17 ივლისი, 2013
''ხვალ რომ ბიძინა ივანიშვილი დაიჭირონ , მსგავს კლიპში მივიღებ მონაწილეობას...''
როდესაც ქვეყნის პრემიერი დაკავებულია, მისი იმიჯი შელახულია. არ აქვს მნიშვნელობა, ის არის პეტრე, პავლე თუ ბიძინა. ესაა ჩემი პოზიცია. ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი მალე ახალ გასართობ გადაცემას წაიყვანს ''კომედი არხზე'' . აქამდე ნუკის არასდროს წაუყვანია გასართობი გადაცემა და ცოტა ნერვიულობს, მაგრამ ''კომედი შოუს'' ბიჭების დახმარების დიდი იმედი აქვს. ნუკიმ თბილისის სიცხეებს თავი დააღწია და ბათუმში ისვენებს.

- ბათუმში დაქალთან ერთად ჩამოვედი. რამდენიმე დღეა აქ ვარ. კარგი ამინდებია და ძალიან მიხარია, თბილისის სიცხეებს რომ თავი დავაღწიე. ''კომედი
შოუს'' ბიჭებისგან ველოდები ზარს, რომ დავბრუნდე თბილისში. გადაცემის ჩაწერების დაწყებამდე ბათუმში დავრჩები. ძალიან მიყვარს ბათუმი და ყოველთვის აქ ვამჯობინებ ხოლმე დასვენებას.
- ნუკი, როდის გადიხარ ''კომედი არხის'' ეთერში ახალი გადაცემით?
- სექტემბრიდან ''კომედი არხი'' განახლებული ფორმატით გავა ეთერში და მათ შორის ერთ-ერთი ჩემი გადაცემა იქნება. რა თქმა უნდა, იუმორისტულ-გასართობი გადაცემა მექნება. ნებისმიერი ასაკის ადამიანს რომ მოეწონება, ისეთი. ჩვენ უკვე ნელ-ნელა დავიწყეთ გადაცემაზე მუშაობა. ბოლომდე ყველაფერი გადაწყვეტილი არ გვაქვს.
- უკვე გადაწყვეტილი გაქვს, ახალ გადაცემაში როგორი იმიჯი გექნება?
- ალბათ გარეგნობაში არაფერს შევიცვლი, მაყურებელს მეტ-ნაკლებად მოვწონვარ ისეთი, როგორიც ვარ. უბრალოდ, სიახლე იქნება ის, რომ იუმორისტული გადაცემა ცოტა რთული წასაყვანია. ჯერჯერობით ამაში არაკომპეტენტური ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ ''კომედი შოუს'' ბიჭები დამეხმარებიან. მეშინია, რამეში არ გადავაჭარბო. მინდა, რაც შეიძლება ბუნებრივი ვიყო, ძალით არასდროს გავაკეთებთ ხუმრობებს.
- ცოტა ხნის წინ გიორგი ნაზღაიძესთან, ნინო ჩხეიძესა და კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად პოლიტიკური განცხადება გააკეთე, როდესაც მონაწილეობა მიიღე ვიდეორგოლში ''თავისუფლება ვანოს'' .
- ბევრმა ჩემი ვიდეორგოლში მონაწილეობა ჩათვალა, როგორც ჩემი პოლიტიკური განცხადება. არადა, მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ძალიან შორს დგას პოლიტიკისგან. მირჩევნია, ტელევიზორს რომ ჩავრთავ, არ იყოს საუბარი იმაზე, ვინ დაიჭირეს და ვინ გაათავისუფლეს. მინდა, ეკრანზე უფრო მეტი გასართობი გადაცემა ვიხილო. პოლიტიკურ პოზიციას ნაკლებად ვაფიქსირებ ხოლმე და მიმაჩნია, რომ არ არის სწორი, ვინმეს ჩემი აზრი მოვახვიო თავზე.
- თუმცა ვიდეორგოლში ნათქვამი ''თავისუფლება ვანო მერაბიშვილს'' შენი პოზიცია იყო.
- გეთანხმები, ასე გამოვიდა. მაგრამ მგონია, რომ პოლიტიკური პოზიცია საარჩევნო ყუთთან უნდა გამოიხატოს და არა სახალხოდ.
- ე.ი. გამოდის, რომ ამ პროექტში მონაწილეობის დიდი სურვილი არ გქონია. ვიდეორგოლში მონაწილეობა ნინო ჩხეიძის გამო ხომ არ მიიღე, რადგან ''აფხაზეთის ხმაში'' მუშაობ და ნინოს მეგობარი ხარ?
- არანაირად. ასე ვინმეს თხოვნის გამო არ უნდა მოიქცე. უბრალოდ, იმ მომენტში ასე ჩავთვალე საჭიროდ და კლიპში მონაწილეობა მივიღე.
- ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით აზრი შეიცვალე?
- აზრი არანაირიად არ შემიცვლია. ყველას გვაქვს ჩვენი აზრი.
- ბევრს გაუკვირდა შენი ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერ კლიპში მონაწილეობა, რადგან პოლიტიკურად აქტიური არასდროს ყოფილხარ.
- არც არასდროს ვიქნები, დამიჯერეთ. ყოველთვის მექნება ჩემი აზრი, მაგრამ ხმამაღლა არ გამოვხატავ.
- ნანობ, ვიდეორგოლში რომ მიიღე მონაწილეობა?
- არასდროს არაფერს ვნანობ. იმ მომენტში ისე ჩავთვალე საჭიროდ და ისე მოვიქეცი. სინანული არაფერ შუაშია. უბრალოდ, შევიცვალე ჩემი აზრი პოზიციის გამოხატვასთან დაკავშირებით. ახლა მივიჩნევ, რომ პოზიციის გამოხატვა არ არის კარგი.
- ეს გადაწყვეტილება ვიდეორგოლში მონაწილეობის გამო ხალხის უარყოფითი რეაქციის გამო ხომ არ მიიღე?
- არა, როგორ გეკადრებათ. კარგი რეაქციაც იყო და ცუდიც. ჩემი ცვლილება რადიკალური არაა. აქამდეც არ ვაკეთებდი პოლიტიკურ განცხადებას.
- ვანო მერაბიშვილს პირადად იცნობ?
- არასდროს შევხვედრივარ.
- უბრალოდ, მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო გაქვს ასეთი აზრი, რომ ის თავისუფალი უნდა იყოს?
- კვლავ ვამბობ, რომ არ ვიცნობ ვანო მერაბიშვილს, არასდროს მყავს პირადად ნანახი. რა თქმა უნდა, მისი მოღვაწეობის შესახებ ვიცი. დიდი შანსია, ხვალ რომ დაიჭირონ ბიძინა ივანიშვილი, ანალოგიურად მსგავს კლიპში მივიღო მონაწილეობა. რადგან ვფიქრობ, როდესაც ქვეყნის პრემიერი დაკავებულია, მისი იმიჯი შელახულია. არ აქვს მნიშვნელობა, ის არის პეტრე, პავლე თუ ბიძინა. ესაა ჩემი პოზიცია. ეს ადამიანები ჩვენს სამსახურში არიან და მინდა, ჩემს ქვეყანაში თავს კარგად ვგრძნობდე. ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ''კომედი არხზე'' როგორი გადაცემა გაკეთდება. მოეწონება თუ არა ყველა ასაკის ადამიანს და როგორი რეიტინგი ექნება.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
ვაჰაჰა
"ჯერჯერობით ამაში არაკომპეტენტური ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ ''კომედი შოუს'' ბიჭები დამეხმარებიან". ტყნაურის გარდა რაში ხარ კომპეტერნტური? კომედი შოუს "ბიჭები" ხომ პროფესიონალიზმის და კომპეტენციის ეტალონები არიან!!!! ქში შე გნაცტარაკანა!!!!!
13:16 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ია
სულით ჩათლახი და ბოზიც ხარ
13:16 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ელისო
დაზუსტებით ვიცი რომ გვარგადაკეთებული სომეხი ხარ რატომ მალავ შენი ბიძაშვილი კოშკელოვია მიხედე შენს სომხებს გაწყდით ერთ დღეს მოღალატეები და გაიძვერები ხართ
13:14 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
იქნებ ცოტა ზრდილობა და კულტურა ვისწავლოთ ქათველებმა,ადამიანმა ტავისი აზრი თქვა და რა საჭიროა შეურაწყოფები
11:31 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ამგოგოს თავმოყვარეობა არასოდეს ექნება, ნანუკას შოუში ფხაკაძემ როგორ აიგდო და რეაქცია არ ქონდა,მოროშკინამ კი დედა უტირა! ეს კი იყო მუდოსავით კმაყოპილი...ფულის გილისთვის,ფუი!
11:28 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
asdf
ძალიანაც კარგი რომ გამოხატე. ჭკვიანი გოგო ყოფილხარ
11:00 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გაგა
ნუკიელა თავს ნუ იშტერებ ძველო ბოზო შენა საწყალმა თურმე არ იცოდი და ისე დაუდექი გვერდით ვანოიას,შენთის უნდა ეთხარათ ის ცოცხი და მერე რას დაიძახებდი იმასაც ვნახავდი, ტახსირო დაუკვირდი რასაც აკეთებ
10:55 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მოქალაქე
ქალბატონო ნუკი ადამიანს როცა დანაშაული აქვს ჩადენილი და ის არზის ციხეში მაშინ უფრო ილახება ქვეყნიიის იმიჯი.....თქვენი პრეზიდენტის სიტყვებია "ყველა ციხეში" ახლა დამსახურებულად მაინც ზიან ციხეშიი თანამდებობის პირები რაც დათესეს(სამწუხაროდ იმას ვერ იღებენ)ცო....გონს მოეგე ჯობია სანამ ისაუბრებ .
10:01 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
..............
რა შეურაწყოფაც გინდა აკადრო, ესენი უფრო აქტიურდებიან.
10:00 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
იზი
არ გინდა გესმოდეს ეს დაიჭირეს ის დაიჭირეს? ეგ რომ პოლიტიკა არ არის, კრიმინალია, არაუშავს? ჯერ უნდა გაარკვიო რაღაცას როცა აპროტესტებ რის თქმა გინდა. ბიძინას თუ დაიჭერენ შენი პროტესტი, დამიჯერე, არავის დასჭირდება.
09:50 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS