- ანი, იმიჯი რატომ შეიცვალე?
- იყო პერიოდი, როდესაც თმა ხან ვარდისფრად მქონდა, ხან - ცისფრად, მაგრამ ახლა ძალიან მიხარია, რომ
- სოციალურ ქსელში ამოვიკითხე კომენტარი, რომ მკერდი გაიდიდე.
- ვაღიარებ, რომ საოცრად გავსუქდი, რამაც სხეულის ყველანაირი ფორმის გაზრდა განაპირობა. ეს ბუნებრივად მოხდა, მადის გაზრდის ხარჯზე. გურმანი ვარ და საკვებზე უარს ვერ ვამბობ. ვიღებ მაყურებლის სამართლიან შენიშვნას და ვამბობ, რომ ფაქტია, წონას ასე არასდროს შევუწუხებივარ.
- ამ ინტერვიუს მერე იმედია, მტანჯველ დიეტებს არ დაიწყებ.
- ტანჯვა ნამდვილად არ მჭირდება. როგორც კი კვების რაციონიდან რამდენიმე პროდუქტს ამოვიღებ, რომელიც მასუქებს, მაშინვე ფორმაში ვდგები.
- ძალიან დატვირთული რეჟიმი გაქვს. ბავშვებისთვის რამდენად გრჩება დრო?
- როდესაც გადატვირთული ხარ, აფასებ ყოველ წამს და წუთს, რომელსაც შვილებთან ატარებ. ყოველ საღამოს ოჯახურ გარემოში განტვირთვა ძალიან მაგარია.
- ბავშვები აპროტესტებენ, დედასთან რომ ნაკლებ დროს ატარებენ?
- საღამოს შვიდი საათიდან უკვე მათთან ერთად ვარ. უბრალოდ, დილით ადრე მიწევს გასვლა და დამატებით ვმუშაობ, ამიტომ ჩემთან ყოფნის დეფიციტი არ აქვთ.
- მეუღლესთან ურთიერთობაში რაღაც პერიოდი პრობლემები გქონდა, დაშორდით ერთმანეთს და ახლა, როგორც ვიცი, ეს პრობლემა წარსულში დარჩა.
- ოჯახური პრობლემა მაშინ ხდება პრობლემა, როდესაც მასში მთელი საქართველო ერთვება. ამიტომ პირობა მაქვს დადებული, რომ ოჯახზე ხმამაღლა არ ვისაუბრო. თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს.
- ახალგაზრდა ოჯახებს რა რჩევას მისცემდი?
- ვურჩევ, ერთმანეთთან ურთიერთობაში რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩარიონ, მათ შორის მეგობრებსაც ვგულისხმობ. არც ერთ ჩემს მეგობარს არ სწყინს, რომ ჩემს ამბებს არ ვუზიარებ. რა თქმა უნდა, მეგობრების კეთილი რჩევები ძალიან კარგია, მაგრამ გადაწყვეტილება ხომ მაინც ცოლქმარმა უნდა მიიღოს. როდესაც შენი ამბავი იცის თუნდაც სამმა ადამიანმა, შენ უკვე იწყებ იმაზე ფიქრს, ხომ არ გელახება თავმოყვარეობა შენს ახლობელ მეგობართან, რომელიც თუნდაც ხუმრობით გეტყვის, არ გაქვს თავმოყვარეობა, რამდენ ხანს ელოდები? პირადი იმიტომაა პირადი ამბავი, რომ შენ თავად გადაწყვიტო, ვის რამდენი წელი დაელოდები ან არ დაელოდები.
- ერთი პერიოდი აქტიურად იყავი ჩართული სამსახიობო კარიერაში. ახლა არ გაქვს კინოდან შემოთავაზებები?
- ბოლოს გიორგი კიკალეიშვილის ფილმში ვითამაშე რამდენიმე წლის წინ. დიდი სამსახიობო ნიჭით არასდროს გამოვირჩეოდი, მაგრამ გადაღებების დროს კარგად ვხალისობდი და ამიტომ ფილმში მონაწილეობაზე უარი არასდროს მითქვამს. სიმართლე გითხრათ, ის დრო მენატრება. არ მქონდა შესაძლებლობა, ისეთი დრამატული როლები მეთამაშა, რომლებიც გაზრდაში დამეხმარებოდა. ძალიან მაგარი მსახიობი არასდროს ვყოფილვარ და მიკვირდა, რომ ბევრი მსახიობის ფონზე როლზე ვიყავი დამტკიცებული. უბრალოდ, გახლდით პერსონაჟი, რომელიც თავისი გვარით, სახელითა და გარეგნობით იქცევდა ყურადღებას.
- ახალი გადაცემის იდეა ხომ არ გაქვს?
- მაქვს საავტორო რუბრიკა, რომელიც მაძლევს საშუალებას, სხვადასხვა თემა გავშალო. მომწონს, რომ''რუსთავი 2''ის დილის ეთერში არ ვარ შეზღუდული თემების არჩევანში და მაქსიმალურად კომფორტულად ვარ. ზოგადად რაც მაქვს, ყოველთვის იმით ვკმაყოფილდები და შემდეგ სხვა შემოთავაზებები თავისით მოდის. მთელი ცხოვრება ასე ვიყავი. არასდროს მიბრძოლია კარიერაში წინსვლისთვის და რომ მებრძოლა, ალბათ, ახლა უფრო კარგად ვიქნებოდი.
- მეუღლეს მოუცია როდისმე შენიშვნა შენს საქმიანობასთან დაკავშირებით?
- მსგავსი შემთხვევა არ მახსოვს. ოღონდ მან ჩემი მონაწილეობით რაიმეს შეხედოს და შენიშვნასაც მივიღებ.
- დილით ადრე ბევრი ჩვენგანის მსგავსად ვერ იღვიძებს?
- გადაცემა ვნახე და კარგი იყო ან ცუდიო, ეს არ არის ხოლმე ჩვენი სასაუბრო თემა. ბევრჯერ აღუნიშნავს, ახლობელს რომ ხედავს ეკრანზე, ყველაფერს კრიტიკულად უყურებს და განიცდის. ისიც ხშირად უთქვამს,''202''ში რომ ვმუშაობდი, უყურებდა სერიალს ჩემი მონაწილეობით, მე მაშინ არ ვიცნობდი. აღიარებს, რომ ზოგადად ყველას მიმართ პრეტენზიული იყო და იმ მცირე გამონაკლისებში შევდიოდი, რომელიც იმ ეტაპზე მოსწონდა. უფრო სასიამოვნო იქნებოდა, არა წარსულში, არამედ აწმყოში ეთქვა კომპლიმენტები. მარტივად ამბობს, ადამიანს, რომელიც შენნაირად გამოიყურება, არ სჭირდება კომპლიმენტიო. მიაჩნია, რომ ცუდი გარეგნობის ადამიანებს სჭირდებათ კომპლიმენტები და ეს გარკვეულწილად აფერისტობაც არის. როდესაც ფაქტია, რომ ქალი კარგად გამოიყურება, ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება საჭირო აღარაა. მინდა მამაკაცებს ვუთხრა, რომ ქალს ყველა შემთხვევაში სჭირდება კომპლიმენტები.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''