18 ივლისი, 2013
ახალ ბინაში გადასულ სალომე ბაკურაძეს მარტოობის ეშინია
არაფერს არ ვიტყვი, არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, არც არავის გასაჩუმებლად არ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს მომღერალი სალომე ბაკურაძე ცოტა ხნის წინ საცხოვრებლად ახალ ბინაში გადავიდა. როგორც ჩვენმა რესპონდენტმა გვითხრა, რემონტი დამოუკიდებლად გაუკეთებია, თან ეცადა, ყველაფერი ისე გამოსულიყო, რომ ყველას გემოვნება მეტ-ნაკლებად დაეკმაყოფილებინა და მგონი გამოუვიდა კიდეც, რადგან მისი ბინა უკვე იქცა მისი მეგობრების თავშეყრის საყვარელ ადგილად.

რადიო ''იმედში'' დილის გადაცემის წამყვანად ვმუშაობ, ამიტომ ადრე ადგომა მიწევს, მაგრამ ამასთან შეგუება დიდად არ გამჭირვებია. ''დილა იმედისას'' მე,
სალომე კასრაძე და კოტიკო თოლორაია ვუძღვებით და ძალიან სახალისო და საინტერესო ეთერი გამოგვდის. ყოველთვის მინდოდა წამყვანობა, რადიოსივრცით დავიწყე, იმედია, მალე ამას ვიზუალური მხარეც მიემატება და ტელევიზიაში გადავინაცვლებ. დილის რვა საათზე გავდივართ ეთერში, ამიტომ საკმაოდ ადრე ვიღვიძებ, ადრე ერთ საათს ვანდომებდი მომზადებას და სამსახურში მისვლას, მაგრამ ახლა გავიწაფე და ნახევარ საათში ვასწრებ ყველაფერს. ყავას ძირითადად სამსახურში ვსვამ, 11 საათზე უკვე თავისუფალი ვარ და პირადი საქმეების მოგვარებაზე გადავდივარ.
საღამოს ჩემთან მეგობრები მოდიან, ჩემი ახალი ბინა ჩვენი თავშეყრის ადგილად იქცა. გარდა ამისა, ხან კონცერტი მაქვს, ხან სხვების კონცერტზე დავდივართ, ხან კინოს ან თეატრს ვსტუმრობთ და ასე გადის დრო. ისე, ჩემთანაც ხშირად ვაწყობთ კი-ნოჩვენებას, ვიკრიბებით, ვუყურებთ და მერე განვიხილავთ ხოლმე.

ნამზეური და ვარჯიში...

...ზამთარში ისეთი ფერი ვიყავი, ყველას თვალში ვხვდებოდი, ეს ეგვიპტისა და სოლარიუმის დამსახურება იყო. ჩემგან იმდენად მიეჩვივნენ არანორმალურ სიშავეს, რომ ამ ეტაპზე რა ფერზეც ვარ, ეს არაფერია, არადა, თეთრი ნამდვილად არ ვარ, კარგად გახლავართ შეფერილი. ძალიან მინდოდა, ფიზიკურად დავტვირთულიყავი, დავიწყე ვარჯიში, მაგრამ ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, ერთ თვეში თავი დავანებე, მერე, როცა გრაფიკიდან ამოვვარდი, ვეღარ გავაგრძელე. ახლა მე და ჩემმა მეგობარმა გა-დავწყვიტეთ, იოგაზე ვიაროთ, მთელი ივლისი აქ მიწევს ყოფნა და ჩავერთვები ამ სფეროში. ისეთი კარგი ფოტოები ვნახე, ისე კარგად ფლობენ სხეულს იოგას მიმდევრები, რომ მომინდა, მეც გავხდე მათი წევრი. ალბათ სასწაულებს ვერ მივაღწევ და ნირვანაში ვერ ჩა-ვვარდები, მაგრამ იმედია, რაღაც მაინც გამომივა, თან ცხოვრების ასეთი წესი ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლო ყოფილა.

ახალი ბინა

...მშენებარე ბინა ვიყიდე, ცოტა ხნის წინ დასრულდა, ნელ-ნელა გავარემონტე და გადავედი კიდეც. ექვსი თვე მოვუნდი რემონტს, არ ავჩქარდი, რათა ის მომეღო, რაც ნამდვილად მინდოდა და მომწონდა. ბოლომდე კმაყოფილი არავინ არაფრით არის, მაგრამ საერთო ჯამში, მაინც კმაყოფილი ვარ. ვინც მოდის, ყველა ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და აღნიშნავს, რომ კარგი აურაა. ამასთან, ჩემი ბინა არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის გემოვნების შედეგი, რამე სპეციფიკური არ გამიკეთებია, უფრო თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი. რემონტი ფინანსური თვალსაზრისით დამოუკიდებლად გავაკეთე, ალბათ ამიტომაც მოვანდომე ამდენი ხანი. მართალია, მარტო ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი დიეტებიდან გამომდინარე, გაზქურასთან დიდხანს ყოფნა არ მიწევს, თანაც ჩემს სადარბაზოში სულ ხუთი თუ ექვსი ოჯახი ვართ შესახლებული, ჯერ ბუნებრივი აირი არ გვაქვს შემოყვანილი, ამიტომ მიკროტალღურ ღუმელს ვიყენებ. თუ არადა სალათებს ვამზადებ, რაც ძალიან მიყვარს. თან აღმოჩნდა, რომ გემრიელად კეთებაც შემძლებია. თუ ვინმე მოდის ჩემთან, რეკავს და მეუბნება, შენი სალათა გააკეთეო, რომელიც ბოსტნეულისგან, სალათის ფურცლებისგან, კიტრისა და პომიდვრისგან მზადდება. ჩემი აუცილებელი ატრიბუტია ბალზამიკოს ძმარი და ზეთი, რადგან არ მიყვარს მაიონეზი, თან სალათი ხომ მსუბუქი საჭმელია, არ უნდა დაგამძიმოს. ამას ვამატებ მწვანილს და სასალათე თინუსს, შედეგად კი არაჩვეულებრივი გამოდის. გარდა დიასახლისობისა, ასევე მიყვარს ბინის გულიანად დალაგება. მიუხედავად იმისა, რომ ოროთახიანია და სულ 55 კვადრატული მეტრია, მის დალაგებას შეიძლება ხუთი საათი მოვანდომო.
- რამდენადაც ვიცი, აქამდე დეიდასთან ცხოვრობდი, მარტოობას როგორ ეგუები?
'' ვინ დამტოვა მარტო, ჩემო კარგო, ვინ? ძალიან არ მინდა, რომ მარტო ვიყო, ალბათ შემეშინდება კიდეც, რადგან მშიშარა ვარ. საბედნიეროდ, ჩემი დაქალები სულ ჩემთან არიან, ხშირად რჩებიან კიდეც. რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე მქონდა და ჩემი და და დისშვილები ჩამოვიდნენ. ისე კი ჩემი დაქალებიდან ერთ-ერთი ყოველთვის რჩება ჩემთან.

შოპინგი

...მას შემდეგ, რაც ახალ ბინაში გადმოვედი, ბევრი საოჯახო ნივთი გამიხდა შესაძენი და პირადად ჩემთვის რაღაცების ყიდვისგან თავს ვიკავებდი, შოპინგს მოვუკელი, თუმცა მეგობრები დამიდგნენ ამ მხრივ გვერდით. ახალ ბინაში რომ გადმოვედი, მოვიდნენ, დაათვალიერეს, მკითხეს რა მაკლდა და შემდეგ ისე დამასაჩუქრეს. მგონი მოგატყუე, როცა ვთქვი, შოპინგს მო-ვუკელი-მეთქი, რადგან ზეგ გოგონები თურქეთში საყიდლებზე მივდივართ.

სალომე  მძღოლი

...დიდი ხანია საჭესთან ვზივარ, ახლაც ''ბრავოში'' მოგებული მანქანით ვმოძრაობ. რაც შეიძლება დღის განმავლობაში დამჭირდეს, ყველაფერს მანქანაში ვაწყობ, ამიტომ დიდად მოწესრიგებული არაა ჩემი მანქანის უკანა სავარძელი. რაც შეეხება მძღოლობას, მგონი, ნორმალური მძღოლი ვარ. თუ პარკირებას არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას, რომ პატრულთან სხვაგვარი შეხება არ მქონია... თუმცა გამახსენდა, ერთხელ არასწორად შევუხვიე, მივხვდი ჩემს დანაშაულს და ბოდიშიც მოვუხადე, ავუხსენი, რომ არ ვიცოდი, თუ შეხვევა არ შეიძლებოდა და დამინდეს.

საზაფხულო გეგმები

...ჯაზფესტივალზე მინდა წავიდე და ელ ჯეროს მოვუსმინო. გარდა ამისა, არის კიდევ რამდენიმე საინტერესო ჯგუფი, რომელთა გამოსვლების ნახვას ვაპირებ, მაგრამ როცა ელ ჯერო შენს ქვეყანაში ჩამოდის, უნდა ნახო და აუცილებლად დააფასო. აგვისტოში წავალ ზღვისპირეთში, თუმცა სამეგობრო ვგეგმავთ საზღვარგარეთ გამგზავრებასაც და ვნახოთ, როგორ მოგვემართება ხელი.
Rating
ტაბუდადებული პირადი ცხოვრება

- თბილისში ჭორები გავრცელდა, რომ შეყვარებულს დაშორდი, იქნებ დაუსვა წერტილი ამ მითქმა-მოთქმას და გაამხილო, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
- არაფერს არ ვიტყვი, არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, არც არავის გასაჩუმებლად არ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს.

სასიმღერო კარიერა

...ძირითადად საკლუბო რეპერტუარზე ვმუშაობ, რაიმე განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. კლიპზე მუშაობა დავიწყე მეგობრული საწყისებით, მაგრამ მერე გავჩერდი. არ ვიცი რატომ, მგონი, ცოტა ხნით ბინამ შემაჩერა, მაგრამ აუცილებლად მინდა რაიმე ახლის გაკეთება. გარდა ამისა, ჩავწერე დუეტი მერაბ სეფაშვილთან, რომელიც დათო არჩვაძის დისკში შევიდა, ასევე ''ქართულ ხმებთან'' გავაკეთე სიმღერა ''კესარია'' , რომელიც ჯერ არ გამოსულა.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
007
ტატა – ჩამოდი მერე და ქ გამოავლინე შენი კოლეჯური ნიჭი და ტალანტი
11:59 / 20-07-2013
გამოხმაურება / 0 /
007
როზიკო, ნუ კითხულობ მერე თუ არ გაინტერესებს და ამ შენ სირულ კომენტარებსაც ნუ წერ. ლია – შენი სტატისტიკა შენთვის შეინახე, არც შენი ქლიავიზმი ჭირდება ვინმეს!
11:58 / 20-07-2013
გამოხმაურება / 0 /
როზიკო
არ ვიცნობ და არც მისი ცხოვრება მაინტერესებს
15:44 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სალულას
იქ სადაც თქვენი ცხვირები არ ეტევა ნუ აკვეხებთ ძალით თორე წაგტყდებათ
14:57 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სალულას
ვაიმე ხალხო როგორი სასაცილოები ხართ...სალომე უნიჭიერესო და უსაყვარლესო,ბდნიერ ცხოვრებას გისურვებ ახალ სახლში,წარმატებებს ,სიყვარულს ორმხრივს და გულწრფელს და რავიცი ყველაფერს კარგს...ყველაზე მაგარი ადამიანია
14:56 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ლიას- ერთ-ერთი მცნება გვასწავლის ,რომ არა გული გვითქმიდეს მოყვასისა ჩვენისა, არცა სახლისა მისისა, არცა კარაულისა მისისა. უინტერესოა სხვის ცხოვრებაში ხელების და სულის ფათური. სალომეს კი წარმატებებს ვუსურვებ.
14:07 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
პ.ს. უი, ბინა 55 კვმ ყოფილა, ე.ი.45000$ მაინც გადაიხადა, და არა 35000.. მით უფრო ფანტასტიკის სფეროა საკუთარი ძალების ასე შეფასება, თან თვითონ გაურემონტებია! ბაკურაძე კი არა, კოპერფილდი ყოფილა!
13:20 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
ყველაზე პატარა ბინა 35000$ მაინც ღირს სულ მცირე. ბაკურაძე ამის მეოთხედ დანაზოგს თუ დააგროვებდა რამდენიმე წელში. საქართველოში ყველაზე მოთხოვნად მომღერალსაც კი გაუჭირდება ბინის ყიდვა მხოლოდ თავისი შემოსავლით. სალომე კი არ არის აინცდამაინც მოთხოვნადი, როგორც ვიცი. ნ უ გ ვ ა ტ ყ უ ე ბ თ !
13:13 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თამარი
წარმატებებს გისურვებ სალომე! არაჩვეულებრივი გოგო ხარ!
12:32 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
იმხელა ჰონოროარებს ითხვენ ს ჯეოსტარელები ათასსჯერ გადამრერებულ სიმრებში და არა მათთვის დაწერილებში რომ ბინა კი არა სასახლე რომ არ ააქთ ის მიკვირს
11:30 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS