ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზეც, რომ ეკლესიას სურდა, საქართველოში მონარქიული წყობილების აღდგენა, რაც ბაგრატოვანთა ორი შტოს დაკავშირებითა და მემკვიდრის დაბადებით გახდებოდა შესაძლებელი.
საინტერესოა, რომ ეს თემა მხოლოდ ვიწრო წრეში განიხილებოდა, არავის გამოუკითხავს, რამდენად სურდა ქართველ მოსახლეობას მონარქიის აღდგენა ქვეყანაში.
უფრო
მოგვიანებით წყვილი ისევ შერიგდა და პატარა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი დაიბადა. მშობლები ისევ დაშორდნენ და მონარქიის აღდგენაზე მეოცნებე ადამიანებისთვის დრომ უფლისწულის გაზრდამდე გადაიწია.
დავითისა და ანას ოჯახებს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა და ღია ბრალდებებიც გაისმა, თუმცა, როგორც ჩანს, ანასა და დავითს შორის არსე-ბულმა უსიამოვნებამ მამა-შვილის ურთიერთობაზე არ იმოქმედა და დავით ბაგრატიონი ხშირად ჩნდება შვილთან ერთად სხვადასხვა ადგილას.
გასულ კვირას პატარა უფლისწულთან ერთად გერმანია-საქართველოს მატჩს დაესწრო. რალის მოყვარულ მამას ხშირად დაჰყავს ბავშვი რუსთავის ავტოდრომზე, სადაც რალი იმართება.
დავითი ხშირად არის საქართველოში და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს, თუმცა არავინ იცის, რა იქნება წლების შემდეგ, როდესაც ბავშვი სრულწლოვანი გახდება და ქვეყანაში კიდევ ერთხელ დაისმება კითხვა - უნდა აღდგეს თუ არა მონარქია.
რაც შეეხება მეფე-დედოფლის შერიგებას, ეს ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, რადგან ხალხში დღემდე ამბობენ, რომ ანამ პირველი ქმარი ვერ დაივიწყა, რომელთანაც ორი გოგონა ჰყავს. დავითს კი ყველაზე ხმაურიანი რომანი შორენა ბეგაშვილთან ჰქონდა.
ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''