14 ივლისი, 2013
რატომ უწოდეს მეძავი ბერაზე შეყვარებულ რეპერ გოგონას
ბერაც დავხატე და ბიძინაც. ადრე ბერას სტუდიაში ავუტანე ნახატი და დავუტოვე. მისი პირადად გაცნობა ვერ მოვახერხე. სტუდიაში არც არის ხოლმე.
რეპერი გვანცა ბაგრატიონი ბერაზე გარეპილმა რამდენიმე ფრაზამ გახადა პოპულარული, დღეს კი უკვე საკუთარი ვიდეორგოლი აქვს, რომელსაც „იუთუბზე“ 200 ათასზე მეტი ნახვა აქვს რამდენიმე თვეში, ეროტიკული ვიდეოს ქვეშ კი უამრავ შეურაცხმყოფელ კომენტარს წაიკითხავთ.
გვანცა ჟურნალ „რეიტინგის“ თამამ შეთავაზებას დათანხმდა და სპეციალურად ჩვენი ჟურნალისთვის წელს ზემოთ შიშვლად გადაღება გადაწყვიტა. ფოტოსესიის დროს მას თან ახლდა დედა, ქეთა, რომელიც
საკმაოდ პროგრესული ქალბატონი აღმოჩნდა და ჩვენთან საუბრისას წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ საზოგადოება სიახლეებს ვერ ეგუება და არასწორად აღიქვამს.

- ეპატაჟითა და სკანდალით კი გამოირჩევი, მაგრამ როგორ ფიქრობ, „რეიტინგისთვის“ გაშიშვლებას საზოგადოება როგორ მიიღებს?
- კიდევ ერთხელ გამლანძღავენ (იცინის). რასაკვირველია, იტყვიან, კლიპზე რაც თქვეს და კიდევ უარესსაც მოველოდები. ეს ეროტიკული კლიპი თენგო დოლიძემ და რომა სიმონიანმა გადამიღეს. ძალიან კარგად ვიმუშავეთ ერთად, შეთანხმებულად. რადგან ხალხმა ეროტიკული კლიპი ნახა, სადაც საცვლებში ვიყავი და როგორც ჩანს, მუცლის ცეკვაც პირველად დაინახეს, მიწოდეს მეძავი. რა შუაშია მეძავობა, ვერ ვხვდები. რადგან საცვლებში ვარ და ვცეკვავ, ამიტომ ვარ მეძავი? მსახიობი მკვლელს, მეძავს რომ განასახიერებს, თვითონაც მკვლელი და მეძავია? პორნოზე არ ვლაპარაკობ, ამ შემთხვევაში ლაით-ეროტიკაზე ვსაუბრობ. ამ ფოტოებს რომ ნახავენ, კვლავ მიწოდებენ მეძავს. არც ვსვამ, არც ვეწევი, არც კლუბებში დავდივარ. მომდის ხოლმე მესიჯები, სადაც მთავაზობენ, ერთად ხომ არ დაგველიაო, თანხასაც მთავაზობენ სექსის სანაცვლოდ, კლიპის ტექსტიდან გამომდინარე მეკითხებიან, რამდენი გინდაო. ზოგი ალბათ ხუმრობით მწერს, ზოგიც - სერიოზულად. რა დალევს ასეთ ხალხს. ამ ფოტოსესია-ზე ალბათ იტყვიან, რას ჰგავს და რა მახინჯიაო.
- თან დედა გახლავს. მას, როგორც ჩანს, არ აქვს არანაირი პრობლემა...
- რა არის საპრობლემო? ეს არის შოუ, ტელევიზია, ჟურნალი, სადაც უნდა ჩანდე ლამაზად და სექსუალუ რად. რეალური ცხოვრება სხვაა და ეკრანზე ისე უნდა გამოჩნდე, რომ ხალხის ყურადღება მიიქციო, თუნდაც კარგად ან ცუდად. მეორეა ის, რომ რაც უნდა გააკეთო, მაინც ცუდს ამბობენ. ვხატავ და უნიჭოს მიწოდებენ, შენი ნახატები არ იქნება და ვისას აფერადებო, მეკითხებიან. ჰკითხონ ზაზა გაბუნიას, კახა კუკავას, გუგა კუზანოვს, ბერას, რომლებიც დავხატე. ყველას მივაწოდე თავიანთი პორტრეტები.
- ბერასაც?
- არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. ამას წინათ ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე მის შესახებ რაღაც ვთქვი და ისევ ატეხეს ერთი ამბავი. შე საცო-დავოო, პირადში მწერდნენ და, რა თქმა უნდა, ვბლოკავდი. ბერაც დავხატე და ბიძინაც. ადრე ბერას სტუდიაში ავუტანე ნახატი და დავუტოვე. მისი პირადად გაცნობა ვერ მოვახერხე. სტუდიაში არც არის ხოლმე.
- ვიცი, რომ ახალი კლიპის გადასაღებად ემზადები.
- მაქვს გრანდიოზული გეგმები, სხვათა შორის, ვგეგმავ კონცერტებს საქართველოს საკურორტო ქალაქებში. მაქვს გარკვეული რაოდენობის სიმღერები. სექტემბერში ვაპირებ კლიპის გადაღებას, რა თქმა უნდა, იქნება განსხვავებული და როგორც მახასიათებს, შოკისმომგვრელი. შე-საძლოა, იყოს დუეტი ცნობილ რეპერთან, თუმცა ვისთან, ამას სიურპრიზად დავტოვებ. ჩემს პირველ ვიდეოს „იოცნებე ჩემზე“ 202 ათასი ნახვა აქვს. კმაყოფილი ვარ ამ შედეგით. საზოგადოებას კიდევ უფრო მეტ მრავალფეროვნებას ვპირდები. ადრე ამ გადაღებებით მხოლოდ და მხოლოდ ვერთობოდი, შემოსავალზე არ მიფიქრია და ახლა უკვე ვფიქრობ. ახალი კლიპი ნიუ-იორკში გავა და ამაზე სერიოზულად ვმუშაობ. რეპერი, ვისთანაც დუეტს ვწერ, უცხოელია და ის გაიტანს. აქ არაფერს აზრი არ აქვს. შესაძლოა, უბრალოდ, გაერთო და ამასთან ერთად, მიიღო ლანძღვა-გინება. მაღაზიაშიც კი არ დავდივარ
მარტო. ზოგს გაცნობა უნდა, მოდის და უარს რომ ეტყვი, შეიძლება, თავში რაღაც გესროლოს. რამდენიმე შემთხვევა მქონდა, როდესაც მანქანა ლამის ტროტუარზე ამოვიდა, რომ ჩემი ყურადღება მიექცია. ამას ვამბობ იმ შემთხვევებზე, როდესაც უბანში მოკლე მანძილებზე გადაადგილება მიწევს. ქუჩაში სიარულისას პრობლემები მექმნება. შეიძლება, არ დაიჯე-როს არავინ, მაგრამ ძირითადად სახლში ვზივარ და ვმუშაობ. ეზოში აუზი მაქვს და არ მაქვს იმის სურვილი, რომ სადღაც გავიდე. თუ ცეკვა მინდა და აუზი, სახლშიც შემიძლია ამ მხრივ გართობა. კლუბში მხოლოდ ერთხელ ვიყავი და არ მომეწონა. ძალით წამიყვანეს.
- გქონია გატაცება?
- ბავშვურ ასაკში, მაგრამ სერიოზულად რომ დავინტერესებულიყავი პიროვნებით, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ძიების პროცესში ვარ (იღიმის). სულ ვამბობ, რომ ჩემი რჩეული უნდა იყოს მამაკაცური. სულ მეკითხებიან, რას ნიშნავს ეს და ვპასუხობ, რომ მამაკაცმა ქალს თავი ქალად უნდა აგრძნობინოს. მე, მაგალითად, არავისთვის არაფერი მენანება და შემიძლია, საჩუქრები გავუკეთო როგორც ქალს, ასევე კაცს. ასეთი რომ ვარ, მინდა, რომ ჩემ გვერდით უფრო ძლიერი ადამიანი იდგეს და არა თუნდაც მსგავსი. ასეთი კაცის შოვნა, მით უმეტეს, საქართველოში ძნელია, თან, როცა საცვლებში ცეკვავ. ყველაზე ეს არ ვრცელდება, მაგრამ უმრავლესობა ასეთია. თუ არ არიან ასეთები, მაშინ დამენახონ (იცინის).
- როგორც მივხვდი, პოპულარობას შენთვის ცუდის მეტი არაფერი მოაქვს, სახლიდან ნორმალურად ვერ გამოდიხარ და კარგი ბიჭიც ვერ გაიცანი.
- ასეა!.. ვფიქრობ, რომ მენტალიტეტს არიან ამოფარებულები. ზოგი ისეთი ბინძური ადამიანია და ჩემზე ამბობს რაღაცას. არ მიცნობს და გამოაქვს დასკვნები. მოვიდეს, ძმაო, და ვანახვებ, რას ვაკეთებ ცხოვრებაში. მიხვდება, როგორი ვარ. ამათ გაგებას რა ვუთხარი, კლიპში ცეკვავს, იხდის და ოპერატორებთან სექსუალური კავშირი დაამყარა თუ არაო, კითხულობენ და ქალიშვილი არ იქნებაო, წერენ. ორი ოპერატორი მიღებდა, მათი ცოლები კი მაკიაჟს მიკეთებდნენ და სულ ასეთი ბინძური აზრები რატომ უტრიალებს ხალხს თავში? საერთოდ, ადამიანი საკუთარი თავიდან განსაზღვრავს ყველაფერს და ე.ი. თავად ასეთი გაფუჭებულები არიან?
- გვანცა, შემოსავალი ახსენე და რაიმე სარგებელი შენი საქმიანობით მიგიღია ამ მხრივ?
- ამას წინათ „რუსთავი 2“ -ის „კომედი არხზე“ მიმიწვიეს, სამჯერ გადამიღეს და უფასოდ მამუშავეს. ჯიგარი ხარ, ჯიგარიო, იძახეს. ალბათ, ეწყინებათ, რომ ვიტყვი, მაგრამ თავიდან დამირეკეს, შენი კლიპის სახუმარო ვერსია გადავიღოთო. ჩემივე კლიპის შარჟში მივიღე მონაწილეობა. ეს უცხოეთში მიღებულია, საქართველოში - არა. „სოლოხუთეულში“ გადამიღეს, მეორედაც დამირეკეს გაგრძელების გადასაღებად, შემდეგ - მესამედაც. მგონი, გეგმავენ, რომ მეოთხედაც მიმიწვიონ, მაგრამ ასე უფასოდ აღარ ვიმუშავებ (იღიმის). გადაღებები მთელი ღამე მიმდინარეობდა. მერე ვუთხარი, რომ გადაეხადათ და მიპასუხეს, თუ მსახიობობა გინდა, თავიდან უფასოდ უნდა იმუშაო, ყველგან ასე ხდებაო.
- მაინტერესებს, ქართული შოუბიზნესიდან ვინმეს თუ იცნობ და როგორ გაფასებენ?
- დღეს ყველა „ვარსკვლავად“ მიიჩნევს თავს. შეიძლება, დღეს ჩემზეც თქვან ეს, მაგრამ თავად გამაპიარეს, პოპულარობის სურვილი არ მქონია და რომ მქონოდა, ისეთ ძვირად ღირებულ კლიპს გადავიღებდი, რომ არც დასიზმრებიათ. იძულებული გავხდი, ამ ბანძი პიარიდან ამოვსულიყავი. ერთი მცირე ვიდეო დავდე „იუთუბზე“ , სანამ ბერაზე განგებ შევაგდებდი ვიდეოს და იმითი გამხადეს პოპულარული. მერე ბერაზე უკვე მე თვითონ გავრეპე სპეციალურად. ჩემზე ამბობენ, თავი ვარსკვლავი ჰგონიაო, მაგრამ არსად მითქვამს, გადასარევი მომღერალი ვარ-მეთქი. ერთს ვამბობ, რომ ვარ თვითნასწავლი დახვეწილი მხატვარი და ეს არის ჩემი პროფესია, შოუბიზნესი კი ჰობია. შემიძლია ხატვა, ლექსების წერა, რეპის ტექსტების მოფიქრება, მსახიობობა. ალბათ, ამასაც თავის ქებაში ჩამითვლიან. შოუბიზნესს რაც შეეხება, ბევრი მათგანისგან მაქვს დადებითი შეფასებები და მეგობრული ურთიერთობები. ცდილობენ, ხელი შემიწყონ, რომ უფრო „გავიქაჩო“ . არიან პოლიტიკოსები, რომლებთანაც მაქვს მეგობრული ურთიერთობები. ისინი წარმატებებს მისურვებენ და უხარიათ, თუკი კარგს გავაკეთებ. მაგალითად, ახლა რამდენიმე პოლიტიკოსმა მომწერა, სად დაიკარგე, სად ხარ, ცოტა გააქტიურდიო. მათ ვინაობას ვერ დაგისახელებთ, არ ღირს. ამას წინათ მამულიჩასთან ერთად გადაღებული ფოტო „ფეისბუქზე“ დავდე, დაურეკეს და ინტერვიუ ჩამოართვეს, გვანცასთან რა ურთიერთობა გაქვსო და გაგიჟდა კაცი, რა ურთიერთობა უნდა მქონდესო (იცინის). ერთად მოგვიწია წასვლამ სადღაც, მანქანაში ფოტო გადაგვიღეს და აიტაცეს ეგრევე. წაგვასწრეს სადმე? პაპარაცული ფოტო რომ ყოფილიყო, შესაძლოა, რაიმე ეფიქრათ, მაგრამ მე თვითონ დავდე და რაიმე რომ ყოფილიყო ჩვენ შორის, „ფეისბუქზე“ ფოტოს მე თვითონვე გამოვდებდი?!.
- პოლიტიკოსების ვინაობას რატომ არ გვიმხელ?
- უფრო წასული ხელისუფლებიდან არიან, თუმცა ახალ ხელისუფლებაშიც მყავს მეგობრები. ისე, არავისთან არ ვარ, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და სიმართლის მოყვარული, ყოველთვის სიმართლის მხარეს. კახა კუკავას პარტიაშიც ვიყავი ერთხანს, სად არ შევძვერი და რა არ წავიკითხე. პოლიტიკოსობას არ ვაპირებ, ახლა დაიწყებენ, ეს გაუნათლებელი, გოიმი და ბანძიაო, მაგრამ ამ სფეროთი დაინტერესებული ვარ. მაქვს გეგმები პოლიტიკასთან დაკავშირებით და რას ვაპირებ და როგორ, ამას მალე ნახავთ.
- ვინ გესიმპათიურება, როგორც მამაკაცი, ქართული პოლიტიკიდან?
- ირაკლი ალასანია მომწონს, სიმპათიურია, ძველი ხელისუფლებიდან კი უგულავა. მომკლავენ, ეს რა თქვაო, მაგრამ მათზე სიმპათიურია და რა ვქნა? ნახე, ეს „ნაცისტიო“ , ჩემზე იტყვიან (იცინის).

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 136 /
LOL
ახლა ტუ ვინემს გონია რო აქ მარტლა ხალხი წერს კომენტარებს, ჰაჰაა, ტავად გვანცაა, ტორემ ესეც ნახეს რა ვინმე ტავი შეიწუხოს ხალხმა და კომენტები დადოს
13:54 / 15-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამს
უკვე გითხარი და კიდევ გაგიმეორებ გოიმო გახდაც არის და გახდაც იაფფასიანი ძუძუების გამოყრა არ ნიშნავს ხელოვნებას!ვაა ცასაფრებული ხარ რას ვწერ თუ რა გინდა?ან გოგოს ხამი რას ნიშნავს? მაინცდამაინც შენ უნდა ჩამოგიწერო ვისთან არ მქონია?გაუნათლებელი რომ არ იყო საკუთარ ცხოვრებას მიხედავდი და ვიღაცა გვანცებს და კახპებს არ დაიცავდი უაზროდ:D:Dაი შენ მაგალითად იმისთანა შტერი ცანხარ 1 დრეც ვერ გაგიძლებდი შენთან რა თემაზე უნდა ისაუბროს ადამიანმა?ვირაცი ცხოვრებაზე და გარეგნობაზე?გოიმი და შტერი ქალი რაც არ უნდა ლამაზი იყოს შეიძლება ერთხელ მ..ნა და მერე სულ დაგეკარგოს ინტერესი.ადამინში პირველ რიგში ინტელექტი და პერზონალითი უნდა ეზებო და მერე გარეგნობა ეს კიდე ამ ქალს არ გააჩნია ამიტომაც არაა ცემთვის არც ლამაზი და არც მიმზიდველი.დაჯექი და აკომენტარე და ეცხუბე ხალხს ამ გოგოს გამო შენი საკუთარი ცხოვრება კი დაგრჩება შეუმდგარი.ბატების პარადი!
13:30 / 15-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
:D :D :D: ამას ქვია ხამების კომენტარები :D ::D შურიანი კრუხები და ხამი ბიჭები :D :D: :D
13:17 / 15-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
რა ცოდო ხარ შენ ეტყობა გოგოს ხამი ხარ ;)) გახდა პუტანკობას არ ნიშნავს ისე ინფორმაციისთვის რომ იცოდე გაუნათLებელო :) ვინც ლამაზია თავს ამარიაჯებს და ლამაზ სხეულს და მაგიტომ იხდის შენ ეტყობა ჩAცმული პუტანკები არ გინახავს :) და ეგეტ\თი კაცის გაგება .... გახდილი გოგო რადგან არის ეკრანზე მაგას პუტანკას ვინც უწოდებს :)
13:12 / 15-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
წერა-კითხვის უცოდინარი ხალხია და ვერ არჩევენ ასოებს და რა ქნან :)) მარტო ერთი შეხედვით რაც აღმოხდებათ ეგ არის და ეგ :))
12:46 / 15-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
მე გოგო ვარ 18 წლის და ძალინ მიმზიდველი არ მიჩნდება არანაირი სურვილი რომ ამ გოგოს ცუდი დავუწერო :) ცუდის დაწერის სურვილი მხოლოდ ნაკლოვანებს უჩნდებათ და '' მახინჯებს '' :) ეს ცნობილი ფაქტია :) და აქედან გამომდინარე რამდენი მახინჯია აქ თავმოყრილი :)))
12:40 / 15-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გიგა
წადით თავები მოიკალით :D D :D:
12:37 / 15-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
დაცხეს აქ პატარა ბავშვს , ჭადით ხალხნო საქმეს მიხედეთ ეგრე ვერავის ვერაფერს დააკლებთ და ამ ადამიანს როგორ ფიქრობთ თქვენი კომენტარები აინტერესებს ? სარკე აქვს და იცის რაც არის თქვენი თქმის გარეშეც მშვენივრად და ჩვენც ვხედავთ როგორმე
12:36 / 15-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
მართლა რამდენი უსაქმურია ამ საქართველოში ამ კომენტარების წერას არ გირჩევნიათ რამე საქმით დაკავდეთ ?:)
12:34 / 15-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანუკა
ან არ გეზარებათ ეს ერთმანეთსი კამათი ლამაზია თუ უშნო ? სილამაზის კონკურსია და აფასებთ ? თუ რა არის არ გეზარებათ ? თქვენ თქვენ თავებს მიხედეთ ჩAიხედეთ სარკეებში მსგავსს არ გაუვლია Qუჩაში და თქვენ რა სილამაზეზე ლაპარაკობთ გამომივიდნენ უკრაინელები ეს ბანძი ქართველები უსახურები .
12:33 / 15-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS