25 მარტი, 2015
''ჩემ გარდა არავის უთქვამს ხათუნა ჟორდანიასთვის, რომ მისი შვილი ვერ მღერის''?
ცხოვრებაში ის უნდა აკეთო, რაც შეგიძლია "ორ ვარსკვლავში" სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად მომღერალმა ნინი ქარსელაძემაც იმღერა. მის გამოსვლას სერიალ ''დეტექტივების'' მსახიობი სალომე ფაღავა გამოეხმაურა: ''მთელი თბილისი რომ მტრად გადავიკიდო, მივდივარ მაგ რისკზე და ერთი კითხვით მივმართავ ყველას. მე ვერ ვეწევი თბილისურტენდენციებს მუსიკაში, ან სმენა დამიქვეითდა, ან გემოვნება, ან იმის ამოცნობის უნარი, რა სამარცხვინოა და რა ძალიან მოსაწონი, თუ უბრალოდ ამ ხალხს მართლა უკიდურესად უჭირს''.

სალომეს ხათუნა ჟორდანიამ სოციალურ ქსელში უპასუხა. ''ნინიზე წერს, საცოდავი გოგონი, შენ
არა მარტო სმენისა და გემოვნების, არამედ, სავარაუდოდ, სხვა ბევრი პრობლემა გაქვს. საშინელებაა, როცა შური გახრჩობს ადამიანს, რომელსაც ჯერ ცხოვრებაში არც გაუკეთებია და არც მიუღწევია არაფრისთვის''.

სოციალურ ქსელში დაპირისპირების შემდეგ სალომე ფაღავას დავუკავშირდით.

- სალომე, ხათუნა ჟორდანია, როგორც ჩანს, ძალიან გაანაწყენა თქვენმა სტატუსმა.
- ისეთი რამ დავწერე, რაც არავისთვის უცხო არაა. ნინი ჩემი შვილიც რომ იყოს, იმავეს დავწერდი. თუ ეწყინა, ეს უკვე მისი პრობლემაა. რა ეგონა, აბა? მე პირადად არავის წინააღმდეგი არ ვარ. ზოგადად ქალაქში საშინელება ხდება. არანაირი გადაცემა და კონცერტი რომ ჯანსაღი არაა, ეს თქვენც ხომ კარგად იცით. პირადი ანგარისწორება არავის მიმართ არ მამოძრავებს. ამხელა გა-მოხმაურება თუ მოჰყვებოდა ჩემს სტატუსს, ნამდვილად არ მეგონა.

- თვითონ ხათუნა ჟორდანიაა აღშფოთებული...
- რითია აღშფოთებული? ჩემნაირად წერს ათასი ადამიანი. ჩემს პოსტს რა ამბავიც მოჰყვა, მეც და ჩემი სამეგობროც გაოგნებულები ვართ.

- იცნობთ ხათუნასა და ნინის?
- თქვენ ჟურნალისტი ხართ და ალბათ არ გჯერათ, რომ მათთან არანაირი შეხება არ მაქვს. ზოგადად ამხელა სკანდალი რას მოჰყვა, ვერ ვხვდები. ნინი ქარსელაძე რომ ვერ მღერის, ახალი ამბავია? ნინიზე ორჯერ დიდი ადამიანები რომ ვერ მღერიან და არ უნდა იდგნენ სცენაზე, ახალი ამბავია? გაბოროტებულმა ხალხმა ჩემს სტატუსს გამოსავალი მოუძებნა, თურმე მე რომ შვილი გავაჩინე და სახლში ჩავჯექი, ასე იმიტომ დავწერე. სახლში არ ვზივარ, ხალხო, უბრალოდ, საქართველოში არ ვმოღვაწეობ, ასე აეწყო, მაგრამ სახლში რომც ვიჯდე და რომ ვზივარ ხანდახან, ყველაზე ძვირფას და ყველაზე კარგ საქმეს ვემსახურები.

ასეთ თემაზე ხმას ყოველთვის ვიღებდი, რადგან მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე. მაქვს იმის პრეტენზია, რომ მუსიკალური გემოვნება მაქვს და შემიძლია, პროტესტი გამოვხატო, ფონოგრამით რომ გამოხვალ და კიდევ ასე იმღერებ, შოკირებული შეიძლება იყო ადამიანი. ''ფეისბუქის'' ჩემს გვერდზე 70 კომენტარია ჩემს სტატუსზე, რომლებიც მეთანხმებიან და მათგან არც ერთს არ ვიცნობ. ჩემ გარდა არავის უთქვამს ხათუნა ჟორდანიასთვის, რომ მისი შვილი ვერ მღერის? იმ პროექტში არაპროფესიონალი მომღერლები, თუნდაც მანიკა ასათიანი უფრო ღირსეულად მღერის, ვიდრე პროფესიონალები რომ ჰქვიათ.

- საქართველოში არ ვმოღვაწეობო, თქვით, და რას საქმიანობთ?
- ფაქტია, რომ ეკრანზე არ ვჩანვარ, სერიალში პატარა როლი თუ მექნება, მხოლოდ ესაა ჩემი დაკავებულობა. მაგრამ სურვილი მაქვს, დიდ პროექტებში მივიღო მონაწილეობა, რატომაც არა? თუ დამაკავეს რაიმე პროექტში, უარს ნამდვილად არ ვიტყვი. ცხოვრებაში ის უნდა აკეთო, რაც შეგიძლია. მე არ გამოვალ და გამოფენას არ მოვაწყობ. კარგად ვერ ვხატავ, მიუხედავად იმისა, რომ სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული.

ცხოვრებაში არასოდეს გავაკეთებ გამოფენას. არავისთან პირადი ინტერესები არ მაქვს, სტატუსიც დავწერე, ხალხო, მე მიჭირს გემოვნებაში თუ თქვენ-მეთქი. ნინი ქარსელაძე ძალიან ლამაზი ბავშვია, გამოვიდა ლამაზადშემოსილი და უბრალოდ, პირს აღებს. თუ გამოდიხარ კონცერტზე, ცოცხლად იმღერე. ტაში რაზე დავუკრა? ზოგიერთები ამბობენ, გადართე სხვა არხზეო. რომელ არხზე გადავრთო? საქართველოში რომელი არხია ისეთი, რომ ძალიან ვისიამოვნო ან მე ან სხვა მოქალაქემ?

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 55 /
დეა
სალომე ვის დაკარგვიხარ? სისულელეების წერას ოჯახს მიხედეეეეეეეეეეეე
21:42 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ანანო
დარწმუნებული ვარ ყველა კომენტარი სხვა და სხვა სახელით ერთმა ადამიანმა დაწერა. ნინი რომ ვერ მღერის და თუ ფონოგრამით არ დაუმუშავეს ხმა ისე საშინელებაა ეგ ძველი ამბავი იყო უბრალოდ ამ გოგომ ხმამაღლა თქვა. ხათუნა ერთი ადგილი მაშინ უნდა აგეწვას როცა შენ შვილს ტყიულად უწოდებ მომღერალს და არა მაშინ როცა ამას ამჩნევენ და პირში გეუბნებიან . მერე მეორე სოფლელობა რა შუაშია სოფელში გემოვნება არ აქვთ თუ სმენა როგორ გგონიათ? სულით ღარიბი და მDაბიო ხალხი ხართ სიტყვა სოფელი უკიდურესი სალანძღავი სიტყვა რომ გგონიათ.
20:35 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
რა მოგივიდათ ხალხნო, რას დაერიეთ ერთმანეთს და ლანძღავთ, გაოგნებული ვარ, ესეც ხომ პოლიტიკა არ არის. ახალგაზრდებმა მაინც დაზოგეთ ერთმანეთი/
20:04 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
1111
ულამაზესი დედა-შვილი.. შურით არ მოკვდეთ სოფლელებო..რა დღეში ხართ.
19:35 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
1111
ისე რა დასანანია.. ფაღავა სიმპატიური ხარ გარეგნულად, მაგრამ შიგნიდან ცარიელი ბოღმა ყოფილხარ.. აი სიმართლე თუ გინდა..
19:31 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნელი
რას გადაეკიდეთ ნინის და ჟორდანიებს, სოფლელებო, ვარსკვლავად წოდებული ლელა წურწუმია აღებს პირს ფონოგრამაზე და მიშტერებული ხართ.. ვაი ტქვენს პატრონს.
19:28 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სალომეს არამგონია ამათი შესაშური რამე ჰქონდეს... ნინი,რომ ვერ მღერის ამას რათ უნდა ლაპააკი,მაგრამ სიმართლე მწარეა... მომღერლობაზე პრეტენზია,როცა გაქვს სიგარეტიისგან დაბოხებული ხმით მაინც არ უნდა იმღერო...
19:18 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ქართველი მანდილოსანი
ასე რამ გაგაბოროტათ ხალხნო! უფლის გეშინოდეთ! საკუთარ თავებს მიხედეთ და სხვის გაკრიტიკებას შეეშვით!არც ხათუნას ვიცნობ და არც ნინის, ზოგიერთებისგან განსხვავებით, მათგან დადებითი ემოცია მოდის!წარმატებები ორივეს!
18:57 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა-ს
შენ გამოთქმა "დათვური სამსახური",როგორც ასეთი,გაგიგია? ვეჭვობ,რომ არა!
17:27 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
რა ნინის პირისდაღება გაგიკვირდათ, რომ ეცით ბავშვს, საინტერესოა რომელი მომღერალი მღერის მართლა, ფონოგრამის გარეშე, ანრიმ ნიჭიერში ნამღერიც კი არ დაიჯერა. ნუ გამოხვედით ყოვლისმცოდნეები და თქვენ თქვენი საქმე აკეთეთ. ფაღავა ნუ მოგინდა პიარის გაკეთება ზოგიერთებივით, ლანძღვით ვერავის გააკვირვებ, ვერც გახდით ახალი რამე უნდა მოიფიქრო ან კარგად ითამაშო, საკმაოდ ნიჭიერი ხარ. სხვისთვის გულისტკენა ძალიან ადვილია
16:16 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS