25 მარტი, 2015
''ჩემ გარდა არავის უთქვამს ხათუნა ჟორდანიასთვის, რომ მისი შვილი ვერ მღერის''?
ცხოვრებაში ის უნდა აკეთო, რაც შეგიძლია "ორ ვარსკვლავში" სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად მომღერალმა ნინი ქარსელაძემაც იმღერა. მის გამოსვლას სერიალ ''დეტექტივების'' მსახიობი სალომე ფაღავა გამოეხმაურა: ''მთელი თბილისი რომ მტრად გადავიკიდო, მივდივარ მაგ რისკზე და ერთი კითხვით მივმართავ ყველას. მე ვერ ვეწევი თბილისურტენდენციებს მუსიკაში, ან სმენა დამიქვეითდა, ან გემოვნება, ან იმის ამოცნობის უნარი, რა სამარცხვინოა და რა ძალიან მოსაწონი, თუ უბრალოდ ამ ხალხს მართლა უკიდურესად უჭირს''.

სალომეს ხათუნა ჟორდანიამ სოციალურ ქსელში უპასუხა. ''ნინიზე წერს, საცოდავი გოგონი, შენ
არა მარტო სმენისა და გემოვნების, არამედ, სავარაუდოდ, სხვა ბევრი პრობლემა გაქვს. საშინელებაა, როცა შური გახრჩობს ადამიანს, რომელსაც ჯერ ცხოვრებაში არც გაუკეთებია და არც მიუღწევია არაფრისთვის''.

სოციალურ ქსელში დაპირისპირების შემდეგ სალომე ფაღავას დავუკავშირდით.

- სალომე, ხათუნა ჟორდანია, როგორც ჩანს, ძალიან გაანაწყენა თქვენმა სტატუსმა.
- ისეთი რამ დავწერე, რაც არავისთვის უცხო არაა. ნინი ჩემი შვილიც რომ იყოს, იმავეს დავწერდი. თუ ეწყინა, ეს უკვე მისი პრობლემაა. რა ეგონა, აბა? მე პირადად არავის წინააღმდეგი არ ვარ. ზოგადად ქალაქში საშინელება ხდება. არანაირი გადაცემა და კონცერტი რომ ჯანსაღი არაა, ეს თქვენც ხომ კარგად იცით. პირადი ანგარისწორება არავის მიმართ არ მამოძრავებს. ამხელა გა-მოხმაურება თუ მოჰყვებოდა ჩემს სტატუსს, ნამდვილად არ მეგონა.

- თვითონ ხათუნა ჟორდანიაა აღშფოთებული...
- რითია აღშფოთებული? ჩემნაირად წერს ათასი ადამიანი. ჩემს პოსტს რა ამბავიც მოჰყვა, მეც და ჩემი სამეგობროც გაოგნებულები ვართ.

- იცნობთ ხათუნასა და ნინის?
- თქვენ ჟურნალისტი ხართ და ალბათ არ გჯერათ, რომ მათთან არანაირი შეხება არ მაქვს. ზოგადად ამხელა სკანდალი რას მოჰყვა, ვერ ვხვდები. ნინი ქარსელაძე რომ ვერ მღერის, ახალი ამბავია? ნინიზე ორჯერ დიდი ადამიანები რომ ვერ მღერიან და არ უნდა იდგნენ სცენაზე, ახალი ამბავია? გაბოროტებულმა ხალხმა ჩემს სტატუსს გამოსავალი მოუძებნა, თურმე მე რომ შვილი გავაჩინე და სახლში ჩავჯექი, ასე იმიტომ დავწერე. სახლში არ ვზივარ, ხალხო, უბრალოდ, საქართველოში არ ვმოღვაწეობ, ასე აეწყო, მაგრამ სახლში რომც ვიჯდე და რომ ვზივარ ხანდახან, ყველაზე ძვირფას და ყველაზე კარგ საქმეს ვემსახურები.

ასეთ თემაზე ხმას ყოველთვის ვიღებდი, რადგან მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე. მაქვს იმის პრეტენზია, რომ მუსიკალური გემოვნება მაქვს და შემიძლია, პროტესტი გამოვხატო, ფონოგრამით რომ გამოხვალ და კიდევ ასე იმღერებ, შოკირებული შეიძლება იყო ადამიანი. ''ფეისბუქის'' ჩემს გვერდზე 70 კომენტარია ჩემს სტატუსზე, რომლებიც მეთანხმებიან და მათგან არც ერთს არ ვიცნობ. ჩემ გარდა არავის უთქვამს ხათუნა ჟორდანიასთვის, რომ მისი შვილი ვერ მღერის? იმ პროექტში არაპროფესიონალი მომღერლები, თუნდაც მანიკა ასათიანი უფრო ღირსეულად მღერის, ვიდრე პროფესიონალები რომ ჰქვიათ.

- საქართველოში არ ვმოღვაწეობო, თქვით, და რას საქმიანობთ?
- ფაქტია, რომ ეკრანზე არ ვჩანვარ, სერიალში პატარა როლი თუ მექნება, მხოლოდ ესაა ჩემი დაკავებულობა. მაგრამ სურვილი მაქვს, დიდ პროექტებში მივიღო მონაწილეობა, რატომაც არა? თუ დამაკავეს რაიმე პროექტში, უარს ნამდვილად არ ვიტყვი. ცხოვრებაში ის უნდა აკეთო, რაც შეგიძლია. მე არ გამოვალ და გამოფენას არ მოვაწყობ. კარგად ვერ ვხატავ, მიუხედავად იმისა, რომ სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული.

ცხოვრებაში არასოდეს გავაკეთებ გამოფენას. არავისთან პირადი ინტერესები არ მაქვს, სტატუსიც დავწერე, ხალხო, მე მიჭირს გემოვნებაში თუ თქვენ-მეთქი. ნინი ქარსელაძე ძალიან ლამაზი ბავშვია, გამოვიდა ლამაზადშემოსილი და უბრალოდ, პირს აღებს. თუ გამოდიხარ კონცერტზე, ცოცხლად იმღერე. ტაში რაზე დავუკრა? ზოგიერთები ამბობენ, გადართე სხვა არხზეო. რომელ არხზე გადავრთო? საქართველოში რომელი არხია ისეთი, რომ ძალიან ვისიამოვნო ან მე ან სხვა მოქალაქემ?

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 55 /
პაკეტა
ხათუნასაც შEVEჩI და მის ქალიშვილსაც მითუმეტეს. რა წაიღეთ ტვინი ამათი შეფასებით. არ შEVEჩI ორთავეს!!!!!!!
16:05 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელი
საინტერესო ტენდენციაა:ყოველგვარი კრიტიკული აზრი (თუნდაც სამართლიანი)ბოღმის,შურის,არაკომპეტენტურობის..და ა.შ ნიშანია! მაპატიეთ,მაგრამ ადამიანის(ყბადაღებული) უფლების დარღვევა არ არის,რომ ვხარჯავ დროსა და ფულს იმაში,რომ ხარისხიანი მუსიკა მოვისმინო,კარგი შესრულებით და ვიღებ საპირიპიროს? რამდენადაც ვიცი,ამ გოგომ საზღვარგარეთ დაამთავრა იურიდიული . ნინი! შენ და შენი ოჯახი ისედაც ხართ ცნობილები და შენს პროფესიას ხომ არ მიუბრუნდებოდი, ჩვენც რომ დაგვესვენა და თქვენც?
16:05 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
1111
ყოვლად უსირცხვილო ჟორდანიავ! სახლში დასვი ეგ სენი ლამაზიესული გოგო და ყბას სახალხოდ ნუ აღებინებ, თორემ დავყრუვდით უკვე! ტქვენი ბუინი ოდესმე ხომ უნდა დამთავრდეს?! თქვენს გათახსირებულ ოჯახს მიხედეთ და ნინის და შენ 'სამღერად' დრო არ დაგრჩებათ! თქვენ ხართ საქართველოს ყველაზე სამარცხვინო ცნობადი სახეები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
15:09 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
1111
ჟორდანიებო! დაგვღალეთ შენი და შენი გოგოს ე.წ. ნამღერით! ამოგვიხვედით ყელში უკვე! რაც შეჭამეთ ფედერაციის ბიუჯეტი და შეგრჩათ ხახვივით ეგ არ გეყოთ და ახლა კიდევ ვარსკვლავობა გინდათ?! აბა, ჩვენ გვკითხეთ რას ვგრძნობთ თქვენ რომ 'იპყრობთ სცენას'? სად გადავრთოთ აღარ ვიცით, რადგან ყველგან თქვენ ბუინობთ! თქვენ გემოვნებიან ქართველ მსმენელს გემოვნებას უქვეითებთ თქვენი 'ნამღერით' შევწუხდით, მთელი საქართველო გთხოვთ აღარ იმღეროთ! ერთი სული მაქვს ამ პროექტში როდის აღარ გიხილავთ! იქნებ კონცერტი, კონცერტს დამესგავსოს და კონკურსი კონკურსს!
15:06 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
sofiA
სალომე გეთანხმები ასი კი არა ათასი პროცენტით! ხათუნა არის სინდის-ნამუს გარეცხილი ქალი მთელი მისი ოჯახით და შენ გწერს თურმე საცოდავი ხარ და ბევრი პრობლემა გაქვს! გადახედოს მისი ძმის წარსულს ჯერ და მერე შენ გითხრას რა გიჭირს! მისი ძმა ფედერაციას ქურდავდა იმის გამო, რომ მისი უსმენო და უხმო დისშვილი დაეფინანსებინა ... ახლა კიდევ ეს ორანგუტანგი გამოეთრია და მღერის, ვითომ მისი შვილის ყრორინი არ გვეყოფოდა! ჟორდანიებო, ნუ გვტენით თქვენს უხმო და უსმენო გოგოს, ამოგვივიდა ყელში ამდენი მარაზმის მოსმენა!!! პ.ს დუდუ დადიანზე რომ აღარაფერი ვთქვათ
14:59 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ხალხო რა აჯიოტაჯი ატეხეტ? ნინი ქარსელადზე ბავსჰვობიდან ვე. მგერის აქ ახალი არაფერია , რამ გააგიჯა ხატუნა? ახლა გაიგო ეს? ლამაზი სამოსი არ ნისჰნავს რომ აუსილებლად სსენაზე უნდა ავიდეს და იმგეროს, იმგეროს სახლსჰი ტავისტვის, სიმგერა მისი საქმე ა. არის
14:39 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
tamtas
გაბოროტებულს სენ გავხარ. სალომემ სრული სიმარტლე ტქვა ის რაც სენ და სენნაირებს არ სეგიზლიატ. და არც არავის დაკარგვია ულამაზესია და მარტალი ადამიანი სენგან განსხვავებიტ. ჯამბურიას კი ნუ სეადარებ ქარსელაზეს ტიკას 2 საატიანი კონცერტი მაქვს ცოცხალი სესრულებიტ მოსმენილი. სენ კი გირჰევ გაცუმდე რადგან გეტყობა მარტლა გიცირს გემოვნებასი.
14:12 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
tata
გეტანხმებიტ სალომე.
14:02 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
აბა
ტუ მაგრები არიან ფონოგრამის გარესჰე იმგერონ ტორემ მასე ყველა იმგერებს სიმარტლე რატომ სცყინტ მომგერალი ის არის ვინც ფონოგრამის გარესჰე რომ იმგერებს
14:02 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუნა თამუნა
მართალია ეს ადამიანი. ყველამ რომ ის საქმე ვაკეთოთ რაც ნამდვილად ვიცით, იქნება გვეშველოს ბოლოს და ბოლოს.
14:02 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS