10 აპრილი, 2015
რეზო თაბუკაშვილმა მზია შარაშიძეს წელზემოთ გახდა შესთავაზა
ბევრი დეტალი, სამწუხაროდ, ჩემს მეხსიერებას არ შემორჩა ზოოპარკის პიარ-მენეჯერსა და ტელე-წამყვან მზია შარაშიძეს, იმავე ლუკას, ''ფეისბუქზე''ფოტოების მეტად საინტერესო ალბომი აქვს სახელწოდებით - ''ისტორიას დარჩება''. აქ შეხვდებით პატარა ლუკას, რომელიც ფოტოე-ბზე აღბეჭდილია მერაბ კოსტავასთან, ზვიად გამსახურდიასთან, ჯუმბერ პატიაშვილთან, მედეა ჯაფარიძესა და სხვა გამოჩენილ ადამიანებთან ერთად.

- ლუკა, ფოტოებიდან ჩანს, რომ ეროვნულ მოძრაობაში აქტიურად იყავი ჩართული...
- ეს ჩემგან დამოუკიდებლად ხდებოდა. 1988-1989 წლებში 8-9 წლის ვიყავი. ბიძაჩემი შალვა შარაშიძე ფოტოკორე-სპონდენტი იყო, მიმდინარე მოვლენებს რეგულარულად აშუქებდა, აქტიურად იყო
ჩართული ეროვნულ მოძრაობაში და მისთვის ეს აქტუალური თემა გახლდათ. ფოტოკამერით სულ დადიოდა მიტინგებზე და მეც მუდმივად თან დავყავდი. მამა- ჩემი ეუბნებოდა, რას დაგყავს ეს ბავშვი, რა უნდა იმდენ ხალხშიო, მაგრამ პასუხობდა, ესაა ისტორია, რომელიც ბავშვმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს და მერე მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებაო. მოგეხსენებათ, მიტინგებს ბევრი ადამიანი ესწრებოდა, ერი ერთ მუშტად იყო შეკრული, ბიძაჩემს, როგორც ფოტოკორესპონდენტს, მუდმივად უწევდა მოძრაობა კარგი კადრების გადასაღებად, ბავშვთან ერთად ეს ძნელი იყო. ამიტომ კარგი გამოსავალი იპოვა, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას მტოვებდა, ნებისმიერი წერტილიდან რომ შეძლებოდა ჩემი დანახვა. ასეთი ადგილი, რა თქმა უნდა, იყო მიკროფონი, სადაც ლიდერები სიტყვით გამოდიოდნენ, ამიტომ ყოველთვის ვიდექი წინა პლანზე და გამომსვლელების გვერდით დროშა-სავით ვფრიალებდი. ასე აღმოვჩნდი ამ ფოტოებზე პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, ფოტოები დაცულია არქივში და სხვადასხვა გამოცემაში იბეჭდება.

Rating

- ერთ-ერთ ფოტოზე თამთა კოსტავასთან ერთად ხარ, იცნობ მას? ან მაშინ თუ გქონდა რაიმე სახის ურთიერთობა?
- ბიძაჩემს ჰქონდა ამ ხალხთან შეხება და ურთიერთობა, მე ძალიან პატარა ვიყავი და ბევრი რამ არ მახსოვს, ხშირად დავდიო-დი მიტინგებზე და ყველა მიცნობდა. ფოტო თამთასთან ერთად მთავრობის სასახლის წინ 8 აპრილსაა გადაღებული, ძალიან ცხელოდა და ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა იყო, დროულად წავსულიყავი სახლში. ამ ადამიანებს დღეს პირადად არ ვიცნობ, მახსოვს, ყველა მეფერებოდა, თავზე ხელს მისვამდა, თუმცა ბევრი დეტალი, სამწუხაროდ, ჩემს მეხსიერებას არ შემორჩა.

Rating

- საინტერესოა ფოტო, რომელზეც რეზო ინანიშვილთან ერთად ხარ აღბეჭდილი...
- იყალთოს მონასტერში ყოველ წელს ტარდებოდა ღონისძიება, სადაც ბევრი ცნობილი ადამიანი ჩადიოდა. პატრი-არქთან ერთად ფოტოებიც სწორედ იყალთოშია გადაღებული. რეზო ინანიშვილთანაც იქ გადამიღეს სურათი. ფოტო ჯუმბერ პატიაშვილთან იყალთოშია გადაღებული, მაგრამ მაშინ კიდევ უფრო პატარა ვიყავი, 3-4 წლის.

Rating

- ერთ-ერთ ფოტოზე, სადაც მედეა ჯაფარიძესთან ერთად ხარ აღბეჭდილი, მინაწერი გაქვს გაკეთებული, რომ ძალიან შეწუხებული ხარ და ფოტოს გადაღება არ გინდოდა...
- მედეა ჯაფარიძესთან ფოტოზე, მგონი, 4 წლის ვარ. ბიძაჩემი დამაყენებდა ცნობილ ხალხთან, მაცნობდა და ფოტოს მიღებდა, მე კიდევ ვწუხდებოდი, თამაშისკენ გამირბოდა თვალი და გული. მაშინ ჩემთვის ქალბატონი, რომელიც მეხუტებოდა, მედეა ჯაფარიძე არ იყო, ვერ ვიაზრებდი, ვისთან ვიღებდი ფოტოს, 4 წლისას არ მესმოდა და ამიტომ ვიყავი შეწუხებული. მერჩივნა, სახლში წავსულიყავი და ველოსიპედით მესეირნა. დაახლოებით 6 წლის ვიყავი, როცა რეზო თაბუკაშვილი იღებდა ფილმს და ბიძაჩემს ჩემზე უთხრა, იქნებ ანგელოზის როლში გადავიღოთო, ოღონდ მოთხოვნა იყო, რომ წელს ზემოთ შიშველი დავმჯდარიყავი ეკლესიაში, მქონდა გრძელი, შავი თმა, რომელიც ტანზე უნდა გადმომეყარა და რეალურად არაფერი გამომიჩნდებოდა, მაგრამ არაფრით არ დავთანხმდი... ხან ველოსიპედს შემპირდნენ, ხან სხვა რაღაცებს, თან მეუბნებოდნენ, ფილმი სამახსოვროდ დაგრჩება მთელი ცხოვრებაო, მაგრამ ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე. ბოლოს რეზო წავიდა დათმობაზე, თუ არ იხდის, შავი ზედა უყიდეთ და ის ჩააცვითო. მაშინ არ იყო ამხელა არჩევანი და ამდენი მაღაზია, ვერ ვიპოვეთ შავი სვიტერი და საბოლოო ჯამში, ვეღარ გადამიღეს, რასაც დღემდე ვნანობ. თუ არ ვცდები, ეს უნდა ყოფილიყო დო-კუმენტური ფილმი ქართული საგალობლების შესახებ, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ შემდეგაც არ მინახავს, გამოვიდა თუ არა, ისიც არ ვიცი.

Rating

- ფოტოები ინგლისის ნაკრების ცნობილ მეკარე პიტერ შილტონთან, ასევე ჯო ზა ვინულისთან, მაიკლ ფრენკსთ ან...
- ინგლისის ნაკრები იყო თბილისში ჩამოსული, ''დინამოს''სტადიონზე ჰქონდათ ვარჯიში. ბიძაჩემს ფეხბურთი ძალიან უყვარდა და, რა თქმა უნდა, წავიდა გადასაღებად, თან მე და ჩემი ძმა წაგვიყვანა. ფოტო რომ გადავიღეთ, და გვინახა ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა, გაგიჟდა, რა კარგი ბავშვები არიანო, გამოენთო, გვაჩუქა ნაკრების ფოტოები, რომლებიც დღემდე მაქვს შენახული.

Rating

შემდეგ ეს ფოტო ბევრჯერ დაიბეჭდა გაზეთში. დღემდე ხან სად ამოტივტივდება ფოტოები და ხან – სად. რაც შეეხება ჯო ზავინულის და მაიკლ ფრენკსს, გარდა იმისა, რომ მაინტერესებდა და არც ერთ ჯაზფესტივალს და კონცერტს არ ვაკლდებოდი, რადიოში ვმუშაობდი, ხშირად ვიყავით საინფორმაციო მხარდამჭერები, დავდიოდი პრესკონფერენციებზე და ფოტოსაც ვიღებდი. სხვათა შორის, ახლაც ბევრ თანამედროვე ვარსკვლავთან ვახერხებ ფოტოს გადაღებას, ალბათ, 20 წლის შემდეგ ამ ფოტოებსაც დავამატებ ალბომს. იმ დღეს სერგი გვარჯალაძესთან ვიყავი მისული და ვუთხარი, შენთან ფოტო არ მაქვს გადაღებული-მეთქი, აუ, იმ ალბომში, რომელიც ''ფეისბუქზე''გაქვს, ჩემი ფოტო არ დადო, ვინც იმ სურათებზეა აღბეჭდილი, ყველა მოკვდაო (იღიმის). ჯერჯერობით თანამედროვე ცნობილი ადამიანების ფოტოებს მაგ ალბომს არ ვამატებ, ცოტა ხანი რომ გავა, მათი დროც დადგება (იღიმის).

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
დეა
სტატიის ავტორს აშკარად ჟურნალისტური რეიტინგის აწევა სურს,თორემ ,ასეთ უხერხულ სათაურს არ დადებდა....ხომ შეიძლება უჩივლონ....
08:03 / 11-04-2015
გამოხმაურება / 0 /
Tamazino
ნამდვილად უხერხულია...
14:20 / 10-04-2015
გამოხმაურება / 0 /
გეო
რბილად რომ ვთქვათ უხერხულია ასეთი სათაური...
09:10 / 10-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS