02 მაისი, 2015
''ოჯახის შექმნის შემდეგ ყველა შიშვლდება!..''
ერთი ნახვით სიყვარულის მჯერა ჩვენი რუბრიკის დღევანდელი რესპონდენტი ქალბატონი ლალი ბადურაშვილია. ინტერვიუს ჩასაწერად მას შინ ვესტუმრეთ. ის სიყვარულის არსზე საინტერესოდ გვესაუბრა.


- ქალბატონო ლალი, როგორ გგონიათ, სიყვარული რამდენჯერ მოდის?
- ზოგისთვის ერთხელ, ზოგისთვის - ხუთჯერ, გააჩნია, ვინ რას მოისაზრებს სიყვარულში. მე მგონია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში 2-3ჯერ შეიძლება შეგხვდეს ადამიანი, რომელიც შენში ამ გრძნობას გააღვივებს.
ერთი ნახვით სიყვარულის მჯერა. ასეთი გრძნობა ადამიანს 16-17 წლის ასაკში ატყდება თავს. არავინ იცის, რა იწვევს მას. სხვათა შორის, ხშირად
ვკითხულობ ფსიქოლოგიურ წიგნებს. ფსიქოლოგებს აქვთ რამდენიმე ვარაუდი, მაგრამ ერთ აზრზე ვერ შეჯერდნენ. როგორც ჩანს, კაცი (ქალი), რომლითაც ვიხიბლებით, ჩვენს ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს მოცემულ მომენტში: გარეგნობას, იუმორს, სილაღეს, განათლებულობას და ა.შ.ალბათ მიზიდულობის კანონიც უდიდეს როლს ასრულებს.

- გოგონები ეძებენ პრინცს. ბიჭებსაც სურთ პრინცესის პოვნა?
- ბიჭისთვის უფრო ადვილია არჩევანის გაკეთება. თუ ქალიშვილი წესიერია, მისი ერთგული იქნება და გარეგნულადაც არა უშავს, საკმარისია იმისთვის, რომ მასთან ერთად ოჯახი შექმნას. აი, გოგონა სიცოცხლის ბოლომდე რომანტიკოსად რჩება, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ გვერდით ჰყავდეს მრავალი ღირსებით შემკობილი გმირი. შეიძლება, მამაკაცი იყოს ინტელექტუალი, ახოვანი, თვითრეალიზებული, მაგრამ შეუძლებელია, ყველა სფეროში მიაღწიოს იმ იდეალს, რომელსაც ქალი მისგან მოითხოვს. წარმოიდგინეთ, რა რთულია, იყო ქმარი!
ჩვენი თაობა ძალიან განათლებულია, რადგან სულიერ საზრდოს წიგნებში ვნახულობდით. თქვენ ახლა ათასი გადაცემა გაქვთ, როდესაც ჩვენ შავ-თეთრ ტელევიზორში ერთი პროგრამის ყურება შეგვეძლო. მე მესმის, რომ ინფორმაციის ადვილად და სწრაფად მოპოვება გსურთ, ყოველდღიურობის ტემპიც აჩქარდა, თუმცა წიგნთან დაშორებამ ცხოვრებისადმი ადვილი მიდგომა გამოიწვია. ერთხელ პროფესორ მეგობართან დავიწუწუნე: ''ჩვენი შვილები ცოტას კითხულობენ''. მან კი მიპასუხა: ''ჰოდა, ძალიან კარგი!'' გავოცდი. მერე ამიხსნა, რომ წიგნების კითხვა იწვევს რომანტიზმს და სულს აღრმავებს. ამ უხეშ და დაუნდობელ ცხოვრებაში ეს რომანტიზმი და სულიერი სისათუთე სასაცილოდ ჩანს. რაც უფრო ნაზია პიროვნების სული, მით უფრო ადვილია მისი გატეხა.
თუ დიდ მოთხოვნებს არ წაუყენებ ადამიანს, იმედგაცრუებულიც ნაკლებად დარჩები.

- მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ამბავი...
- თემო ჩემზე ათი წლით უფროსი იყო. ეს განსხვავება თავიდან ჩანს, მაგრამ 50 წელს რომ გადასცდები - აღარ. თანატოლ ბიჭებთან ვმეგობრობდი, ამიტომ იმან, რომ თეიმურაზი ას-პირანტურაში სწავლობდა, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ქუჩის ბიჭი არ იყო, არც თავში უქროდა. ერთმანეთს პირველად სპექტაკლზე შევხვდით.

მიმაჩნია, რომ იდეალურ სიყვარულს გამოცდა სჭირდება. ეჭვიც უნდა გღრღნიდეს, ხომ მართლა ვუყვარვარ ჩემს რჩეულსო. ჩემი სიყვარულის გზა სირთულეებითა და წინააღმდეგობებით სავსე არ ყოფილა. პირიქით, ხელის გულზე მატარებდნენ. თემომ იმდენი გააკეთა, რომ თავი მომაბეზრა კიდეც. მოგეხსენებათ, ქართველ კაცებს ოდითგანვე უყვარდათ ქეიფი. მაშინ ამდენი რესტორანი არ იყო, ბიჭები ოჯახებში
იკრიბებოდნენ. ცოტა შეზარხოშდებოდნენ და მთელი სამეგობრო ჩემს სახლთან მოდიოდა. მიმღერებდნენ და მიდიოდნენ. ღამის ორ საათზე, თუ მოსვლა დააგვიანდებოდათ, მეზობლები მეკითხებოდნენ: ''ლალი, სად არიან? არ მოგაკითხავენ?'' მთელი უბანი მათი სიმღერით ტკბებოდა. ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

თემოს ერთი კარგი სტრატეგია ჰქონდა. ყველა ჩემი ახლობელი, ნათესავი და მეგობარი გაიცნო და თავი შეაყვარა. სადაც მივდიოდი, ყველგან მხვდებოდა თავის ძმაკაცებთან ერთად. ერთხელ მთელ ჩემს საამხანაგოს თეატრის ბილეთები უყიდა, წინა რიგში ჩაამწკრივა, თავად კი უკან დაიკავა ადგილი, რადგან ჩემ გვერდით დაჯდომა ერიდებოდა.
ჩემი თაყვანისმცემლებიდან ყველა ერთმანეთზე უკეთესი იყო, მაგრამ თემომ მათ საქმით აჯობა. მოქმედებით დამარწმუნა თავისი სიყვარულის სიმტკიცეში.

დედაჩემი აღფრთოვანებული იყო თეიმურაზით, მის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.D
ერთი პერიოდი თემოს ხმას არ ვცემდი. შინაბერა, ჩემზე უფროსი დეიდაშვილი მყავდა, რომელიც თეიმურაზის მეზობლად ცხოვრობდა. ერთხელ მოვიდა და ხელწერილი დამაწერინა, თუ თემოს ზრდილობიანად მივესალმებოდი, საჩუქარს მომიტანდა, ბიჟუტერიას, ხელნაკეთ ყელსაბამსა და სამაჯურს, რომელიც მაშინ მოდაში იყო. სხვათა შორის, ამან გაჭრა.
თემო ყველას პატრონობდა, სანამ წარმატებული იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ სახლთან იმდენი ხალხი შეიკრიბა, ზოგს ეგონა, ბადურაშვილებმა მიტინგი გამართესო. მოდიოდნენ ყავარჯნებიანი მოხუცებულები, ჩემთვის უცხო ახალგაზრდები, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ჩემმა მეუღლემ მათ ოჯახს დიდი სიკეთე გაუკეთა.

- როგორ გგონიათ, შეიძლება, სიყვარული გაცვდეს?
- ოჯახის შექმნის შემდეგ რომანტიზმი ნელდება, ყოფა ჭამს მას, თუმცა ეს გრძნობა შენი ნაწილი ხდება და ახალ წახნაგებს იძენს: შვილები, შვილიშვილები, ოჯახი.

- დღეს ოჯახის შექმნა და მისი დანგრევა აქტუალური პრობლემებია...
- რა დიდი სიყვარულიც უნდა აკავშირებდეს წყვილს, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ყველაფერს ცვლის. ქალიც და მამაკაციც მზად უნდა იყვნენ კომპრომისისთვის. ოჯახის დანგრევის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ხდება ის, რომ ქალს არაფრის მოთმენა არ უნდა, მამაკაცი კი ''ველად არის გავარდნილი'' და ისე იქცევა, თითქოს უცოლო იყოს. უმნიშვნელოვანესია ფინანსური მხარე. მამაკაცი აუცილებლად დასაქმებული უნდა იყოს. ქართველების უმეტესობას თავმოყვარეობა აქვს და თავს იკავებს დაოჯახებისგან, არ სურს, ცოლს ჩამოეკიდოს კისერზე. დღეს გოგონები უფრო ადვილად შოულობენ შემოსავლის წყაროს. ბიჭისთვის რთულია, როდესაც მეუღლეს ჯიბის ფული აქვს, თავად კი უმუშევარია და სიგარეტის ფულის თხოვნა ქალისთვის უწევს. ოჯახი და რელიგია ის ორი ორგანიზმია, რომელიც სახელმწიფოს ასაზრდოებს.

- ბატონმა თეიმურაზმა ხელი როგორ გთხოვათ?
- ტრადიციისამებრ, ოჯახში მოვიდა და დედაჩემს სთხოვა ჩემი ხელი. ერთხელ თემომ მითხრა: ძალიან გათამამებული გოგონა ხარ, მაგრამ არც მე ვარ დაჩაგრული ბიჭიო. არ მეგონა, რომ ადრე გავთხოვდებოდი. სკოლა დავამთავრე თუ არა, წამიყვანა.

- ქმრის ღალატზე რას ფიქრობთ?
- ღალატი არავის ეპატიება. გააჩნია, ვინ რას ეძახის ღალატს. ზოგადად, ბიოლოგიური ბუნებიდან გამომდინარე, მოღალატე უფრო კაცია, ვიდრე ქალი. ქალი ვერ დათანხმდება მამაკაცთან ფიზიკურ კავშირს, თუ ძალიან არ მოსწონს იგი, კაცს კი შეუძლია. კაცი თუ ლტოლვას აჰყვება, ეს ღალატი არ არის. მტკივნეულია ის ფაქტი, როდესაც სერიოზული კონკურენტი გიჩნდება. ამ დროს შენს ქმარს სხვა უყვარდება...

- როგორ უნდა მოიქცეს ცოლი ამ დროს?
- ან უნდა შეეგუოს, ან წავიდეს. სხვა გზა არ არის.

- სიყვარული ბრმაა?
- კი. თუმცა ოჯახის შექმნის შემდეგ ყველა შიშვლდება. ყოველდღიურობაში ირკვევა, სინამდვილეში როგორები ვართ. ამ დროს მამაკაცის თვალში შეიძლება, რაღაც მოგაკლდეს, ისევე, როგორც პირიქით.

თათული ღვინიანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ურას
მართლა ურა ხარ შე უბედურო, გეტყობა გაუზრდელი და თავხედი ხარ. ასეთი ბოროტი სიტყვების ავტორი კარგი ადამიანი ვერ იქნები. რადგან ქალბატონ ლალის ყველა ღირსება გააჩნია ალბათ შური გახრჩობს. თუ შენზე კარგია ვინმე ამიტომ უნდა გალანძღო? შენ გეტყობა გაშიშვლდი და არავინ შემოგხედა, ამიტომ გამწარდი.
20:07 / 08-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ურას
სად გაიზარდე, ასაკიან ქალბატონს ასეთ შეურაცჰყოფას აყენებ, შენ რამე დაგიშავა? ოჯახში ზრდილობა არ გასწავლეს? ამ ქალბატონმა ძალიან კარგი შვილი გაზარდა, შენც გაეზარდე დედაშენს ასეთი კარგი არ გინდოდა? უფალო შენ გაუნათე ადამიანებს გონება გთხოვ.
15:21 / 05-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ura
ამ ქალს რა შეკითხვებს უსვამთ,თბილისში კაცი არ გაუშვა ვისაც არ გაუშიშველდა.მიხედოს თავის მათხოვარ ოჯახს.სხვის სახლში ცხოვრება კარგიაა?შვილისშვილს ასწავლე ჭკუა.ბორიას ჯიბის მათხოვარო.ავ ძაღლსა ჰგავდი გრიგოლიას გადაცემაში,სიტყვას არ აცლიდი არავის.რა მიშამ ქვაბში ჩაგიკაკა?ცოდვის ბუკეტო.
04:52 / 04-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS