14 მაისი, 2015
გამოხმაურებები ''X ფაქტორზე'' - ანრი დილეტანტად არ მთვლის და ვერც ჩამთვლის...''
სანამ მომღერალი თავის სტილს მიაგნებს, ყვირილი ჰგონია სიმღერა მუსიკალური პროექტი, რომელმაც ისევ აალაპარაკა საქართველო - ''X ფაქტორმა'' ძალიან ძლიერი სტარტი აიღო, ჟიურის ახალი შემადგენლობითა და ახალი მონაწილეებით, რომელთა შორის ბევრი ნაცნობი სახეც ვნახეთ, თუმცა მხოლოდ პირველ ეტაპზე, რადგან'' 4 სკამის'' კონკურსს ალეკო ბერძენიშვი-ლი, ლიზა ყენია, მარიამ პავლიაშვილი და ლიკა შუბითიძე გამოეთიშნენ. მენტორებმა საკუთარი არჩევანი რისკსა და ახალ სახეებზე გააკეთეს. რასაკვირველია, ეს მათი უფლებაა, თუმცა მეორე დღიდანვე ჩვეულებრივმა მაყურებელმა და მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლებმაც საკმაოდ მძაფრი კრიტიკა
დაიწყეს. გამორჩეულად კი გამოხმაურება შეეხო გიორგი გაბუნიას, რომელმაც ბიჭების კატეგორიიდან არაჩვეულებრივი ვოკალისტი ალეკო ბერძენიშვილი დაითხოვა. პირველი, ვინც ამის შესახებ საკუთარი აზრი ხმამაღლა დააფიქსირა, კომპოზიტორი და მომღერალი მაია კაჭკაჭიშვილი იყო, რომელმაც დაწერა:''ბღავილი მოდაშია, ხვალიდან ვიწყებ ვარჯიშს ბღავილში...'' სხვა პოსტში კი პირდაპირ გააკრიტიკა გიორგი გაბუნია, რომელიც, რადგან მუსიკოსი არ არის და უბრალო მელომანია, მაიას აზრით, ჟიურიში არ უნდა იჯდეს.

მაია კაჭკაჭიშვილი:

- საბოლოოდ, 80% ბღავის და არ მღერის. ჟიურის წევრები კი ეუბნებიან, ოჰ, რა ხმა გაქვსო. არადა, ძალიან ყვირიან, ეს სიმღერა არ არის. მით უმეტეს, ასრულებენ ქავერებს, რომლის შესრულებაც ბევრად ადვილია, უკვე არსებობს დედანი, რომლის მიხედვითაც შეგიძლია იმღერო. ჩემი ყურისთვის ასეთი უკულტურო, დაუყენებელი ბგერების მოსმენა შეუძლებელია.

- ეს არა მხოლოდ''X ფაქტორს'', არამედ სხვა მუსიკალურ კონკურსებსაც უკავშირდება?
- რა თქმა უნდა. სანამ მომღერალი თავის სტილს მიაგნებს, ყვირილი ჰგონია სიმღერა. ჩვენთან ყველა კონკურსში უმეტესობა ყვირის. სხვაგან არა, რუსულ მუსიკალურ კონკურსებშიც კი არ ბღა-ვიან ასე. ეს იმით არის განპირობებული, რომ ჩვენთან არ არის სკოლა, რომელიც სწორად სიმღერას ასწავლის. არსებობს რამდენიმე გამორჩეული ადამიანი, რო-მელსაც ღვთისგან აქვს მომადლებული ეს ნიჭი, დანარჩენებს, საშუალოდ ნიჭიერებს, აუცილებლად სჭირდებათ ვოკალის პედაგოგები. შესაძლოა, როკის შესრულებისას ბღავილი მისაღებია, მაგრამ არა ყველა მიმდინარეობაში და ეს რომ ასწავლონ, ასეთი ვოკალის პედაგოგე-ბი საქართველოში არ მეგულება, იქნებ, თქვენ იცით და მეც მითხრათ?!.

- ალეკო ბერძენიშვილი გიორგი გაბუნიამ გამოუშვა პროექტიდან. თავად არ სურს კომენტარი. ბევრ სხვა ცნობილ სახესაც დაატოვებინეს პროექტი.
- ყველა ცნობილ სახეს მოვუხდი ბოდიშს, მაგრამ ალეკო ბერძენიშვილს სხვა კლასი აქვს. ამ ყველა ცნობილში მას არ გავრევ. ჯერ ერთი, ის ნაკლებად ცნობილია, ვიდრე დანარჩენი სახეები. წლების წინ მონაწილეობდა''ვარსკვლავების აკადემიაში'', როცა ჩამოინგრა შენობა და პროექტი ვერ შედგა. ახლა გამოვიდა''X ფაქტორში''. მინდა ამიხსნან, რას ნიშნავს განმარტება, რომ მენტორს გარანტიას რისკი ურჩევნია. ალეკო, ფაქტობრივად, გიორგი გაბუნიამ და ბევრმა მაყურებელმა ახლა აღმოაჩინა, ის სტუდიაში მუშაობს. თავად ალეკო ძალიან ცოტაჯერ ჰყავს ნანახი მაყურებელს, სხვა ცნობილი კონკურსანტებისგან განსხვავებით.

- გიორგისთან დაკავშირებით დაწერე, რომ მელომანობა მუსიკოსობას არ ნიშნავს და მხოლოდ მუსიკოსები ხომ არ სხედან სხვა ქვეყნების ჟიურიში?
- კი ბატონო, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ამ საქმესთან აქვთ შეხება, მაგალითად, პროდიუსერები. სამსახურე-ბრივი შეხება უნდა ჰქონდეთ მუსიკასთან და არ იყვნენ ჩვეულებრივი მელომანები. გიორგი გაბუნიას პირადად არ ვიცნობ, ძალიან მესიმპათიურებოდა და ახლაც მესიმპათიურება, როგორც ჟურნალისტი. დარწმუნებული ვარ, გემოვნებიანია მუსიკაში, მაგრამ როცა ეხები ასეთ საქმეს და ალეკო ბერძენიშვილი გყავს გუნდში, აქ უნდა იგრძნობოდეს, რომ მენტორმა დაინახა მისი შესაძლებლობები, თუმცა როცა არ ხარ მუსიკოსი, ამას ვერ იგრძნობ. მგონი, სოფო ნიჟარაძემ უთხრა ალეკოს, მერიდება შენი შეფასებაო, რადგან მასთან, როგორც მუსიკოსთან, ალეკოს ენერგეტიკა სწორად მივიდა.

- ანრი ჯოხაძემ დაწერა, რომ''X ფაქტორის'' შემდგომი კომენტარების კითხვისას აღმოაჩინა პროფესიო ნალი დილეტანტი მუსიკოსები, რომლე ბიც, რბილად გადმოვცემ მისთქვამს, ერთი ადგილიდან ორთქლს უშვებენ.
- გავეცანი ანრის სტატუსს და ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან დარწმუნებული ვარ, ანრი დილეტანტად არ მთვლის და ვერც ჩამთვლის. ამისი შანსი ნულია და ჩემს თავზე ამას ვერ მივიღებ, ვერც კი დავუშვებ. მე ჩემი აზრი გამოვთქვი. როგორც მივხვდი, გიორგი გაბუნიას უფრო მძიმე მუსიკა უყვარს და აქედან გამომდინარეობს მისი არჩევანიც, თუმცა პროფესიონალი უფრო ფართოდ იმუშავებდა და ყველა ჟანრის მუსიკოსს შეარჩევდა.

ანრი ჯოხაძე:

- ანრი, ვის გულისხმობდი ერთი ადგილიდან ორთქლის გამომშვებთა შორის?
- კონკრეტულად ვერ გეტყვით, სახელები და გვარები რომ ჩამოვთვალო, მათ რეკლამას გავუწევ. ყველას აქვს თავისი აზრი. რატომ ატყდა ამხელა აჟიოტაჟი და იმიტომ, რომ ნიჭიერი ადამიანები დარჩნენ ამ პროექტის მიღმა და მათი ქომაგები, არა მხოლოდ მეგობრები, არამედ მათი მსმენელებიც გამოეხმაურნენ. რატომ მიიღეს მენტორებმა ამგვარი გადაწყვეტილება, ვერ გეტყვით. მენტორები შეიძლება ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ ერთმანეთს, ასეთ დროს ყოველი ჩვენგანი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ყველას თავისი გათვლა აქვს. მე ჩემი კოლეგების კომპეტენციაში ვერ ჩავერევი. თავადაც არ მომიწონეს ბავშვების კატეგორიაში რაღაც გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ პატივს არ ვცემ.

- მაია კაჭკაჭიშვილმა დაწერა, რომ გიორგი გაბუნია არ უნდა იჯდეს ჟიურიში.
- ძალიან გთხოვთ, სხვის მოსაზრებებზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ. ნახავს ხალხი, რომ გიორგიმ ძალიან ჭკვიანურად შეარჩია კონკურსანტები და მათი განვითარების გზებსაც ბევრზე უკეთესად აფასებს და ხედავს.

- მაინც არ მითხარი, ვის მიიჩნევ ორთქლის გამომშვებ დილეტანტ მუსიკოსებად?
- ეს მხოლოდ''X ფაქტორის'' გარშემო არ ხდება. ზოგადად, ჩვენს მუსიკალურ წრეს ახასიათებს პრო...დან ორთქლის გამოშვება სხვადასხვა თემაზე და იმიტომ არ წერენ, რომ ნამდვილი ქომაგები არიან. მერე ეს ყველაფერი არაჯანსაღ მსჯელობაში გადაიზრდება ხოლმე იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც მუსიკასთან არაფერ შუაში არ არიან და ბაზრობას ემსგავსება, რაც ძალიან გამაღიზიანებელია. თუმცა, საბოლოოდ, გადაცემის რეიტინგს გამოხმაურებები ძალიან არგია და რაც უნდა იყოს, ორშაბათობით მაინც ყველა ზის და უყურებს''X ფაქტორს'' (იღიმის).

მთელი კვირის განმავლობაში არ წყდებოდა გამოხმაურებები ამ თემაზე. ლიზა ყენიამ, რომელიც მენტორმა სოფო ნიჟარაძემ გოგონების გუნდში არ დატოვა, გამოაქვეყნა ფოტო''X ფაქტორიდან'', რომელსაც მიაწერა, ისეთი სახე მაქვს, ვითომ ძალიან მაინტერესებს, რას მეტყვის ჟიურიო. მარიამ პავლიაშვილის მეუღლის საქციელი, როდესაც მან მარიამის გაშვებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შემდეგ ხმამაღლა და გამოთქმით აგინა დარბაზიდან მენტორს, სოციალურ ქსელებში ცხოველი გარჩევის საგანი გახდა. მოგვიანებით მარიამმა მეუღლეს მხარი დაუჭირა და დაწერა,''ჩემი ქმარია, თქვენი ხომ არა, თქვენ ხომ გყავთ უკეთესები და მიხედეთ''. ლიკა შუბითიძემ კი''კვირის პალიტრა ჯი''-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სოფო ნიჟარაძემ მისი მუსიკა ვერ აღიქვა.… ფაქტია, რომ შეჯიბრება ძალიან აზარტულია და წინ კიდევ ბევრი საინტერესო ეპიზოდი და გამოხმაურება გველის.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
დიეტა
მაიკო მუსიკოსობა კარგია მაგრამ გარეგნობაც მთავარია.დაიკელი წონაში აუცილებლად.ვიზუალი იმარჯვებს ბევრჯერ
13:21 / 02-10-2015
გამოხმაურება / 0 /
Forsaken
ჰო და კიდე შაკირაზე, შაკირა იყო გერმანიაში გამოსული და სულ მაგარი ეკიდა კონკურსი უბრალოდ თავისი ტურნე დააპიარა. თუ გესმის ცოტა მაინც ინგლისური ნახე ვიდეო და მოუსმინე ბოლოში როგორ აპიარებს თავის კონცერტს. https://www.youtube.com/watch?v=5r76abJnSoU (პს ისე მაინც შაკირა თავის ქვეყნის იქსსში არ იყო გამოსული, ისე როგორც ბევრი ქართველი გამოდის უკრაინის და სხვა ქვეყნების იქსსში)
13:37 / 15-05-2015
გამოხმაურება / 0 /
???
Shakira romel x Faktorshi gamovida gefizeb :)))
02:43 / 15-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
ვაიმე რა სისულელეა ვინ "ბღავის" ? ძალიან მაინტერესებს:)) ყველა კონკურსანტი რომელიც გიორგიმ დატოვა საუკეთესოები არიან:)) ამოგიჩემებიათ ალეკო არუნდა გაეშვა კარგად მგერისო ეგ გიორგიმაც იცოდა და სწორედ მაგიტომ გაუშვა და შანსი მისცა ადამიანს რომელიც ცხოვრებას ეხლა იწყებს და რაც მთავარია გიორგის წყალობით ის იპოვის თავის გზას ცხოვრებაში: ))
22:32 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მე
სანამ იმაზე დაიწყებთ ბჟუტურს, ალეკოს რა უნდოდა ამ პროექტშიო, ერთი სხვა ქვეყნის იქს ფაქტორებს გადახედეთ... შაკირაც გამოდის და მართლა ვარსკვლავები... და რა უნდა ქნას აქ მომღერალმა, როცა სხვა გასაქანი არაა? რესტორანში სიმღერას დასჯერდეს? არაფერი არ ხდება და დიახაც, ზუსტად ასეთი უძლიერესი მომღერლები უნდა გამოდიოდნენ და არა ვიღაც ლეღვები!
21:10 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფო
Mოდიტ რა სხვებსაც დაუტმედ ადგილი,ეყო ბერდზენისჰვილს კონკურსები. Bგავიან ტუ ცჰხავიან არავის გასაკრიტიკებელი არააა.ეგრე რომ აზროვნებტ მიტო ყვავის ტქვენი სჰოუბიზნესი.ამდენი ნიცჰიერია და ტუ ფული არ აქვტ ვერც ახდენენ რეალიზებას.ფულიანი მამების სჰვილები რომ გყავდატ სჰოუბიზნესსჰი ისინიც გაქრენ.ბევრად მირცჰევნია ეგ ცჰხავილი ტქვენი ზოგიერი მომგერლის კნავილს.და კიდევ ცნობილი სახეები სჰესარცჰევ ტურზე არ უნდა გაუსჰვან,
19:56 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
თეა
აბსოლუტურად ვეტანხმები მაიას! ალეკოს გაშვება პროექტიდან, ეს არაფერში არ ჯდება! ის უდიდესი მომღერალია! რაც შეეხება ანრის, საერთოდ არ მესმის, რა საჭირო იყო ამ პროექტში გოიმობის ელემენტის შეყვანა. ადრეც არ მესიმპატიურებოდა, მაგრამ ახლა საერთოდ დამეკარგა წარმოდგენა. ქეთი გუგულაშვილის გაშვებას ახსნა არ აქვს! ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ასეთ მარგალიტს ხელიდან არავინ გაუშვებდა. საოცრად იმღერა, ცეკვავს, მოძრაობს, არტისტიზმს ფლობს - მეტი რა უნდა ექნა? გასაგებია, რომ სოფო ავად იყო, მაგრამ ხმის არქონა და სმენის პრობლემა და საშინელი ნამღერი - სხვადასხვა რამაა! არის რაღაც, რაზეც უბრალოდ ვერ დახუჭავ თვალს! პირადად მე სურვილი დამეკარგა ამ შოუს ყურების... მე მაპატიეთ...
18:59 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ლიზა ყენიას, მარიამ პავლიაშვილს, ლიკა შუბითიძეს და ან თუნდაც ალეკო ბერძენიშვილს რა უნდოდათ X-ფაქტორში? საზოგადოებისთვის უცნობები არიან? არაპროფესიანალი მომღერლები თუ რა? ეს კონკურსი არის არაპროფესიონალი ნიჭიერი, დამწყები მომღერლებისთვის და არა ცნობადი პროფესიანალი მომღერლებისთვის!
18:26 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
tamo
ეს გამოDვებაშტან გაკეთებული კომენტარები არარის მოსაწონი, რადგან ყველა ვერ გადავა და უნდა გააკრიტიკონ მენტორი? ჯერ ის არმესმის ყველა ცნობილი ადამიანი რატომ მიდის ყველა შოუში და ახლად შემდგარებს რომლებსაც მის სურვილი აქვთ ჩრდილავენ.. მე არმომწონს , რომ მაია იძახის რომ ალეკო არ უნდა გაეშვათ ეს შოუ არარის პოპულარული და შემდგარი მუსიკოსებითვის მაშინ ჟიურში ვინც ზის გავიდეს, უფლება მათაც აქვთ და ძაან მაღალი იქნება კონკურენცია რადგან მათ უფრო ექნებათ გამარჯვების შანსი.. აქ უნდა მივიდეს უცხო ადამიანი და არა ნაცნობი სწორადაც კარგად გაუშვეს ყველა ასეთი და კომენტარის გაკეთება ბოლოს უადგილოა. მაშინ ნუ მიხვალ როცა იცი რო არარის ცნობილებისთვის))
18:19 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ყენიას
ლიზა, თუ არ გაინტერესებდა კონკურსი და ჟიურის აზრი რაღას მიდიოდი გადაცემაში ვერ გავიგე.
10:13 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS