17 ივლისი, 2013
''ხვალ რომ ბიძინა ივანიშვილი დაიჭირონ , მსგავს კლიპში მივიღებ მონაწილეობას...''
როდესაც ქვეყნის პრემიერი დაკავებულია, მისი იმიჯი შელახულია. არ აქვს მნიშვნელობა, ის არის პეტრე, პავლე თუ ბიძინა. ესაა ჩემი პოზიცია. ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი მალე ახალ გასართობ გადაცემას წაიყვანს ''კომედი არხზე'' . აქამდე ნუკის არასდროს წაუყვანია გასართობი გადაცემა და ცოტა ნერვიულობს, მაგრამ ''კომედი შოუს'' ბიჭების დახმარების დიდი იმედი აქვს. ნუკიმ თბილისის სიცხეებს თავი დააღწია და ბათუმში ისვენებს.

- ბათუმში დაქალთან ერთად ჩამოვედი. რამდენიმე დღეა აქ ვარ. კარგი ამინდებია და ძალიან მიხარია, თბილისის სიცხეებს რომ თავი დავაღწიე. ''კომედი
შოუს'' ბიჭებისგან ველოდები ზარს, რომ დავბრუნდე თბილისში. გადაცემის ჩაწერების დაწყებამდე ბათუმში დავრჩები. ძალიან მიყვარს ბათუმი და ყოველთვის აქ ვამჯობინებ ხოლმე დასვენებას.
- ნუკი, როდის გადიხარ ''კომედი არხის'' ეთერში ახალი გადაცემით?
- სექტემბრიდან ''კომედი არხი'' განახლებული ფორმატით გავა ეთერში და მათ შორის ერთ-ერთი ჩემი გადაცემა იქნება. რა თქმა უნდა, იუმორისტულ-გასართობი გადაცემა მექნება. ნებისმიერი ასაკის ადამიანს რომ მოეწონება, ისეთი. ჩვენ უკვე ნელ-ნელა დავიწყეთ გადაცემაზე მუშაობა. ბოლომდე ყველაფერი გადაწყვეტილი არ გვაქვს.
- უკვე გადაწყვეტილი გაქვს, ახალ გადაცემაში როგორი იმიჯი გექნება?
- ალბათ გარეგნობაში არაფერს შევიცვლი, მაყურებელს მეტ-ნაკლებად მოვწონვარ ისეთი, როგორიც ვარ. უბრალოდ, სიახლე იქნება ის, რომ იუმორისტული გადაცემა ცოტა რთული წასაყვანია. ჯერჯერობით ამაში არაკომპეტენტური ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ ''კომედი შოუს'' ბიჭები დამეხმარებიან. მეშინია, რამეში არ გადავაჭარბო. მინდა, რაც შეიძლება ბუნებრივი ვიყო, ძალით არასდროს გავაკეთებთ ხუმრობებს.
- ცოტა ხნის წინ გიორგი ნაზღაიძესთან, ნინო ჩხეიძესა და კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად პოლიტიკური განცხადება გააკეთე, როდესაც მონაწილეობა მიიღე ვიდეორგოლში ''თავისუფლება ვანოს'' .
- ბევრმა ჩემი ვიდეორგოლში მონაწილეობა ჩათვალა, როგორც ჩემი პოლიტიკური განცხადება. არადა, მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ძალიან შორს დგას პოლიტიკისგან. მირჩევნია, ტელევიზორს რომ ჩავრთავ, არ იყოს საუბარი იმაზე, ვინ დაიჭირეს და ვინ გაათავისუფლეს. მინდა, ეკრანზე უფრო მეტი გასართობი გადაცემა ვიხილო. პოლიტიკურ პოზიციას ნაკლებად ვაფიქსირებ ხოლმე და მიმაჩნია, რომ არ არის სწორი, ვინმეს ჩემი აზრი მოვახვიო თავზე.
- თუმცა ვიდეორგოლში ნათქვამი ''თავისუფლება ვანო მერაბიშვილს'' შენი პოზიცია იყო.
- გეთანხმები, ასე გამოვიდა. მაგრამ მგონია, რომ პოლიტიკური პოზიცია საარჩევნო ყუთთან უნდა გამოიხატოს და არა სახალხოდ.
- ე.ი. გამოდის, რომ ამ პროექტში მონაწილეობის დიდი სურვილი არ გქონია. ვიდეორგოლში მონაწილეობა ნინო ჩხეიძის გამო ხომ არ მიიღე, რადგან ''აფხაზეთის ხმაში'' მუშაობ და ნინოს მეგობარი ხარ?
- არანაირად. ასე ვინმეს თხოვნის გამო არ უნდა მოიქცე. უბრალოდ, იმ მომენტში ასე ჩავთვალე საჭიროდ და კლიპში მონაწილეობა მივიღე.
- ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით აზრი შეიცვალე?
- აზრი არანაირიად არ შემიცვლია. ყველას გვაქვს ჩვენი აზრი.
- ბევრს გაუკვირდა შენი ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერ კლიპში მონაწილეობა, რადგან პოლიტიკურად აქტიური არასდროს ყოფილხარ.
- არც არასდროს ვიქნები, დამიჯერეთ. ყოველთვის მექნება ჩემი აზრი, მაგრამ ხმამაღლა არ გამოვხატავ.
- ნანობ, ვიდეორგოლში რომ მიიღე მონაწილეობა?
- არასდროს არაფერს ვნანობ. იმ მომენტში ისე ჩავთვალე საჭიროდ და ისე მოვიქეცი. სინანული არაფერ შუაშია. უბრალოდ, შევიცვალე ჩემი აზრი პოზიციის გამოხატვასთან დაკავშირებით. ახლა მივიჩნევ, რომ პოზიციის გამოხატვა არ არის კარგი.
- ეს გადაწყვეტილება ვიდეორგოლში მონაწილეობის გამო ხალხის უარყოფითი რეაქციის გამო ხომ არ მიიღე?
- არა, როგორ გეკადრებათ. კარგი რეაქციაც იყო და ცუდიც. ჩემი ცვლილება რადიკალური არაა. აქამდეც არ ვაკეთებდი პოლიტიკურ განცხადებას.
- ვანო მერაბიშვილს პირადად იცნობ?
- არასდროს შევხვედრივარ.
- უბრალოდ, მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო გაქვს ასეთი აზრი, რომ ის თავისუფალი უნდა იყოს?
- კვლავ ვამბობ, რომ არ ვიცნობ ვანო მერაბიშვილს, არასდროს მყავს პირადად ნანახი. რა თქმა უნდა, მისი მოღვაწეობის შესახებ ვიცი. დიდი შანსია, ხვალ რომ დაიჭირონ ბიძინა ივანიშვილი, ანალოგიურად მსგავს კლიპში მივიღო მონაწილეობა. რადგან ვფიქრობ, როდესაც ქვეყნის პრემიერი დაკავებულია, მისი იმიჯი შელახულია. არ აქვს მნიშვნელობა, ის არის პეტრე, პავლე თუ ბიძინა. ესაა ჩემი პოზიცია. ეს ადამიანები ჩვენს სამსახურში არიან და მინდა, ჩემს ქვეყანაში თავს კარგად ვგრძნობდე. ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ''კომედი არხზე'' როგორი გადაცემა გაკეთდება. მოეწონება თუ არა ყველა ასაკის ადამიანს და როგორი რეიტინგი ექნება.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
ქართველი
რატომ ილანძღებით ვერ ვხვდები, ხომ შეიძლება თქვენი აზრი ისე გამოხატოთ რომ არ იუზრდელოთ,მაგრამ ეგ მოგყვებათ საოცნებო სსრკ-დან
07:23 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
რამ დაგბოღმათ და გაგაბოროტათ ხალხო? მართლა რა გჭირთ, რატომ უნდა ლანღოთ ასეთი პირით ადამიანი? პირიდან როგორ უნდა ამოგივიდეთ ასეთი საზიზღარი სიტყვები.... :(
17:48 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
alex
ნამეტნავად გორსალა ხარ,შეკოწიწებულო კოშკელოვო! ვის დაკარგვიხარ,საიდან მოეთრიე,ვინა გდიხარ?
11:04 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ეეეეეეეხ, ხალხნო, რამდენიც რომ ვლანძღოთ, მისთვის სულერთია... ერთი ჩვეულებრივი კახპაა..
19:30 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
12345
ქართველებს თავი მოაქვთ მთელ მსოფლიოში კულტურით და ზრდილობით,არადა ყველაზე ენამყრალი ხალხია.მეც ქართველი ვარ და მცხვენია თქვენს გამო,ხომ შეგიძლიათ აზრი ისე გამოხატოთ რომ თქვენი სიტყვაკაზმულობით სხვას თავი არ მოაბეზროთ.ამერიკა გვაფუჭებსო,ევროპა გვაფუჭებსო,თავიდანვე ასეთები იყავით,ეს დიდად საამაყო კულტურა სად დაკარგეთ ხალხო..........
18:53 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია47
იმ ქვეყანაში სადაცნუკი ვარსკვლავია ყველაფერიც მოსულაააა, ვაი ჩვენი ცოდვა ვარსკვლავებს ვინ აფასებს მართლა ვინც ვარსკვლავია ჩრდილში დგას და ზოგი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან რომ დაფასება არ ეღირსათ
15:14 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ვანო ყოფილა თურმე ქვეყნის სამსახურში ბოზანდარა ჩათლაშკა ეს უნდა წამოაცვა მუ#ელზე სარი
14:48 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
უცნობოოოოოოოოო
აი, ისეთია ეგკოშკელიშვილი, შეურაცყოფის მიყენება რომ მოგინდება და არ შეგრცხვება. გაიგეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
13:25 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ეთო
100%-ით ვიცი რომ სომეხია სომხები კი ფულის გულისთვის რას არ მისცემენ არა მგონია ვანოს შეეხედა ამ მახინჯისთვის იმიტომ კი არა ვანო კაცს გავს ფულის გამო უკეთესები იდგნენ რიგში
13:21 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ეთო
100%-ით ვიცი რომ სომეხია სომხები კი ფულის გულისთვის რას არ მისცემენ არა მგონია ვანოს შეეხედა ამ მახინჯისთვის იმიტომ კი არა ვანო კაცს გავს ფულის გამო უკეთესები იდგნენ რიგში
13:21 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS