01 აპრილი, 2015
მამა ანთიმოზი: ''თითქოს მე მექალთანე ვარ და ქალებში დავდივარ...''
ადამიანი არაფერს იგონებს, უფალია შემოქმედი გასულ კვირას, როგორც ბოლო დროს ხშირად ხდება, ''ფეისბუქით'' კიდევ ერთი ახალი სკანდალი აგორდა. ამჯერად თემა უფრო მძიმე აღმოჩნდა, რადგან სასულიერო პირს ეხებოდა. მამა ანთიმოზ ივერიელს გოგონამ, ვინმე ეთო გავაშელიშვილმა, ვიდეო გამოუქვეყნა, სადაც ბერი იგინებოდა.

ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო. პირველად ორი წლის წინ, 17 მაისს რუსთაველზე გამართულ აქციაზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნეს - იქ მყოფი მამა ანთიმოზი ასევე იგინებოდა, თუმცა, როგორც მაშინ თქვა, დაუმონტაჟეს და ეს ვიდეო სინამდვილეს არ ასახავდა.

მეორე
შემთხვევა უფრო მძიმედ დასრულდა. ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ საპატრიარქომ არქიმანდრიტს მღვდელმსახურების უფლება ორმოცი დღით შეუჩერა. ივერიელმა ამ შემთხვევის შემდეგ პენსიაზე გასვლა მოითხოვა, რაც ავტომატურად მღვდელმსახურების სრულად შეჩერებას ნიშნავს.

მამა ანთიმოზ ივერიელს ინტერვიუზე შევხვდით და მის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეებზე ვესაუბრეთ.

- ხალხმა ეკლესიიდან წამოსვლა სხვანაირად გაიგო. უბრალოდ, როდესაც მღვდელმსახური ითხოვს პენსიაზე გასვლას, მას აღარ აქვს მღვდელმსახურების, წირვის ჩატარების უფლება. კი არ განვმოსილვარ და წვერი კი არ გამიპარსავს. ეს გადაწყვეტილება ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემ წინააღმდეგ აგორებულმა კამპანიამ გამოიწვია. 17 მაისის შემდეგ დესტრუქციულ ძალად მიმიჩნევდნენ, თითქოს ვარცხვენდი ეკლესიას. საპატრიარქოს სწერდნენ წერილებს, მამა ანთიმოზი დასაჯეთო.

- ბევრი მამაო აქტიურობს სოციალურ ქსელში, თქვენ მიმართ რატომ არის განსაკუთრებული აგრესია?
- 17 მაისის ლიდერი ვგონივარ ნაცელგებეტეს და ლიბერასტებს, მე მათ ასე ვეძახი. ტაბურეტკიან მამაოს მეძახიან და საშინელი სიტყვებით მომიხსენიებენ. სპეციალური გვერდიც არსებობს, სადაც შეურაცხყოფას მაყენებენ.

- ქალბატონებთან გადაღებულ თქვენს რამდენიმე ფოტოსაც მოჰყვა რეზონანსი.
- რა მოხდა, ჩემს მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოები იყო და ამაზე აგორებდნენ რაღაცებს. სპეციალური კამპანია წამოიწყეს, თითქოს მე მექალთანე ვარ და ქალებში დავდივარ. ეს სიცრუეა, რადგან ასე რომ ყოფილიყო, არ შემარჩენდნენ და ამომიქექავდნენ. არადა, სიმარტოვეში ვცხოვრობ. ამ ყველაფერს თავიდან განვიცდიდი, შემდეგ ნელ-ნელა შევეჩვიე. ექვსი წელი ვმსახურებდი სამებაში და უწმინდესი ერთადერთი ადამიანია, რომელიც მთელ სამყაროს მირჩევნია, ყველაზე მეტად მიყვარს. ხშირად ვერიდებოდი მასთან ასეთ თემებზე საუბარს. მის სიახლოვეს რომ ვარ, სიყვარულის იმხელა განცდა მაქვს, რომ ენა მივარდება. მთელი ჩემი ცხოვრება სირთულეებითაა სავსე.

- პირველ ვიდეოზე ამბობდით, რომ გინება დაამონტაჟეს, მეორე ვიდეოზე რას გვეტყვით?
- მონტაჟია, ერთი კვირის წინ არის გადაღებული. შემინდოს უფალმა, გავბრაზდი და შევიგინე. მამაოც ადამიანია და შეიძლება შეეშალოს. ეს ჩემ წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ნაწილია, ეგონათ, დამამარცხებდნენ, მაგრამ პირიქით, ათმაგად გამაბრაზეს და უფრო მეტად ვაგრძელებ ბრძოლას იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ეს ორი წელიწადი მებრძოდნენ. გოგონას, რომელმაც ვიდეო გამოაქვეყნა, ჩემი დასჯის ინტერესი ჰქონდა. ''ფეისბუქზე'' ორი წელი ვმეგობრობდით. ისე მოხდა, რომ მარიამ ღვთისმშობელზე რაღაცებს დებდა, ეკლესიაზე ცუდ რამეებს ამბობ-და, გმობდა. სულ ვეფერებოდი, ვარიგებ-დი და ბოლოს საძაგელი კარიკატურა დადო ღვთისმშობელზე, გავბრაზდი და მეგობრებიდან წავშალე.

- თქვენზე ამბობენ, რომ კლუბების ხშირი სტუმარი ხართ.
- ეს ჭორია. ერთხელ შევედი, მაინტერესებდა, რა ხდებოდა და ცუდი რაღაცები დავინახე. მინდოდა, ამაში სა-კუთარი თვალით დავრწმუნებულიყავი.

- ასევე კრიტიკის საგანია თქვენი და ერეკლე დეისაძის მეგობრობა.
- ერეკლესთან დღესაც ვმეგო-ბრობ. ის ძალიან შეიცვალა. 16 წლის ასაკში რაღაცები შეეშალა და დღეს დაბრძენებული, ჰუმანური, სხვანაირი პიროვნებაა. შინაგანად სუფთა ადამია-ნია, უკეთილშობილესი ბიჭია. წაგიკითხავთ ''საიდუმლო სირობა''? შიგნით ეკლესიაზე ცუდი არაფერი წერია. ამას მოჰყვა ლანძღვა-გინება და ჯოჯოხეთში გადააგდეს. ჩვენი პირველი შეხვედრა იყო მოფერების, სიყვარულის და შემდეგ დავმეგობრით.

- იცით, რომ თქვენი დაწერილი სტატუსები მოხვდება სხვადასხვა საიტ ზე ნიუსებად, მაგრამ მაინც წერთ ხოლმე.
- მაინც ვწერ, თავისუფალი ადა-მიანი ვარ. იმის არ მეშინია, რომ ვიღაც ჩემზე ცუდ რამეს იტყვის. თითქოს მე ხალხს ვაბრკოლებ. იესო ქრისტე წყალზე დადიოდა და მე წყალზე ვერ გავივლი, რომ ვიღაც არ დაბრკოლდეს. წყალზე ერთი ნაბიჯი რომ გადავდგა, ჩავიძირე-ბი. ადამიანი თვითონ ბრკოლდება. ბერია თუ ეპისკოპოსი, რაღაც თუ შეეშალა, არ უნდა განიკითხო. ვთქვათ, მე შემეშალა, მაგრამ თუ ამას ქვეყანას მოსდებ, ათასჯერ მეტ ცუდს აკეთებ. ეშმაკშეპყრობილ გოგოს რა უფლება აქვს, მე მამხილოს. ჩემი ცოდვა რომ გაასაჯაროო, რა უფლება გაქვს, წმინდანი ხარ?

- ადრე მამა ბართლომემ ნაციონალები დაწყევლა, მაშინ ამას სერიოზული სკანდალი მოჰყვა. ახლა თქვენ დაწყევლეთ ის გოგონა, რომელმაც ვიდეო გამოაქვეყნა.
- როდესაც ხედავ, ადამიანმა ეშმაკს მიჰყიდა სული, წყევლი, რომ შეეშინდეს. გრიგოლ ხანძთელმა მეფე - აშოტ კურაპალატი დაწყევლა. სხვა გზა არ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც მეფემ საყვარელი გაუშვა და შენდობა სთხოვა ხანძთელს, წყევლა მოუხსნა. ასე მოიყვანა გონზე. ეს არის ადამიანის გონზე მოყვანა. თუ არ მოინანია, უკუნისამდე წყეული იქნება, იმიტომ, რომ ბერის წყევლა არ იხსნება, თუ თვითონ არ მოგიხსნა და შენდობა არ უთხარი. მიშა სააკაშვილსაც ბართლომესთვის შენდობა უნდა ეთხოვა და წყევლა მოეხსნებოდა, მაგრამ დაცინვა დაიწყეს. როგორც გავიგე, ის გოგონა ნანობს, უნდა, რომ შემხვდეს და ბოდიში მომიხადოს.

- თქვენი სურვილი იყო პენსიაზე გასვლა, თუ ამ ამბავმაც შეუწყო ხელი?
- ორმოცი დღე საპატრიარქოდან სასჯელი დამადეს. ეს დღეები უცებ გაივლიდა და ისევ აღვდგებოდი მღვდელმსახურებაში. კვლავ დაიწყებდ-ნენ, რომ აი, აღადგინესო. მინდა, რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს. არ ვიცი, შემდეგ როგორ ვიცხოვრებ, სხვა გამოსავალი ვეღარ ვნახე, რომ ჩემზე თავ-დასხმა გაჩერებულიყო. ეს ხალხი ეკლე-სიის მტრები არიან, თორემ სხვანაირად მღვდელმსახურს თავს არ დაესხმებიან. ახლა ხომ მოვითხოვე პენსიაზე გასვლა და იარონ ეკლესიაში, თუ აქამდე მე ვა-ბრკოლებდი. არანაირი შემოსავალი არ მაქვს და მხოლოდ უფლის იმედზე ვარ. ეს არის იდეოლოგიური ომი ეკლესიის წინააღმდეგ.

- თქვენ ამბობთ, რომ რეალურად დღეს ეკლესიაში პრობლემები არ არის?
- არა, ეკლესიას დღეს უდიდესი მამა ჰყავს პატრიარქის სახით. რაც დღეს ეკლესიაში ხდება, უცხო არ არის, იგივე ხდებოდა სხვა საუკუნეებშიც. მე 19 საუკუნიდან რამდენი წმინდანი ჰყა-ვს ეკლესიას? – თითებზე ჩამოთვლი. ადრეც ასე იყო, მაშინ იმ წლებში მოღვაწე ყველა მამა წმინდანი უნდა ყოფილიყო. არაფერი ახალი არ ხდება ეკლესიაში.

- რამდენი წელი მსახურებდით?
- 2000 წლიდან ბერმონაზონი ვარ, 1996 წლიდან შემოსილი ვარ.

- ხომ არ ნანობთ რამეს ამ წლებიდან?
- რასაც ვნანობ, ეს აღსარებაში მაქვს ნათქვამი. იცით, ცოტა ისეთი კითხვაა, რაც მოხდა, იმას ვეღარ დააბრუნებ. ყველაფერი ღვთის ნებაა. ცოლი მომე-ყვანა და ბავშვები მეყოლებოდა, ამაზე ფიქრი უაზრობაა.

- თუმცა ვირტუალურ სივრცეში, ცუდი ფაქტების მიუხედავად, კარ გიც ბევრი იყო, თუნდაც ის, რომ უამრავი მეგობარი შეიძინეთ.
- ვინ დაარქვა ამას ვირტუალური სივრცე, ''ფეისბუქი'' რეალური სივრცეა. მთელი ცივილიზაცია ინტერნეტსივრ-ცეში გადადის. ამბობენ, სატანისააო. ჰოდა, დავუთმოთ და წაიღოს სატანამ ყველაფერი? მობილური ეშ მაკის ყოფილა, მანქანა, ინტერნეტი, მაშინ რაღას ვარსებობთ. სატანა თვითმარქვიაა, უფლის მაიმუნია, შემოქმედების უნარი არ აქვს, დაცემული ანგელო-ზია. ინტერნეტსივრცე რა, ეშმაკმა მოიგონა? – ის არსებობდა და უბრალოდ, ადა-მიანმა მიაგნო. ყველაფერი, რაც ხდება, არსებობს და ადამიანი აგნებს, იყენებს და ამით წინ მიდის. ადამიანი არაფერს იგონებს, უფალია შემოქმედი.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
სვეტი
ბლატნოი მამაო არის.პროფილში მაიკოს ეუბნება ძველტიპურად მომისმინე......მომისმინე.
11:54 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ხუცა
ძალიან მიყვარხარ მამაო
09:28 / 03-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
ეს მამაო არ ვიცი როგორი პიროვნებაა,მაგრამ ცუდი მაგალითის მიმცემი მამაოები ვიცით ბევრმა,მათ შორის მეც,და ისინი ვინმემ უნდა ამხილოს,რომ ხალხს კარგზეც წარმოდგენა არ დაეკარგოს,ისინი ღვთის მადლით უმრავლესობაში არიან...
15:45 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
GeorGe ChanDler
ტატას, არქიმანდრიტი უკვე შავ სამღვდელოებას ეკუთვნის, ამ ხარისხს არ ანიჭებენ თეთრი სამღვდელოების წარმამდგენლებს.
11:21 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
რიმა
უდიდეს პატივს გცემთ მამაო.
15:13 / 01-04-2015
გამოხმაურება / 0 /
fraternity
შენი მოფერება და დარიგება არ გაიშვას. ცუდად არის იმ ქვეყნის საქმე სადაც შენ ანაფორა გაცვია და იმ ხალხის საქმე ვისაც შენი სჯერა
13:47 / 01-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიია
ძალიან კარგი მამაოა, უსამართლობას ვერ იტანს და პირმოთნეობას არ სჩვევია. ასეთები იყვნენ ჩვენი ძველი სასულიერო პირებიც. გულახდილად ამბობდნენ სათქმელს და, თუ საჭირო იყო, ბრძოლაშიც ებმებოდნენ თორნიკე ერისთავივით
13:29 / 01-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მარია
ძალიან კარგი მამაოა, უსამარტლობის მიმართ ფარისევლური დამოკიდებულება არ აქვს და პირდაპირ ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. მლიქვნელი არ არის
13:25 / 01-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ტატა
მაინტერესებს ცოლი რატომ არ უნდა მოიყვანოს ბერმონაზონმა???? ეს იგივეა რაც შავი ბერი???? გულწრფელად ვკითხულობ.
12:59 / 01-04-2015
გამოხმაურება / 0 /
mamuka
პატივცემულო ჟურნალისტო, წმ.ანთიმოზ ივერიელი მე-17 საუკუნეში მოღვაწეობდა,ხოლო მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილი კი სხვა პიროვნებაა...
12:59 / 01-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS