06 მაისი, 2015
ქართველი სექსუალური ლამაზმანები ჩინეთში თხოვდებიან - სამებაში მონათლული ჯეი, იოანე გახდა
ჯეის ნათლობის სახელია იოანე, საქართველოში დაარქვეს მოდელ ნანუცა ტორონჯაძესთან ინტერვიუ ''რეიტინგში'' წელიწადზე მეტია, რაც გამოქვეყნდა. გოგონა სხვა ქართველებთან ერთად ჩინეთში სამუშაოდ წავიდა, მაგრამ მას ძალიან გაუმართლა, რადგან კლუბებში ჩატარებული გამოსვლებიდან მალე გადაინაცვლა სამოდელო ბიზნესში და ხშირად იღებდნენ სხვადასხვა, მათ შორის თეთრეულის რეკლამაში. გოგონა არც სექსუალურ ფოტოსესიებში მონაწილეობას მორიდებია.
გასულ კვირას ჩინელ მეორე ნახევართან ერთად საქართველოს ესტუმრა და ჯვარი დაიწერა. გრანდიოზული ქორწილი რესტორანში აღნიშნეს. გული სწყდება, რომ ჩინეთიდან სავიზო პრობლემების გამო სტუმრები ვერ ჩამოვიდნენ, მაგრამ მალე
მეორე ქორწილს ჩინეთში გადაიხდიან და წყვილი ნამდვილ ოჯახურ ცხოვრებას დაიწყებს.

- მე და ჯეიმ ერთმანეთი საკმაოდ სასაცილო სიტუაციაში გავიცანით. ჩემს მეგობარს სამსახურში გავყევი და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ჩემი მომავალი რჩეულის კლუბი ყოფილა. მაშინ არც ვიცოდი, რომ ეს ადამიანი ჩემი მეორე ნახევარი გახდებოდა. საღამოზე ''ვიქტორია სიკრეტის'' თეთრეულის ჩვენება გაიმართა. მე ჩემთვის ვიდექი და ვუყურებდი, მაგრამ მაინც შევამჩნიე, რომ ერთი ბიჭი ზედმეტად მაქცევდა ყურადღებას. გამოსვლა რომ დამთავრდა, მეგობარმა მითხრა, რომ კლუბის მეპატრონე შამპანურზე გვეპატიჟებოდა, ეს ადამიანი ახლა ჩემი ქმარია (იღიმის).

- თქვენი სიყვარულის ამბავი რამდენ ხანს გაგრძელდა, ჯეი ეჭვიანი შეყვარებული იყო?
- ჯეის ნათლობის სახელია იოანე, საქართველოში დაარქვეს. დაახლოებით ერთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, ეჭვიანია, რა თქმა უნდა. სულ მეუბნება, შენნაირი ქალი რომ ჰყავს ადამიანს გვერდით, აუცილებლად უნდა იეჭვიანო, ისე არ გამოდისო. შეყვარებულობის პერიოდში ყველაფერს მიკეთებდა, მანებივრებდა, ყველგან დავდიოდით, სადაც გამიხარდებოდა, ვაკეთებდით ყველაფერს და ახლაც არაფერი შეცვლილა.

- შენს პროფესიაზე არ ეჭვიანობდა?
- ადრე თავადაც მოდელი იყო, ამიტომ პრობლემა არ ჰქონია, პირიქით, ძალიან მოსწონს.

- როგორ მიხვედით დაოჯახების გადაწყვეტილებამდე?
- 24 საათი ერთად ვიყავით, ერთმანეთის გარეშე არაფერს აღარ ვაკეთებდით. შემდეგ მშობლებიც გამაცნო. ისე დავახლოვდით, რომ აღარ გვინდოდა, შეყვარებულები გვრქმეოდა და დავქორწინდით. როდესაც მისმა მშობლებმა დამინახეს, ძალიან გაუხარდათ. არ ვიცი, ჩინელი რძალი უნდოდათ თუ არა, მაგრამ კარგად გავუგეთ ერთმანეთს. დედაჩემმა იცოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ, მაგრამ საქმე თუ ასე სერიოზულად იყო, არ ეგონა. როდესაც დაქორწინების შესახებ გაიგო, მითხრა, მალე ჩამოდითო. მამა მძიმედ შეხვდა ამ ამბავს, თავიდან გაგიჟდა, მაგრამ მერე ტელეფონზე დამირეკა და მომილოცა. წყნარად მითხრა, ჩამოდით, ქორწილი გადავიხადოთო.

- მეუღლე აქ მოინათლა?
- დიახ, ულამაზესი ქორწილი გვქონდა, რესტორანში მეგობრები და ნათესავები დავპატიჟეთ. ჯვარი სამებაში დავიწერეთ. კარგი დრო გავატარეთ, ისე დავიღალეთ, რომ მეორე დღეს გაგრძელება აღარ გვინდოდა. ჯეიმ თავისი სიმღერით მუსიკოსები, მომღერლები და კომპოზიტორები გააოცა. ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო. სამწუხაროდ, ჯვრის მონასტერში ვერ ავედით იმ დღეს, რადგან ძალიან დიდი ლიმუზინით ვიყავით.

- რა სიმღერა იმღერა?
- ქართული გვინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დრო აღარ დაგვრჩა და სწავლა ვერ მოვასწარით. ჩინური სიმღერები შეასრულა პირველ სიყვარულზე და ერთადაც შევასრულეთ. რაც შეეხება მის მონათვლას, დათანხმება არ დამჭირვებია, რადგან რელიგიის შეცვლა ისეთი რამეა, რომ ადამიანს თავად უნდა ჰქონდეს ამის სურვილი. ურთიერთობა რომ დავიწყეთ, ქართული ტრადიციების შესახებ მოვუყევი და ვუთხარი, რომ საქართველოში ეკლესიაში იწერდნენ ჯვარს. მიპასუხა, მთელი ცხოვრება ჩემი უნდა იყო და მინდა, ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც შენ გაგიხარდებაო. ასე რომ, მონათვლა თავად გადაწყვიტა. იოანეს ძალიან მოეწონა საქართველო, ათი დღეა, აქ ვართ და უკვე სიტყვებიც ისწავლა. ჩემი ოჯახის წევრებს ინგლისურად ელაპარაკება. ტრადიციებიდან ღვინის კულტურამ გააოცა. თვითონ ერთი ჭიქა ღვინო რომ დალია, მალე მოეკიდა და ქორწილში რომ დაინახა, ხალხი ამდენს სვამდა, გაგიჟდა, როგორ არ თვრებიანო.
სამწუხაროდ, ჩინეთიდან სტუმრები სავიზო პრობლემების გამო ვერ ჩამოვიყვანეთ, ვიზები ჩვენც ძლივს გავაკეთეთ. ამიტომ მოვიფიქრეთ და ორი ქორწილი უნდა გადავიხადოთ, მეორე ჩინეთში გვექნება. აქ 12 მაისამდე დავრჩებით და შემდეგ ჩინეთში დავბრუნდებით. იქ ტრადიციული ქორწილი გვექნება. ძალიან დიდის გადახდას არ ვაპირებთ.

- გათხოვება კარიერაში ხელს არ შეგიშლის?
- არა, რადგან მე და ჯეის ახლა საერთო ბიზნესი გვაქვს, რასაც ორსულობა ხელს არ შეუშლის. რაც შეეხება სამოდელო სფეროს, რა თქმა უნდა, ცოტა ხანს პაუზა მექნება.

- ჩინეთში ბევრი ქართველი გოგონაა და ყველა არ არის კარგ პირობებში, შენ გაგიმართლა. ისინი როგორ შეხვდნენ შენს გათხოვებას?
- ჩემი მეგობრებიდან ვინც ჩინეთშია, ყველა კარგ პირობებშია. ძალიან უნდოდათ ქორწილზე დასწრება, მაგრამ მარტივი არ არის უცებ თბილისში გადმოფრენა.
დიახ, მე გამიმართლა და კარგად გავთხოვდი. ახლა ძალიან კარგ ადგილას სახლს ვიშენებთ, ბიზნესი გვაქვს, მოკლედ, ყველაფერი, რაც კარგი ცხოვრებისთვის არის საკმარისი. ჩემ გარდა ქართველებიდან კიდევ ორი გოგონა ვიცი, რომლებიც ჩინელებზე გათხოვდნენ, მე ალბათ მესამე ვარ. იოანე ისეთი ქმარია, სანთლით უნდა ეძებო. დაოჯახებამ კიდევ უფრო შეცვალა, უფრო ყურადღებიანი გახდა, უნდა, მეტად გამახაროს და გამაბედნიეროს. საქართველოში ალბათ წელიწადში ორჯერ ჩამოვალ. აქ გვინდოდა ცხოვრება, მაგრამ იქ იმდენი საქმეა, რომ ვერ და-ვტოვეთ. დედას წაყვანას ვაპირებ, ამის მერე ალბათ სულ ჰაერში უნდა ვიყოთ.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
ეუფ
ვაი თქვენს პატრონს, ვინც შეუყვარდა იიმას გაყვა, მეც მყავს ევროპელი ქმარი და არც ფულში არ ვცურავთ, მაგრამ უკვე 15 წელია ბედნიერად ვცხოვრობთ! ნუ იგესლებით და ატრიალებთ ენებს! თქვენ გაყევით ქართველ კაცებს და გაამრავლეტ ერი თუ ასე მწარედ გტკივათ!არ შეჭამეს ტვინი!ერთი თბილი სიტყვა როგორ არ გემეტებათ სხვისთვის, გამომივიდნენ აქ ურა პატრიოტები!
19:04 / 18-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
ქართველი კარგი ბიჭები დაილია საქართველოშიი? რა დასანანია ზოგიერთი ქალისთვის ერის გამრავლება კი არა ფულიანი კაცი არის საჭირო.ოგონდ უზრუნველი ცხოვრება ქონდეთ და არააქვს მნიშვნელობა რა რელიგიის კაცს გაყვეს ცოლად.ასე რომ ფული ჯოჯოხეთს ანატებსო.და ამდროს ვითომ სიყვარულით თხოვდებიან. ასეთმა ფულის მოყვარულმა ქალებმა სიყვარული არ იციან სამწუხაროდ.
11:48 / 12-05-2015
გამოხმაურება / 0 /
თAთKA
ქართველი კაცები გადაჯიშდნენ,ქალის პატივისცემა არ იციან,განარკომანდნენ,წამალს რომ იკეთებენ უკან შვილები რომ ჰყავთ არ ფიქრობენ,ზატო კაიფი ურჩევნიათ და წამალში იპარებიან,თმაშობენ და კლავენ მეგობრებს,95 პროცენტი ასეთები არიან,ლამაზმანებიც ცოლად უნდათ ვერ მოგართვით...მაგას დამსახურება უნდა...ყოჩაღ გოგოებო,
12:56 / 09-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მისტერ
რა გამოდის ეხლა, იოანე ხუი ლი?:-)
16:36 / 08-05-2015
გამოხმაურება / 0 /
შე უპატრონო,ჩინელს რო არ გაჰყოლოდი და კამპუჩიელს,კაცი დეილია საქართველოში დედა?
რას დაამრავლებს ჩინელებს? სუ ტყუპ ტყუპად დააჩენს დედა,აპა რავა შე ქალო.სიძეს ჩინურად უმღერია მრავალჟამიერი....რა ბედნიერებაა დედა,რა სიხარული....
08:27 / 08-05-2015
გამოხმაურება / 0 /
და ქართველი კაცები რუს და უკრაინელ ბოზებს რომ ირთავენ ცოლად ეგ არ არის ერის გადაჯიშება? თუ ჩინელს თვალის ჭრილის გამო იწუნებთ?
20:11 / 07-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ანიტა
მდააა რა საყვარლად ყვება ეს გოოგო ტყუილებს. უბრალოდ ვიგაცმ რო შენი წარსული იცის და უაზრობებს ყვები რა საჭიროა ვერ ვხვდები.
16:26 / 07-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
"" მე გამიმართლა და კარგად გავთხოვდი."" ეს რას ნიშნავს ვერ ვხვდები. ვინ ცთხოვდება ყველა "კარგად" თხოვდება, აბა უბედურება ვის უნდა? :)) ან კიდევ სხვა რაღაც იმალება ამ "კარგად"-ში.. ბედნიერებას ვუსურვებ ყველას.
12:07 / 07-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ვაი საქართველოვ!შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველა ემიგრანტივით და ზოგიერთებივით ფიქრობდეს, ჩინელზე გათხოვილი ხომ ჩინელ შვილებს გაზრდის, მართალია ყველას თავისი ცხოვრება აქვს.ძალიან ცუდი წარმოდგენა ჩამოყალიბდა ქართველ ბიჭებზე, მთლად ასე არ არის, ხალხოოოო!
11:53 / 07-05-2015
გამოხმაურება / 0 /
mancho
ყველას ბედნიერებას ვუსურვებ, მაგრამ კომენტარებიდან გავიგე ტურმე ყველა ქარტველი კაცი ლოტი და ნარკომანი ყოფილა და ქალები ფრტებსჰესხმული ანგელოზები.კარგი და ცუდი ყველგანაა, მაგრამ მე მაინც ვტვლი ქარტველმა ქარტული ოჯახი უნდა სჰექმნას. ასე ყველა ცჰინელს, ზანგს, ტურკს და არაბს ტუ წაყვა და მოიყვანა ვაი საქარტველოს,რუსტაველი, ილი აკაკი და ბევრი კიდევ სხვა საფლავსი გადატრიალდნენ ფოციან კამფეტებზე გაყიდულ საქარტველოს ცოდვიტ
03:11 / 07-05-2015
გამოხმაურება / 1 /
თა- თა
ქართველი კაცები რომ თხოულობენ რუს და უკრაინელ პუტანკებს და არ იღებთ ტრაგედიად, ქალზე რატომ გაქვთ ასეთი რეაქცია?!.. მაგრამ ქალი უუფლებოა საქართველოში კაცს კი ყველაფრის უფლება აქვს... არ ვარ მომხრე ქართველი სხვა ერის წარმომადგენელზე დაქორწინდეს არც ქალი და არც კაცი, მაგრამ ხდება ხოლმე, ბედნიერებას ვუსურვებ. ღმერთის წყალობით ყველა ბედნიერი იყოს ამ ქვეყნად
13:02 / 30-03-2018
TOPS