26 მარტი, 2015
ბაია დვალიშვილი: ''ერთ დიდ ოჯახად ცხოვრება დამთავრდა''
ჩემს ბავშვობაში ჩემ გარშემო აბსოლუტური მატრიარქატი იყო, კაცები მუშაობდნენ მსახიობ ბაია დვალიშვილთან ინტერვიუ ტრადიციებისა და სტერეოტიპების თემაზე ჩავწერეთ. აღმოჩნდა, რომ მას ამ თემებისადმი საკმაოდ ლოიალური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ მოსწონს ის სახეცვლილება, რასაც ესა თუ ის ტრადიცია განიცდის.

- ტრადიცია შექმნილია მოცემული პირობისა და დროის გამო, წლების განმავლობაში მკვიდრდება, ხანდახან აღარც კი ამართლებს, მაგრამ მექნიკურად ვასრულებთ. თუნდაც ქელეხი ავიღოთ, ეს იყო ნამგზავრი ხალხის ერთგვარი პატივისცემა, მაგრამ მერე არაჯანსაღად განვითარდა, მასშტაბები გაიზარდა, მახსოვს ეზოებში გაშლილი უზარმაზარი ქელეხები.
დღეს ვფიქრობ, უფრო მოკრძალებულად აკეთებენ. მამაჩემი ქელეხის სასტიკად წინააღმდეგი იყო, გამაფრთხილა, არ გადამიხადოო, ანდერძიც კი დატოვა, მეგობარი მოიხსენია, ნოდარ, შენ გიბარებ, ბაიამ კიდევაც რომ დააპიროს ჩემთვის ქელხის გაკეთება, შენ გადააფიქრებინეო. მიუხედავად ამისა, მე მაინც გავუკეთე პატარა ქელეხი, არ ვიცი, რატომ. რისი მომერიდა, ტრადიციის დარღვევის, იმ მითქმა-მოთქმის, რაც მოჰყვებოდა ამ ამბავს?! ყველგან მამაჩემის ანდერძით ხომ ვერ ვივლიდი.

ვფიქრობ, ბევრ ტრადიციას ინერციით ვასრულებთ, თუმცა ძალიან მიხარია, რომ დღეს ბევრი ახალგაზრდა უაზრო, ყოვლად სამარცხვინო და ჩემი გადმოსახედიდან ყოვლად ამორალური ქორწილების წინააღმდეგია. ახალგაზრდები საერთოდ არ იხდიან ქორწილს, ან კიდევ ძალიან კრეატიულად აკეთებენ ამას, სასიამოვნო გარემოში ერთობიან, ამახსოვრდებათ ის დღე და არ არის მნიშვნელოვანი, მეორე დღეს მამები და ბაბუები სუფრასა და დახარჯულ ფულს როგორ შეაფასებენ.

- უმცროსის უფროს ადამიანთან შეკამათება უზრდელობაა?
- არა, თუმცა ზღვარი ყველაფერს აქვს. ჩემი შვილიც მიხსნის ამა თუ იმ საკითხს, მაგრამ უზრდელობაში არ უნდა გადავიდეს. საბჭოთა კავშირის დროს 40 წლის ადამიანებიც კი უმცროს მეცნიერ-მუშაკებად იწერებოდნენ და ამით ავტომატურად ხარისხდებოდნენ უფლებების მიხედვით. ალბათ, აქედან მოდის დამოკიდებულება, რომ თუ უმცროსმა პასუხი გასცა, უზრდელია. დღეს, როცა ტრანსპორტში ავსულვარ, შემიმჩნევია, რომ ქალებს, მოხუცებს ახალგაზრდები ადგილს უთმობენ, რაც ნიშნავს, რომ უფროსის პატივისცემა არ დაკარგულა, ეს ეტიკეტი უფროა, ვიდრე ტრადიცია.

- ოჯახებში გრძელი სუფრების გაშლა უკვე აღარ არის ტრადიცია. სტუმარიც მასპინძელს წინასწარ უთანხმდება.
- მგონია, რომ წინასწარ შეთანხმება ძალიან ნორმალურია და მე ასე ვიქცევი, ჩემთანაც უნდა დარეკონ მოსვლამდე, იმიტომ, რომ მეგობრის მოსვლით უნდა ვისიამოვნო, არ უნდა ვიყო დაძაბული, გასაქცევი და ა.შ. ძალიან კარგად მახსოვს გრძელი სუფრები, მეზობლისგან შემოტანილი დანა-ჩანგლები და სკამები, ჩვენები რომ აღარ იყო საკმარისი. ჩვენთან იყო თავისუფლების კუნძული, სადაც ხმამაღლა ანეკდოტის მოყოლა, ხმამაღლა ლაპარაკი შეიძლებოდა, ეს გახლდათ თავშეყრის ადგილი, სადაც ანდერგრაუნდი იქმნებოდა. მაშინ არ არსებობდა კაფე, რესტორანში ქალი ნონსენსი იყო, სასტუმრო ''ივერიის'' გვერდით ჩებურეკები იყიდებოდა, ერთხელ იქ წავედი, მესამე-მეოთხე კურსზე ვიყავი და მეგონა, მეორე დღეს დაფაზე გამომაკრავდნენ, როგორც ყველაზე ამორალურ სტუდენტს. ამიტომ იმ თავშეყრებს სხვა დატვირთვა ჰქონდა, ეს იყო თავისუფლების მომენტი და გაერთიანების სურვილი, რასაც სხვაგან ვერ მოახერხებდნენ.

- გაგვაცნით თქვენი დამოკიდებულება ქორწინებამდე თანაცხოვრების თაობაზე.
- ჩემი მეგობრების შვილებმა გადალახეს ყველაფერი, აირჩიეს საყვარელი ადამიანი და დაიწყეს მასთან თანაცხოვრება. ჩემი შვილი ჯერ პატარაა, როცა გაიზრდება, ალბათ, მაშინ ეს კიდევ უფრო მარტივად მისაღები იქნება. თანაცხოვრება ქორწინებამდე ნორმალურია, მაგრამ რთულია მშობლისთვის იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ისმის უამრავი კითხვა. ადამიანებმა უნდა იცხოვრონ ერთად, თუმცა არსებობენ წყვილები, რომლებსაც უცხოვრიათ ცალკე, დაქორწინებულან და ნახევარ წელიწადში გაყრილან, რადგან ცოლქმრული ცხოვრება სულ სხვაა, სხვა ვალდებულებაა.

- როგორ ფიქრობთ, ოჯახის უფროსი უნდა არსებობდეს?
- არ ვიცი, ჩემს ოჯახში უფროს-უმცროსობა არ ჰქონიათ განაწილებული. მინდა გითხრათ, რომ ჩემს ბავშვობაში ჩემ გარშემო აბსოლუტური მატრიარქატი იყო, კაცები მუშაობდნენ, ქალები მუშაობდნენ კიდეც და მართავდნენ კიდეც. როცა ქალი იღებს თავის თავზე ყველაფერს, ესეც ზედმეტია. ყველაფერი მე ვაკეთო და გარეთ ვთქვა, ჩემი ქმრის დამსახურებაა-მეთქი, ალბათ, ესეც კომპლექსია.

- კაცისა და ქალის ღალატის სხვადასხვა ასპექტში განხილვას ემხრობით?
- ღალატი ღალატია კაცის მხრიდანაც და ქალის მხრიდანაც. თან, ღალატს უამრავი სახე აქვს და ყველა ძალიან მტკივნეულია. მგონია, რომ მალე კაცისა და ქალის ღალატის განმასხვავებელ ნიშნებზე საუბარი დამთავრდება და დასრულდება იმაზე ლაპარაკიც, რომ ტრადიციებსა და ქართველობას გვართმევენ, არავინ არაფერს გვართმევს.

- რძალდედამთილობის სტერეოტიპი…...
- მე დედამთილები არ მყოლია და გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი იქნება კარგად, თუ ყველა იცხოვრებს ცალ-ცალკე, ეს აუცილებლობაა. მერე დედამთილიც, რძალიც, სიდედრიც, სიძეც –კმაყოფილი იქნებიან, ივლიან ერთმანეთთან სტუმრად, შეიკრიბებიან, მოესიყვარულებიან ერთმანეთს და წავლენ სახლებში.

- დასასრულ, არატრადიციული ორინეტაციის ადამიანების კრიტიკასა და გაფეტიშებაზე რას ფიქრობთ?
- ჩემს ახალგაზრდობაშიც, ძალიან დიდი არ ვარ, მაგრამ მაინც მეოცე საუკუნის ადამიანი ვარ, იყვნენ ასეთი ადამიანები. მაშინ კანონით ისჯებოდა და ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა. დღეს რამდენად აფეტიშებენ, არ ვიცი. თუ ხალხს ასეთი დამოკიდებულება აქვს, ალბათ, იმის დასამტკიცებლად, რომ პროგრესული ადამიანები არიან. ორიენტაციის თავზე მოხვევა და პროპანაგდა არ მგონია სწორი, ღამე ვისაც რა უნდა, ის აკეთოს და პარტნიორად ვინც უნდა შეარჩიოს, ეს მათი პირადი საქმეა, მაგრამ ამ თემით თუ ვკეკლუცობ, ვცდილობ, ამ საკითხით გავითქვა სახელი, ხალხი ვალაპარაკო, ეს უკვე ამორალობაა.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
შური შეგჭამთ
საერთოდ კომენტარებს არ ვდებ ხოლმე მაგრამ ბაიას რომ არ გამოვეხმაურო არ შემიძლია. ინტერვიუებს არ ვკითხულობ თუმცა ბაიას ინტერვიუ წავიკითხე , რადგანაც თბილისელი თბილისური ოჯახიდანაა ამოვიდა ყელში გუშინ გაბლატავებული პროვინციელების პროვინციული ქოთქოთი, ეხლა არ დაიწყოთ ადამიანების შეფასება მასე არ შეიძლებაო და ასე შემდეგ სოფლელი კარგია სოფელში და თბილისი არაა თვაკომბალა სადაც ყველა ჩამოეხეტება და დაწნულ ცხვირსახოცს დაიტრალებს თითზე. ხოდა სანამ ამ ადამიანის კრიტიკას გირჩევნიათ თოხებს მოკიდოთ ხელი თორე დაესია თქვენს მამაულებს ჩინელ -ინდოელები . ქალბატონო ბაია მსიამოვნებს როდესაც თქვენნაირ თბილისელებს ვუყურებ და ვუსმენ და გმადლობთ ამისთვის
21:26 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
mancho
ისე რა უცნაურია ზოგი, რა მნისჰვნელობა აქვს გაატხოვებ გასჰორდება და მერე ისევ გატხოვდება ტუ ერტად იცხოვრებენ და ტუ კომფორტულად იგრდზნობენ ტავს დარცებიან ერტად ან არა.რამდენი ოჯახია დედა მამის ცუმატ ქალისვილს ქორწილის წინა დგეებსი უკეტებს ოპერაციას და ასე რქებ დადგმული დადიან მერე მამაც და სიდზეც მარა ეტყობა ეგ რქები გირცევნიატ სიმარტლეს
19:18 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მანანა
რა საყვარელი ადამიანი ბრძანდებით! საინტერესო სტატიაა!
17:09 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
გეო
რბილად რომ ვთქვათ არ ხართ მართალი, როცა ამბობთ, რომ "თანაცხოვრება ქორწინებამდე ნორმალურია" ეს შეიძლება თქვენთვის იყოს ნორმალური, მაგრამ ამას ასე ნუ ქადაგებთ ძალიან გთხოვთ.
14:58 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ira
baias pirveli qmari iyo murman jinoeia da exla meore hyavs.sxva cnobili ar aris
14:16 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
lela
დედამთილები, რადგან ღმერთმა იცის, რამდენჯერ იყო გათხოვილი:D ჰოდა მისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელი არაა არაფერი :D
11:57 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
გეგა
ძალიან მაინტერესებს ბაია მეუღლესთან ცხოვრობს თუ ცალკეა,ვინც იცით ნუ დაიზარებთ....
08:04 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
სარა
,, მე დედამთილები არ მყოლია და გამოცდილება არ მაქვს,,. დედამთილები თუ დედამთილი?
07:26 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
baias
Sakmaod sagad msjelob magram Ar mikvars iseti didebuli mshoblebis shvili xar.
04:23 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS