28 მარტი, 2015
გია ჯაჯანიძე შეყვარებულის ცოლად მოყვანას არ აპირებს
ინტერვიუს დროს ვფიქრობ, რა ვთქვა, რაც ყველაზე ცუდია შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ გია ჯაჯანიძე ამბობს, რომ ბუნებით მორცხვია, თუმცა ბოლო დროს გაზრდილმა პოპულარობამ სითამამე შემატა. სატელევიზიო სივრცეში მისი წყალობით გაჩნდა გადაცემა, რომელიც სხვა რაკურსით გვანახვებს რეალობას. Mმისმა მეთოდმა გაამართლა და დღეს მის გადაცემაზე ბევრს ლაპარაკობენ.

- ამბობენ, რომ მოახერხეთ ის, რაც მრავალი წელია, ვერავინ შეძლო - მაია ასათიანის ''პროფილს'' კონკურენცია გაუწიეთ.
- (ფიქრობს) რა დრო დამიდგა. ინტერვიუს დროს ვფიქრობ, რა ვთქვა, რაც ყველაზე ცუდია. ველოდი,
რომ ასე მოხდებოდა. არ სჯეროდათ და არ მიჯერებდნენ. გულწრფელად გეტყ-ვით, მაიას დამარცხება არ იყო ჩემი თვითმიზანი. თავიდან გადაცემა არ უნდა ყოფილიყო ''პროფილის'' დროს, მე ჩვეულებრივად ვმუშაობდი და პილოტების ჩაწერის დროს ხელმძღვანე-ლობამ თვითონ გადაწყვიტა, ხუთშაბათ დღეს გავსულიყავით ეთერში. არც ვახსენებდი ''პროფილს'', მხოლოდ ჩემი ფიქრებით ვიყავი დაკავებული. როცა მითხრეს, ხუთშაბათ დღეს გავა ''სხვა რაკურსიო'', შევცბი და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი ვარ. ჯანსაღი კონკურენციის მომხრე ვარ.

- სვამთ კითხვებს, რომლებიც საქართველოში ყვითელი პრესის წარ-მომადგენლებსაც კი არ დაუსვამთ.
- მაგალითად?

- ''შენ ბოზი ხარ?'' - ჰკითხეთ ბაბეს, მერსი სულხანიშვილს კი უთხარით, ქალიშვილი ხარო.
- ვიცი, რომ ქალიშვილია და ეს ვუთხარი. ისე გამოდიოდა, რომ მალავდა იმას, რაც ქალის ღირსებაა და ამით მერსი დავიცავი. რაც შეეხება მეორე კითხვას, ვიცი, ვის რა კითხვა უნდა დავუსვა. იმ გოგოს დიდ პატივს ვცემ, მართლა არაა ბოზი. უბრალოდ, ვულგარულად ეცვა. ვკითხე და მანაც ჩვეულებრივად მიპასუხა - არა, მე ბოზი არ ვარო.

- ძნელია ეთიკის ზღვარზე სიარული. ამ დროს აუცილებლად ვინმე განაწყენდება თქვენზე.
- ვინც ეთიკის ნორმებზე საუბრობს, ნეტავ, როგორ ცხოვრობს. ამას ცინიზმით ვამბობ. ჩასაფრებულის როლში რომ ხარ, ძალიან ცუდია. ეს ღუპავს საერთოდ ჟურნალისტიკას, მორალსაც და საზოგადოებრივ აზრსაც. თუკი ვინმემ დაინახა, რომ, ვთქვათ, ქარტია დაირღვა, უნდა დაერეკა გია ჯაჯანიძისთვის, მასთან კონსულტაცია უნდა გაევლო და რჩევები მიეცა. მათ ადგილას მე ასე მოვიქცეოდი და ამის შემდეგ უკვე ოფიციალურად ვუჩივლებდი. გადაცემას რომ უყურებ იმიტომ, რომ ვიღაც გამოიჭირო, მერე უჩივლო და ამით გრანტი აიღო, ეს ნიშნავს, რომ მიუღებელი მეთოდებით იბრძვი, რაც ძალიან ცუდია.

- არის თემა, რომელსაც თქვენს გადაცემაში არასდროს შეეხებით?
- არასოდეს შევეხები ინცესტს. ძალიან ბევრი თემისთვის ჩვენი საზოგადოება არაა მზად.
ხელის გულზე ვუდებ სახელმწიფოს იმ პრობლემებს, რაზეც უნდა იმუშაონ. ამ შემთხვევაში არ ვარ ექსპერიმენტატორი. მე ბევრი კითხვა მაქვს და აუცილებლად მივაღწევ იმ ადამია-ნებამდე, რომელთაც ეს კითხვები უნდა დავუსვა.

გავაკეთე გადაცემა ნარკომანიაზე, მართლა სხვა რაკუსით. მოვიწვიე ადამიანები, რომლებმაც თავი დააღწიეს ამ სენს და გამოვიდნენ მძიმე მდგომარეობიდან, მოვიწვიე სამართალდამცველები, ფსიქიატრები, მათი მშობლები. ამ გადაცემას არ ჰქონდა რეიტინგი. ვერ ვხვდები, რატომ არ დაინტერესდა საზოგადოება ამ თემით.… გადაცემა მქონდა ემიგრანტებზე. ჯოჯოხეთგამოვლილ ქართველებზე. სექსმუშაკზე, რომელიც 21 წელია, ქუჩაში დგას, მაგრამ პრობლემის დანახვა არავის უნდა. მაინტერესებს, რატომ უყურა ხალხმა იმ გადაცემებს, რომელთაც რეიტინგი ჰქონდა?

- თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
- ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან აგრესიულია და ეს მას მოსწონს. როცა გადაცემა არის ტრანსებზე და არატრადიციულ ორიენტაციის ხალხზე, ყველა უყურებს. რატომ, არ ვიცი. მერე მთელი ღამე სოციალურ ქსელში მლანძღავენ.

- რას ეტყოდით მათ, ვინც ამბობს, არ ვიცით, რას ვუყუროთ, ყველა არხზე სასწაული ხდებაო?
- ძალიან ბევრი გადაცემა და არხია, სადაც შეიძლება, საინტერესო და კარგ ამბებს უყურონ. მათ, ვინც რწმენაზე მწერს, ქრისტიანობას ქადაგებს და უშვერი სიტყვებით მლანძღავს, გადართონ და უყურონ საპატრიარქოს და საერთოდ რატომ რთავენ სხვა არხზე? მეც ვუყურებ საპატრიარქოს არხს, როდესაც მინდა, დავმშვიდდე და დავწყნარდე, უყურონ სპორტულ, მუსიკალურ არხებს. ამბობენ, ჯაჯანიძემ გარყვნა საქართველოო. თუ გარყვნილი არ ხარ, როგორ უნდა გაგრყვნას ჯაჯანიძემ? მწერენ, ეშაფოტზე ხარ გასაყვანი და ცოცხლად ხორცი უნდა ჩამოგაჭრანო. პედაგოგი მწერდა ამ სიტყვებს. ასეთ დროს ძალიან მშვიდი ვარ და არც ერთი ჩემი პასუხი არაა აგრესიული. მეცნიერებმა დაამტკიცეს, აგრესია იწვევს კიბოს.
13 გადაცემიდან სექსის შესახებ სამი გაკეთდა. ვერ ვხვდები, რატომ დაამახსოვრდათ მარტო ეს თემა. სექსიც როგორი სალანძღავი სიტყვა გახდა, ვხალისობ. არადა, ხომ ყველამ იცის, რომ სექსის შედეგად გავჩნდით.

- თქვენ იმიჯი შეიცვალეთ. სხვა დროს უცნაური სამოსით ცდილობდით ყურადღების მიქცევას.
- 53 წლის ვარ. მგონი, რასაც აქამდე ვაკეთებდი, იყო ჩემი ლაბორატორია, ვაკეთებდი უცნაურობებს, ვაკვირდებოდი ადამიანების რეაქციას. ახლაც ვაკვირდები. ქუჩაში ქუდებით და ბრჭყვიალა ტანსაცმლით არასოდეს გამოვსულვარ. საქართველოში ვარ პირველი და ერთადერთი წამყვანი, რომელიც თემატურად იცვამდა შოუში. ცხოვრებაში არ მხურებია თავზე ჩვეულებრივი ქუდიც კი. ძალიან განვიცდიდი, რომ ამბობდნენ, ჯაჯანიძეს რა აცვიაო. გავიარე ეს ეტაპი და ახლა ცოტა აკადემიური გავხდი. მიყვარს აკადემიური სტილი და ახლა იმიჯი კი არ შევიცვალე, ხასიათის მიხედვით ვიცვამ.

- საინტერესოა, რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?
- ძალიან სერიოზული არაფერი. ოფიციალური ცოლი რომ მყავდეს, არ მინდა, მაგრამ არის ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. ურთიერთობის ბოლოს ყველა ქალს უნდა, რომ გახდეს ცოლი. ამ ადამიანს კი, ვისთან ერთადაც ვარ, ეს პრეტენზია არ აქვს. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემი არ სჯერა. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და პასუხისმგებლობის გრძნობა დაქვეითებული მაქვს. ეს ურთიერთობა არ მავალდებულებს, რომ მოვიკითხო და ყურადღება მივაქციო. ამ დროს შეიძლება, მთელი დღე მასზე ვფიქრობდე. ჩემი დღევანდელი ურთიერთობა ლექსებს არ მაწერინებს.

- დიდი ხანია, რაც შეყვარებულები ხართ?
- უკვე წელიწად-ნახევარია. ვეხუმრე, რატომ არ მაგიჟებ ისე, რომ ჩანახატი ან ლექსი დავწერო და გადავირიო-მეთქი.
მეოთხე ოჯახის შექმნას დღეს გამოვრიცხავ. ერთი პერიოდი ამაზე სერიოზულად დავფიქრდი. დედაჩემს ძალიან უნდა, რომ ცოლი მოვიყვანო. ძველი ტრადიციების ქალია და მეუბნება, მოიყვანე ცოლი, ვინ უნდა მოგიაროსო. ვეუბნები, ცოლი მოსავლელად რად მინდა, მაშინ დამლაგებელს მოვიყვან-მეთქი. ამ ეტაპზე მინდა ჩემთვის, წყნარად ვიყო და ბედნიერად ვგრძნობდე თავს.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მარ
პროვინციელიტაკი მასხარა ხარ.სიბერეში გაგიჯებული.
08:56 / 16-05-2015
გამოხმაურება / 0 /
mar92
ვინც გია ჯაჯანიძეს ეტყვის ხორცი გაქვს ჩამოსაჭრელიო იმ სამართლიანი გადაცემების გამო იმას თვითონვე აქ ხორციც და სხვაც ჩამოსაჭრელიი...როგორ შეილება ამ კაცის პატიოსანი აზრები და თვალები ვერ შეამჩნიო
18:30 / 28-03-2015
გამოხმაურება / 0 /
აჯა
თუ არ მოიყვანს კიდევ....
12:26 / 28-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS