ჩემმა გამარჯვებამ ძალიან გაახარა.
- უნივერსიტეტს ამთავრებ, გამოცდები გაქვს, როგორ აპირებ დასვენებას, რას გეგმავ?
- წელს მექნება ისეთი ზაფხული, როცა ვერაფერს დავგეგმავ, ალბათ ფიზიკურად არ მეცლება ზღვაზე წასასვლელადაც კი. სექტემბრიდან უნდა დავიწყო ახალი საქმე, რომლის შესახებაც ვერაფერს გეტყვით, ჯერ უფლება არ მაქვს, ახლა წი ნამოსამზადებელი პერიოდი გვაქვს. არადა, ძალიან მინდა საბერძნეთში ცოტა ხნით წასვლა, ვიცი, რომ ულამაზესია, მამაჩემი ბევრჯერაა ნამყოფი და ემოციებს მიზიარებს ხოლმე, მეც მინდა ვნახო, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მარტო არ გამიშვებს, როგორც წესი, ყველგან ძმასთან ერთად დავდივარ. საბედიეროდ, ჩემს ძმასთან, ჯეკოსთან, კარგი ურთიერთობა მაქვს, მართალია, 19 წლისაა, მაგრამ დიდივით აზროვნებს.
Rating
- მამა დასასვენებლად მარტო არ გიშვებს?
- არა მარტო დასასვენებლად, ბევრ ადგილას ვერ დავდივარ მარტო. ისე ნუ გაიგებთ, თითქოს შეზღუდული ვარ, დავდივარ სადაც მინდა, მაგრამ ძმასთან ერთად. მისი ასეთი დამოკიდებულება ჩემ მიმართ უნდობლობასთან არაა დაკავშირებული, შენ გენდობი, სხვას არაო - ასე მიხსნის ამ საკითხს. ვერ ვიტყვი, რომ სასწაულად მკაცრი, ძველებურად მოაზროვნე ან ჩამორჩენილი მამა მყავს, არ მიშლის არაფერს, გაერთე, რაც გინდა, ის გააკეთე ნორმის ფარგლებში, მაგრამ ძმასთან ერთადო (იცინის).
- თაყვანისმცემლები ალბათ განაწყენებული გყავს, შენთან დალაპარაკების საშუალება არ ეძლევათ, როგორც ამბობ, ყველგან ძმასთან ერთად დადიხარ...
- ვინც ნორმალურად აზროვნებს, იმას მოეწონება, რომ ყველგან ძმასთან ერთად დავდივარ, შედარებით პატარა ასაკის ბიჭები ამას ალბათ ვერ მიხვდებიან და დადებითადაც არ შეხედავენ.
- ჟანეტ, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
- ეჰ, არაფერი (იცინის). პირველი ''მის საქართველო ვარ'' , რომელიც გამარჯვებიდან დიდი დროის განმავლობაში არ გათხოვდა. როგორც წესი, კონკურსის გამარჯვებულები მალევე თხოვდებოდნენ, მე კი ჯერ არ ვჩქარობ. ერთი პერიოდი დავფიქრდი ოჯახზე, ოღონდ კონკრეტული პიროვნება არ არსებობდა, ვისთანაც ოჯახს შევქმნიდი, უბრალოდ, როგორც ყველა გოგონა, მეც დავფიქრდი ოჯახზე, ქორწილზე, საქორწინო კაბაზე, კაბა ახლაც შერჩეული მაქვს, ბიჭიღა მაკლია, თორემ დანარჩენი ყველაფერი დალაგებული მაქვს (იცინის).
- როგორ ქორწილზე ოცნებობ, გაგვიმხილე..
- ძალიან მიყვარს ბუნება, მინდა, ჩემი ქორწილი მწვანე მინდორზე, ბუნებაში გაიმართოს, თეთრი ხალიჩის გავლით მამამ საქმროსთან მიმიყვანოს. რაც შეეხება კაბას, არ მომწონს ღია, კორსეტის ტიპის კაბები, უფრო დახურული საპატარძლო კაბები მომწონს, რომლებიც შეკერილია გიპიურის ნაჭრით. სხვათა შორის, ბავშვობიდან დახატული მქონდა ჩემი გემოვნების შესაფერისი კაბა, ჰოდა, ქეით მიდლტონი რომ გათხოვდა, ზუსტად მას ეცვა ის, რაც მე დავხატე (იცინის). შეიძლება ითქვას, რომ ჩემი საოცნებო კაბა ეცვა.
- თითქმის ყველაფრით მზად ხარ ოჯახის შესაქმნელად, გვითხარი, შეყვარებული არასდროს ყოფილხარ?
- არა, საბედნიეროდ, ჩემ გარშემო არსებობენ კარგი ბიჭები, მაგრამ ზოგს რაღაც აკლია, ზოგს ერთი რამ აქვს, მაგრამ მეორე - არა, შეიძლება, იდეალს ვხატავ, მაგრამ რომ არ ჯდება იმ სტანდარტებში, ვბრაზდები და ესაა იმის მიზეზი, რომ ჯერ შეყვარებული არ მყოლია. ალბათ შემიყვარდება ის, ვინც გახდება ჩემი შვილების მამა, არ მივეკუთვნები იმ გოგონების კატეგორიას, რამდენიმე შეყვარებული რომ ჰყავთ ოჯახის შექმნამდე, თბილისში ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს შეყვარებული ვყოფილვარ. არ მჭირდება ერთი-ორთვიანი ურთიერთობები, რომლებიც არ სრულდება ოჯახის შექმნით. პატარა ქალაქში ვცხოვრობთ და არ მინდა ვინმემ ჩემს ქმარს უთხრას, ჟანეტი ჩემი შეყვარებული იყოო. მომწონს ჩემი ასეთი აზროვნება, ბოლო წლების განმავლობაში კი არ ვფიქრობ ასე, სულ მსგავსი დამოკიდებულება მქონდა ამ საკითხის მიმართ. არ მჯერა ცალმხრივი სიყვარულის, როგორ უნდა გიყვარდეს ის ადამიანი, ვისგანაც არაფერი მოდის, არც სითბო, არც ყურადღება... სიყვარული არის ორმხრივი.

- დარწმუნებული ვარ, თაყვანისმცემლებისგან საჩუქრები არ გაკლია, გაიხსენე რაიმე ორიგნალური..
- საკმაოდ ყურადღებიანი თაყვანისმცემლები მხვდებიან, უამრავი რამ უჩუქებიათ. ერთხელ საქართველოში ჩამოვფრინდი, აეროპორტში პასპორტის კონტროლი გავიარე თუ არა, მეძახის დაცვა, შემეშინდა, რაიმე პრობლემა ხომ არ არის-მეთქი, ჩემი ორმაგი მოქალაქეობის გამო ხშირად ვხვდები გაუგებრობაში, მაგრამ მოვიდა ის პიროვნება და მომცა რაღაც ყუთი, ეს თქვენია, წერილით ყველაფერს მიხვდებითო. გავხსენი ყუთი და შიგნით დამხვდა ბოქლომიანი ზარდახშა, იქვე იყო წერილი შემდეგი შინაარსით: გაიხსენე ჩვენი შეხვედრის თარიღი, ისაა კოდი, რომლითაც გახსნი ზარდახშასო. გავგიჟდი, ვფიქრობ, ვინ გამომიგზავნა, როდის შევხვდი, ბოლოს გონება მაგრად დავძაბე და მივხვდი, ვის-განაც შეიძლებოდა ყოფილიყო, ავკრიფე კოდი და შიგნით დამხვდა უგემრიელესი, გულის ფორმის ფრანგული კანფეტები. ერთხელ ყვავილები მაჩუქეს ძალიან ორიგინალურად, ღამე კარზე ზარი გაისმა, გავაღე, დამხვდა კურიერი უამრავი ვარდით, ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ ასზე მეტი იყო, წერილში კი ეწერა ''05.05.2012 + თითო ვარდი = 05.05.2013'' ანუ, ყოველდღე ერთ ვარდს ვერ გაჩუქებდი, მაგრამ ერთიანად გიგზავნიო, და 365 ვარდი მაჩუქა.
- აბეზარი თაყვანისმცემელი არ გყოლია?
- თუ გოგონას არ უნდა, ზედმეტად არავინ შეაწუხებს. როცა დაგირეკავენ, არ უპასუხო, მოგწერენ - დააიგნორე, მაქ-სიმუმ ერთ კვირაში დაიღლებიან და თავს დაგანებებენ. უამრავი ადამიანი მწერს, თუნდაც ''ფეისბუქში'' , მაგრამ არ ვეკონტაქტები, ზოგი მსაყვედურობს, რატომ არ მპასუხობო, მაგრამ რეაქცია არ მაქვს, ზოგადად სოციალური ქსელი ჩემთვის არაა უცნობ ბიჭებთან საკონტაქტო საშუალება, ვურთიერთობ მათთან, ვისაც ვიცნობ და ვდებ ფოტოებს.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 50 /
პიარი კარგად გათხოვებისათვის.რატომაც არა!
22:19 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
მარტო ძმასთან სიარული მაკვირვებს, ან ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილი არ ყავს, ან დაქალები, ან პროტესტის შეგრძნება არა აქვს... ჰოი საოცრებავ!
22:12 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანკა
თანამედროვე და არატრადიციული ოჯახიდან რომ არის, ამას ამტკიცებს მისი მონაწილეობა სილამაზის კონკურსზე, სადაც აუცილებელია საცურაო კოსტიუმით პოდიუმზე გასვლა, მონაწილეობა ,,ცეკვავენ ვარსკვლავებში'' სადაც აუცილებლად იცოდა რომ თამამ კოსტიუმებში თამამი ცეკვები მამაკაცთან ერთად უნდა შეესრულებინა,და მოდელობა თუნდაც ჰობის დონეაე ანუ აქ ჟანეტი ელემენტარულად გვატყუებს. ზუსტად მხოლოდ ის ვიცით, რომ ეს გოგო ძალიან ლამაზია და აშკარად ფრთხილობს ,,სახელი არ გამიტყდესო'' ხშირად გოგონები ხაზს უსვავენ მამის და ძმის ზედმეტ სიმკაცრეს, რათა მიიქციონ საქმროების ყურადღება, როგორც კარგად ,,თავშენახულებმა''. თუმცა ეს არ უნდა იყოს ცუდი ფსნდენცია
22:06 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
აქ ზოგიერთებს მივმართავ, ბოღმით სკდებითო და იმიტო ხართ კრიტიკულად განწყობილებიო რომ ამბობთ, ბოღმით გასახეთქი აქ რა ნახეთ, ნამდვილად ლამაზი გოგოა, მაგრამ დარწმენებული ვარ ეს გოგო აქეთ სკდება ბოღმით სხვა, ნორმალური გოგოების ცხოვრებას რომ უყურებს, რომელსაც ბოდიგარდები არ დაჰყვებიან თან და რომლებსაც ქვის ხანის აზროვნების მშობლები არ ჰყავთ. თქვენ კი ვინც მამამისს ასეთ საქციელს უწონებთ სავარაუდოდ უნარი არ გაქვთ, რომ თავად მოხიბლოთ გოგო და მხოლოდ გარიგების მეშვეობით შეგიძლიათ ცოლის მოყვანა. რაც შეეხება უმანკოებას, ალბათ ანჯელინა ჯოლიც უმანკო იქნებოდა 200 კაცს რომ გაეკონტროლებინა, ასე რომ პატიოსნებასთან მსგავს უმანკოებას არანაირი კავშირი არ აქვს და ვინც ამას ვერ ხვდებით ე.ი. ჯანსაღათ ვერ აზროვნებთ
11:14 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ეეჰ
აქ აავის უხსენებია ეს გოგო პატიოსანია თუ არა იდარდოს მისმა პატრონმა, ეს გოგო წერს ,რომ ტრადიციულ ოჯახში გაიზარდა და ძმის და მამის გარეშე არსად დადის , ერთი გეკითხებით, ვია გაუგია ან რომელი ტრადიციაა, რომ საზღვაო კოსტუმით პოდიუმზე ისეირნო, ამის ნებას რომ რთავს მამა ის ტრადიციული კი არა ძალიან თანამედროვე ყოფილა.
02:03 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
რა ცოდოა ეს გოგო, თვითონ ვერ აზროვნებს და რაც თავისმა ხის თავიანმა მამამ და ძმამ შთააგონეს იმას იმეორებს ბატივით. ამ ინტერვიუს შემდეგ სავარაუდოდ სარფიანადაც გათხოვდება ვინმე ქალიშვილობაზე დახამებულ ფულიან ბიძაზე. ყველაფერი მომზადებული ქონია თან უკვე.
21:58 / 22-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კონსერვატორი-XXI
ლიბერალს მათალს ამბობ, რომ ''ჟანეტი რასაც წერს, ასპროცენტიანია'' - ჟანეტი არ ვიცით ასე ფიქრობს თუ არა სინამდვილეში, და ვერც გავიგებთ. მაგრამ რასაც ის ამბობს, ეს ნამდვილად ასპროცენტიანია და ვინც ამ აზრის საწინააღმდეგოს ამტკიცებს, ის ნამდვილად შურით და ბოღმით აკეთებს ამას. ჯერ ერთი, არა მგონია, აქ დაპოსტოს გოგომ რომელიც ჟანეტზე ლამაზია და მისი ლანძღვა დაიწყოს შეფარვით თუ პირდაპირ. ცხადია რომ აქ ვინც პოსტავს, ის ქალბატონები ჟანეტის მეათედი სილამაზის არ არიან. ამიტომ მათ შურთ მისი. თვითონ ჟანეტი რამდენად ფიქრობს ასე, ამაზე კიდევ შეიძლებოდა ვიმეს ეჭვი გამოეთქვა, ამის ეჭვს მეც ვიტოვებ. მაგრამ სულ სხვა საკითხია თავად ის სიტყვები, რომელსაც ჟანეტი ამბობს. ზოგიერთი სწორედ ამ სიტყვებს ეწინააღმდეგება, დასცინის ასეთ აზროვნების წესს და თავად შეფარულად თუ ღიად ცდილობს გარყვნილების პროპაგანდას. მართალი ხარ, ლიბერალი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ გარდა იმისა, რომ ისინი როგორც ჟანეტის დარი სილამაზის არმქონეები, შურით სკდებიან, კიდევ სხვა პრობლემებიც აქვთ და სურთ, რომ რაც შეიძლება მეტი ტალახიანი იყოს, რომ თვითონ სუფთებად გამოჩნდნენ. ულამაზო ქალი რომ პატიოსანი იქნება, ეს დიდი გმირობა ვერაა. მაგრამ ჟანეტის დარი სილამაზის ქალი რომ თან პატიოსანიც იქნება, სწორედ ესაა ღირსება.
21:41 / 22-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კონსერვატორი-XXI
თუ ჟანეტი ასეთ რამეს პიარის გამო ამბობს, ხომ წარმოგიდგენიათ რა ცოდოა ადამიანი, ვინც ასეთ რამეს პიარის გამო ამბობს და სინადმვილეში ასე არ ფიქრობს. ხოლო თუ ჟანეტი გულწრფელია (და ამის მინიმუმ 1% შანსი ხომ ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს?), მაშინ მის საქართველო კი არა საქართველოს პრინცესა ყოფილა და კიდევ ერთხელ გაუმარჯოს მას ყველა კეთილ საქმეში ხოლო მამაისს დიდი პატივისცემა!
20:27 / 22-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიბერალი
ცნობილია, რომ ბოზი მუდამ ცდილობს სხვაც გააბოზოს, რადგან თავად გაფუჭებულს არ სურს მასზე უკეთესის ხილვა...ამიტომ ტყუილად იგესლებით, თქვენი მიზნები ნათელია...ამით პატიოსნებას და უმანკოებას ვერ დააკნინებთ, ვერ ჩაითრევთ სხვასაც თქვენს ბინძურ საქმეებში...
15:42 / 22-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიბერალი
აქ ზოგის კომენტარი ძალიან იოლი საცნობია...თავად გაფუჭებულები და ათასნაირ კაცებში ნაგულევები, ახლა შურით აღვსილნი ცდილობენ სხვებიც ჩაითრიონ...ჟანეტი რასაც ამბობს ასპროცენტიანია და თქვენი შურით გაჟღენთილი კომენტარები თქვენთვის შეინახეთ დედაკაცებო... ეს გოგო გარეგნულად რა ლამაზიც არის, ისეთივე ლამაზი სული ჰქონია და ყველა პატიოსან და უმანკო გოგოს გაუმარჯოს !!!
15:39 / 22-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS