26 მარტი, 2015
თბილისში ორი თვის წინ მასონთა ლოჟა დაფუძნდა?!. - როგორ გაუსწორდნენ ჟურნალისტს, რომელიც ამ თემით დაინტერესდა
გამიმართლა და რუსთაველის თეატრში მისულს ახალი თანამშრომელი დამხვდა 19 წლის ნიკა ჭავჭავაძე რამდენიმე თვეა, რაც გადაცემა ''სხვა რაკურსის'' ჟურნალისტია. პარანორმალური მოვლენებით დიდი ხანია დაინტერესდა, მაგრამ ბოლო დროს მისი ყურადღება ერთმა ამბავმა მიიპყრო.

ჟურნალისტს ამ თემის კვალდაკვალ უამრავი საინტერესო რამ გადახდა, სიკვდილს თვალებში ჩახედა, იყო მუქარაც და დაშინებაც, ყველაფრის მიუხედავად, აპირებს, ამ თემას ისევ მიუბრუნდეს, ოღონდ გარკვეული დროის შემდეგ.

- პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ ჟურნალისტიკით დიდი ხანია დავინტერესდი. ყოველ
თვის მომწონდა პარანორმალურ მოვლენებზე მომზადებული რეპორტაჟები და რამდენი თვის წინ თბილისში არსებული 10 მისტიკური სახლის თემამ დამაინტერესა, რომლებსაც ერთმანეთთან გვირაბები აკავშირებთ. იმ პერიოდში წიგნის დაწერა მინდოდა, მაგრამ იმდენად რთული და საინტერესო თემა აღმოჩნდა, რომ გადაცემა ''სხვა რაკურსში''გასაუბრებაზე მისულმა პროდიუსერს გავუმხილე. იდეა მოეწონა და გადავწყვიტე, რეპორტაჟი გამეკეთებინა.

- შეგიძლია, უფრო დაწვრილებით მოგვითხრო, რომელ სახლებზეა საუბარი?
- თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარეობს ათი სახლი, რომლებსაც რუკაზე თუ მონიშნავ და წერტილებით შეაერთებ, პენტაგრამას, იმავე სატანის ნიშანს მიიღებ. შუა ნაწილში სამკუთხედს ქმნის რუსთაველის თეატრის, უზენაესი სასამართლოსა და კანცელარიის შენობები. რაც ყველაზე საინტერესოა, ათივე სახლი არქიტექტორმა ალექსანდრე შიმკევიჩმა ააშენა. ასევე სამი შენობაც, რომელიც შუაგულში მდებარეობს. არქიტექტორზე მოძიებული ინფორმაციით გავარკვიე, რომ საქართველო ძალიან უყვარდა, მაგრამ იყო მასონი, სატანის მიმდევარი. მის მიერ აშენებულ სახლებზე გამოხატულ ორნამენტებს თუ დააკვირდებით, მასონთა ნიშნებს ამოიცნობთ. გამიმართლა და რუსთაველის თეატრში მისულს ახალი თანამშრომელი დამხვდა, რომელმაც უპრობლემოდ ჩამიყვანა სარდაფში. სამი სართულის ქვევით დავინახე, რომ გისოსები ჩანდა, როდესაც შიგნით ჩავანათე, ძალიან გრძელი კიბე დავინახე. გვერდზე კი წარწერაა, რომ ამ კარს საბერძნეთის სახელმწიფო იცავს. არ ვიცი, დამთხვევაა თუ არა, მაგრამ ამ ქვეყანას ყველა იმ მისტიკური სახლის შესყიდვა სურს, რომლებიც პენტაგრამას ქმნის. შემდეგ ჯერზე რუსთაველის თეატრში კამერით აღარ შემიშვეს.

- ამის შემდეგ გადახვედი სახლებზე?
- დიახ, პირველად ინგოროყვას 6 ნომერში მივედი. საკმაოდ მძიმე შესახედავია გარედან, თან საინტერესოა ისიც, რომ ათივე სახლში თვითმკვლელობა მოხდა. ქალიშვილმა გოგონებმა მოიკლეს თავი. სახლს უკანა მხრიდან შემოვუარე, სახურავზე მინდოდა ასვლა, სადაც გოგონამ თავი ჩამოიხრჩო, მაგრამ კიბის გარეშე ვერ ავედი. მეზობელ ქალს კიბე ვთხოვე. ქალმა ტირილი დაიწყო, ოცი წლის წინ ამ სახლში შენნაირად ერთი ჟურნალისტი გოგონა მოვიდა რეპორტაჟის გასაკეთებლად, ორი დღის შემდეგ მისი მშობლები მოვიდნენ და დაკარგულს ეძებდნენო. ამან არ შემაშინა, მაინც ავედი სხვენში, ისეთი არაფერი დამხვდა, მაგრამ ზევიდან რომ იყურები, ქვევით სარდაფში ჩასასვლელი კარი ჩანს. საღამოს ოპერატორთან ერთად მივედი და ''სთენდაფის''ჩაწერა დავიწყე, რომ ოცი წლის წინ ჩემი კოლეგა ამ სიუჟეტის კეთებას შეეწირა და შეიძლება, ეს ჩემი ბოლო რეპორტაჟი აღმოჩნდეს-მეთქი - ეს ვთქვი და იატაკი ჩამიტყდა, ორი სართულით დაბლა, სარდაფში ჩავვარდი. გონზე გარეთ მოვედი, ამომიყვანეს და საოცრება ის იყო, რომ დაშავებული არ ვყოფილვარ.

Rating

- გონდაკარგულს რამე ხმები თუ ჩაგესმოდა?
- მთელ ტანზე ჩქმეტას ვგრძნობდი და იმ ქალის სახე მედგა თვალწინ, რომელმაც გამაფრთხილა. ამ ამბიდან მესამე დღეს ქალის სანახავად მივედი და იქ აღარ დამხვდა. მეზობლებმა მითხრეს, რომ ასეთი იქ არავინ ცხოვრობდა. ათივე სახლი ცარიელია, არავინ ცხოვრობს. მეზობლებიც დაშინებული არიან.

- სახელმწიფო რატომ აძლევს საბერძნეთს ამ სახლების შესყიდვის უფლებას?
- არ ვიცი, ჩემი აზრით, სახელმწიფოსაც აწყობს მასონთა ლოჟის გაძლიერება. ხედავენ, რომ ძალიან ბევრი ათეისტია ახალ თაობაში. ჩემი ინფორმაციით, ორი თვეა, თბილისშიც დაფუძნდა მასონთა ლოჟა და ადამიანები მათ რიგებში წევრიანდებიან. მართვის სადავე, როგორც რელიგიის შემთხვევაში, აქაც სახელმწიფოს ექნება.

- მუქარის ზარები როდის გაისმა შენს ტელეფონზე?
- სახელმწიფო არქივში მივედი, რომ ამ სახლებში მომხდარ თვითმკვლელობებზე ინფორმაციები გამომეთხოვა, მაგრამ უარი მითხრეს. საღამოს სახლში რომ დავბრუნდი, ფარული ნომრით დამირეკეს, ვიღაც მამაკაცმა გამაფრთხილა, რომ ამ თემაზე მუშაობა არ მიღირდა. სამი დღე გრძელდებოდა ერთი და იგივე. მორიგი მუქარის შემდეგ მამაკაცს ვუთხარი, რომ ''იმედის''ჟურნალისტი ვიყავი და ბევრმა იცოდა, რომ ამ თემაზე ვმუშაობდი, რის შემდეგაც შეხვედრაზე შემითანხმდნენ. ოღონდ კამერის გარეშე უნდა მივსულიყავი. ვიღაც კაცს შევხვდი კაბინეტში. რო-დესაც დამელაპარაკა, იმ ადამიანის ხმა ვიცანი, ტელეფონზე რომ მემუქრებოდა. მითხრა, რომ ჩამიყვანდნენ და ვნახავდი,
გვირაბში რა ხდებოდა და შემდეგ თავი უნდა დამენებებინა ამ თემისთვის. ორი ადამიანი გამომაყოლა და გვირაბში ჩავედით. იმ კარში შევყავდი, სადაც მათ უნდოდათ. არადა, ყველა შესასვლელს სამი კარი ჰქონდა. ვერაფერი ვნახე, Aამოვედი და მივხვდი, აღარ ჰქონდა აზრი ამ თემის გაგრძელებას.

- სასულიერო პირებთან თუ გისაუბრია ამ თემაზე?
- ერთ-ერთ სახლში მივიყვანე მამა ნიკოლოზი, რომ ეკურთხებინა. იატაკზე მტვერი იდო და ვხედავდით, რომ წყალი არ ეცემოდა დაბლა, ჰაერში ქრებოდა. სანამ დიდი ლოცვა არ წაიკითხა, ასე გაგრძელდა. ვესაუბრე დედა სიდონიასაც, რომელმაც მითხრა, რომ ამ თემისთვის თავი დამენებებინა. ამ ეტაპზე მივხვდი, რომ კარიერულადაც არ ვარ მზად, ამხელა თემას შევეჭიდო, მაგრამ დადგება დრო, რომ ყველას სახელსა და გვარს დავასახელებ. რაც მთავარია, ერთმა ადამიანმა დამირეკა და მითხრა, რომ ოდესმე ამ საკითხს თუ მივუბრუნდები, დამაფინანსებს. ერთი ასტროლოგი მეგობარი მყავს, თორნიკე ბიძინაშვილი, სპეციალური აპარატი გამოიწერა, რომელიც სულებს აფიქსირებს და ამასაც ველოდები. საერთოდ, საქართველოში ბევრი მისტიკური ადგილია და კვლევის კუთხით საინტერესოა. ქართველებს უცხოპლანეტელების არსებობისაც არ სჯერათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობენ (იღიმის).

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
მაია
ვაი შენ საცოდავო შენს თავს მიხედე ცოდვები მოინანიე რაც დააშავე ის აგიარე საქვეყნოდ დამასონებზე მერე ილაპარაკე
00:16 / 28-03-2015
გამოხმაურება / 0 /
დათიკო48
Admin-საინტერესოა რატომ მიბლოკავ კომენტარს,როდესაც თბილისში დილის ათი საათია,ხოლო სატანა ა.შ.შ.-ში ღამის ორია?მასონები ესენი არიან სატანისტები,მორალი:მიზანიამართლებს ქმედებას-როტშილდების სატანისტური აღსარება.დღევანდელი საქართველოს ალამი არის ჯვაროსანთა ალამი,ხოლო თეთრმა მელამ 2000-ში უარი თქვა ქართული ახალ ალამზე:ღია შინდისფერზე გამოსახული იყო წმინდა ნინოს მიერ შემობრძანებული წმინდა ჯვარი.მასონთა სიმბოლიკაა ხუთქიმიანი ვარსკვლავი,რომელიც არის კრემლის თავზე მოსკოვში,ლონდონში მასონთა საკრებულოში,ასევე ამერიკაში,საფრანგეთში და ა.შ."განმათავისუფელთა" მთავარი მიზანია ბრძოლა ყველაზე წმინდა რწმენის-მართლმადიდებლობის წინააღმდეგ."როიზენკრეიცერები"-შედგებამ ორი სიტყვისგან:ვარდის და ჯვრის შერწმნა,ხოლო "ვარდების"რევოლუციონერი ვინც არის ალბატ მიხვდებით,მითუმეტეს რომ მისი მეუღლე არის"ვარდის და ჯვრის"საძმოს დამსახურებული მაგისტრის შვილიშვილი.და კიდევ თუ არ დამიბლოკეს კომენტარი მოვიტან სხვა ამონარდებს თუ საიდან მოეთრევიან ეს სატანისტები!"საქმე ის როდია,საქართველო იპოვნის თუ არა დზას დასავლეთისკენ:საქმე უფრო ისაა,ეს ცოცხალი საქართველო იქნება,თუ გვამი,რომელსაც შეასვენებენ"ევროპულ სახლში."ზ.გამსახურდია.
18:46 / 27-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნუციკო
გიორგის ვეთანხმები, ეს იაფფასიანი პოპულარობისათვის დაწერილი სისულელეა,ისიც ვერ გავიგე მისტიკაა თუ დეტექტივი?
12:31 / 27-03-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
რეზო გიორგი ლაშა და კიდევ სხვები, გუგლი და საიძიებო სისტემებს თავი რომ დაანებოთ მარტივად აგიხსნით რა არის მასონი. ერთი რელიგია, ერთი ენა ერთი დამწრლობა და სრული ბატონობა მსოფლიო მოსახლეობაზე. ყველა მრავალსაუკუნოვანი რელიგიისთვის ის ასოცირდება ანტიქრისტესთან და სატანასთან. რატო იქმნება მიმდევრობები როგორიცაა 50იანელები, 60იანელები იაღოველები, სწროედ ამიტომ რომ გაუნეთლებელ ხალხში ეჭვი და ორჭოფობა გამოიწვიონ, მერე ის უკვე მარტივი სამართავია, რატომ წამოიწია თქვენი აზრით ქალის კულტი მსოფლიოში? იმიტომ რომ ქალი სენტიმენტალურია უფრო და სამართავადაც მარტივია. ამას რა მოყვება ? ოჯახების მარტივად ნგრევა და დიდი ამბიციები. ამასდ კი პოპულაციის შემცირება. ოქროს მილიარდი გაგიგიათ საერთოდ? სწორედ რომ მასონების თემაა რომ დატოვონ ოქროს მოსახლეობა 1მილიარდით და დანარჩენები გაანადგურონ. ღორის გრიპი რატომ გავრცელდა? 2-3წლის წინ დადო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დასვკნა რომ ძალიან გავრცელებული ვირუსი იყო,, თუმცა მალევე ჩაფარცხეს ეს თემა. ზუსტად ამიტომ ხდება დატესტვა სხვადასხვა სახის ვირუსების მოსახლეობის შესამცირებლად. გავაგრძელოთ, საბერძნეთი რა შუაშია, იმ შუაშია რომ ანტიქრისტე იბრძვის იქ სადაც ქრისტიანობა თუ სხვა სარწმუნოება ყველაზე ძლიერადაა. არ დაგავიწყდეთ რომ სატანა ყველაზე ახლო ანგელოზი იყო. როცა ჩვენისთანა, მორწმუნე ერს მოერევიან და იმედი მაქვს ასე არ მოხდება მერე გერმანელების ამერიკელების და ევროპელების თითზე დატრიალება უადვილესი იქნება. სოდოიმი და გომორია დღევანდელი ცხოვრება, გარყვნილების და წარწყმედის საუკუნეა. ასე რომ გუგლს იაჰუს და სხვა საძიებოს გამოყენებას ირგვლი მიმოიეხედეთ, რატომ ინგრევა თქვენს გარშემო ასე მარტივად ოჯახები, ფრანგი როგორც ერი რატომ ნადგურდება, და ასე შემდეგ. მე ვარ ქრისტიანი მართმადიდებელი რომელიც ყველა რელიგიას პატივს სცემს და არავის და არასოდეს არ მივცემ უფლებას მათი განადგურება შეძლოს სადამდეც შემიძლია. ნებისმიერი ვინც მეწინააMღდეგება შემიძლია პირადად ავუხსან ჩემი მოსაზრება რომელიც ვიკიპედიაში კი არ წერია, მე გეტყვით, და თუ არგუმენტებით გამაჩუმებთ ვიტყვი რომ მართალი ხართ. მასონები თურმე კარგი ხალხია, ისინი ძალას და განათლებას იყენებენ სხვის დასამონებლად და სამართავად და რა კარგები ყოფილან თურმე რა :) ამ სტატიის მე არ მჯერა იმიტომ რომ არალოგიკური ზღაპარია მაგრამ აი მასონებზე ვიკამათოთ რამდენიც გინდათ
11:54 / 27-03-2015
გამოხმაურება / 0 /
პავლე
1. სატანიზმი და მასონობა სხვადასხვა რამეა 2. მასონთა ლოჟა რომ დაფუძნდეს ქვეყანაში, არ მგონია ასე მარტივად ვინმემ გაიგოს და მერე ყვითელ მედიას მოუყვეს 3. ყვება ისეთ ფაქტებს, რომლის დამტკიცების ან უარყოფის არანაირი რესურსი არ არსებობს. ვერ მოიყვანს მოწმედ ვერც ქალს, რომელმაც გააფრთხილა, რადგან თვითონ ამტკიცებს, რომ თითქოს ეს ქალი არ არსებობს. 4. რატომ ასახელებს მხოლოდ სამ შენობას და რატომ არ ასახელებს ათივეს? ექსკლუზიურად მხოლოდ თვითონ რომ აბოლოს ჟურნალისტები? 5. ეს ყველაფერი რომ რეალური იყოს, ელემენტარულად 19 წლის თავგადასავლების მოყვარული ბიჭი ენას კი არ დაიგრძელებდა, თანამოაზრეს იპოვიდა და უფრო სერიოზულ კვლევას ჩაატარებდა. 6. ეს ყველაფერი არის სიცრუე და მისი დაბეჭდვის მიზანიც მიღწეულია - აგერ ვმსჯელობთ ამ ყველაფერზე. გიორგის ვეთანხმები, თუმცა მასონობის იდეას ძალიან ამარტივებს. ცოტა მეტი რამეც ხდება მანდ, მაგრამ ეგეთი ცოდნა არც შენ გექნება და არც მე ;)
21:15 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS