29 აპრილი, 2015
მოდის კვირეულზე ''ლილოს'' მაისურით - ''გეები გიჟდებიან ჩემზე''
ჩემი რეალური საქმე პროდიუსირებაა დომენიკ მანგო - ეს იმ ადამიანის სახელი და გვარია, რომელიც წელს მოდის კვირეულზე გამოჩნდა მაისურზე წარწერით: ''ლილო''. ეპატაჟური ახალგაზრდა ამბობს, რომ ეს მისი მინიმუმი არ არის და სხვა დროს უარესი რაღაცები ჩაუდენია. ინტერვიუ საკმაოდ უცნაურად წარიმართა. საინტერესო მაისურით დაწყებული საუბრიდან, მოულოდნელად სექსუალური უმცირესობების თემაზე გადავიდა.

- მე კოკა ვარ, თუმცა ამ სახელს უკვე წლებია, აღარავინ მეძახის. დღეს მანგო ვარ, პროდიუსერი, ვაფინანსებ ახალგაზრდებს, რომლებსაც ხელოვნების სფეროში ამბიცია გააჩნიათ.

- მოდის ბიზნესში როგორ
მოხვდი?
- კერვა ჩემი სამოყვარულო საქმეა და მიმაჩნია, რომ ტანსაცმლის მოხდენა არა ფასზე, არამედ გემოვნებაზეა დამოკიდებული. ბევრი წელია, რაც მოდასთან მაქვს შეხება, ძალიან ბევრს ვიცნობ ამ სფეროში. კარგად ვიცი, რა ხდება შიდა სამზარეულოში და რას ხედავს ხალხი გარეთ. სინამდვილეში ყველაფერი, რაც აქამდე მოვიდა, დაცინვისა და ქილიკის შედეგია. ის ადამიანები, რომლებისთვისაც რატომღაც უბრალოება შეურაცხყოფაა, ირონიული ტონით ფარავენ საკუთარ კომპლექსებს. სწორედ ამიტომ მივიჩნევ, რომ მაისურმა ''ლილო'' თავისი სათქმელი ძალიან კარგად თქვა.

- მოდის კვირეულზე რა სტატუსით იყავი?
- მე არ ვარ დიზაინერი და არც მაქვს პრეტენზია, რომ შემდგარი დიზაინერი
ვიყო. სამოყვარულო დონეზე ვკერავ, მყავს კონტრაქტორი ატელიე, რომელიც ჩემს დაკვეთებს ასრულებს. მოდის კვირეულზე სტუმრის სტატუსით ვიყავი, ყოველ წელს ასე ვარ. ჩემი რეალური საქმე პროდიუსირებაა. მომწონს ამბიციური და ენერგიული ახალგაზრდები, ხელს ვუწყობ.

- ვინ აქციე ვარსკვლავად, შეგიძლია გვითხრა?
- ვცდილობ, ამ თემაზე ბევრი არ ვილაპარაკო, რადგან ნაწილობრივ კონფიდენციალურიც არის. თუმცა გეტყვით, რომ ერთ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც კარგად მღერის, კლიპს ვუღებ და მალე მთელი საზოგადოება ნახავს.

- სკანდალურია?
- სკანდალურია ტექსტიც და კლიპიც განსხვავებულია, ჩემგან სხვანაირად არცაა მოსალოდნელი.

- რაც შეეხება შენს ეპატაჟს, რატომ გადაწყვიტე მოდის კვირეულზე ასეთ ფორმაში მისვლა?
- ეს თემატურია, ''ლილო'' რატომღაც სირცხვილად მიიჩნევა, არადა, მხოლოდ ქართველებს არ ესმით, რომ შესაძლებელია, მეორადი ტანსაცმლითაც გამოიყურებოდე მომხიბვლელად და გავლენიანად. ვფიქრობ, გ''ლია''მურულები მხოლოდ უგემოვნოები არიან და ფასით მალავენ ნაკლს.

- რა რეაქცია ჰქონდათ დიზაინერებსა და დამსწრე საზოგადოებას, თავი შეურაცხყოფილად ხომ არ იგრძნეს?
- არ არსებობდა ადგილი, საიდანაც ამ თემაზე საუბარი არ ისმოდა. ზოგი გაცოფებული სახით მიყურებდა, ზოგს ძალიან სიამოვნებდა, მაგრამ რამდენიმე საკმაოდ ცნობილმა ადამიანმა ვერ შეძლო რეაქციის დამალვა, რადგან წინა მოდის კვირეულზე სწორედ ჩემ წინ ქილიკობდნენ ამ თემაზე. თუმცა ფაქტია, ისეთი შედეგი მივიღე, როგორიც მინდოდა.

- მათ ვინაობას არ დაგვისახელებ?
- არა, მათ სახელებს, სამწუხაროდ, ვერ გეტყვი.

- კიდევ რა ჩაგიდენია ცხოვრებაში ისეთი ეპატაჟური, რითაც საზოგადოების ყურადღება მიგიქცევია?
- ერთ-ერთ ფოტოსტუდიაში შიშველი ფოტოები გადავიღე. შემდეგ ერთი სურათი გეების საიტზეც მოხვდა.

- სავარაუდოდ, გეებს მოსწონხარ.
- გეები გიჟდებიან ჩემზე. მეც ვგიჟდები ლგბტ ადამიანებზე. უბრალოდ, ამ ბოლო დროს მოჰომოფობო გავხდი.

- ჰომოფობი? უცნაურია, რატომ?
- იმიტომ, რომ იმდენი იძახეს, უფლებები, უფლებებიო, საბოლოოდ ჰეტეროებს თავზე გადააბიჯეს და სისტემატურ პროვოკაციაში გადაეზარდათ. ზედმეტად გამომწვევები გახდნენ.

- დარწმუნებული ვარ, ამ ინტერვიუს შენი ლგბტ მეგობრები წაიკითხავენ და არ ეწყინებათ?
- ჩემი ლგბტ მეგობრები და მე ვთანხმდებით ამაზე. ვინმე სხვას თუ ეწყინება, კარგად გაიხსენონ თანასწორობის შესახებ ცოტა რამ. მე ძალიან ბევრი ლგბტ მეგობარი მყავს, თუმცა ჩემი მეგობრები ყოველთვის აცნობიერებენ იმ წერტილს, სადაც ჰეტეროც, ბიც, გეიც, ტრანსიც და ლესბიც თანასწორები არიან. არ არიან პროვოკაციულები და ზოგადად, საქართველოში, გარდა იშვიათი შემთხვევებისა, ძალიან ცოტაა ჰომოფობი.

როდესაც 17 მაისს აქციაზე მთელი საქართველო გამოვიდა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი არასამთავრობო ზედმეტად მანიპულირებდა ამ თემით. ხალხი სპეციალურად გააღიზიანეს და ყველამ იცით ბრბოს ფსიქოლოგია. ერთი მეორეს უჭერს მხარს, მეორე მესამეს და ა.შ

- კიდევ რა გაღიზიანებს საქართველოში?
- ეს ძალიან დიდი თემაა, ცოტ-ცოტა თითქმის ყველაფერი. მაღიზიანებს ქართული ტრადიციების ზოგი ნაწილი.

- რას გინდა, რომ მიაღწიო, თუ აქ დარჩენას არ აპირებ?
- მე ევროპის ხანგრძლივი ვიზა მაქვს, მალე ამერიკისაც მექნება. ასე რომ, ამ ქვეყანაში ჩემი ცხოვრება მხოლოდ სიამოვნებაა. ნამდვილად სიამოვნებაა!

- არსებული სიტუაციით ერთობი?
- ეს ქვეყანა ძალიან საინტერესოა და ეს მას შემდეგ გავაცნობიერე, როდესაც სხვა ქვეყნები ვნახე. ყოველ შემთხვევაში, ზომბი ხალხი მაინც არ დადის ქუჩაში და იმიტომ არ წამოგაყენებენ წაქცეულს, რომ ეს ასე უნდა იყოს. უნდათ, წამოგაყენებენ და უნდათ, წიხლს ჩაგადღლეზენ.

- ოჯახი როგორ უყურებს შენს იმიჯის?
- ძალიან ბედნიერი ვარ. სულ ეს არის.

- გასაგებია... რა სფეროში გინდა წარმატების მიღწევა?
- მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, ყველაფერს ჩემით ვაღწევ, რაც გამაჩნია. ბევრისგან განსხვავებით, არც მამიკოს მანქანით და არც დედიკოს ფულით არ დავდივარ აქეთ-იქით. საბედნიეროდ, ჩემი ოჯახი კარგად აცნობიერებს იმას, რომ სრულფასოვანი ადამიანი ვარ და ვიცი, რასაც ვაკეთებ. ჩემი მაქსიმუმი ჯერ არ ვიცი, რა არის, თუმცა ბევრი რამ რომ უკვე მობეზრებული მაქვს, ეს ფაქტია. ამჯერად მხოლოდ გართობაზე და იმ ახალგაზრდა ბიჭის მსოფლიო ვარსკვლავად შექმნაზე ვფიქრობ.

- ამას ყველაფერს ფინანსები სჭირდება.
- მაქვს ფინანსები და ნუ სვამთ ასეთ ინტრიგანულ კითხვებს (იცინის).

- ის ბიჭი რით გამოარჩიე, ვისგანაც ვარსკვლავის შექმნა გსურს?
- ძალიან ნიჭიერია! ამ გამოთაყვანებულ ქართულ შოუბიზნესში არც აქცევენ ყურადღებას. ამიტომ მე მას ქართველებისთვის კი არა, მსოფლიოსთვის ავაწყობ.

- ამ ინტერვიუს მერე ბევრს გადაიმტერებ.
- არა უშავს. სტატიის შემდეგ თუ ვინმე გემტერება, ე.ი. სიმართლე თქვი, რომელმაც სხვა გზა არ დაუტოვა.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ლეილა
ჩემი ბიჭის ხელა ხარ შვილო და გარიგებ დედაშვილურად,აკეთე რაც გაუხარდება შენ გულს დედა მარა ეს ტყუილები და აფერისტკობა ყელშია/ამ საწყალ ხალხსაც ჯერათ ყველაფერი..შებრალების გარდა რა შემიძლია?მებრალები ასეთი ახალგაზრდა
03:42 / 12-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ჰეჰ...
შენი გადაღებული კლიპი არ გეიშვას არსად და შენი ნაპოვნი ახალგაზრდა ნიჭიერი მ-ა-მღერალი ))))))...შენ ისეთი "პრ-ა-დიუსერი ხარ როგორც ვინმე ჭიჭიკო მაღლაფერიძეა კოსმონავტი ))) ჰო, და რაც შეეხება შენს ჰომოფობიურ შემოტევებს "მშვენიერო მანგო"-ვ - ხომ იცი მაგით ვინ ინიღბება ხოლმე? თუ არ იცი გიპასუხებ - პირწავარდნილი პ****სტები, როგორიც შენ ხარ.. იმდენი გამბედაობა და ტ***ი სად გაქვს რომ აღიარო...?! მოგინდა ბიძიკო იაფი აღიარება?))))))
22:26 / 06-05-2015
გამოხმაურება / 0 /
არა ვარ ბატონო,მე ის კაცი
არა ვაარო პ..აროდისტიო არაო. პროსტა ეგეთი მანერები მააქო,ზოგჯერ ლგბტ რო მომენატრებაო ფერად ელასტიკებს ვიცმევო,და ისე დავტასაობო რუსთაველზეო,ზედაც ლილო მაწერიაო,ვა რით ვეღარ გაიგეთ....
10:09 / 03-05-2015
გამოხმაურება / 0 /
პიპინია
ვისაც კლიპს უღებ ის შენ თუ პირიქით შენ იმას? იკა ხომ არ ქვია მაგ შენს უნიჭიერეს მსოფლიო დონისთვის ასაწყობ თუ აწყობილ მომღერალს? და ეს როდის მერე ამღერდა ძალიან მაგრად რაც დაგნებდა მას შემდეგ? ვაი შენს პატრონს:))))
01:04 / 30-04-2015
გამოხმაურება / 0 /
თიკო
ვა, რა საინტერესო ტიპია :) მე მომეწონა მისი დამოკიდებულება ე.წ. ,ღლამურულებზე ,, და ლგბტ -ს თემაც მშვენივრად ახსნა, წარმატებები, სიამოვნებით გავიცნობდი ამ ტიპს რაღაცნაირად სტიმულის მომცემი და მიზანმიმართულია ამ უიმედო საზოგადოებაში
14:33 / 29-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ბელა
ეს ტიპი გაქანებული გეია, უბრალოდ, მათი ლანძღვით, თავის სისუსტეებს მალავს. მაგარი კომპლექსიანია!!!
13:14 / 29-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გეების მეგობარი გეი :). რა საყვარლები არიან, ყველა მესამე პირში, რომ ლაპარაკობს ლგტბ პირებზე. ნოდიკო, ანრი, რატი და ა.შ.
12:40 / 29-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ვაა!
კიდევ ერთი 'იმნაირი' ! ხომ არ გაგვესახლებინა ყველა დასავლეთში?
10:46 / 29-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS