- ერთი პერიოდი არ ჩანდი... სად იყავი? რას საქმიანობდი?
- ჯერ მოსკოვში გავემგზავრე ძმასთან. გარკვეული დროის შემდეგ უკან დავბრუნდი, მაგრამ გამოჩენა არ მსურდა. მშვიდად, ყოველგვარი სკანდალების გარეშე მივხედე ჩემს პირად ცხოვრებას.
- მამაკაცს უცემიხარ?
- არასდროს,
- ძალიან შეიცვალე... რამ გამოიწვია ეს გარდასახვა?
- გამოცდილებამ და ასაკმა.
- წარსულის გრცხვენია?
- არ მრცხვენია... თუმცა, დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, საქართველოში თამამ გადაღებებს არ დავთანხმდებოდი.
- არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ. როგორია მულატკას დიეტა?
- ჭამეთ ყველაფერი, მაგრამ ცოტა. ამ პრინციპის დაცვით 7 კილო დავიკელი, ახლა 45 კგ-ს ვიწონი.
- მავნე ჩვევები გაქვს?
- მოწევა დავიწყე.
- ''პროფილში'' თქვი, რომ შვიდწლიანი პაუზის შემდეგ მამასთან ურთიერთობა აღადგინე...
- დიახ. ინიციატორი მე ვიყავი. ახლა მობილურით ვეკონტაქტებით ერთმანეთს. დღეს, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად ისეთი ვარ, როგორიც უწინ მას სურდა, რომ ვყოფილიყავი.
- ტრადიციულ ქართულ ოჯახს შექმნი?
- იმის მიუხედავად, რომ ქართველები ძალიან მიყვარს, არა. უცხოელს გავყვები ცოლად. ქართველი ქმარი პირველივე ჩხუბისას წამომაძახებს, რომ ჟურნალისთვის გავიხადე. არ მინდა, მეუღლესთან ამის გამო პრობლემები შემექმნას.
- შენი შვილი ოდესმე გაიგებს შენს ახალგაზრდულ სიგიჟეებს, როგორ გგონია, რა რეაქცია ექნება?
- ყველაფერს ადეკვატურად აღიქვამს, რადგან მოვუყვები მხოლოდ იმას, რასაც საჭიროდ ჩავთვლი. საქართველოში არ გავზრდი, შესაბამისად, სხვა ინფორმაციას, დაინტერესების შემთხვევაშიც, ვერ მიიღებს.
- ანუ წარსულის დიდ ნაწილს დაუმალავ?
- შეიძლება, ასეც ითქვას.
- ბავშვის ცემა რომელიმე შემთხვევაში გამართლებულად მიგაჩნია?
- ბავშვი უნდა გაიზარდოს სიყვარულსა და მზრუნველობაში.
- დაქალებთან სექსუალური პარტნიორის შესაძლებლობებს განიხილავ?
- დაქალებთან ძალიან ახლოს ვარ და ყოველთვის სასარგებლო რჩევებს ვაძლევ მათ, მაგრამ თავად არასდროს ვსაუბრობ ჩემს სექსუალურ ცხოვრებაზე.
- აფექტურ მდგომარეობაში ყველაფერზე წამსვლელი ხარ?
- კი.
- რომელი ცხოველი მიგაჩნია სექსუალურად და ამსგავსებ თუ არა მას საკუთარ თავს?
- ჩემი აზრით, პანტერა ყველაზე სექსუალურია, თუმცა თავად ლომს ვგავარ. ჰოროსკოპითაც ლომი ვარ.
- ეროტიკულ სიზმრებს ნახულობ?
- არასდროს.
- ''სიმართლის დროში'' აღნიშნე, რომ ორგიაში მონაწილეობა მიგიღია...
- ყველაფერი შოუსთვის იყო დადგმული.
- სახლიდან რა ასაკში წამოხვედი და რა მიზეზით?
- 17 წლის ვიყავი. მშობლები დაშორდნენ. ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო მათი განქორწინება. პროტესტის ნიშნად მარტომ დავიწყე ცხოვრება.
- ქალისადმი ლტოლვა გქონია?
- არასდროს. ვიცი, რომ კაცებს ლესბოსელი ქალები მოსწონთ, მაგრამ მართლა არ მესმის, რატომ. თავად არ მომწონს ჰომოსექსუალური კავშირები.
- მას შემდეგ, რაც აღიარე, რომ მეგობრის მშობლებთან სექსი გქონდა, სამეგობრო წრეში პრობლემები შეგექმნა?
- არა, ყველაფერს ხუმრობით მიუდგნენ, რადგან იცოდნენ, რომ ''სიმართლის დროში'' ვიცრუე.
- როგორ მოატყუე სიცრუის დეტექტორი?
- გულის მანკი მაქვს. სიცრუის დეტექტორის სისტემა კი გულისცემაზეა აგებული.
- როგორ გგონია, რომელი ტრადიციებია მოძველებული?
- ქალიშვილობის ინსტიტუტი და დაოჯახება წარმომავლობის გათვალისწინებით. მაგალითად, ის, რომ მეგრელმა ბიჭმა უსათუოდ მეგრელი გოგონა უნდა მოიყვანოს ცოლად.
- რა შემთხვევაში მიგაჩნია ადამიანი მსუბუქი ყოფაქცევის ქალად?
- მირჩევნია, არ ვისაუბრო სხვის ცხოვრებაზე. ''არ განსაჯო და არ განისჯები''.
- შენთვის ყველაზე ამორალური რა შემოუთავაზებიათ?
- (იცინის) დამირეკეს, ''X ფაქტორზე'' გამოდი და იმღერეო. ბოხი ხმა მაქვს, სიმღერა საერთოდ არ მეხერხება. ჩემი გადმოსახედიდან, ამორალური შემოთავაზება იყო.
- სექსუალური ცხოვრება რა ასაკში დაიწყე და ამ გადმოსახედიდან სწორად მოიქეცი?
- 18 წლისას პირველად მქონდა სექსი. ეს შეცდომად არ მიმაჩნია.
- შენ გათხოვილი არ ყოფილხარ... მამაკაცთან გიცხოვრია?
- კი, მაგრამ ცოტა ხნით.
- სხეულით გივაჭრია?
- არასდროს.
- რისი ნიჭი გაქვს?
- ამწუთას გამოკვეთილად არაფრის, თუმცა... ადრე კარგად ვითვისებდი უცხო ენებს და მზარეულობა მეხერხებოდა.
- ძმა ყველაზე ხშირად რას გსაყვედურობს?
- სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ, მან არ იცის აქ მიმდინარე მოვლენები, შესაბამისად, არაფერს.
- გემოვნებიანად გაცვია. თავად ზრუნავ იმიჯზე თუ დიზაინერი გეხმარება?
- სამოსს ყოველთვის საზღვარგარეთ ვყიდულობ. ზოგჯერ დედა მიგზავნის საბერძნეთიდან, ამ მხრივ ძმაც მანებივრებს.
თათული ღვინიანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''