23 აპრილი, 2015
ბექა ხოფერია: ''ვიცი, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით...''
ბექამ საქართველო რამდენიმე თვის წინ დატოვა ''ბედნიერი ვარ, ქართველი რომ ვარ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი გუშინდელი ღამის შემდეგ... მთელს ქალაქში (მოსკოვი) არსად არ შეგხვდებათ იმის განწყობა, რომ ქრისტე აღდგა, არავინ, მათ შორის ნაცნობიც, არ შეგეგებება ამ უწმინდესი სიტყვებით ''ქრისტე აღდგა''... მივედი ქართულ ტაძარში, ''ბალშაია გრუზინსკაია''-ზე მდებარეობს და დამხვდა ჭეშმარიტი საქართველო, უამრავი ხალხი! ყველა ბედნიერი სახით, ყველა გეგებება ამ თბილი მოლოცვით, ნაცნობი თუ უცნობი. კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ქრისტე აღდგა! ვულოცავ ყველა ემიგრანტს და სრულიად საქართველოს!!!''- ეს
''ფეისბუქ''-სტატუსი თიკა ჯამბურიას ყოფილ ქმარს, ბექა ხოფერიას ეკუთვნის.

ბექამ საქართველო რამდენიმე თვის წინ დატოვა და ახლა რუსეთში ცხოვრობს. საქართველოში უამრავი საყვარელი ადამიანი დარჩა: ოჯახის წევრები, შვილი, მეგობრები და შეყვარებული, რომელსაც საზოგადოება მხოლოდ სახელით - ლიკუნათი იცნობდა.

მომღერალ თიკა ჯამბურიასთან დაშორების შემდეგ ხშირად ვრცელდებოდა ჭორები, რომ შეყვარეული იყო და დაოჯახებას აპირებდა, მაგრამ ხოფერიამ მხოლოდ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი შეყვარებული ლიკუნა იყო, რომელთან ერთადაც საქველმოქმედო ორგანიზაციის აქტივისტი გახლდათ. წყვილი ხშირად დებდა საერთო ფოტოებს, თუმცა ამბობდნენ, რომ ბექას დედას - ხათუნა ხოფერიას სურდა, შვილი პირველ ცოლს - თიკას შერიგებოდა. ამის შესახებ ქალბატონი ხათუნა ინტერვიუებშიც საუბრობდა.

ბექა საქართველოში აქტიურად ცხოვრობდა. მისი პოლიტიკური პროტესტიც არაერთხელ გვინახავს. ახალი ხელისუფლების დროს პატრულთან მომხდარი გაუგებრობის გამო დააკავეს კიდეც, მაგრამ განყოფილება მალე დატოვა.
რამდენიმე დღის წინ თიკა ჯამბურიამ ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, არ ვიცი, მომავალში რა იქნებაო და არც ყოფილ მეუღლესთან შერიგება გამორიცხა, თუმცა, როგორც გამოჩნდა, ბექამ მოსკოვში დრო არ დაკარგა და ახალი შეყვარებული ჰყავს. ნახევრად ასირიელი გოგონა - ინა ოსიპოვა. ბექასთან ინტერვიუს ჩაწერა სწორედ ამ უამრავი სიახლის გამო გადავწყვიტეთ, რომელიც ბოლო თვეებია მის ცხოვრებაში ხდება.

ბექა, საქართველოში ცნობილი სახეები ღიად გამოთქვამენ პროტესტს ერაყში ისლამური ორგანიზაციის მხრიდან ასირიელების გენოციდის გამო. მოსკოვში რა ხდება?
- კადრები ვნახე და ძალიან შემზარავია ეს ყველაფერი, აუცილებლად შევუერთდები ''აი-სი-აი-სი''-ს წინააღმდეგ ნებისმიერ აქციას. ტელევიზიები აქაც აქტიურად აშუქებენ ამ თემას და ჩემი ინფორმაციით, არსებობს ასირიელთა ჯგუფი, რომელიც ღიად აპირებს გენოციდის გაპროტესტებას. ალბათ, მათ შევუერთდები. აქ ბევრი ასირიელი ცხოვრობს და რამდენიმეს პირადად ვიცნობ.

- ბექა, მოსკოვში რას საქმიანობ?
- უნდა ვისწავლო, მაგრამ სწავლა სექტემბერში მეწყება და მანამდე ჩემს საქმეებს ვაგვარებ. ალბათ, აქ ხუთი წელი დავრჩები. ძალიან მაინტერესებს პოლიტიკა და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს უნივერსიტეტში МГУ-ში სახელმწიფოს მართვის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ძალიან გამიჭირდა საქართველოს დატოვება. ხშირად მაწუხებს ნოსტალგია. ალბათ, ყველა დასვენებაზე ჩემს ქალაქში ჩამოვალ. ბავშვს ძალიან ვენატრები, მეც მენატრება. ყოველდღე ვესაუბრები ინტერნეტის საშუალებით და ასე ვიკლავ მონატრებას, მაგრამ ერთი ჩახუტებისთვის ყველაფერს დავთმობდი.

- მოსკოვში ვისთან ერთად ცხოვრობ?
- ჩემს ბიძაშვილთან ერთად, დრო საქმეში გამყავს. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს და ღვთის წყალობით, მინდა განვახორციელო.

- საქართველოში ხშირად ამბობენ, რომ რუსეთში ქართველები აღარ უყვართ, აგრესია თუ გიგრძნია?
- არა, პირიქით, ძლაიან თბილად და კარგად არიან განწყობილი და უფრო მეტიც, პოლიტიკაში ბევრი კომპეტენტური ადამიანი ამბობს, რომ დროა, ვიმეგობროთ. ამჯერად თავს შევიკავებ პოლიტიკაზე საუბრისგან და ახლო მომავალში ყველა გაიგებთ, რას ვემსახურები და რა სიკეთე მინდა ჩემი ქვეყნისთვის.

- დედა ადვილად დაითანხმე, რომ საქართველო დაგეტოვებინა?
- არა, მაგრამ ჩემი მომავლისთვის, ალბათ, ასე აჯობებდა. მოგეხსნებათ, დედა ჭკვიანი ქალია და დამთანხმდა (იღიმის).

- საქართველოში საქველმოქმედო ორგანიზაციაშიც აქტიურობდი.
- ისინი ახლაც აგრძელებენ იმავე საქმიანობას, ერთ-ერთ საზოგადოებრივ მოძრაობასთან ერთად.

- საქართველოში დატოვე შეყვარებული გოგონა, რომელიც ამავე ორგანიზაციის წევრი იყო, დაშორდით ერთმანეთს?
- …

- ბოლო დროს თიკამ არ გამორიცხა, რომ სამომავლოდ, შეიძლება შერიგდეთ.
- ვნახე, მაგრამ მაგ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. მოკლედ გეტყვით, რომ დიდი ხანია, შეყვარეული მყავს. ძალიან ბედნიერი ვარ და ვიცი, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით.

- ეს გოგონა მოსკოვში მცხოვრები ინა ოსიპოვაა?
- დიახ… იმედი მაქვს, საქართველოში რომ დავბრუნდები, ყველაფერი კარგად იქნება და პოლიტიკაში ჩემი ჩარევა არ გახდება საჭირო, მაგრამ, თუ ისევ უსამართლობა იქნება, აქტიურად დავბრუნდები.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ლანა
რას გავს ბექას მეორე ცოლი ტიკა მაგარი გოგოა სულელი ვინ მოიყვანა ცოლად
04:07 / 24-07-2015
გამოხმაურება / 1 /
party
ლანა შენ თვალები ტრ/// ში გაქვს ფაქტია/სად ეს ულამაზესი ინა და სად სოფლის დედაკაცი თინა
12:17 / 31-07-2019
Анна
ამათ გონიათ პარლამენტარობა მემკვიდრეობითია, დედამისმა ააშენა ქვეყანა და ახლა შვილი ემზადება ასპარეზზე გამოსასვლელად
10:12 / 07-05-2015
გამოხმაურება / 0 /
სალომე
მაგისი დედა არის ყოფილი პარლამენტარი ხოფერია.ბრტყელ-ბრტყელს რომ ლაპარაკობს ორი ვაჟი ყავს და ორივემ ოჯახი დაანგრია. თვითონაც გაცილებულია მეუღლეს.ჯერ შვილები უნდა აღზარდო და მერე აკრიტიკო სხვები.
17:12 / 05-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ამ ბექას ყველა ფოტოზე ასეთი ჭკვიანური გამომეტყველება რატო აქვს
12:27 / 04-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
და კიდე ერტი .კაკრას შენ გვაკლდი პოლიტიკაში და ავშენდებით
20:47 / 03-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS