08 აპრილი, 2015
სად დადის დავით ბაგრატიონი პატარა უფლისწულთან ერთად
არავის გამოუკითხავს, რამდენად სურდა ქართველ მოსახლეობას მონარქიის აღდგენა ქვეყანაში მკითხველს კარგად ახსოვს წლების წინ გახმაურებული სამეფო ქორწილი. ბაგრატიონების ორი შტო გაერთიანდა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ იქორწინეს. მაშინ ბევრს საუბრობდნენ, რომ ეს ქორწილი პატრიარქის ხელდასმით შედგა.

ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზეც, რომ ეკლესიას სურდა, საქართველოში მონარქიული წყობილების აღდგენა, რაც ბაგრატოვანთა ორი შტოს დაკავშირებითა და მემკვიდრის დაბადებით გახდებოდა შესაძლებელი.

საინტერესოა, რომ ეს თემა მხოლოდ ვიწრო წრეში განიხილებოდა, არავის გამოუკითხავს, რამდენად სურდა ქართველ მოსახლეობას მონარქიის აღდგენა ქვეყანაში.

უფრო
მეტიც, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არ გაითვალისწინა არც ახალშექმნილმა სამეფო ოჯახმა და საჭიროდ არ ჩათვალეს, საკუთარ მომავალსა თუ გეგმებზე ღიად ესაუბრათ. საიდუმლო ცხოვრება საზღვარგარეთ გააგრძელეს, მაგრამ მალე ოჯახი დაინგრა. მიზეზების შესახებ არაერთხელ დაწერილა და თავს აღარ შეგაწყენთ.

მოგვიანებით წყვილი ისევ შერიგდა და პატარა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი დაიბადა. მშობლები ისევ დაშორდნენ და მონარქიის აღდგენაზე მეოცნებე ადამიანებისთვის დრომ უფლისწულის გაზრდამდე გადაიწია.

დავითისა და ანას ოჯახებს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა და ღია ბრალდებებიც გაისმა, თუმცა, როგორც ჩანს, ანასა და დავითს შორის არსე-ბულმა უსიამოვნებამ მამა-შვილის ურთიერთობაზე არ იმოქმედა და დავით ბაგრატიონი ხშირად ჩნდება შვილთან ერთად სხვადასხვა ადგილას.

გასულ კვირას პატარა უფლისწულთან ერთად გერმანია-საქართველოს მატჩს დაესწრო. რალის მოყვარულ მამას ხშირად დაჰყავს ბავშვი რუსთავის ავტოდრომზე, სადაც რალი იმართება.

დავითი ხშირად არის საქართველოში და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს, თუმცა არავინ იცის, რა იქნება წლების შემდეგ, როდესაც ბავშვი სრულწლოვანი გახდება და ქვეყანაში კიდევ ერთხელ დაისმება კითხვა - უნდა აღდგეს თუ არა მონარქია.

რაც შეეხება მეფე-დედოფლის შერიგებას, ეს ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, რადგან ხალხში დღემდე ამბობენ, რომ ანამ პირველი ქმარი ვერ დაივიწყა, რომელთანაც ორი გოგონა ჰყავს. დავითს კი ყველაზე ხმაურიანი რომანი შორენა ბეგაშვილთან ჰქონდა.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
სოფელო
რა მეფე ეხლა მაგაზე გვახდევინეტ გადასახადები ისე ცოტას ვიხდიტ არა გარეკეთ სუუუუუულლლლლლლ
20:33 / 16-04-2015
გამოხმაურება / 0 /
nino
Monarqia gvaklda... adamians gvaris Gamo Kiara. Girsebis Gamo scemen pativs.
22:22 / 15-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ვანო
სირცხვილია ასეთი ყბედობა. საკუთარ თავს მაინც ეცით პატივი.
21:39 / 15-04-2015
გამოხმაურება / 0 /
შაშო ბაგრატიონი
მეც ბაგრატონი ვარ ტო,ავლაბრელი ბიჭივარ,უბანში ყველა მიცნობს.მეფედ რათ არა მნიშნამენ???...საქართველოს მეფედ თუ არა,სომხეთის მეფედ მაინც დამნიშნეთ რაა.რა დავაშავე ტო..ყველა მეფე გახდა ჩემს გარდა...თუ ზანგი ვარ?
16:37 / 15-04-2015
გამოხმაურება / 0 /
antimonarqisti
Jer qvekana amovides chaobidan, modzlerdes,tsxovrebis donem aitsios rasats shegnebis donis atsevats mokveba DA mere vipiqrot Vin gvchirdeba mepe tu prezidenti.Jer area mepobaze otsneba.
21:05 / 13-04-2015
გამოხმაურება / 0 /
Nina
mefe gvaklia exla saqartveloshi, qartveli tanamdebobas rom miagwevs mashin ve tavshi uvardeba da mefe xom gadagvivlis raa,da es kudabzika t avad ebi mere naxe xalxs ras uzaven shromas suls amoxdian,xalxo hven igliselebi ar vart da mefe da batonoba mokvdaa
08:45 / 09-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მიდი მოადე
დედოფალი ყოფილა,სასტიკი გაძუყნული, ბატონებო....მეფეს ჩაუნთებია,ერთი აპერკოტი ბზრიალში.... იმიტომ არ ჩანს სურათზე თურმე....გაგრძელება იქნება
00:27 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS