14 ივლისი, 2013
რატომ უწოდეს მეძავი ბერაზე შეყვარებულ რეპერ გოგონას
ბერაც დავხატე და ბიძინაც. ადრე ბერას სტუდიაში ავუტანე ნახატი და დავუტოვე. მისი პირადად გაცნობა ვერ მოვახერხე. სტუდიაში არც არის ხოლმე.
რეპერი გვანცა ბაგრატიონი ბერაზე გარეპილმა რამდენიმე ფრაზამ გახადა პოპულარული, დღეს კი უკვე საკუთარი ვიდეორგოლი აქვს, რომელსაც „იუთუბზე“ 200 ათასზე მეტი ნახვა აქვს რამდენიმე თვეში, ეროტიკული ვიდეოს ქვეშ კი უამრავ შეურაცხმყოფელ კომენტარს წაიკითხავთ.
გვანცა ჟურნალ „რეიტინგის“ თამამ შეთავაზებას დათანხმდა და სპეციალურად ჩვენი ჟურნალისთვის წელს ზემოთ შიშვლად გადაღება გადაწყვიტა. ფოტოსესიის დროს მას თან ახლდა დედა, ქეთა, რომელიც
საკმაოდ პროგრესული ქალბატონი აღმოჩნდა და ჩვენთან საუბრისას წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ საზოგადოება სიახლეებს ვერ ეგუება და არასწორად აღიქვამს.

- ეპატაჟითა და სკანდალით კი გამოირჩევი, მაგრამ როგორ ფიქრობ, „რეიტინგისთვის“ გაშიშვლებას საზოგადოება როგორ მიიღებს?
- კიდევ ერთხელ გამლანძღავენ (იცინის). რასაკვირველია, იტყვიან, კლიპზე რაც თქვეს და კიდევ უარესსაც მოველოდები. ეს ეროტიკული კლიპი თენგო დოლიძემ და რომა სიმონიანმა გადამიღეს. ძალიან კარგად ვიმუშავეთ ერთად, შეთანხმებულად. რადგან ხალხმა ეროტიკული კლიპი ნახა, სადაც საცვლებში ვიყავი და როგორც ჩანს, მუცლის ცეკვაც პირველად დაინახეს, მიწოდეს მეძავი. რა შუაშია მეძავობა, ვერ ვხვდები. რადგან საცვლებში ვარ და ვცეკვავ, ამიტომ ვარ მეძავი? მსახიობი მკვლელს, მეძავს რომ განასახიერებს, თვითონაც მკვლელი და მეძავია? პორნოზე არ ვლაპარაკობ, ამ შემთხვევაში ლაით-ეროტიკაზე ვსაუბრობ. ამ ფოტოებს რომ ნახავენ, კვლავ მიწოდებენ მეძავს. არც ვსვამ, არც ვეწევი, არც კლუბებში დავდივარ. მომდის ხოლმე მესიჯები, სადაც მთავაზობენ, ერთად ხომ არ დაგველიაო, თანხასაც მთავაზობენ სექსის სანაცვლოდ, კლიპის ტექსტიდან გამომდინარე მეკითხებიან, რამდენი გინდაო. ზოგი ალბათ ხუმრობით მწერს, ზოგიც - სერიოზულად. რა დალევს ასეთ ხალხს. ამ ფოტოსესია-ზე ალბათ იტყვიან, რას ჰგავს და რა მახინჯიაო.
- თან დედა გახლავს. მას, როგორც ჩანს, არ აქვს არანაირი პრობლემა...
- რა არის საპრობლემო? ეს არის შოუ, ტელევიზია, ჟურნალი, სადაც უნდა ჩანდე ლამაზად და სექსუალუ რად. რეალური ცხოვრება სხვაა და ეკრანზე ისე უნდა გამოჩნდე, რომ ხალხის ყურადღება მიიქციო, თუნდაც კარგად ან ცუდად. მეორეა ის, რომ რაც უნდა გააკეთო, მაინც ცუდს ამბობენ. ვხატავ და უნიჭოს მიწოდებენ, შენი ნახატები არ იქნება და ვისას აფერადებო, მეკითხებიან. ჰკითხონ ზაზა გაბუნიას, კახა კუკავას, გუგა კუზანოვს, ბერას, რომლებიც დავხატე. ყველას მივაწოდე თავიანთი პორტრეტები.
- ბერასაც?
- არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. ამას წინათ ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე მის შესახებ რაღაც ვთქვი და ისევ ატეხეს ერთი ამბავი. შე საცო-დავოო, პირადში მწერდნენ და, რა თქმა უნდა, ვბლოკავდი. ბერაც დავხატე და ბიძინაც. ადრე ბერას სტუდიაში ავუტანე ნახატი და დავუტოვე. მისი პირადად გაცნობა ვერ მოვახერხე. სტუდიაში არც არის ხოლმე.
- ვიცი, რომ ახალი კლიპის გადასაღებად ემზადები.
- მაქვს გრანდიოზული გეგმები, სხვათა შორის, ვგეგმავ კონცერტებს საქართველოს საკურორტო ქალაქებში. მაქვს გარკვეული რაოდენობის სიმღერები. სექტემბერში ვაპირებ კლიპის გადაღებას, რა თქმა უნდა, იქნება განსხვავებული და როგორც მახასიათებს, შოკისმომგვრელი. შე-საძლოა, იყოს დუეტი ცნობილ რეპერთან, თუმცა ვისთან, ამას სიურპრიზად დავტოვებ. ჩემს პირველ ვიდეოს „იოცნებე ჩემზე“ 202 ათასი ნახვა აქვს. კმაყოფილი ვარ ამ შედეგით. საზოგადოებას კიდევ უფრო მეტ მრავალფეროვნებას ვპირდები. ადრე ამ გადაღებებით მხოლოდ და მხოლოდ ვერთობოდი, შემოსავალზე არ მიფიქრია და ახლა უკვე ვფიქრობ. ახალი კლიპი ნიუ-იორკში გავა და ამაზე სერიოზულად ვმუშაობ. რეპერი, ვისთანაც დუეტს ვწერ, უცხოელია და ის გაიტანს. აქ არაფერს აზრი არ აქვს. შესაძლოა, უბრალოდ, გაერთო და ამასთან ერთად, მიიღო ლანძღვა-გინება. მაღაზიაშიც კი არ დავდივარ
მარტო. ზოგს გაცნობა უნდა, მოდის და უარს რომ ეტყვი, შეიძლება, თავში რაღაც გესროლოს. რამდენიმე შემთხვევა მქონდა, როდესაც მანქანა ლამის ტროტუარზე ამოვიდა, რომ ჩემი ყურადღება მიექცია. ამას ვამბობ იმ შემთხვევებზე, როდესაც უბანში მოკლე მანძილებზე გადაადგილება მიწევს. ქუჩაში სიარულისას პრობლემები მექმნება. შეიძლება, არ დაიჯე-როს არავინ, მაგრამ ძირითადად სახლში ვზივარ და ვმუშაობ. ეზოში აუზი მაქვს და არ მაქვს იმის სურვილი, რომ სადღაც გავიდე. თუ ცეკვა მინდა და აუზი, სახლშიც შემიძლია ამ მხრივ გართობა. კლუბში მხოლოდ ერთხელ ვიყავი და არ მომეწონა. ძალით წამიყვანეს.
- გქონია გატაცება?
- ბავშვურ ასაკში, მაგრამ სერიოზულად რომ დავინტერესებულიყავი პიროვნებით, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ძიების პროცესში ვარ (იღიმის). სულ ვამბობ, რომ ჩემი რჩეული უნდა იყოს მამაკაცური. სულ მეკითხებიან, რას ნიშნავს ეს და ვპასუხობ, რომ მამაკაცმა ქალს თავი ქალად უნდა აგრძნობინოს. მე, მაგალითად, არავისთვის არაფერი მენანება და შემიძლია, საჩუქრები გავუკეთო როგორც ქალს, ასევე კაცს. ასეთი რომ ვარ, მინდა, რომ ჩემ გვერდით უფრო ძლიერი ადამიანი იდგეს და არა თუნდაც მსგავსი. ასეთი კაცის შოვნა, მით უმეტეს, საქართველოში ძნელია, თან, როცა საცვლებში ცეკვავ. ყველაზე ეს არ ვრცელდება, მაგრამ უმრავლესობა ასეთია. თუ არ არიან ასეთები, მაშინ დამენახონ (იცინის).
- როგორც მივხვდი, პოპულარობას შენთვის ცუდის მეტი არაფერი მოაქვს, სახლიდან ნორმალურად ვერ გამოდიხარ და კარგი ბიჭიც ვერ გაიცანი.
- ასეა!.. ვფიქრობ, რომ მენტალიტეტს არიან ამოფარებულები. ზოგი ისეთი ბინძური ადამიანია და ჩემზე ამბობს რაღაცას. არ მიცნობს და გამოაქვს დასკვნები. მოვიდეს, ძმაო, და ვანახვებ, რას ვაკეთებ ცხოვრებაში. მიხვდება, როგორი ვარ. ამათ გაგებას რა ვუთხარი, კლიპში ცეკვავს, იხდის და ოპერატორებთან სექსუალური კავშირი დაამყარა თუ არაო, კითხულობენ და ქალიშვილი არ იქნებაო, წერენ. ორი ოპერატორი მიღებდა, მათი ცოლები კი მაკიაჟს მიკეთებდნენ და სულ ასეთი ბინძური აზრები რატომ უტრიალებს ხალხს თავში? საერთოდ, ადამიანი საკუთარი თავიდან განსაზღვრავს ყველაფერს და ე.ი. თავად ასეთი გაფუჭებულები არიან?
- გვანცა, შემოსავალი ახსენე და რაიმე სარგებელი შენი საქმიანობით მიგიღია ამ მხრივ?
- ამას წინათ „რუსთავი 2“ -ის „კომედი არხზე“ მიმიწვიეს, სამჯერ გადამიღეს და უფასოდ მამუშავეს. ჯიგარი ხარ, ჯიგარიო, იძახეს. ალბათ, ეწყინებათ, რომ ვიტყვი, მაგრამ თავიდან დამირეკეს, შენი კლიპის სახუმარო ვერსია გადავიღოთო. ჩემივე კლიპის შარჟში მივიღე მონაწილეობა. ეს უცხოეთში მიღებულია, საქართველოში - არა. „სოლოხუთეულში“ გადამიღეს, მეორედაც დამირეკეს გაგრძელების გადასაღებად, შემდეგ - მესამედაც. მგონი, გეგმავენ, რომ მეოთხედაც მიმიწვიონ, მაგრამ ასე უფასოდ აღარ ვიმუშავებ (იღიმის). გადაღებები მთელი ღამე მიმდინარეობდა. მერე ვუთხარი, რომ გადაეხადათ და მიპასუხეს, თუ მსახიობობა გინდა, თავიდან უფასოდ უნდა იმუშაო, ყველგან ასე ხდებაო.
- მაინტერესებს, ქართული შოუბიზნესიდან ვინმეს თუ იცნობ და როგორ გაფასებენ?
- დღეს ყველა „ვარსკვლავად“ მიიჩნევს თავს. შეიძლება, დღეს ჩემზეც თქვან ეს, მაგრამ თავად გამაპიარეს, პოპულარობის სურვილი არ მქონია და რომ მქონოდა, ისეთ ძვირად ღირებულ კლიპს გადავიღებდი, რომ არც დასიზმრებიათ. იძულებული გავხდი, ამ ბანძი პიარიდან ამოვსულიყავი. ერთი მცირე ვიდეო დავდე „იუთუბზე“ , სანამ ბერაზე განგებ შევაგდებდი ვიდეოს და იმითი გამხადეს პოპულარული. მერე ბერაზე უკვე მე თვითონ გავრეპე სპეციალურად. ჩემზე ამბობენ, თავი ვარსკვლავი ჰგონიაო, მაგრამ არსად მითქვამს, გადასარევი მომღერალი ვარ-მეთქი. ერთს ვამბობ, რომ ვარ თვითნასწავლი დახვეწილი მხატვარი და ეს არის ჩემი პროფესია, შოუბიზნესი კი ჰობია. შემიძლია ხატვა, ლექსების წერა, რეპის ტექსტების მოფიქრება, მსახიობობა. ალბათ, ამასაც თავის ქებაში ჩამითვლიან. შოუბიზნესს რაც შეეხება, ბევრი მათგანისგან მაქვს დადებითი შეფასებები და მეგობრული ურთიერთობები. ცდილობენ, ხელი შემიწყონ, რომ უფრო „გავიქაჩო“ . არიან პოლიტიკოსები, რომლებთანაც მაქვს მეგობრული ურთიერთობები. ისინი წარმატებებს მისურვებენ და უხარიათ, თუკი კარგს გავაკეთებ. მაგალითად, ახლა რამდენიმე პოლიტიკოსმა მომწერა, სად დაიკარგე, სად ხარ, ცოტა გააქტიურდიო. მათ ვინაობას ვერ დაგისახელებთ, არ ღირს. ამას წინათ მამულიჩასთან ერთად გადაღებული ფოტო „ფეისბუქზე“ დავდე, დაურეკეს და ინტერვიუ ჩამოართვეს, გვანცასთან რა ურთიერთობა გაქვსო და გაგიჟდა კაცი, რა ურთიერთობა უნდა მქონდესო (იცინის). ერთად მოგვიწია წასვლამ სადღაც, მანქანაში ფოტო გადაგვიღეს და აიტაცეს ეგრევე. წაგვასწრეს სადმე? პაპარაცული ფოტო რომ ყოფილიყო, შესაძლოა, რაიმე ეფიქრათ, მაგრამ მე თვითონ დავდე და რაიმე რომ ყოფილიყო ჩვენ შორის, „ფეისბუქზე“ ფოტოს მე თვითონვე გამოვდებდი?!.
- პოლიტიკოსების ვინაობას რატომ არ გვიმხელ?
- უფრო წასული ხელისუფლებიდან არიან, თუმცა ახალ ხელისუფლებაშიც მყავს მეგობრები. ისე, არავისთან არ ვარ, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და სიმართლის მოყვარული, ყოველთვის სიმართლის მხარეს. კახა კუკავას პარტიაშიც ვიყავი ერთხანს, სად არ შევძვერი და რა არ წავიკითხე. პოლიტიკოსობას არ ვაპირებ, ახლა დაიწყებენ, ეს გაუნათლებელი, გოიმი და ბანძიაო, მაგრამ ამ სფეროთი დაინტერესებული ვარ. მაქვს გეგმები პოლიტიკასთან დაკავშირებით და რას ვაპირებ და როგორ, ამას მალე ნახავთ.
- ვინ გესიმპათიურება, როგორც მამაკაცი, ქართული პოლიტიკიდან?
- ირაკლი ალასანია მომწონს, სიმპათიურია, ძველი ხელისუფლებიდან კი უგულავა. მომკლავენ, ეს რა თქვაო, მაგრამ მათზე სიმპათიურია და რა ვქნა? ნახე, ეს „ნაცისტიო“ , ჩემზე იტყვიან (იცინის).

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 136 /
ლენკა
:D:D:Dრა კარგად გამაცინეთ:D:Dხო მე ვიყო სქელი:D:D გოგო იმაზე ღნავის კომენტარებში, რომ მახინჯს მეძახიანო და თვითონ როგორ ლანძღავს ხალხს:D:Dთუმცა ასეთი წუმპის და ბაზრის დონის ხალხისგან სხვას რას უნდა ელოდე:D:Dისე ცნობისთვის ამისთანა უნიჭო ლანძღვა ჩემზე არ მოქმედებს:D ეს უფრო თქვენს უინტელექტობაზე მეტყველებს:D ასე რომ, წერეთ და ილანძღეთ და იჭიხვინეთ, მთავარია გვანცა იყოს ჯანმრთელი:D:D
23:30 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ბბბ
ბერა :D :D: :D :D:D
23:04 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
რატი
სულ ყველგან ეს ბერა როგორ უნდა იდოს :D ამის თეთრი თავი :D :D
22:51 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
და თავს ნუ ადარებ კიდე შენ რა გეხერხება :D :D ამნაირი ვერასდროს ვერ იქნები მაინც ხომ იცი არა ? :D :D: D
22:44 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
გვანცას სილამაზეში მარტო ქერა თმას და სიგამხდრეს ხედავ ? :D :D: :D :D :D წადი ქალო თAვი მოიკალი :D :D :D უნაკლო გოგოზე რეებს ბაზრობ ცოდო ხარ სირცხვილია :D :D
22:43 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სალი
მეტი საქმე არ გაქვს შენ გოგო ? იდიოტობებს რომ წერ ? წადი მართლა ჭურჭელი დარეცხე შურიანი თუ არ ხარ გეტყობა კომენტარებზე
22:41 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თემ
მაგარი ნაშაა იიიფ შენ სქელო წადი ბალახი მოძოვე რა დღეში ხარ ? :D :D :D გვანცა ეხლა შენ დაგიდგება და აქ კომენტარების წერას დაგიწყებს როგორ ფიქრობ ? :D :D: ძაან მეოცნებე ხომ არ ხარ აბა დაფიქრდი ? :D :D
22:40 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლენკა
ისე რაში გჭირდება გვანცა ამდენი კომენტარების წერა სხვადასხვა ნიკით??:D:Dსასაცილოა:D:D
22:27 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
დიმკა
მე მიყვარს ეს გოგო და თქვენ თქვენი აზრები შEიტენეთ .... :D :D
22:20 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სალი
სუფთა კუკლაა ნანახი მანც არ მყავდეს :)))))) თოჯინა, გეგონება პლასმასისააო :D :D მაღაზიაში რომ დასვა თუ გაარჩიო სათამაშოსგან :D :D
22:13 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS