16 აპრილი, 2015
''მეფის'' ცოლები - ირაკლი ჩარკვიანის სამი საბედისწერო ქალი
გოგონას აეროპორტში დახვდნენ და სახლში წამოიყვანეს ირაკლი ჩარკვიანი მეოცე საუკუნის 90-იანი წლების გამორჩეული მუსიკოსი იყო. მისი პერსონა ყოველთვის იწვევდა საზოგადოების ინტერესს განსხვავებული იმიჯით, მუსიკით, ცხოვრების წესით და საინტერესო პირადი ცხოვრებითაც კი. რთულია, მისი ხანმოკლე სიცოცხლის საინტერესო დეტალებს გვერდი აუარო.

ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ''მეფეს'' სამი ცოლი ჰყავდა და საკმაოდ ბობოქარი პირადი ცხოვრება ჰქონდა.

პირველი მეუღლე იმ პერიოდის თბილისის ულამაზესი გოგონა ქეთი ქობულია იყო. წყვილს წლები უყვარდა ერთმანეთი და როგორც იმ თაობის ადამიანები იხსენებდნენ, მაშინდელ
პეროვსკაიას ქუჩაზე მოსეირნე წყვილს გულგრილად ვერ ჩაუვლიდით, რადგან ყველა მათ აყოლებდა თვალს.

Rating

ირაკლი 17 წლის იყო, ქეთი – 16-ის, როდესაც დაქორწინდნენ. მიუხედავად უდიდესი სიყვარულისა, ოჯახი მალე დაენგრათ. შვილი არ ჰყოლიათ, ისე გაიყარნენ. ამბობენ, რომ ეს განქორწინება ირაკლიმ ყველაზე მძიმედ გადაიტანა და სერიოზული დეპრესია ჰქონდა.

მუსიკოსის იმ წლებში გამორჩეული ყველა ლექსი ქეთის ეძღვნებოდა. მოგვიანებით ''რეიტინგთან'' საუბარში დამ – თეონა ჩარკვიანმა დაადასტურა, რომ მისი ძმა ძალიან განიცდიდა ოჯახის დანგრევას.

ალბათ, სწორედ დიდი სიყვარული იყო მიზეზი, რომ ქეთი და ირაკლი დაშორების მიუხედავად მეგობრებად დარჩნენ. ქეთი დღემდე ''მეფის'' უდიდეს სიყვარულად ითვლება.

მეორე ცოლი იყო ლენა. წლების შემდეგ გელა ჩარკვიანი მათ გაცნობას ასე იხსენებდა: ''ირაკლი და მისი მეგობარი გია მირზაშვილი დასასვენებლად გაგრაში წავიყვანე. იქ გაიცნო მოსკოველი გოგონა ლენა...''. თბილისში დაბრუნების შემდეგ მუსიკოსმა სახლში გამოაცხადა, რომ რამდენიმე დღეში მათთან სტუმრად ლენა ჩამოვიდოდა.

Rating

გოგონას აეროპორტში დახვდნენ და სახლში წამოიყვანეს. წყვილმა ცოტა ხანს მშობლებთან ერთად იცხოვრა, შემდეგ ვერაზე გადავიდნენ და მალე მოსკოვში გაემგზავრნენ საცხოვრებლად. სწორედ იქ დაიბადა ირაკლის პირველი შვილი – მაქსიმე. ლენა მოსკოვში მიუზიკლების ცნობილი მსახიობია.

მიუზიკლებში ''მამა მია'', ''ჩიკაგო'' ლენა წლების განმავლობაში მთავარ როლებს ასრულებდა. ცოტა ხნის წინ გელა ჩარკვიანს სთხოვა, რომ მისცეს ნება, ირაკლის სიმღერა ''ხალხს'' რუსულად თარგმნოს და თავად შეასრულოს, რაც ყოფილ მამამთილს ძალიან გაუხარდა და დარწმუნებულია, რომ კარგად გამოუვა.

მაქსიმე მოსკოვში საყვარელ გოგონასთან ერთად ცხოვრობს, ძალიან უყვარს დედა, ფიქრობს, რომ არ აქვს უფლება, მას იმედი გაუცრუოს და ინტერვიუებში ყოველთვის ბევრს ლაპარაკობს მამაზე, რომელიც საქართველოში რატომღაც სიკვდილის შემდეგ უფრო შეიყვარეს.

ირაკლი ჩარკვიანის ცხოვრების ბოლო თანამგზავრი იყო ქეთათო, რომელთანაც წლები გაატარა. ქეთათო 17 წლის იყო, როდესაც ბედი თავის საყვარელ მუსიკოსს დაუკავშირა. საკმაოდ არაორდინარული წყვილი იყო. ცხოვრობდნენ ვერაზე, ბევრისგან გამოირჩეოდნენ გარეგნობითა  და ცხოვრების წესით, რაც მაყურებელმა საკუთარი თვალით იხილა, როდესაც ''მაესტროზე'' რეალურ შოუში მონაწილეობას დათანხმდნენ.

ახლა თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირაკლის ამ პერიოდის მუსიკაც უფრო განსხვავებულია. ხშირად წერდნენ დუეტებს, გამოდიოდნენ კლუბებში კონცერტებზე, რომელთა ჩანაწერებიც დღემდეა შემონახული. შემდეგ შეეძინათ გოგონა – ნანა. ამბობენ, რომ ამ ასაკში შვილის დაბადებამ ჩარკვიანი უდიდესი პასუხისმგებლობით აავსო. მალე შვილს სიმღერაც მიუძღვნა...

Rating

ირაკლის გარდაცვალების შემდეგ ქეთათოს მიმართ ყურადღება გაორმაგდა. ინტერვიუებში ჟურნალისტები უკვე თამამად ეკითხებოდნენ, იფიქრებდა თუ არა მეორედ დაოჯახებაზე, რაზეც მუსიკოსი პასუხობდა, რომ არაფერს გამორიცხავდა.

ქეთათომ მუსიკის წერა გააგრძელა, დაახლოებით ორი წლის წინ ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ხშირად ჩნდებოდა სხვადასხვა საზოგადოებრივ ადგილებში და არც აქტიურობა დაუკლია.

მეგობრობს ახალგაზრდა მუსიკოსებთან, მათ შორისაა ერეკლე დეისაძეც. ერეკლესთან ერთად სცენაზეც დგას და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ეს გახდა მიზეზი, რომ ახალი ჭორები აგორებულიყო _ ამბობენ, რომ ერეკლე და ქეთათო ერთად არიან. ამ თემაზე კითხვები ჟურნალისტებმა დეისაძესაც დაუსვეს, თუმცა მეგობრულის გარდა, ერეკლემ სხვა ურთიერთობა უარყო.

არავინ იცის, როგორ განვითარდება ქეთათო პოპიაშვილის პირადი ცხოვრება, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ დროს ინტერვიუების მოყვარული დედოფალი ბოლო

დროს პრესას განსაკუთრებულად გაურბის...

უნდა დაიდგას თუ არა ირაკლი ჩარკვიანის ძეგლი თბილისში – ამ თემაზე დისკუსია წლების განმავლობაში მიდიოდა და ბოლოს დადებითად გადაწყდა. ვალო იმერლიშვილი სკულპტურის ავტორია, დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლის და 2 მეტრის სიგანის ძეგლი უჟანგავი ფოლადის ფურცლებად იქნება წარმოდგენილი.

გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ ძეგლი ჯერ არ დადგმულა. ამის მიზეზად კი ქეთათო საკუთარ პოლიტიკურ აქტიურობას ასახელებს, კერძოდ იმას, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებას უჭერს მხარს და აქციებში მონაწილეობს.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 47 /
ჟანგბადი
ვიღაცისთვის უბრალო ადამიანი ,ვიღაცისთვის ნამდვილი შემომამედი როკის და ჰიპჰოპის ქართველებს კიდე ერთი 50 წელი დაჭირდებათ რო მიხვდნენ მაგის სიმღერებს თუ 100 არა.
02:46 / 23-01-2021
გამოხმაურება / 0 /
მელიტა
კიდე კარგი ორი მილიონიღა დავრჩით თორე ამდენ ბოროტ ქაჯს და ჩლუნგს დედამიწა ვერ გაუძლებდა.
20:42 / 03-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო-mariami-ს
მე მრცხვენია შენნაირები რომ არიან ამ ქვეყანაში :) რასაც გინდა იმას უსმინე, უყურე და ის ისწავლე, უბრალოდ სიტყვები შეარჩიე, ზრდილობა დაიცავი. ეხლა ხვდები რატომ არ მოგწონს ირაკლი ? ? საერთოდ, შეხედეთ, ვისაც არ მოგწონთ, აგრესიას აფრქვევთ და ბილწსიტყვაობთ, ეს ხომ მხოლოდ თქვენ დაბალ ინტელექტზე მიგვანიშნებს. უსმინეთ ნინებს, შმინებს, პტერეებს და პავლეებს, უსმინეთ და ისხედით და წერეთ აგრესიული კომენტარები!! ეს სხვაობაა "ჩვენსა"და "თქვენ"შორის! :)
15:32 / 28-05-2015
გამოხმაურება / 0 /
გიო
საერთოდ რა თავხედობა იყო თავისთავს რომ მეფე დაარქვა , ეს როგორ შეიძლება, ხალხმა უნდა დაგარქვას და არა შენ თვითონ უნდა დაირქვა, რამხელა ამბიციაა . ეს ხალხიც თითქოს დააგიპნოზა და ესენიც მეფეს ეძახოდნენ, ვაი თქვენს პატრონს, მეფე არა პრინცი. ერთი ჩვეულებრივი ნარკომანი იყო, რომელიც თავისებურად აფრენდა.
22:31 / 02-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ვერიკო
კი მაგრამ რა დაიმსახურა ამნაირი ძეგლს რომ უდგავენ, ილიაა თუ აკაკი, ხომ არ გაუბერეს მაგათ, სიმღერები ვის არ დაუწერია და ვის არ უმღერია, ერთი დარტყმული სხვებისგან განსხვავებული ნარკუშა იყო, ეგ არის და ეგ.
22:25 / 02-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS